9 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ მედია მარკეტინგულ კამპანიას გაუშვებ

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

როგორ დავგეგმო სოციალური მედია კამპანია?

ვერაფრით ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ სოციალური მედია მარკეტინგი, დღესდღეისობით, ძალიან დიდ როლს თამაშობს, ვებ.გვერდზე ტრაფიკის, ლიდებისა და  ზოგადად ბრენდის ცნობადობის გაზრდაში, მაგრამ თუ შენ არ მიყვები  სინათლის სიჩქარით ცვალებად ტრენდებს, არ ეცნობი ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და მუდმივად ცდილობ უმტკივნეულოდ წარმართო პროცესი, მზად იყავი იმისთვის, რომ ყოველი შენი მომავალი სოციალურ მედია მარკეტინგუილი კამპანია, წინამორბედზე უფრო წარუმატებელი და  ნაკლებად ეფექტური იქნება, შესაბამისად დაკარგავ პოტენციურ მყიდველს და ძალიან დიდი განვითარების პოტენციალს.

რა თქმა უნდა, არსებობს კარგად გამოცდილი და ფუნდამენტური მიდგომები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კამპანიის სტრატეგიის გაწერისას, არის რაღაცეები რაც წლებთან ერთად  არ კარგავს ეფექტურობას, მაგრამ გარკვეულწილად ისინიც იცვლებიან და ერგებიან ახალ ციფრულ სამყაროს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცვლილებებს მარტივად და მოქნილად აუბა ფეხი.

დღეს, ზდასრული ადამიანების 90% (18-29 წელი) დარეგისტრირებულია სოციალურ მედიაში, ასევე 65+ ადამიანების 35%. მილენიალების მესამედი იყენებს სოციალურ მედიას და თვლის რომ  ბიზნესებთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო საშუალებაა.

შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია რომ შენი ბიზნესიც იყოს სოციალურ მედიაში, რათა  შეეძლოს მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვა და წარმატებული სოციალურ მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა, ამ ბლოგში კი გაიგებ როგორ.

 

სტატიის სარჩევი

pexels-breakingpic-3243

1. განსაზღვრე მიზანი

განსაზღვრე რა მიზანს ემსახურება ახალი სოციალური მედია კამპანია

რატომ უშვებ ახალ კამპანიას? რას ფიქრობ, რისი მიღწევა შეგიძლია? მეტი ტრაფიკი გჭირდება ვებ.გვერდზე, გაყიდვების გასაზრდელად?  ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურს? თუ მეტი ინფორმაციის შეგროვა გჭირდება შენს ლიდებზე?

სოციალურ მედია კამპანიის მიზანი  არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული, პირიქით, რაც უფრო მკაფიო იქნება ვერბალურად გადმოცემისას, მით უკეთესი. აი მაგალითად: მე მინდა რომ მეტმა ადამიანმა შეავსოს ჩემი ლიდის ფორმა ვებ.გვერდზე.  თუ პროცესის დასაწყისშივე განსაზღვრავ ასეთ დეტალებს, დანარჩენი თავისით მიყვება დიენბას.

2. ციფრულ მარკეტინგში, წარმატება განისაზღვრება რიცხვებში

სოციალური მედია კამპანია და მისი მეტრიკები

მაშინ, როდესაც კამპანიის მთავარ მიზანზე საბოლოოდ ჩამოყალიბდები, აირჩიე რიცხვი, რომელიც, შენი აზრით, ამ მიზნის მიღწევას საუკეთესოდ ასახავს, მაგალითად: მე მინდა რომ 100-მა ახალმა მომხმარებელმა  შეავსოს ლიდის ფორმა ჩემს ვებ.გვერდზე.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება დასახო ისეთი მიზანი, რომლისკენაც სწრაფვის გარდა, განვლილი გზისa და წარმატების გაზომვასაც შეძლებ.

3. რაც მეტი მით უკეთესი?

