1. პრეამბულა: წინამდებარე ვებ-გვერდის digitalhub.edu.ge (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს დიჯიტალჰაბის (აბაშელის 7, თბილისი, საქართველო) (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.
წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.
1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პიროებები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხ) საათში.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.
1.2. სერვისების გამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)
2. საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
წინამდებარე მუხლში მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
2.1 მომხმარებელთა მიერ განთავსებული მასალა: მომხმარებლის მიერ კომპანიის სოციალური მედიის გვერდზე ნებისმიერი ვიზუალური ან/და ტექსტუალური ან/და სხვა მასალის კომენტარში ან/და სხვა სახით საჯაროდ გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული მასალზე საავტორო უფლებების დაცვაზე. კომპანია არ აგებს პასუხს, მომხმარებელთა მიერ გაზიარებული ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვაზე, თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოხდა მომხმარებეთა მიერ განთავსებული მასალის უნებართვო გავრცელება, გადამუშავება ან/და საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა.
3. პერსონალური მონაცემები: კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფომრაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა: კურსის შესყიდვისთვის გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ და მომხმარებლის მიერ შეძენილი კურსის გააქტიურების შემდეგ, გადახდილი თანხა უკან აღარ დაბრუნდება.
6. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითთ. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქლაქო სასამართლო.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად.
გაუზიარე კურსი მეგობრებს
ყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com
ყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | იურ. მის: აბაშელის 7, თბილისი
ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.