ციფრული მარკეტინგის ბლოგი

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა გადასულია ვიდეო კონტენტის შექმნაზე.

 

რამდენ დროს ატარებ ტელეფონთან ყოველდღიურად? ამ დროის განმავლობაში, რამდენი საათი ეთმობა სოციალურ მედიას?

 

იმის და მიუხედავად, რომ ამ კითხვებზე პასუხი ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება განსხვავდებოდეს, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საშუალოდ დღეში 2 საათს ატარებენ პოპულარულ სოციალურ მედია პლათფორმებს შორის, როგორებიცაა Youtube-ი, instagram-ი, Facebook- და სხვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელებში გადატრებული საათების რაოდენობა მზარდია, ბიზნესებმა დაიწყეს უფრო მეტი  მობილური ვიდეო რეკლამის  გენერირება, რადგან ასეთი ტიპის კონტენტს შეუძლია დიდ აუდიტორიაზე, მინიმალური დანახარით გასვლა.

 

სტატიის სარჩევი

pexels-jessica-lynn-lewis-593324

რა არის სოციალური ქსელებისთვის შექმნილი მობილური ვიდეო რეკლამა?

მობილური ვიდეო რეკლამა გულისხმობს ყველა ონლაინ რეკლამას, რომელშიც არის ვიდეო კომპონენტი. ის შეიძლება შედგებოდეს სხვდასხვა ვიდეოს ასპექტებისა და დეტალებისგან, რომლებიც მოერგება სხვადასხვა სოციალურ მედია პლათფორმებს.

მობილური ვიდეო რეკლამის უპირატესობების ჩამოთვლა ძალიან რთულია, მათი დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანს მაინც გაგაცნობთ, ეს არის: მეტი ჩართულობა, მეტი გადაზიარებადობა და უკეთესი გატრეკვის საშუალება.

სანამ მობილური ვიდეო რეკლამის შექმნაზე გადახვალ, გაეცანი 4 ბრენდის მაგალითს, რომელებიც დაგეხმარებიან უკეთესად გაიგო რაზე უნდა გააკეთო აქცენტი, ასეთი ტიპის კონტენტის შექმნისას.

pexels-joshua-miranda-6298412

მობილური რეკლამის მაგალითები სოციალური მედიისთვის

1. Grammarly - იმოგზაურე მთელს მსოფლიოში Youtube-ის საშუალებით

Youtube, როგორ ვიდეო პლათფორმა, 2021 წელში გახდა აქტიური სარეკლამო კონტენტის კუთხით.

ნებისმიერი სიდიდის ბიზნეს შეუძლია აითვისოს youtube-ის პლათფორმა, გაზარდოს ჩართულობა და შექმნას მომგებიანი კამპანიები.

Grammarly, რომელიც უზრუნველყოფს გრამატიკულ მხარდაჭერას მწერლებისთვის, იყენებს მობილურ ვიდეო რეკლამას სოციალურ მედიისთვის სწორედ Youtube-ის პლათფორმაზე.

მათი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანია, სახელად ” სიტყვები მსოფლიოში სამოგზაუროდ” ფოკუსირებულია კოლეჯის კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა, არიან მწერლები და, რა თქმა უნდა, Grammarly-ს მომხმარებლები არიან.

Youtube რეკლამაში, მონაწილე აღნიშნავს, თუ როგორ ეხმარება მას Grammarly წერაში და როგორი დიდი გავლენა მოახდინა ამით, მან სხვა ადამიანების ცხოვრებაზე.

მისი მოგზაურობის ვიზუალური გამოსახულებებით და Grammarly-ს პოპაპებით ვიდეოს განმავლობაში, მაყურებლებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ მონაწილის ისტორიას, რომელიც სცდება უბრალოდ სიტყვებს.

ასეთი ტიპის რეკლამა სოციალური მედიისთვის ასევე აწვდის მიზნობრივ აუდიტორიას, ამ შემთხვევაში მწერლებს, ინფორმაციას მათთვის საჭირო სერვისზე.

pexels-kampus-production-7964642

2. იმის შესახებ თუ როგორი ვიდეო კონტენტი აქვს HelloFresh-ს თავისი მოხმარებლებისთის მომზადებული Instagram-ზე

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის შესაძლოა იყოს სხვდასხვა ზომის და გამოჩნდეს სხვდასხვა ფორმატში.

იმის გათვალისწინებით, რომ ინსტაგრამი ცნობილია, როგორც საუკეთესო გამოსახულებითი და კრეატიული კონტენტის პლათფორმა, მობილური ვიდეო რეკლამა არის სწორედ ის ერთ-ერთი გზა ბიზნესისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი სერვისი/პროდქტი კრეატიულ და საინტერესო ფორმატში.

 

HelloFresh-ის მთავარი მიმართულებაა ვიდეო კონტენტისთვის  არის მთელი საჭმლის მოსამზადებელი პროცესის ჩვენება, მათ შორის პროდუქტის, სულ რაღაც 30 წამიან ვიდეოში.

ასეთი ტიპის რეკლამა მაშინვე იპყრობს ყურადღებას და უჩანს მომხმარებელს სურვილს უყურონ მზადების პროცეს ბოლომდე, რათა ნახონ შედეგი.

ეს კომპანია იყენებს instagram პლათფორმას, იმისთვის რომ აღმოაჩინოს საჭმლის მოყვარულები და შესთავაზოს მათ პროდუქტი ვიზუალურად მიმზიდველი ვიდეო კონტენტით.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

pexels-cottonbro-5082581

3. Chipotle იყენებს კრეატიულობასა და რეკლამას Tiktok-ზე

როგორ იქმნება ცნობილი ბრენდის მობილური ვიდეო რეკლამა 2021 წლის ყველაზე პოპულაური სოციალური მედიისთვის

Tiktok-ი გახდა ერთ-ერთი მოწინავე სცოიალური მედია პლათფორმა ახალგაზრდა თაობისთვის. დროთა განმავლობაში ძალიან ბევრმა ბიზნესმა დაიწყო ამ პლათფორმის გამოყენება საკუთარი სერვისი/პროდუქტის სარეკლამოდ, მოკლე ვიდეო ფორმატების საშუალებით.

Chipotle-ს ჰყავს მილიონზე მეტი გამომწერი Tiktok-ზე. მათი კონტენტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: დღესასწაულები, ახალი მენიუს შეთავაზებები და რჩევები, როგორ უნდა მიირთვა მათი საჭმელი უფრო გემრიელად.

გამოიყენე მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვსი და გააუმჯობესე ბიზნეს შედეგები

მობილური ვიდეო რეკლამა ეხმარება ბრენდებს დარჩნენ მუდმივ კონტაქტზე მომხმარებლებთან, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც ყველა ონლაინ არის ჩართული.

ასეთი ტიპის რეკლამა მოგცემს მეტ თავისუფლებას, მრავალფეროვნებასა და მოქნილობას სარეკლამო პლათფორმებზე.

 

გამოიყენე სხვა ბრენდების მაგალითები და გახადე შენი სოციალური მედია მარკეტინგი უფრო მომგებიანი.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

გააზიარე:

სხვა სტატიები

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.