თუ უკვე გამოცდილი მარკეტერი ხარ, ალბათ გეცოდინება, რომ დღეს ყველა ცდილობს, გამოჩნდეს რაც შეიძლება მეტ სოციალურ მედია პლათფორმაზე, პრინციპით – რაც მეტი მით უკეთესი. მაგრამ არის კი ეს უკეთესი? რა თმქა უნდა, რესურსი და შესაძლებლობები მაქსიმალურად  უნდა გამოიყენო, მაგრამ ხშირად კომპანიებს ავიწყდებათ, რომ რაოდენობრივი სიმრავლე ხარისხობრივ სიკარგეს არ ნიშნავს. როდესაც შენი სოციალური მედია კამპანია გადის ბევრ პლათფორმაზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მათი სფეციფიკა და ამის შესაბამისად შექმნა კონტენტი. თუ შენ გაქვს შეზღუდული რესურსი, დაუთმე მეტი დრო ერთი კონკრეტული პლათფორმის განვითარებას და შემდგომ ეტაპობრივად, რესურსის ზრდასთან ერთად, მიამატე სხვა პლათფორმებიც. მთავარია იცოდე, რისთვის შედიან ამ პლათფორმაზე მომხმარებლები, რა სახის კონტენტს ეძებენ და როგორი ფორმატები იქცევს მათ ყურადღებას.

ძალიან კარგად გაერკვიე ერთ პლათფორმაში, მაგალითად: რა არის ეფექტური რეკლამა Facebook-ზე? როგორ შეგიძლია გამოიყენო? რამდენი ბიუჯეტი ჭირდება? შესაძლებელია თუ არა შენი მიზნის მიღწევა ამ ინსტრუმენტით? შემდგომ კი უფრო მარტივად გადაიტანე სხვა პლათფორმებზე გამოცდილი მიდგომა.

4. დაწერე შენი მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედია კამპანია არ იმუშავებს სტრატეგიის გარეშე

ზეპირსიტყვიერად გადაცემა მხოლოდ ხალხურ ლექსებს თუ მოერგება, მარკეტინგულ სტრატეგიას კი უმჯობესია თუ კარგად გაწერ და შეინახავ. ჩამოწერე რის გაკეთებას აპირებ: რა არის შენი გეგმა? ვინ რა დავალებაზეა პასუხისმგებელი? როდის უნდა ჩაბარდეს შუალედური მიზნები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენს მიერ შემუშავებულ დროისა და შესრულების სტრატეგიაზე – ჩამოწერე ყველაფერი და შექმენი შენი სოციალური მედიის მიისის დოკუმენტი.

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

5. როგორ გამოიყურება შენი იდეა?

გინახავს სადმე სოციალური მედია კამპანია ვიზუალის გარეშე? თუ გინახავს და იცი რომ წარმატებული იყო, გთხოვ, ჩვენც გაგვიზიარო 😊 რადგან ჩვენ ასეთი შესახებ არ გვსმენია და არც გვინახავს.

გეტყვით, რომ სოციალური მედიაში ყველაზე მეტ ყურადრებას იქცევს ვიზუალური მხარე, იქნება ეს სტატიკური ფოტო, ინფოგრაფიკი თუ ვიდეო. ეფექტური რეკლამის მთავარი ელემენტია ვიზუალი, რომელსაც  აქვს უფრო დიდი შანსი გახდეს ვირუსულად ცნობილი და გადაზიარებადი.

კარგია, რომ იცოდე:

  • Facebook გვერდის ჩართულობის 87% მოდის სტატიკური ვიზუალებზე
  • ორგანიზაციების 88%, დღესდღეისობით, იყენებს სოციალურ მედია არხებს

6. ციფრულ სამყაროში გადამოწმება ცოდნის დედაა

იმისთვის, რომ გაიგო რამდენად ეფექტურია შენი სოციალური მედია მენეჯმენტი, მნიშვნელოვანია შეგეძლოს მასზე დაკვირვება და მონიტორინგი. გამოიყენე ანალიტიკის ინსტრუმენტები, კამპანიის დაწყების დღიდან დასასრულამდე.

