ბოლო რამდენიმე წელში, საქართველოში ძალიან ბევრი ონლაინ კურსი შეიქმნა. მათი საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის საინტერესო პროფესიას დისტანციურად დაეუფლოს და უფრო მეტად განვითარდეს.
დღეს უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომი აღარ განსაზღვრავს ადამიანების პროფესიონალიზმს, ცოდნასა და მათ შესაძლებლობებს. ამ ფაქტმა შეცვალა დამსაქმებელი კომპანიების დამოკიდებულებაც. ისინი დიპლომზე მეტად ყურადღებას აქცევენ აპლიკანტის ცოდნას, გამოცდილებას, ონლაინ კურსების სერტიფიკატებს და პორტფოლიოს, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებენ.
ბუნებრივია, ამ ცვლილებებმა გამოიწვია კიდევ უფრო მეტი ინტერესი ონლაინ კურსების მიმართ. ადამიანები აქტიურად ეძებენ მათთვის ხელსაყრელ შეთავაზებებს და რაც ყველაზე მთავარია, ეძებენ კურსს, რომლითაც მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებენ სასურველი სფეროს შესახებ.
თუ შენც მათ შორის ხარ და შენი შესაფერისი ონლაინ მარკეტინგის კურსი გინდა იპოვო, მაშინ ეს ბლოგი აუცილებლად დაგეხმარება. ამ ბლოგში მოგიყვებით რამდენიმე უმთავრეს კრიტერიუმზე, რომელთა გათვალისწინებით საშენო ონლაინ კურსი შეგიძლია შეარჩიო.
სტატიის სარჩევი
1. ყურადგება მიაქციე როდის ტარდება ონლაინ კურსი
მოარგე ონლაინ კურსი შენს გრაფიკს ან პირიქით
დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გრაფიკი ძალიან გადატვირთული და ქაოსურია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა შენი საქმე და გეგმა დროში კარგად გაწერო.
ანალოგიური მიდგომაა საჭირო ონლაინ კურსის შერჩევის პროცესშიც. ყურადღება მიაქციე, რამდენად მისაღებია შენთვის მისი ჩატარების დროები, არის თუ არა ისინი საკმარისად მოქნილი და შენს გრაფიკთან თავსებადი.
ასეთ დროს, საუკეთესო ალტერნატივაა ისეთი კურსის შერჩევა, რომელიც დროში საერთოდ არ გზღუდავს და პირდაპირ გთავაზობს ონლაინ ვიდეო გაკვეთილებს, რომელზე წვდომაც ნებისმიერ დროს, 24/7-ზე შეგიძლია გქონდეს. ასევე, არ ხარ შეზღუდული მასალაშიც. შეგიძლია ერთ დღეში გაიარო რამდენიმე გაკვეთილი, ან გადაანაწილო ისინი სურვილისამებრ.
სწორედ ასეა აწყობილი digitalhub.ge-ს კურსიც. თუ გინდა ისწავლო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, მაშინ ირაკლი ჩხეიძის კურსის კურიკულუმს გადახედე.
2. გაეცანი ლექტორის ბიოგრაფიას და გამოცდილებას
გამოიკვლიე ვისი შექმნილია ონლაინ კურსი და რა ცოდნას გიზიარებს ის
გადაწყვეტილების მიღებამდე, რა თქმა უნდა, დააკვირდი, ვინ გაუძღვება კურსს და გააანალიზე, რამდენად აქვს ამ ადამიანს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ სტუდენტებს მისი ცოდნა სიღრმისეულად და გასაგებად გაუზიაროს.
ალბათ დაგვეთანხმები, რომ გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია ყველასთვის გასაგებ ენაზე საუბარი და ზოგადად, გამართული კომუნიკაცია.
აქვე, რადგან ლექტორის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, Digitalhub-ის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის ხელმძღვანელის შესახებაც მოკლედ მოგიყვებით. კურსის ხელმძღვანელი, საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა. მას ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში მუშაობის თითქმის 12 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. გარდა ამისა, აქვს ბარსელონას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის გამოცდილებაც.
3. ნახე მოიცავს თუ არა ონლაინ კურსი დამატებით ბენეფიტებს?
გამოიკვლიე გადახდილი საფასურის სანაცვლოდ რა ბენეფიტებს გთავაზობს ონლაინ კურსი
ონლაინ კურსის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია დააკვირდე არა მხოლოდ უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ იმ დამატებით ბენეფიტებსაც, რამაც შეიძლება პროცესი ბევრად გაგიმარტივოს.
მაგალითად, შესაძლებელია კურსის მასალასთან ერთად, სტუდენტებს ხელი მიუწვდებოდეთ დამატებით რესურსებზე, დახურულ ჯგუფებზე სადაც ერთმანეთში აზრს გაცვლიან. ასევე, შესაძლებელია ჰქონდეთ ლექტორთან ინდივიდუალური კონსულტაციის შესაძლებლობა და ა.შ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლოს მიღება Digitulhub-ის კურსზე რეგისტრაციისას შეგიძლია, რომლითაც ისწავლი, რა თავისებურებებით ხასიათდება ციფრული მარკეტინგი საქართველოში.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
4. ონალინ კურსი და მისი ფასი
ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით დავასრულებთ საუბარს. აუცილებლად გადაამოწმე, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასი აქვს კურსს სხვა ანალოგიურ კურსებთან შედარებით. დააკვირდი, აქვთ თუ არა რაიმე ფასდაკლება ან შეთავაზება და გამოიყენე ყველა შესაძლებლობა.
ეს არის ის 4 ძირითადი ფაქტორი, რაც საშენო კურსის სწორად შერჩევაში დაგეხმარება. არ დაგავიწყდეს, თუ სოციალური მედია მარკეტინგის კურსებს ეძებ, შეზღუდული ვადით ირაკლი ჩხეიძის კურსზე 200 ლარიანი ფასდაკლებით დარეგისტრიდები. ნახე კურსის კურიკულუმი ამ გვერდზე.