
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამის მაგალითები სოციალური მედიისთვის ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე
დიჯიტალჰაბი » ბლოგი » სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი
გააზიარე სტატია
სოციალური მედია მენეჯმენტი ბევრ სხვდასხვა საქმეს მოიაზრებს, როგორიცაა მომხმარებლის სერვისის რეპრეზენტატორობა, ანალიზი და გრაფიკული დიზაინი. ზოგ შემთხვევაში სოციალური მედია მენეჯერმა შესაძლოა შეითავსოს ქოფირაითინგი და სტრატეგოსობა.
თუ შენ უკვე მუშაობ ამ სფეროში და ხარ სოციალური მედია მენეჯერი ალბათ კარგად გესმის ამ მოვალეობების შესრულებას რა უნარების ქონა სჭირდება.
თუ ახლა იწყებ ამ სფეროში მუშაობას და გინდა გაიგო რომელია უნარები, რომლებიც სოციალური მედია მენეჯმენტში დაგეხმარება, ამ ბლოგში მათგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანს გაგაცნობთ.
სოციალური მედია, პირველ რიგში, არის საკომუნიკაციო არხი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ძლიერი კომუნიკაციის უნარის განვითარება, რაც მოგცემს საშუალებას ნებისმიერ აუდიტორიასთან იპოვო საერთო ენა.
კომუნიკაცია არ მოიცავს მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობას, ეს უნარი გამოგადგება ზოგადად შენი კომანიის, სოციალურ მედიაში, კომუნიკაციის ანალიზისთვისა და შედეგების პრეზენტაციისთვის.
სოციალურ მედია მენეჯერს ხშირად უწევს ისეთი ბრიფების წერა, რომელშიც დეტალურად დუნდა იყოს აღწერილი კრეატიული პროექტის შექმნის მიზეზი და მიზანი. კომუნიკაციის ძლიერი უნარი დაგეხმარება უფრო მარტივად გააგებინო შენი პროექტის მნიშვნელობა სხვა გუნდის წევრებს, გაუზიარო მათ იდეა და შემდგომ უკუკავშირი.
სოციალური მედიის უმნიშვნელოვანესი მხარეა ქოფირაითინგი და ციფრულ არხებში წერილობითი საუბრის უნარი. შენ უნდა შეძლო ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც იქნება გასაგებია შენი აუდიტორიის სხვდასხვა სეგმენტისთვის და წერილობით გამოხატავს იდეას, დანიშნულებასა და ემოციას.
კარგი წერის უნარი დაგეხმარება არა მხოლოდ ყურადღებისმიმქცევი კონტენტის შექმნაში, არამედ მოგცემს საშუალებას უკეთესად შეძლო რეპორტინგი და დამარწმუნებელი კომუნიკაციის გატარება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სტრატეგიის დადასტურება ან კამპანიის ბიუჯეტის გაზრდა.
იმისთვის, რომ შენნი ბრენდი იყოს მაქსიმალურად გამორჩეული და თვალშისაცემი სოციალურ მედია არხებში, მნიშნელოვანია შეგეძლოს წარმტაცი და ამაღელვებელი კონტენტის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნების განვითარება და ეტაპობრივად იდეების დახვეწა, რომელიც ყველასგან გამორჩეული კონტენტის შექმნის საშუალებას მოგცემს. ამ სფეროში კრეატივი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ის გეხმარება:
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
შენ ვერ შეძლებ სოციალური მედია სტრატეგიის შექმნასა და მართვას თუ, პირველ რიგში, ვერ შეძლებ დროისა და რესურსის მენეჯმენტს. მოვალეობების სწორად გადანაწილებისა და პროექტის დედლაინების გაწერის უნარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და მასში არსებულ ნებისმიერ გუნდზე.
შენ მოგიწევს შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგიის მართვის პროცესი, წესები და მეთოდები, რომლებიც ამ სტრატეგიის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს. ამისთვის ყველაზე კარგია სოციალური მედია კალენდრის შექმნაა, რომელიც დაგეხმარება ორგანიზებული იყოს შენი გუნდის კონტენტი, მოვალეობები და მთლიანად პროცესი.
იფიქრე უფრო დიდ მიზნებზე, ნუ შეჩერდები მხოლოდ სოციალური მედია მარკეტინგის მიზნებზე. დიჯიტალ მარკეტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ინტერაქციის, გაყიდვების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ზოგადად მარკეტინგის, ამიტომ დიჯიტალ სამყაროში გარკვევა ბევრ ახალ გზას გაგიხსნის უკეთესი შედეგების მისაღწევად.
სოციალური მედია მენეჯმენტი არის კარიერული გზა, რომელის შესწავლაც არასოდეს სრულდება. ის მუდმივად განახლებადია და მუდმივად მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას, მეტი სარგებლისა და წარმატების მისაღწევად, როგორც კარიერულ ისე ბიზნეს ჭრილში.
თუ გაინტერესებს როგორ უდნა შექმნა სოციალური მედია კამპანია, გაეცანი ჩვენს ბლოგს – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.
თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე – რეკლამა, სოციალურ მედიაში და დაიწყე სწავლის პროცესი.
მობილური ვიდეო რეკლამის მაგალითები სოციალური მედიისთვის ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია
ტრენდები ეფექტური რეკლამის შესაქმნელად ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია
გაინტერესებს რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი? ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email
ყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | იურ. მის: აბაშელის 7, თბილისი
ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.