Categories
მარკეტინგი სოციალური მედია

ქოფირაითინგის 3 საუკეთესო წიგნი

კარგმა ქოფირაითინგმა შესაძლოა წარმოუდგენლად გაზარდოს შენი გაყიდვები და შექმნას განგრძობითი, მყარი ურთიერთობის საფუძველი შენს მომხმარებელთან. მაგრამ როგორ უნდა გახდე კარგი ქოფირაითერი? ან როგორ უნდა შექმნა საინტერესო ტექსტი?

გაიგე მეტი პროფესიის შესახებ და გაეცანი ქოფირაითინგის 3 საუკეთესო წიგნს, რომლებსაც ამ ბლოგში გირჩევთ.

სტატიის სარჩევი

breakthrough-advertising-scaled

1. ქოფირაითინგის ბიბლია - Breakthrough Advertising by Eugene Schwartz

Breakthrough Advertising მიჩნეულია  ქოფირაითინგის ბიბლიად. მისი ყველაზე დაბალი ფასი არის 125$ ( მაგრამ თუ დანიშნულებისამებრ  გამოიყენებ ნამდვილად ღირს ამ ფასად მისი შეძენა)

ამ წიგნის ასახსნელად ეუგენი შვარცის სულ ერთი ციტატაც საკმარისია:
”ტექსტს არ შეუძლია პროდუქტისადმი სურვილი აღძრას. მას მხოლოდ შეუძლია აიღოს იმედები, ოცნებები, შიშები და სურვილები, რომლებიც უკვე არსებობენ მილიონობით ადამიანის გულებში, და მიმართოს მათი ფოკუსი  გარკვეულ პროდუქტზებზე. ქოფირაითინგის დავალებაა: ”ის კი არა, რომ შექმნა მასობრივი სურვილი  – არამედ რომ  იპოვო არხი და მიმართო ის’’

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენი ქოფის უკან უკვე არსებობს გარკვეული კონცეპტი, რომელიც დაფუძნებულია შენი აუდიტორიის უკვე არსებულ სურვილებზე, პრობლემებზე და ოცნებებზე. ქოფირაითერის მთავარი ფუნქციია მათი დანახვა და სწორად გაერთიანება.

Breakthrough Advertising ყველაზე ცნობილია თავისი გაცნობიერებულობის  5 საფეხურით, რომლებსაც არაერთი თანამედროვე ქოფირაითერი იყენებს ლენდინგ და სხვა გვერდების ასაწყობად.

ეს  5 საფეხურია:

  1. არ იცის: ადამიანმა არ იცის რომ პრობლემა აქვს, შესაბამიად, უმეტეს შემთხვევაში არ ღირს მათზე მარკეტინგული რესურსის დახარჯვა
  2. იცის პრობლემის შესახებ: ადამიანმა იცის რომ აქვს პრობლემა, მაგრამ არ იცის რომ ამ პრობლემის გადაჭირს გზა არსებობს
  3. იცის პრობლემის გადაჭრის გზა: ამ ადამიანმა იცის რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა, მაგრამ ეს გზა ჯერ არ აურჩევია და ამავდროულად არ იცის შენი პროდუქტის შესახებ
  4. ადამიანმა იცის პროდუქტის შესახებ: ამ ადამიანმა იცის შენი პროდუქტის შესახებ, მაგრამ არ არის ბოლომე დარწმუნებული რომ ის არსებულ პრობლემას მოუგვარებს
  5. იცის ყველაზე მეტი: ადამიანმა იცის ძალიან ბევრი შენი პროდუქტის შესახებ, ძალიან ახლოს არის შესყიდვასთან, მაგრამ სჭირდებათ უფრო სპეციფიკური ინფორმაცია.

2.ქოფირაითინგი, როგორც მოუშორებელი ისტორიის შექმნის წინაპირობა - Made to Stick by Dan and Chip Heath

გსმენია ისტორიის შესახებ, რომელიც  ასოცირდება ჰელოვინთან და კანფეტებთან? ის უკავშირდება კანფეტებში აღმოჩენილ ბასრ საპარსებს, რომელთა რეალური არსებობის ისტორია არ დაფიქსირებულა, მაგრამ დღემდე ყველა ამაზე საუბრობს.

 

გაინტერესებს რატომ?

 

ასეთი ისტორიის დავიწყება ძალიან რთულია. წარმოიდგინე რამდენად საზარელია ასეთი კანფეტის ჩაკბეჩა და რამდენად მტკივნეულია ამის წარმოდგენაც კი.

სწორედ ასეთი ისტორიას ჰქვია ”მოუშორებელი ისტორია”, რომელიც ავტომატურად ასოცირდება რაღაცასთან და  ყოველ ჯერზე გახსენებს თავს.

პროფესორები დენ და ჩიპ ჰეითები სწორედ ამ ფენომენის შესახებ მოიგყვებიან წიგნში Made to Stick, მოგიყვებიან როგორ შექმნა ქოფირაითინგის ტექსტი, რომელიც გადაიქცევა ისტორიად და მიეწეპება განმეორებად ასოციაციად.

ერთ-ერთი გზა ასეთი ტექსტის შესაქმნელად არის: ვიზუალური ხატის შექმნა შენი მკითხველისთვის, მაგალითად როგორიცაა – ბასრი საპარსი ჰელოვინის კანფეტებში.

იმისთვის, რომ იდეაა დასამახსოვრებელი იყოს, მიჰყევი ინსტრუქციას:

  • მარტივი – დასამახსოვრებელი ისტროიები არის ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები
  • მოულოდნელი – ასეთი იდები არის სურპრიზის მატარებელი, რაც ჩვენ მეხსიერებაში უფრო მარტივად ილექება
  • ადვილად წარმოასადგენი – ისეთი სურათები, რომელთა აწყობა წარმოსახვაში მარტივია, იქცევიან სურათებად, რომლებსაც ადვილად გავიხსენებთ
  • სანდო – თუ წყარო იქნება სანდო, ეს ისტორია იქნება მეტად დამაჯერებელი და უფრო მარტივად აღსაქმელი როგორც სიმართლე
  • ემოციური – ემოციურად დატვირთლი იდეები უფრო მყარად რჩებიან ჩვენს გონებაში
  • თხრობითი ფორმის – იდეები, რომლებსაც მოვუთხრობთ როგორც ისტორიებს უფრო მარტივად გვამახსოვრდება, ვიდრე აბსტრაქტული და კონცეპტური იდეები.

თითოეული ეს ნაბიჯი გახდის შენს იდეას კიდევ უფრო მოუშორებელს.

3. ქოფირაითინგის დამარწმუნებელი ხელოვნება - Influence: The Psychology of Persuasion by Robert Cialdini

რატომ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს? საიდან მოდის რაიმე რწმენა? როგორ იქმნება რწმენა და რა არის მისი მატრიგერებელი, ჩვენი გარემოცვდიან?

იმისთვის, რომ ამ კითხვებს უპასუხო, გირჩევთ წაიკითხო წიგნი  Influence: The Psychology of Persuasion, რომელიც შექმნა რობერტ ჩაილდინიმ. ის არის ფსიქოლოოგის პროფესორი, რომელიც ატარებდა კვლევებს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მიმართულებით და სწორედ ამის შემდგომ გამოყო – დარწმუნების 6 პრინციპი:

  1. რეციპროკულობა
  2. ვალდებულება და კონსისტენტურობა
  3. სიმცირე
  4. აუტორიტეტულობა
  5. მოწონება
  6. სოციალური დადასტურება

ამ პრინციპებს აქვთ ქვეცნობიერი ფსიქოლოგიის მიზეზები, თუ რას და როგორ აკეთებენ ადამიანები. წარმოიდგინე:

  • ადამიანები აკეთებენ რაღაცას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წარსულში მათთვის რაღაც გააკეთეს, რაც  უკავშირდება რეციპროკულობას.
  • ადამიანები აკეთებენ რაიმეს იმისთის, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ რომ ისინი ამასა აკეთებენ – სოციალური დადასტურება.
  • ადამიანები აკეთებენ რაღაცას, იმიტომ რომ ეს არის იშვიათი და ღირებული და საჭიროა ამის სწრაფად ატაცება, ანუ რაღაც არის დეფიციტში.

ზეგავლენა ხსნის ბევრ ფსიქოლოგიურ პრინციპებს, რომლების გადმოტანა შესაძლებელია ქოფირაითინგში. იმისთვის, რომ ეს 6 პრინციპი გამოიყენო პრაქტიკაში, შესაძლოა მათი გადმოტანა სცადო მომხმარებლისთვის შექმნილ მაგალითად მეილის ტექსტებში, შექმენი სიმცირის განცდა ერთი წინადადებით მეილის სათაურში და დაელოდე როგორ ჩადგებიან მომხმარებლები რიგში ამ პრდუქტის შესაძენად.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

თუ კიდევ გაინტერესებს წიგნები, რომლებიც მარკეტერებმა და ანტრეპრენერებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, გაეცანი ჩვენს სხვა ბლოგს – 7 წიგნი ანტრეპრენერთათვის ან ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი

სოციალური მედია მენეჯმენტი ბევრ სხვდასხვა საქმეს მოიაზრებს, როგორიცაა მომხმარებლის სერვისის რეპრეზენტატორობა, ანალიზი და გრაფიკული დიზაინი. ზოგ შემთხვევაში სოციალური მედია მენეჯერმა შესაძლოა შეითავსოს ქოფირაითინგი და სტრატეგოსობა.

თუ შენ უკვე მუშაობ ამ სფეროში და ხარ სოციალური მედია მენეჯერი ალბათ კარგად გესმის ამ მოვალეობების შესრულებას რა უნარების ქონა სჭირდება.

თუ ახლა იწყებ ამ სფეროში მუშაობას და გინდა გაიგო რომელია უნარები, რომლებიც სოციალური მედია მენეჯმენტში დაგეხმარება, ამ ბლოგში მათგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანს გაგაცნობთ.

სტატიის სარჩევი

pexels-negative-space-33999

1. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კომუნიკატორი

სოციალური მედია, პირველ რიგში, არის საკომუნიკაციო არხი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ძლიერი კომუნიკაციის უნარის განვითარება, რაც მოგცემს საშუალებას ნებისმიერ აუდიტორიასთან იპოვო საერთო ენა.

კომუნიკაცია არ მოიცავს მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობას, ეს უნარი გამოგადგება ზოგადად  შენი კომანიის, სოციალურ მედიაში, კომუნიკაციის ანალიზისთვისა და შედეგების პრეზენტაციისთვის.

სოციალურ მედია მენეჯერს ხშირად უწევს ისეთი ბრიფების წერა, რომელშიც დეტალურად დუნდა იყოს აღწერილი კრეატიული პროექტის შექმნის მიზეზი და მიზანი. კომუნიკაციის ძლიერი უნარი დაგეხმარება უფრო მარტივად გააგებინო შენი პროექტის მნიშვნელობა სხვა გუნდის წევრებს, გაუზიარო მათ იდეა და შემდგომ უკუკავშირი.

pexels-thirdman-5256692

2. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც მწერალი

სოციალური მედიის უმნიშვნელოვანესი მხარეა ქოფირაითინგი და ციფრულ არხებში წერილობითი საუბრის უნარი. შენ უნდა შეძლო ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც იქნება გასაგებია შენი აუდიტორიის სხვდასხვა სეგმენტისთვის და წერილობით გამოხატავს იდეას, დანიშნულებასა და ემოციას.

კარგი წერის უნარი დაგეხმარება არა მხოლოდ ყურადღებისმიმქცევი კონტენტის შექმნაში, არამედ მოგცემს საშუალებას უკეთესად შეძლო რეპორტინგი და დამარწმუნებელი  კომუნიკაციის გატარება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სტრატეგიის დადასტურება ან კამპანიის ბიუჯეტის გაზრდა.

pexels-eva-elijas-6475703

3. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კრეატიული იდეების ინიციატორი

იმისთვის, რომ შენნი ბრენდი იყოს მაქსიმალურად გამორჩეული და თვალშისაცემი სოციალურ მედია არხებში, მნიშნელოვანია  შეგეძლოს წარმტაცი და ამაღელვებელი კონტენტის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნების განვითარება და ეტაპობრივად იდეების დახვეწა, რომელიც ყველასგან გამორჩეული კონტენტის შექმნის საშუალებას მოგცემს. ამ სფეროში  კრეატივი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ის გეხმარება:

  • გამოხატო და გაავრცელო ბრენდის პიროვნულობა და ხმა
  • წაიყვანო ისეთი შეხვედრები, რომლის შედეგადაც შენი გუნდის წევრები მეტ საინტერესო იდეას მოიფიქრებენ
  • ფოკუსირება შეძლო სოციალური მედია პოსტის ყველა ესთეტიკურად თუ ტექნიკურად მნიშვნელოვან დეტალზე: ფერი, ფონტი, ლინკი ან ტექსტი.
  • შექმნა მულტიმედია კონტენტი, რომელიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას
  • შეიმუშაო რისკიანი, ინოვაციური სოციალური მედია კამპანიები.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. სოციალური მედია მენეჯრი, როგორც ეფექტური და ორგანიზებული გუნდის წევრი

შენ ვერ შეძლებ სოციალური მედია სტრატეგიის შექმნასა და მართვას თუ, პირველ რიგში, ვერ შეძლებ დროისა და რესურსის მენეჯმენტს.  მოვალეობების სწორად გადანაწილებისა და პროექტის დედლაინების გაწერის უნარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და მასში არსებულ ნებისმიერ გუნდზე.

შენ მოგიწევს შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგიის მართვის პროცესი, წესები და მეთოდები, რომლებიც ამ სტრატეგიის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს. ამისთვის ყველაზე კარგია სოციალური მედია კალენდრის შექმნაა, რომელიც დაგეხმარება ორგანიზებული იყოს შენი გუნდის კონტენტი, მოვალეობები და მთლიანად პროცესი.

pexels-mikael-blomkvist-6483583

5. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც დიჯიტალ მარკეტერი

 იფიქრე უფრო დიდ მიზნებზე, ნუ შეჩერდები მხოლოდ სოციალური მედია მარკეტინგის მიზნებზე. დიჯიტალ მარკეტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი  ინტერაქციის, გაყიდვების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ზოგადად მარკეტინგის, ამიტომ დიჯიტალ სამყაროში გარკვევა ბევრ ახალ გზას გაგიხსნის უკეთესი შედეგების მისაღწევად.

სოციალური მედია მენეჯმენტი არის კარიერული გზა, რომელის შესწავლაც არასოდეს სრულდება. ის მუდმივად განახლებადია და მუდმივად მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას, მეტი სარგებლისა და წარმატების მისაღწევად, როგორც კარიერულ ისე ბიზნეს ჭრილში.

თუ გაინტერესებს როგორ უდნა შექმნა სოციალური მედია კამპანია, გაეცანი ჩვენს ბლოგს – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავების გზა

სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა სულაც არ არის აუცილებელი იყოს მტკივნეული და რთული პროცესი.  ამ ბლოგში  შემოგთავაზებთ 5 მარტივ გზას, როგორ უნდა შეიმუშაო სოციალური მედიის გეგმა შენი ბიზნესისთვის.

სოციალური მედიის სტრატგია აერთიანებს იმ ყველაფერს, რასაც შენ დროთა განმავლობაში მიზნად ისახავდი რომ მიგეღწია, შენი ბიზნესის სოციალურ მედია არხებში.

რაც უფრო სფეციფიკურია შენი გეგმა,  მით უფრო ეფექტური იქნება ის გამოყენებისას. ყოველთვის ეცადე  სტრატეგია იყოს ძალიან ლაკონური, კონკრეტული და რაც მთავარია გაზომვადი. ნუ შეიმუშავებ მას ძალიან ზოგადი დებულებებით, რადგან საბოლოოდ გაგიჭირდება იმის გაგება რამ იმუშავა, რატომ იმუშავა და კონკრეტულად როგორ შეიძლება შედეგის რიცხვებში გაზომვა.

ამ ბლოგში შევეცდებით  მოკლედ გავიაროთ ის 5 ნაბიჯიანი მოდული, რომელიც ძალიან მომგებიანი იქნება სოციალური მედია კამპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

სტატიის სარჩევი

რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი არის ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სოციალური მედია არხების გამოყენებას, პროდუქტის სარეკლამოდ, გასაყიდად ან ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის ცნობადობის გასაზრდელად.

სოციალური მედია მარკეტინგი დაეხმარება შენს ბიზნეს:

  • გაზარდოს ბრენდის ცნობადობა
  • შექმნას ბრენდის გარშემო ჩართული და აქტიური საზოგადოება
  • გაყიდოს პროდუქტი ან სერვისი
  • უფრო მარტივად დაიწყოს მომხმარებელთა მომსახურება/კომუნიკაცია, სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით
  • მიწვდეს მიზნობრივ აუდიტორიას რეკლამით სოციალურ ქსელში

რა არის სოციალური მედია სტრატეგია?

სოციალური მედიის სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელიც გამოყოფს შენი სოციალურ მედია მიზანს, იმ ტაქტიკებს, რომლებსაც გამოიყენებ ამ მიზნის მისაღწევად და მეტრიკებს, რომლებსაც დააკვირდები შედეგების გაზომვისას.

შენი სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს ყველა შენ უკვე არსებულ ან დაგეგმილ სოციალურ მედია პლათფოემას, რომლებსაც გაწერილი ექნებათ მათთვის შესაბამისი სპეციფიკური მიზნები და აქტივობები.

და ბოლოს, კარგი სოციალური მედიის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს როლებს და პასუხისმგებლობებს შენი გუნდის შიგნით და მოიცავდეს რეპორტინგის მეთოდებს.

ნაბიჯი 1. შეარჩიე სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები

შეარჩიე ისეთი სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები, რომლებიც თანხვედრაში იქნება შენი ბიზნესის მიზნობრიობასთან

შექმენი S.M.A.R.T მიზანი

 

რას ნიშნავს ეს?

ამას ახლავე გაიგებ.

პირველი ნაბიჯი მომგებიანი სტრატეგიის დასასახად არის შენი მიზნობრიობისა და მიზნების კარგად განსაზღვრა. მიზნის გარეშე, შენ ვერ შეძლებ წარმატების  და ROI-ს (Return on Investment) გაზომვას.

ამაში კი იმის განსაზღვრა დაგეხმარება როგორი უნდა იყოს შენი თითოეული მიზანი:

  • SPECIFIC- სფეციფიკური
  • Measurable -გაზომვადი
  • Attainable – მიღწევადი
  • Relevant – რელევანტური
  • Time-bound – დროში შეზღუდული

სწორედ ეს არის S.M.A.R.T მიზანი სამუშაო ჩარჩო. ის დაგეხმარება დაგეგმო შენი ქმედებები და დარწმუნებული იყო, რომ ისინი რეალურ ბიზნეს შედეგებამდე მიგიყვანს.

გაზომვე მნიშვნელოვანი მეტრიკები
 

ისეთი მეტრიკების, როგორებიცაა ფოლოვერების ან  მოწონებების გაზომვა ძალიან მარტივია, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ რეალურად ღირებულ შედეგებზე. ამის მაგივრად, უმჯობესია, ფოკუსი გადაიტანო ისეთი მეტრიკების გაზომვაზე, როგორებიცაა ჩართულობა, კლიკები რეითი (CTR), კონვერსიის რეითი (CVR).

შესაძლოა შენ გინდოდეს თვალი ადევნო  სხვდასხვა მიზნებს სხვდასხვა პლათფორმისთვის ან თუნდაც დააკვირდე ამ პლათფორმების სხვდასხვაგვარ გამოყენებას.

მაგალითად, თუ შენ ინსტაგრამს იყენებ  ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მაშინ უნდა დააკვირდე ინსტაგრმ სთორის მნახევლთა რაოდენობას, ხოლო თუ ფეისბუქიდან უშვებ რეკლამას სოციალურ მედიაში, მაშინ უმჯობესია დააკვირდე თითო კლიკის ღირებულებას ანუ CPC-ის.

სოციალური მედიის მიზნები, მნიშნელოვანია თანხვედრაში იყოს მთლიან მარკეტინგულ მიზნობრიობასთან.

დაიწყე შენი სოციალური მედია მარკეტინგული გეგმის შედგენა, მაგალითად ჩამოწერე პირველი ყველა მნიშვნელოვანი მიზანი შენი სოციალური მედიისთვის.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ნაბიჯი 2. უფრო ღრმად შეისწავლე მიზნობრივი აუდიტორია

შექმენი შენს აუდიტორიაში რამდენიმე პერსონა
 

იმის ცოდნა თუ ვინ არის შენი აუდიტორია და რისი ნახვა უნდათ სოციალურ მედიაში, არის გასაღები მათი ყურადღების მოსაგებად. ეს არის გზა იმისთვის, რომ შექმნა მათთვის საინტერეო, მოსაწონი და გადაზიარებადი კონტენტი. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურს შენი ფოლოვერები გადაიქცნენ შენი ბიზნეს აქტიურ მომხმარებლებად.

როდესაც ვსაუბრობთ მიზნობრივ აუდიტორიაზე, მნიშვნელოვანია იცოდე მათი:

  • ასაკი
  • ადგილმდებარეობა
  • საშუალო შემოსავალი
  • ტიპური პროფესია ან სამუშაო ინდუსტრია
  • ინტერესები და ა.შ

შეხედე შენ აუდიტორიას არა როგორც მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობას არამედ, როგორც რეალურ ადამიანებს, რეალური მოთხოვნილებებით. ამ შემთხვევაში შეძლებ მათი ჩართულობის მოპოვებას შენს სოციალურ მედიაში.

შეაგროვა მონაცემები
 

ნუ გააკეთებ დაშვებებს, რეალური მონაცემების გარეშე.

თუ შენ გგონია რომ შენი მიზნობრივი აუდიტორია არ არის ფეისბუქზე, კარგად ჩახედე სტატისტიკას, გაფილტრე ასაკის სქესის ან ნებისმიერი ინტერესის მიხედვით და ნახავს რომ 2 მილიონიან აუდიტორიაში შენი ბიზნესის შესაბამისი ქვეაუდიტორიაც იარსებებს.

სოციალური მედიის ანალიტიკას შეუძლია მოგაწოდოს ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, იმაზე თუ ვინ არიან შენი ფოლოვერები, სად ცხოვრობენ, როგორ შედიან ინტერაქციაში რეკლამასთან, ბრენდებთან და ზოგადად სოციალურ მედიასთან. ეს მონაცემები დაგეხმარება განსაზღვრო შენი სტრატეგია და უკეთესად შეარჩიო მიზნობრივი აუდიტორია.

ნაბიჯი 3. შეისწავლე შენი კონკურენტები

იმის ალბათობა, რომ შენი კონკურენტები უკვე იყენებენ არაერთ სოციალურ მედია პლათფორმას ძალიან დიდია, ამიტომ ნახე მათი გვერდები, ფეისბუქ რეკლამები და შეეცადე ინსწავლო მეტი იმ ინდუსტრიაზე, რომელშიც მოგიწევს მათთან კონკურენცია.

ჩაატარე კონკურენტთა ანალიზი
 

კონკურენტთან ანალიზი დაგეხმარება უკეთესად გაიგო ვინ არიან შენი კონკურენტები, როგორია მათი სოციალური მედიის პლათფორმები და რას აკეთებენ ისინი კარგად ან შესაძლოა ცუდად.

ეს დაგეხმარება ასევე კარგად გაიაზრო რას უნდა ელოდო ინდუსტრიისგან, რომლისთვისაც ქმნი შენს სოციალურ მედია სტრატეგიას.

იქნებ შენი კონკურენტი ძალიან ძლიერია ინსტაგრამის პლათფორმაზე, მაგრამ კარგად არ აუთვისებია ფეისბუქის პლათფორმა და ფეისბუქ რეკლამა. მას შემდეგ რაც ნახავს სად შეგიძლია იყო შენს კონკურენტებზე ძლიერი, დაიწყე იმ პლათფორმის განვითარება და ეტაპობრივად მიამატე სხვა სოციალური მედიის პლათფორმები.

4. როგორია ამ მომენტისთვის შენი სოციალური მედია?

თუ უკვე აქტიურად იყენებ სოციალურ მედიას შენი ბიზნესისთვის, დაუსვი შემდეგი კიხთხვები შენს თავს:

 

  • რა მუშაობს და რა არ მუშაობს?
  • ვინ შემოდის ინტერაქციაში შენს პოსტებთან, რეკლამასთან, სტატუსებთან?
  • რომელ არხს იყენებს ყველაზე ხშირად შენი აუდიტორია?
  • როგორ ედრება შენი სოციალური მედია სხვა კონკურენტების სოციალურ მედია გვერდებს?

როდესაც შეაგროვებ ამ ინფორმაცია, დროა დაიწყო გაუმჯობესებაზე ფიქრი.

შენი არსებული სოციალური მედიის არხების ასეთი დაკვირვება საშუალებას მოგცემს გაიგო რა არის თითოეული პლათფორმის დანიშნულება და რა მიზანს უნდა ემსახურებოდნენ ისინი. თუ კონკრეტული არხის დანიშნულება არ არის მკაფიო და არის მეტად ბუნდოვანი, დაფიქრდი უმჯობესი ხომ არ არის რესურსის სხვა არხში გადატანა.

იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება უფრო გაგიმარტივდეს, დაუსვი შემდეგი კითხვები შენს თავს:

 

  • არის ჩემი აუდიტორია ამ პლათფორმაზე?
  • თუ არის, როგორ და რამდენად ხშირად იყენებენ ისინი ამ არხს?
  • მეხმარება კი ეს არხი ჩემი მიზნების მიღწევაში?

ასეთი კიხთხვების გავლა, დაგეხმა უფრო ფოკუსირებული გახდეს შენი სოციალური მედია სტრატეგია.

ნაბიჯი 5. შექმენი სოცალური მედიის კონტენტ კალენდარი

ღირებული კონტენტის გაზიარება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სოციალურ მედიის მართვისას, მაგრამ კიდე უფრო მნიშვნელოვანი სოციალური მედია კონტენტ გეგმის შემუშავება, რომელსაც ქმნიან სოციალური მედია მენეჯერები ან ციფრული მარკეტინგის მენეჯერები კომპანიის კონტენტის კონსისტენტურობის სამართავად. ეს დაგეხმარება შენი კონტენტენი იყოს თანმიმდევრული და მოახდინოს მაქსიმალურად დიდი გავლენა აუდიტროიაზე.

შენი სოციალური მედია კონტენტ გეგმა დაგეხმარება განსაზღვრო რამდენად ხშირად და რა რაოდენობით უნდა ეკონტაქტო მიზნობრივ აუდიტორიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწერილ გეგმაში არ არის შესაძლებელი სპონტანური გადახვევები.

შექმენი პოსტების განრიგი
 

სოციალური მედია კონტენტის კალენდარი უნდა მოიცავდეს პოსტების გაზიარების თარიღებსა და დროებს და ასევე ამ პოსტების ჩამონათვალს. დაფიქრდი, როგორ უნდა გააზიარო პოსტები, რომელ არხებში და დღის რომელ მონაკვეთში. სოციალური მედიის კონტენტ კალენდარი არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ დაგეგმო აქტივობები დაწყებული ვიზუალებიდან და დამთავრებული ლინკებით, რომლებსაც მოიცავენ ეს პოსტები.

ააწყვე კონტენტის საუკეთესო მიქსი
 

დარწმუნდი რომ შენი კონტენტ სტრატეგია და კალენდარი თანხვედრაშია არსებულ მისიასთან და შეესაბამება ყველა არსებულ სოციალურ მედია გვერდს.

შენ შეიძლება გადაწყვიტო, რომ:

  • 50% კონტენტისა გადაიყვანს მომხმარებელს საიტზე
  • 25% გადაიყვანს მომხმარებელს სხვა არსებულ რესურსებზე
  • 20% კონტენტისა მხარს დაუჭერს ლიდების გენერირების პროცესებს
  • 5% კი მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას შენი კომპანიის კულტურაზე

ასეთი კონტენტ გადანაწილება, უზრუნველყოფს , რომ კონტენტ კალენდარი შედგებოდეს სწორი მიქსისგან და იყოს მრავალფეროვანი.

გაითვალისწინე  ამ ბლოგში მოყვანილი რჩევები და დაიწყე შენი სოციალური მედია მენეჯმენტის გამართვა და სტრატეგიის შექმნა. მომავალში კი დაელოდე უფრო მეტ და დაწვრილებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება ამ სტრატეგიის გაუმჯობესებაში.

თუ ეს ბლოგი მოგეწონა და გსურს მეტი გაიგო სოციალური მედია კამპანების შექმნის პროცესზე წაიკითხე ბლოგი იმაზე თუ როგორ უნდა შექმნა – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში

როგორ დავგეგმო სოციალური მედია კამპანია?

ვერაფრით ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ სოციალური მედია მარკეტინგი, დღესდღეისობით, ძალიან დიდ როლს თამაშობს, ვებ.გვერდზე ტრაფიკის, ლიდებისა და  ზოგადად ბრენდის ცნობადობის გაზრდაში, მაგრამ თუ შენ არ მიყვები  სინათლის სიჩქარით ცვალებად ტრენდებს, არ ეცნობი ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და მუდმივად ცდილობ უმტკივნეულოდ წარმართო პროცესი, მზად იყავი იმისთვის, რომ ყოველი შენი მომავალი სოციალურ მედია მარკეტინგუილი კამპანია, წინამორბედზე უფრო წარუმატებელი და  ნაკლებად ეფექტური იქნება, შესაბამისად დაკარგავ პოტენციურ მყიდველს და ძალიან დიდი განვითარების პოტენციალს.

რა თქმა უნდა, არსებობს კარგად გამოცდილი და ფუნდამენტური მიდგომები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კამპანიის სტრატეგიის გაწერისას, არის რაღაცეები რაც წლებთან ერთად  არ კარგავს ეფექტურობას, მაგრამ გარკვეულწილად ისინიც იცვლებიან და ერგებიან ახალ ციფრულ სამყაროს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცვლილებებს მარტივად და მოქნილად აუბა ფეხი.

დღეს, ზდასრული ადამიანების 90% (18-29 წელი) დარეგისტრირებულია სოციალურ მედიაში, ასევე 65+ ადამიანების 35%. მილენიალების მესამედი იყენებს სოციალურ მედიას და თვლის რომ  ბიზნესებთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო საშუალებაა.

შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია რომ შენი ბიზნესიც იყოს სოციალურ მედიაში, რათა  შეეძლოს მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვა და წარმატებული სოციალურ მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა, ამ ბლოგში კი გაიგებ როგორ.

 

სტატიის სარჩევი

pexels-breakingpic-3243

1. განსაზღვრე მიზანი

განსაზღვრე რა მიზანს ემსახურება ახალი სოციალური მედია კამპანია

რატომ უშვებ ახალ კამპანიას? რას ფიქრობ, რისი მიღწევა შეგიძლია? მეტი ტრაფიკი გჭირდება ვებ.გვერდზე, გაყიდვების გასაზრდელად?  ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურს? თუ მეტი ინფორმაციის შეგროვა გჭირდება შენს ლიდებზე?

სოციალურ მედია კამპანიის მიზანი  არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული, პირიქით, რაც უფრო მკაფიო იქნება ვერბალურად გადმოცემისას, მით უკეთესი. აი მაგალითად: მე მინდა რომ მეტმა ადამიანმა შეავსოს ჩემი ლიდის ფორმა ვებ.გვერდზე.  თუ პროცესის დასაწყისშივე განსაზღვრავ ასეთ დეტალებს, დანარჩენი თავისით მიყვება დიენბას.

2. ციფრულ მარკეტინგში, წარმატება განისაზღვრება რიცხვებში

სოციალური მედია კამპანია და მისი მეტრიკები

მაშინ, როდესაც კამპანიის მთავარ მიზანზე საბოლოოდ ჩამოყალიბდები, აირჩიე რიცხვი, რომელიც, შენი აზრით, ამ მიზნის მიღწევას საუკეთესოდ ასახავს, მაგალითად: მე მინდა რომ 100-მა ახალმა მომხმარებელმა  შეავსოს ლიდის ფორმა ჩემს ვებ.გვერდზე.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება დასახო ისეთი მიზანი, რომლისკენაც სწრაფვის გარდა, განვლილი გზისa და წარმატების გაზომვასაც შეძლებ.

pexels-brett-jordan-5426401

3. რაც მეტი მით უკეთესი?

თუ უკვე გამოცდილი მარკეტერი ხარ, ალბათ გეცოდინება, რომ დღეს ყველა ცდილობს, გამოჩნდეს რაც შეიძლება მეტ სოციალურ მედია პლათფორმაზე, პრინციპით – რაც მეტი მით უკეთესი. მაგრამ არის კი ეს უკეთესი? რა თმქა უნდა, რესურსი და შესაძლებლობები მაქსიმალურად  უნდა გამოიყენო, მაგრამ ხშირად კომპანიებს ავიწყდებათ, რომ რაოდენობრივი სიმრავლე ხარისხობრივ სიკარგეს არ ნიშნავს. როდესაც შენი სოციალური მედია კამპანია გადის ბევრ პლათფორმაზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მათი სფეციფიკა და ამის შესაბამისად შექმნა კონტენტი. თუ შენ გაქვს შეზღუდული რესურსი, დაუთმე მეტი დრო ერთი კონკრეტული პლათფორმის განვითარებას და შემდგომ ეტაპობრივად, რესურსის ზრდასთან ერთად, მიამატე სხვა პლათფორმებიც. მთავარია იცოდე, რისთვის შედიან ამ პლათფორმაზე მომხმარებლები, რა სახის კონტენტს ეძებენ და როგორი ფორმატები იქცევს მათ ყურადღებას.

ძალიან კარგად გაერკვიე ერთ პლათფორმაში, მაგალითად: რა არის ეფექტური რეკლამა Facebook-ზე? როგორ შეგიძლია გამოიყენო? რამდენი ბიუჯეტი ჭირდება? შესაძლებელია თუ არა შენი მიზნის მიღწევა ამ ინსტრუმენტით? შემდგომ კი უფრო მარტივად გადაიტანე სხვა პლათფორმებზე გამოცდილი მიდგომა.

4. დაწერე შენი მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედია კამპანია არ იმუშავებს სტრატეგიის გარეშე

ზეპირსიტყვიერად გადაცემა მხოლოდ ხალხურ ლექსებს თუ მოერგება, მარკეტინგულ სტრატეგიას კი უმჯობესია თუ კარგად გაწერ და შეინახავ. ჩამოწერე რის გაკეთებას აპირებ: რა არის შენი გეგმა? ვინ რა დავალებაზეა პასუხისმგებელი? როდის უნდა ჩაბარდეს შუალედური მიზნები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენს მიერ შემუშავებულ დროისა და შესრულების სტრატეგიაზე – ჩამოწერე ყველაფერი და შექმენი შენი სოციალური მედიის მიისის დოკუმენტი.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

5. როგორ გამოიყურება შენი იდეა?

გინახავს სადმე სოციალური მედია კამპანია ვიზუალის გარეშე? თუ გინახავს და იცი რომ წარმატებული იყო, გთხოვ, ჩვენც გაგვიზიარო 😊 რადგან ჩვენ ასეთი შესახებ არ გვსმენია და არც გვინახავს.

გეტყვით, რომ სოციალური მედიაში ყველაზე მეტ ყურადრებას იქცევს ვიზუალური მხარე, იქნება ეს სტატიკური ფოტო, ინფოგრაფიკი თუ ვიდეო. ეფექტური რეკლამის მთავარი ელემენტია ვიზუალი, რომელსაც  აქვს უფრო დიდი შანსი გახდეს ვირუსულად ცნობილი და გადაზიარებადი.

კარგია, რომ იცოდე:

  • Facebook გვერდის ჩართულობის 87% მოდის სტატიკური ვიზუალებზე
  • ორგანიზაციების 88%, დღესდღეისობით, იყენებს სოციალურ მედია არხებს

6. ციფრულ სამყაროში გადამოწმება ცოდნის დედაა

იმისთვის, რომ გაიგო რამდენად ეფექტურია შენი სოციალური მედია მენეჯმენტი, მნიშვნელოვანია შეგეძლოს მასზე დაკვირვება და მონიტორინგი. გამოიყენე ანალიტიკის ინსტრუმენტები, კამპანიის დაწყების დღიდან დასასრულამდე.

თუ შეამჩნევ, რომ რამე იმაზე უკეთესად მუშაობს ვიდრე მოელოდი, დაუთმე მას მეტი რესურსი.

pexels-olya-kobruseva-5417622

7. ინვესტირება სოციალურ მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში

პროდუქტიულობის გასაზრდელად, დღესდღეისობით, თითქმის ყველა წამყვანი მარკეტერი იყენებს სოციალური მედია მენეჯმემტის ინსტრუმენტებს.  სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ კამპანიების დაგეგმვასა და მონიტორინგში.

 

ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა Everypost და SocialOomph , დაგეხმარებათ წინასწარ გაწეროთ და დაგეგმო: როდის რა პოსტი ეშვება სოციალურ მედიაში და შემდგომ ავტომატურად გაუშვა. შენ ასევე შეძლებ დაუკავშირო  კონტენტ კალენდარი და წინასწარ გაწერილი პოსტები ავტომატურად ასახო  სოციალური მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში, რაც მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ დრო  და ენერგია.

8. როგორია შენი ბიზნესის იდეალური მომხმარებელი?

სოციალური მედია კამპანია და მისი სპეციფიკური მიზნობრივი აუდიტორია

იყავი მაქსიმალურად კონკრეტული, როდესაც ადგენ შენი იდეალური მომხმარებლის პროფილს. გაითვალისწინე დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული დეტალები: რამდენი წლისაა? რა არის მისი საშუალო შემოსავალი? არის თუ არა მისი ინტერესი შენი ბრენდის ღირებულებებთან და ინტერესებთან თანაკვეთაში? ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ახალი ბრენდის ბაზარზე გაშვებისას არის მნიშველოვანი, სანამ ის თავის ერთგულ აუდიტორიას შეაგროვებს.

pexels-christina-morillo-1181311

9. განსაზღვრე შენი სოციალური მედიის წარმატების მთავარი მაჩვენებლები

როგორ უნდა მიხვდე სწორად იქცევი თუ არა ? აღწევ მიზნებს? მუშაობს სტრატეგია? არის კი  გაღებული ინვესტიცია შედეგის შესაბამისი თუ უბრალოდ არამიზნობრივად იხარჯება  რეკლამაში დიდი თანხები.

მნიშვნელოვანია განსაზღვრო, სოციალურ მედიაში, შენი წარმატების მთავარი და გაზომვადი მაჩვენებლები, როგორებიცაა: კონვერსიის პროცენტული მაჩვენებელი, მიღწეული უნიკალური მომხმარებლების  რაოდენობა, ვებ.გვერდის ტრაფიკი და საიტზე გატარებული დრო, გაზიარებები და ზოგადად მომხმარებელთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი შენს პოსტებზე.

კამპანიის დაგეგმვისას აუცილებლად შეარჩიე სწორი, გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი, ერთი კამპანიისთვის შესაძლოა ეს იყოს:  ტრაფიკი ვებ.გვერდზე და მეტი დაკონვერტირებული მომხმარებელი, მეორესთვის კი ბრენდის ცნობადობის გაზრდა – მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ინტერაქცია რეკლამსათან სოციალურ მედიაში და მომხმარებლის ჩართულობა.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და გაინტერესებს როგორ დაგეგმო სოციალური მედია მარკეტინგული კამპანია შენი ბიზნესისთვის, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

გრაფიკული დიზაინი – 5 პლათფორმა ანტრეპრენერთათვის

გრაფიკული დიზაინი და მისი ინსტრუმენტები

‘’რასაც ვხედავ ზუსტად იმას მივიღებ’’ – ამას ფიქრობს მომხმარებელი, როდესაც ის შენი ბიზნესის ვებ-გვერდს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ დამარწმუენებელი კომუნიკაცია, ბლოგები და სოციალური მედიის ეფექტურობა დაგეხმარება შენი ბრენდის კონკურენტებისგან გამიჯვნაში,  საიტის ვიზუალური მხარე არის ის, რასაც შეუძლია პირველადი შთაბეჭდილების მოხდენა, როდესაც მომხმარებელი აჭერს ბმულს ან  ეძებს პროდუქტს საიძოებო სისტემაში. 

 

უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მომხმარებელს საიტის კონკრეტულ არეალზე ფოკუსირებისთვის, მხოლოდ 2.6 წამი სჭირდება. მეტიც, ვიზიტორისთვის საკმარისია 0.05 წამი, რომ პირველადი შთაბეჭდილება შეიქმნას შენს ბრენდზე, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამართული და ფუნქციური, არამედ ვიზუალურად მიმზიდველი საიტის შექმნა. ამაში კი მხოლოდ გრაფიკული დიზაინი და მისი ინსტრუმენტები თუ დაგეხმარება.

საიტის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა, დიდი ბიზნესის შემთხვევაში, გულისხმობს გრაფიკული დიზაინერების ერთ გუნდად გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, ყოველმხრივად გამართული დიზაინის შექმნას.

 

მცირე და საშუალო ბიზნესმა, შესაძლოა, ამისთვის საკმარისი ბიუჯეტის გამოყოფა ვერ შეძლონ, ამიტომ მათთვის არსებობს დაბალბიუჯეტური ან უფასო ინსტრუმენტები, რომლებსაც შემდგომ, ამ ბლოგში, გაგაცნობთ.

სტატიის სარჩევი

გრაფიკული დიზაინი და საუკეთესო ინსტრუმენტები მის შესაქმნელად

თუ შენს საიტზე ჩატარებული პატარა კვლევის შემგომ მიხვდი, რომ საიტის ტექსტი რთულად იკითხება, არც ფოტოებია შესაბამისი და არჩეული ფერთა პალიტრა ნამდვილად თვალშისაცემია, მაგრამ თავს გატკიებს, დროა იპოვო მარტივი გამოსავალი.

 

გრაფიკული დიზაინის შესაქმენლად, არსებობს არა ერთი უფასო  ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება, შექმნა  პროდუქტზე მორგებული საიტის დიზაინი ან თუნდაც პოსტის ვიზუალი, სოციალურ მედია არხებში განსათავსებლად. მსგავსი ინსტრუმენთა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ამიტომ  ამ ბლოგში  გაგაცნობთ მათ შორის 5 საუკეთესოს.

 

პირველ რიგში, პროგრამის  შერჩევისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ორი ფაქტორი: შენი ამჟამინდელი გრაფიკული დიზინის შესაძლებლობები და ამ  პოტენციალის გამოყენების საშუალებები. აი მაგალითად, თუ შენ  არ გაქვს არანაირი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ისტრუმენტი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მიმართულების მიცება და შემდგომ თავად უზრუნველყოფს, მითითებების შესაბამისი, მარტივი მაგრამ ეფექტური დიზაინის შექმნას.

 

იმ შემთხვევაში თუ შენ ამ სფეროში გაქვს გამოცდილება ან უბრალოდ ბუნებრივი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული, შეარჩიე ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მეტ კონტროლსა და  შენი მონაცემების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მოგცემს.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ კითხვას – რომელია შენი ბიზნესივთის საუკეთესო ინსტრუმენტი, გრაფიკული დიზაინის შესაქმნელად?  გაეცანი ჩვენს ჩამონათვალს, შეაფასე პროგრამების დადებითი და უარყფითი მხარეები და იპოვე შენი მარტივი გამოსავალი.

1. DesignWizard
პლათფორმა: WINDOWS

DesignWizard არის ახალი ინსტრუმენტი, საიტის გრაფიკული დიზაინის შესაქმნელად. რომელიც გთავაზობს სურათების  დიდ ბაზას, ასევე უამრავ უფასო შაბლოს (10,000_ზე მეტს)  და რაც მთავარია ძალიან მარტივ ინტერფეისს.

 

გაითვალისწინე, ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეძლებ არა ერთი უფასო ფუნქციის გამოყენებას, მაგრამ  მისი უფრო დახვეწილი ვერსიის მისაღებად მოგიწევს ფასიანი პაკეტის შეძენა.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Setka Editor
პლათფორმა: Windows, Mac

გაყიდვებზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინი

Setka Editor – ამ ინსტრუმენტის მთავარი მესიჯია: ‘’ყველაფერი ის, რაც თქვენ გჭირდებათ კონტენტის შესაქმნელად, რომელიც კონვერტირდება’’.

 

გრაფიკული დიზანის ეს პროგრამა  არის  მეტად ორიენტირებული დიზაინის შინაარსობრივ განვითარებაზე, იქნება ეს პოსტი ციფრულ მედიაში  თუ საიტის ძირითადი ვიზუალური მხარე.

 

შენიშვნა… მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოა, შენ მოგიწევს წინასწარ შეარჩიო  – Starter, Pro ან Enterprise პაკეტი, ინსტრუმენტის სრული ფუნქციების მისაღებად.

3. Canva
პლათფორმა: Windows, Mac, Android, iOS

გრაფიკული დიზაინი არადიზაინერთათვის

თუ შენ გსურს Ebook, ინფოგრაფიკის, სავიზიტო ბარათისა ან ელ.ფოსტის ჰედინგის დიზაინის შექმნა, Canva არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გაგიმარტივებს ამ პროცესს.

 

ეს პროგრამა არის არადაიზაინერების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლებს პროფესიონალურ დონეზე, მარტივად და სწრაფად შეძლო სასურველი შაბლონის აწყობა.

 

თანაც ალბათ ყველაზე მეტად ესმით არადიზაინერებს არადიზაინერი ადამიანების საჭიროებები, შესაბამისად თუ არც შენ ხარ გამოცდილი ამ სფეროში, canva-ს  ინტერფეისი დაგეხმარება რესურსის დაზოგვასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში.

 

მართლაც რომ დაუჯერებელია არა? მაგრამ წინასწარ უნდა გაგაფრთხილო,ამ შემთხვევაშიც დაგჭირდება მცირედი ინვესტიცია ინსტრუმენტის ფასიან ვერსიაში. მიუხედავად იმისა, რომ canva-ს აქვს უფასო  ვერსია, მისი სრული შესაძლებლობების გამოსაყენებლად და შედარებით რთული დიზაინის შესაქმენლად, დაგჭირდება ფასიანი  ვერსიის შეძენა.

4. Krita
პლათფორმა: Windows, Mac, Android, Linux

გრაფიკული დიზაინი არტისტებისთვის

Krita არის  უფასო პროგრამა, რომელიც შექმნილია არტისტების მიერ არტისტებისთვის. ამ ინსტრუმენტის შექმნა და მუდმივი განვითარება უკავშირდება დიზაინერების საჭიროებებზე ზრუნვას.

 

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ KRITA-ს აქვს პერსონალიზირებული  ინტერფეისი, პროგრამული ფუნქციებით მდიდარი ნაკრები და ძალიან ბევრი დიზაინერებისთვის საჭირო  რესურსი.

 

ბიზნესი, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს ბრენდის ვიზუალური მხარე, შექმნას რეკლამა ციფრული არხებისთვის და ამავდროულად ჰყავს გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი, შესაძლებლობა აქვს Kirkas-ს საშუალებით მიაღწიოს უნიკალურ შედეგს.

5. Gimp პლათფორმა: Windows, Mac, Linux

Gipm-ი, უფასო  გრაფიკული დიზაინის პლათფორმებს შორის, ალბათ ყველაზე ცნობილია. მას ხშირად ადარებენ  Photoshop- ს და ასახელებენ არა ერთ არგუმენტს თუ რითი სჯობია ის მას.

 

Gimp- ი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან არის სრულიად უფასო ინსტრუმენტი, რომელიც გამოირჩევა ყველნაირი ფაილის ფორმატის მხარდაჭერით, აკეთებს ციფრულ რეტუშირებას მარტივად და საშუალებას გაძლებს შექმნა დიზაინი ნულიდან.

 

შენიშვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ რომ Gipm-ი არ უჭერს მხარს photoshop-ის დანამატებს, რაც დამეთანხმებით არც ისე გასაკვირია.

შენი ბრენდის გრაფიკული დიზაინი, არის პირველი დაუვიწყარი შთაბეჭდილება

ბრენდის აღქმას მნიშვნელოვნად განაპირობებს საიტზე გატარებული პირველივე წამი. ვიზიტორი ან   სანდოობით აივსება და მაშინვე გაუჩნდება სურვიილი შეიძინოს რაიმე, ან მეორე წამსვე დატოვებს გვერდს და დაიწყებს სხვაგან საჭირო ნივთის ძიებას.

 

 გრაფიკული დიზაინი არის შენი ბრენდის ვიზუალური სახე, ამიტომ გაითვალისწინე ძირითადი საფუძვლები და შეუდექი შენი ბრენდის უნიკალური დიზაინის შექმნას, შესაფერისი ინსტრუმენტის გამოყენებით.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

ვიდეო კონტენტი შენი ბიზნესისთვის

ვიდეო კონტენტი და მისი შესაძლებლობები

იცოდი რომ ვიდეო კონტენტი 20%-ით უფრო მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და სამჯერ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს წვდება სოციალურ მედიაში, ვიდრე სხვა სტანდარტული პოსტები?

 

ამიტომ ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ ვიდეო კონტენტი ძლიერი ინსტრუმენტია ციფრული რეკლამის შესაქმნელად.

 

ამ ბლოგში გაეცნობი ვიდეოს 5 ტიპს, რომელიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის შესაბამისი ჩართულობის, ცნობადობისა და კონვერსიების მოპოვებაში.

 

სტატიის სარჩევი

1. Live ვიდეო კონტენტი

Live ვიდეო არის ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური გზა, ონლაინ სივრცეში,  შენს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.

ამას მოწმობს რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:

 

  • ადამიანების 64% ამბობს რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ნახა Live ვიდეო
  • ადამიანების 82% ურჩევნია უყუროს ბრენდის Live ვიდეოს ვიდრე ნახოს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატიკური პოსტი.

Live ვიდეო არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ დაუკავშირდე შენს აუდიტორიას უფრო მეტად პერსონალურ და ავთენტურ დონეზე და შეძლო შენი ბრენდის მეტად ჰუმანიზაცია.

 

ნუ მოგერიდება Live-ში გასვლა. გაუზიარე შენი გამოცდილება: რას აკეთებ? როგორ აკეთებ? სამომავლო გეგმები და მიზნები შენს აუდიტორიას, ეს დაგეხმარება მოიპოვო მეტი ჩართულობა შენს გვერდზე და რაც მთავარია გაიზრდება შენი ბრენდის ლოიალური მომხმარებლების რიცხვი.

 

არ აქვს მნიშვნელობა სად გადაწყვეტ Live ვიდეოს გაშვებას, იქნება ეს Facebook, Instagram თუ Youtube-ი, შენ გაქვს შესაძლებლობა მრავალმხრივ გამოიყენო სოციალური მედიის არხები:

  • აჩვენე შენს აუდიტორიას როგორ მიდიოდა გადაღების პროცესი
  • ჩაერთე Live-ში რომელიმე საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებისას
  • გაუზიარე მათ ახალი პროდუქტის შესახებ წინასწარი, ღირებული ინფორმაცია და მოუყევი რამდენად დიდია შენი მოლოდინები.
  • ისაუბრე შენს ონლაინ კურსზე

ვიდეოსთვის კონტენტის შერჩევა შეგიძლია შენი ბრენდიდან გამომდინარე დაიწყო, მთავარია მაქსიამლურად დიდ აუდიტორიასთან შეძლო დაკავშირება და გააცნო მათ შენი ბრენდის შესახებ საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაცია. არ დაგავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტენტის კონსისტენტურობა. 

 

კონსისტენტურობა უბიძგებს მომხმარებელს დაისწავლოს გარკვეული ჩვევა ან მოლოდინი, რომელიც მან იცის რომ აუცილებლად განმეორდება, რაც უფრო მრავალფეროვანი, ვიზუალურად სასიამოვნო და საინტერესო ინფრომაციასთან იქნება ეს მოლოდინი დაკავშირებული მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს მომამხარებელი ისევ და ისევ დაუბრუნდება შენს გვერდებს, სხვადასხვა ციფრულ არხებში, ახალი კონტენტის გასაცნობად.

2. შემეცნებითი ტიპის ვიდეო

ვიდეო კონტენტი ცოდნის გასაზიარებლად

ადამიანებს ძალიან უყვართ ახალი ინფორმაციისა და ცოდნის  მიღება ონლაინ, შესაბამისად შენს კომპანიას ეძლევა საშუალება გახდეს ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებას, რაც მთავარია ეს მოგცემს საშუალებას მიიღო შენი მომხმარებლისგან მადლიერება და  გაზარდო მიჯაჭვულობის განცდა. რაც შეეხება ვიდეო ფორმატს, ის არის მეტად მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია სახალისო.

 

დაფიქრდი რა სახის შემეცნებითი  ვიდეოს შექმნა შეგიძლია, რომელიც ნამდვილად ღირებული იქნება შენი აუდიტორიისთვის და დაეხმარება მათ გარკვეული ყოველდღიური პრობლემის გადაჭრაში.

 

შემეცნებითი ვიდეოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი ჯერ კიდევ შენი ბრენდის გაცნობის სტადიაზეა. ასეთი ტიპის ვიდეოს შეუძლია არა მხოლოდ ახალი აუდიტორიის მოზიდვა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პრცოესის დაჩქარება, შესაძლოა პირველ სტადიაზე მყოფი მომხმარებელი მომენტალურად დაკონვერტირდეს ლიდად. მეტიც, შემეცნებით ვიდეობს შეუძლიათ კონვერსიის გაზრდა 20%-ით.

 

ჩაწერე ვიდეოების სერია შენს ბიზნესზე ან სთხოვე თანამშრომლებს გადაიღონ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მოკლე ვიდეო გაკვეთილები, რომელთა ერთობლიობა შეგიძლია ციფრულ ტრეინინგად აქციო.

3. ვიდეო ბრენდის შესახებ

ვიდეო კონტენტი, კომპანიის შიდა სამზარეულოს გასაზიარებლად

მაშინ როდესაც ამდენი განსხვავებული ბრენდი გვხდება სოციალურ მედიაში, ვნახულობთ სხვადასხვა პოსტებს, რეკლამებს, კარუსელებს,ვიდეოებს, ძალიან რთულია გამოეყო მათ და გახდე შესამჩნევი უფრო ფართე აუდიტორიისთვის.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

საუკეთესო გზა, იმისთვის რომ შენი ბრენდი გახდეს მეტად თვალშისაცემი,  აუდიტორიისთვის შენი კომპანიის თავიდან ბოლომდე გაცნობაა: კომპანიის ღირებულებები, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება.

 

ადამიანები შეისყიდიან უფრო მეტად ისეთი ბრენდებისგან პროდუქტს, რომელთა შესახებაც მეტ ინფორმაციას ფლობენ, იცნობენ მათ კულტურას და არიან მათი თანამოაზრეები.

 

გამოიყენე ვიდეო კონტენტისა და ციფრული რეკლამის ძალა, რათა გაუზიარო აუდიტორიას პერსონალური ინფრომაცია კომპანიაზე და გააცნო მათ ის უფრო ახლოს.

 

ამის რამდენიმე გზა არსებობს:

  • მიეცი საშუალება დაათვალიერონ ოფისი და ნახონ სამუშაო პროცესი
  • ჩაწერე ინტერვიუები თანამშრომლებთან
  • გაუზიარე მათ სახალისო მომენტები კომპანიის ცხოვრებიდან – ღონისძიებები, თანამშრომლის დაბადებისდღე და ა.შ
  • აჩვენე გუნდური აქტივობების დღეა 

4. პროდუქტის დემო ვიდეო

ვიდეო კონტენტი შენი პროდუქტის უპირატესობების გასაზიარებლად

მომხმარებლების 90% ამბობს, რომ პროდუქტის შეძენისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დააჩქარა პროდუქტის ვიდეოს ნახვამ.

ვიდეო კონტენტი არის ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, რადგან მას ურჩევნია ნახოს, ვიდრე წაიკითხოს საკუთარი თვალით ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.

 

ვიდეოს საშუალებით აჩვენე როგორ გამოიყენება შენი პროდუქტი პრაქტიკაში. აჩვენე როგორ გამოიყურება, რა ფერისაა, აუხსენი როგორი ფაქტურა აქვს და ჩამოთვალე ის ყველა უპირატესობა, რომელიც ამ პროდუქტს  სხვა მსგავს პროდუქტებისგან გამოარჩევს.

 

ასევე შეგიძლია გამოიყენო ვიდეოს ტიპი – ‘’ როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა’’ –  და პრობლემის გადასაჭრელად, აჩვენო შენი პროდუქტი პრაქტიკაში.

 

დაიმახსოვრე, ასეთი ვიდეოს შექმნისას მნიშვნელოვანია მკაფიოდ იკვეთებოდეს მისი ღირებულება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარკვეულ პროდუქტზე შექმნილი საუკეთესო ვიდეოების უმრავლესობა სულაც არ არის ამ პროდუქტზე ორიენტირებული.

5. სარეკლამო ვიდეო რგოლი

გაყიდვებზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტი

შემეცნებითი და ჩართულობაზე ორიენტირებული ვიდეოები ძალიან დაეხმარება შენს ბიზნეს არა ერთი საჭირო მიზნის მიღწევაში – როგორებიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ავტორიტეტის მოპოვება ბაზარზე, უფრო იაფი რეკლამა ციფრულ არხებში და მეტად ლოიალური მომხმარებლების შეძენა.

 

როდესაც მომხმარებელი უკვე დაინტერესებულია შენი პროდუქტით, სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი სარეკლამო კონტენტის მიწოდება, რომელიც გადააქცევს უბრალოდ დაინტერესებულ მომხმარებელს პოტენციურ ლიდად ან მყიდველად.

 

გაითვალისწინე: სარეკლამო ვიდეო რგოლი არ გულისხმობს, ძველმოდურ, მხოლოდ პროდუქტზე ორიენტირებულ ვიდეოს. სულაც არა, დღევანდელ დღეს  მნიშვნელოვანია გაყიდო ისე, თითქოს საერთოდ არ გინდა გაყიდვა, შენ უბრალოდ უნდა მოყვე ისტორია, აჩვენო პროდუქტი მაღალ ხარისხში და დაანახო რომ პროდუქტი პიზიკურად ხელშესახები ნივთის გარდა არის კიდევ უფრო მეტი.

და ბოლოს…..

ვიდეო კონტენტი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, ის დაგეხმარება როგორც ცნობადობის გაზრდის ეტაპზე ასევე კონვერსიის ეტაპზე. მთავარია შეარჩო საჭირო ინფორმაცია და აჩვენო ის სწორ დროს.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი Apple-ის განახლებულ iOS 14-ზე და იმ ცვლილებებზე, რაც მან Facebook რეკლამაში შეიძლება მოახდინოს. რეალურად, ამ თემაზე აქამდეც ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და მათი ნაწილი ალბათ შენც მოგისმენია.

 

არსებობდა მოსაზრება, რომ ახალმა კანონდებლობამ Facebook რეკლამაში შეიძლება მნიშვნელოვნად ბევრი რამ შეზღუდოს. ფაქტია ისიც, რომ წლიდან წლამდე Facebook-ს რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები სულ უფრო ეზრდებოდა. თუმცა, ამჯერად სიახლეები ნამდვილად არის და ქვემოთ ყველა შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე დეტალურად მოგიყვები.

სტატიის სარჩევი

რას შეცვლის iOS 14 Facebook რეკლამაში მარკეტერებისთვის?

გაიგე მეტი და დახვდი მომზადებული Facebook რეკლამაში მომხდარ ცვლილებებს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კონვერიების ფეისბუქ რეკლამისა და Facebook pixel-ის გამოყენებას უკავშირდება. თუ შენი ბიზნესი არეკლამებს მობილურ აპლიკაციას ან ფეისბუქ რეკლამის საშუალებით მომხმარებელი ვებგვერდზე გადაგყავს, გაითვალისწინე:

 

Apple მოითხოვს, რომ App Store-ის ყველა აპლიკაციამ ios-ის მომხმარებლებს დაუსვას კითხვა: თანახმა ხარ თუ არა, კონკრეტულმა პლატფორმამ შენი სხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციაში ქცევის შესახებ მიიღოს ინფორმაცია?

 

ეს ფაქტი შეიძლება შენთვის უკვე შედარებით ნაცნობად ჟღერდეს, რადგან ვებგვერდების უმეტესობაზე GDPR მოთხოვნების შესაბამისად, უკვე აუცილებელია მომხმარებლის თანხმობა ე.წ. Cookies შეგროვებაზე. 

 

ამ ცვლილების ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრო, რას შეცვლის არსებული ფაქტი შენთვის, როგორც Facebook-ზე რეკლამის განმთავსებლისთვის:

 

  • თუ მომხმარებლისგან არ გექნება თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შემცირდება Facebook pixel-ის ეფექტურობა. ანუ, ვეღარ შეძლებ სრულფასოვანი რემარკეტინგის წარმოებას
  • გართულდება სამიზნე აუდიტორიისთვის ზუსტად მის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შემცველი რეკლამების ჩვენება
  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტი კი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ბევრად მეტი ბიუჯეტის დახარჯვა მოგიწევს სასურველი ოდენობის პროდუქტის გასაყიდად და სამიზნე აუდიტორიის მოსაძებნად

რა რეაგირება აქვს Facebook-ს iOS-ში შეტანილ ცვლილებებზე?

Facebook-ის გამოხმაურება Facebook რეკლამაში შეტანილ ცვლილებებზე

ბუნებრივია, Facebook-სთვის და მათი შემოსავლებისთვის ეს ცვლილება ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს როგორც Apple-ის, ისე Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონები. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ iOS-ის სისტემის მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია. 

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Facebook ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეზღუდვები ძალიან შეუშლის ხელს მცირე ბიზნესების ზრდას, რომლებიც პროდუქტს მხოლოდ Facebook-ის რეკლამის გამოყენებით ყიდიან და ბუნებრივია, მათი სარეკლამო ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია.

 

თუმცა, ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესებზე მეტად, დიდ კოროპაციებზეა დამოკიდებული. ანუ, იმ შემთხვევაში თუ დიდი კორპორაციები რეკლამის განთავსებას მათ პლატფორმაზე შეწყვეტენ, Facebook-სთვის ეს ცვლილება შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. 

 

რა ცვლილებებს შეიტანს iOS 14 შენს Facebook რეკლამაში?

Facebook რეკლამაში შეტანილი ცვლილებების სია

1. დაგვიანებული ინფორმაცია და მონაცემები

როგორც წესი, აქამდე ედვერთაიზერებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა მონაცემისთვის თვალი ლაივ რეჟიმში ედევნებინათ. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ios 14-ის დამსახურებით აღარ გექნება.

 

სავარაუდოდ, მინიმუმ 3 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ გადაამოწმო, რამდენად ეფექტურად იმუშავა შენ მიერ გაშვებულმა რეკლამამ.

 

2. ნაკლები წვდომა დეტალურ ინფორმაციაზე

ცვლილებების გამო, ასევე ვერ შეძლებ შენი სარეკლამო კამპანიების ჩაშლას (Breakdown) ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორებიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და განთავსება.

 

3. მაქსიმუმ 8 Event-ის კონტროლი

რეკლამის გაშვებისას, თითოელ დომეინზე მაქსიმუმ 8 ივენთის მონიტორინგს შეძლებ. ასევე, მოგიწევს მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაც. 

 

აქვე, მოგიყვები ივენთების პრიორიტეტებად დალაგების მუშაობის პრინციპზეც – მაგალითად განვიხილავ ონლაინ კომერციის ვებგვერდის შემთხვევას, რომელზეც უმთავრესია ისეთი ივენთების მონიტორინგი, როგორებიცაა ნივთის კალათში დამატება და შეძენა. როდესაც მომხმარებელი შემოვა ვებგვერდზე, დაამატებს ნივთს კალათაში და შემდეგ იყიდის მას, ფეისბუქის სარეკლამო  კამპანიის რეპორტში მხოლოდ ყიდვის ივენთი აისახება, რადგან მას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე კალათაში დამატებას.

 

4. ატრიბუციის ფანჯარა – Default Attribution Window

უახლოეს მომავალში 28 დღიანი კლიკის და ნახვის, ასევე 7 დღიანი ნახვის ატრიბუციის ფანჯრები გაუქმდება (28-day click attribution windows, 28-day impressions, and 7-day impressions) და დარჩება მხოლოდ 7 დღიანი კლიკის და 1 დღიანი ნახვის ატრიბუციის რეპორტინგი. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს კონვერსიების რეპორტინგზე და ამ კონვერსიების შესაბამის კამპანიების ალოკაციაზე.

რა ცვლილებები უნდა შეიტანო შენს Facebook რეკლამაში შეზღუდვების საპასუხოდ?

1. მოახდინე შენი დომეინის ვერიფიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ შენი ვებგვერდისთვის იყენებ Facebook pixel-ს, აუცილებლად გადაამოწმე დომეინი და მოახდინე მისი ვერიფიკაცია.

2. შეარჩიე 8 ყველაზე რელევანტური ივენთი

Facebook უკვე ავტომატურად შეარჩევს იმ 8 ივენთს, რომელიც ყველაზე რელევანტურია შენი ბიზნესისთვის.

 

თუ ამ 8 ივენთის გარდა სხვა მონაცემებიც დაგაინტერესებს, სამწუხაროდ მათ გააქტიურებას და კამპანიისთვის გამოყენებას ვეღარ შეძლებ.

 

შერჩეული 8 ივენთის გარდა, დანარჩენების გადახედვა და დაპრიორიტეტება შეგიძლია Events manager-დან.

3. შეადარე ატრიბუციის მოდელები

ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც შეგიძლია გააკეთო, არის ატრიბუციის მოდელების შედარება. ნახე რომელი კონვერსიები ხდება 7 დღიან და 28 დღიან ფანჯარაში. ამის გაკეტება შეგიძლია Ads Manager-იდან აირჩიე სვეტები (Columns > Customize Columns > Window Comparison.
ატრიბუციის ფანჯრების შედარება, დაგეხმარება უკეთ გაიაზრო, ტუ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებებს შენი შედეგების რეპორტინგზე.

როგორი იქნება Facebook-ის მომავალი?

ალბათ ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ Facebook ამ ცვლილების გამო პოპულარობას და დიდ აუდიტორიას დაკარგავს. გამოსავლის პოვნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. მთავარი, რაც წარსულმა გამოცდილებამ გვასწავლა არის ის, რომ ადამიანები, ისევე როგორც ბრენდები საკმაოდ მარტივად ადაპტირდებიან სიახლეებთან.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »