ციფრული მარკეტინგის ბლოგი

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

 

შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ ბრენდები თავიანთ მომხმარებელთან? თუ რომელიმე კითხვაზე შენი პასუხი დადებითია, მაშინ რას ელოდები? დროა სოციალური მედიის კურსი შეარჩიო და დარეგისტრირდე.

სოციალური ქსელების სწრაფად მზარდი ინდუსტრიის  გათვალისწინებით, სოციალური მედია მარკეტინგი ძალიან განვითარებადი კარიერული სივრცე გახდა.

სოციალური მედია მარკეტინგი მოიცავს არაერთ განხრას და კრეატიულ სამუშაოს, რომელიც დაგეხმარება შენი პოტენციალის განვითარებაში.

ბოლო მონაცემებით სოციალურ მედიას 4.75 იუზერი ჰყავს, რაც კიდევ უფრო უმარტივებს ბრენდებს მათ მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირებას.

ამიტომ ამ პროფესიის დაუფლება მოგცემს საშუალებას იყო ინდუსტრიაში, რომელიც არ ჩერდება და მუდამ ფართოვდება.

თუ გაინტერესებს, უფრო დეტალურად, რატომ უნდა გაიარო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი და დაეუფლო ამ პროფესიას განაგრძე კითხვა…

სტატიის სარჩევი

marvin-meyer-SYTO3xs06fU-unsplash

კრეატიული და არასწორხაზოვანი
კარიერული გზა

სოციალური მედიის კურსის გავლა გაგიხსნის შესაძლებლობას შეისწავლო მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესია

ციფრული მარკეტინგის გუნდები ხშირ შემთხვევაში არიან ყველაზე კრეატიულ და სასიამოვნო სამუშაო პროცესებში ჩართულნი. თუ შენ მუშაობ სოციალურ მედია მარკეტინგის განხრით, გექნება შესაძლებლობა შექმნა უნიკალური კონტენტი ბრენდის პროდუქტის ან სერვისის სარეკლამოდ – რაც თავის მხრივ გულისხმობ შენ მიერ ინიცირებული იდეების გადატრებას და მათ შექმნას.

ასეთ პროფესიაში ყოველი დღე არის განსხვავებული, რაც გტოვებს მუდამ ჩართულ და აქტიურს შენი როლის მიმართ კომპანიაში.

 

pexels-visual-tag-mx-5361243

გამოიყენე უკვე არსებული ცოდნა ახალ პროფესიაში

სოციალური მედიის კურსის კურსის გავლა, დაგეხმარება აღმოაჩინო ის რაც უკვე იცი და ის რაც უნდა იცოდე, სოციალურ მედიის მართვისთვის

იმის ალბათობა, რომ უკვე იყენებ სოცილაურ მედიას შენი თავისთვსი ძალიან დიდია, ამიტომ მეტად სავარაუდოა, რომ სოციალური მედიის მენეჯმენტი არ უნდა იყოს ძალიან უცნობი სფერო.

ეს უპირატესობა გაგიმარტივებს უფრო მალე აითვისო საჭირო ინფორმაცია და ვალდებულებები, რომლებიც სოციალურ მედია მენეჯერს აქვს.

გაითვალისწინე, მხოლოდ იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს კონკრეტული სოციალური მედია პლათფორმა არ არის საკმარისი მის სამართავად და აუცილებლად დაგჭირდება დამატებითი ტექნიკური ან შინაარსობრივი ცოდნა, რომ პროფესიულ დონეზე შეძლო ბიზნეს გვერდის მართვა.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გავლა არ ნიშნავს ამ პროფესიით დასაქმებას, ეს შეიძლება გახდეს შენი დამატებითი უნარი, რომელიც უფრო ფართო მარკეტინგული ცოდნის შევსებაში დაგეხმარება.

 

pexels-ketut-subiyanto-4474033

დაეუფლე მაღალანაზღაურებად პროფესიას

სოციალური მედიის კურსის გავლა დაგეხმარება მცირედი ინვესტიციის სანაცვლოდ, მიიღო მაღალანაზღაურებადი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა

ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრობა მოგცემს არა მხოლოდ განვითარებად ინდუსტრიაში ყოფნის შესაძლებლობას, არამედ მოგხიბლავს ამ პროფესიის საშუალო ანაზღაურებით.

შენ შეგიძლია, არა მხოლოდ დასაქმდე კომპანიაში, არამედ გახდე ფრილანსერი და იმუშაო დამოუკიდებლად სხვდასხვა ბრენდებთან და მართო რამდენიმე კომპანიის სოციალური მედია პლათფორმა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

თუ მუშაობ გუნდთან ერთად, დაწინაურების გზა შესაძლოა გაგეხსნას სხვდასხვა მიმართლებით, მაგალითად: გახდე სოციალური მედიის ჰედი ან კრეატიული გუნდის ჰედი, რაც თავისმხრივ მოგიტანს პოზიციის შესაბამის ანაზღაურებას.

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

სოციალური მედიის კურსის გავლა გაგხდის უფრო გამორჩეულს დამსაქმებლისთვსი

სოციალური მედია მარკეტინგი არის იმდენად ახალი სფერო, რომ ხშირად ამ პროფესიის ვალდებულებების შესრულება ნაწილდება ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრებზე. ადრე ცალკე მდგომად არ არსებობდა  სოციალური მედია მენეჯერის პროფესია, ახლა კი თითქმის ყველა დამსაქმებელი ეძებს პროფესიონალს, რომელიც გუნდში დამოუკდიებლად აიღებს ამ  საქმის ვალდებულებებს.

samantha-borges-EeS69TTPQ18-unsplash

მზად ხარ სოციალური მედიის კურსის გავლისთვის?

თუ შენ მზად ხარ დაიწყო სოციალური მედიის შესწავლა, შემდეგი ნაბიჯია შეარჩიო შესაბამისი კურსი.  იმისთვის რომ ათასობით კურსში შეარჩიო შენთვის საუკეთესოა მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რამდენიმე ფაქტორი და მხოლოდ შემდეგ ჩადო ამ კურსში ინვესტიცია. უფრო მეტს გაიგებ ჩვენს ბლოგში – ‘’4 რჩევა – როგორ შეარჩიო ონლაინ კურსი’’

 

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

როგორ გავაკეთოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში?

რეკლამისადმი მიდგომა წლიდან წლამდე იცვლება, ჩნდება ახალი ციფრული მარკეტინგის  ინსტრუმენტები და  პლათფორმები, უფრო მეტი კომპანია იწყებს აქტიურად სოციალურ მედია არხებში რეკლამის შემქნას, უფრო ზუსტად კი

წაიკითხე ვრცლად »
გააზიარე:

სხვა სტატიები

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.