თუ შეამჩნევ, რომ რამე იმაზე უკეთესად მუშაობს ვიდრე მოელოდი, დაუთმე მას მეტი რესურსი.

pexels-olya-kobruseva-5417622

7. ინვესტირება სოციალურ მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში

პროდუქტიულობის გასაზრდელად, დღესდღეისობით, თითქმის ყველა წამყვანი მარკეტერი იყენებს სოციალური მედია მენეჯმემტის ინსტრუმენტებს.  სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ კამპანიების დაგეგმვასა და მონიტორინგში.

 

ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა Everypost და SocialOomph , დაგეხმარებათ წინასწარ გაწეროთ და დაგეგმო: როდის რა პოსტი ეშვება სოციალურ მედიაში და შემდგომ ავტომატურად გაუშვა. შენ ასევე შეძლებ დაუკავშირო  კონტენტ კალენდარი და წინასწარ გაწერილი პოსტები ავტომატურად ასახო  სოციალური მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში, რაც მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ დრო  და ენერგია.

8. როგორია შენი ბიზნესის იდეალური მომხმარებელი?

სოციალური მედია კამპანია და მისი სპეციფიკური მიზნობრივი აუდიტორია

იყავი მაქსიმალურად კონკრეტული, როდესაც ადგენ შენი იდეალური მომხმარებლის პროფილს. გაითვალისწინე დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული დეტალები: რამდენი წლისაა? რა არის მისი საშუალო შემოსავალი? არის თუ არა მისი ინტერესი შენი ბრენდის ღირებულებებთან და ინტერესებთან თანაკვეთაში? ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ახალი ბრენდის ბაზარზე გაშვებისას არის მნიშველოვანი, სანამ ის თავის ერთგულ აუდიტორიას შეაგროვებს.

pexels-christina-morillo-1181311

9. განსაზღვრე შენი სოციალური მედიის წარმატების მთავარი მაჩვენებლები

როგორ უნდა მიხვდე სწორად იქცევი თუ არა ? აღწევ მიზნებს? მუშაობს სტრატეგია? არის კი  გაღებული ინვესტიცია შედეგის შესაბამისი თუ უბრალოდ არამიზნობრივად იხარჯება  რეკლამაში დიდი თანხები.

მნიშვნელოვანია განსაზღვრო, სოციალურ მედიაში, შენი წარმატების მთავარი და გაზომვადი მაჩვენებლები, როგორებიცაა: კონვერსიის პროცენტული მაჩვენებელი, მიღწეული უნიკალური მომხმარებლების  რაოდენობა, ვებ.გვერდის ტრაფიკი და საიტზე გატარებული დრო, გაზიარებები და ზოგადად მომხმარებელთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი შენს პოსტებზე.

კამპანიის დაგეგმვისას აუცილებლად შეარჩიე სწორი, გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი, ერთი კამპანიისთვის შესაძლოა ეს იყოს:  ტრაფიკი ვებ.გვერდზე და მეტი დაკონვერტირებული მომხმარებელი, მეორესთვის კი ბრენდის ცნობადობის გაზრდა – მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ინტერაქცია რეკლამსათან სოციალურ მედიაში და მომხმარებლის ჩართულობა.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და გაინტერესებს როგორ დაგეგმო სოციალური მედია მარკეტინგული კამპანია შენი ბიზნესისთვის, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

ლიდების გენერირების კამპანია – 5 პოსტის იდეა

როგორ არ აგვსქროლონ? შეაჩერე მომხმარებლის ყურადღება შენს ციფრულ რეკლამაზე ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share

წაიკითხე ვრცლად »

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

რა არის ციფრული მარკენგი? 4. ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ – რევოლუციური მიდგომა გაყიდვების, კონტენტ მარკეტინგის და ონლაინ მომხმარებლების მიმართ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა

წაიკითხე ვრცლად »
გაზარდე გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით