Categories
მარკეტინგი სოციალური მედია

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში Facebook-ზე?

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, Facebook-მა კიდევ უფრო გაამკაცრა სარეკლამო პოლიტიკა და მის განმთავსებლებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი წესის დაცვა მოსთხოვა. 

 

იმის გამო, რომ მათი პოლიტიკის შესახებ ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია, ადამიანები საკმაოდ ხშირად არღვევენ  სხვადასხვა წესს. წესების დარღვევის შედეგად, პირველ რიგში, იბლოკება პოსტი, შემდეგ კი რამდენიმე ასეთ შემთხვევას შედეგად სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც შეიძლება მოჰყვეს.

 

რადგან ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ხშირად ვიღებ კითხვებს მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური სოციალური მედიის სარეკლამო პოლიტიკის ნაწილზე მოგიყვეთ.

 

გაითვალისწინეთ, რომ Facebook პლატფორმის სარეკლამო ანგარიში და მისი პოლიტიკა 31 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სრული ჩამონათვალის სანახავად ამ ბმულს ეწვიეთ. 

 

სტატიის სარჩევი

1. ფულადი ან არარეალისტური დაპირება და მოლოდინების შექმნა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 1

ფულადი დაპირებები საკმაოდ ხშირად ხდება რეკლამის დაბლოკვის მიზეზი. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ პოსტის აღწერაში ან ვიზუალზე დროის ან თანხის დაკონკრეტებას და ზოგადად, კონკრეტიკას. ეცადეთ, პოსტის ტექსტის შინაარსი იყოს განზოგადებული.

 

მაგალითად, Facebook-მა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს პოსტი ამ ტექსტით: “ერთ კვირაში, ჩვენ ვიშოვეთ 3000 დოლარი.” თუმცა, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ რეკლამის გაშვებაზე, თუ შინაარსს ასე შეცვლით: “სტუდენს 3000 დოლარიანი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.”

 

2. აკრძალული ან რეგულირებადი პროდუქტების რეკლამით გაყიდვა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 2

განსაკუთრებით ხშირად იბლოკება ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არეკლამებთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს რეგულირებად პროდუქტს.

 

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, აკრძალულია თუ ლეგალური ეს პროდუქტი იმ ქვეყანაში, სადაც რეკლამას უშვებთ. Facebook მიჰყვება საკუთარ, და არა ქვეყნების შიდა პოლიტიკას.

 

მაგალითად, თუ უშვებთ თავის მოვლის საშუალებების რეკლამას, რომელთა შემადგენლობაში კანაბიდიოლი შედის, მოგიწევთ ამოიღოთ ეს სიტყვა პროდუქტის აღწერიდან და ლენდინგ გვერდიდან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ.

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალი ლენდინგ გვერდზე ისეთი ფოტოს ჩვენებაა, რომელზეც კარგად ჩანს პროდუქტის შემადგენლობა. ამ რჩევის გათვალისწინების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სთხოვოთ Facebook-ს თქვენი რეკლამის გადამოწმება და დადასტურება.

3. ზედმეტი სიშიშვლე რეკლამაში გაშვებულ ფოტოზე

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 3

ამ ტიპის პრობლემები, როგორც წესი, თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების რეკლამის გაშვების დროს იჩენს თავს.

 

ასევე, შეიძლება იგივე საკითხი ნაცნობი იყოს ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც საუბრობენ დიეტებზე, სხეულის კორექციაზე და ა.შ ამ დროს, გირჩევთ შეძლებისდაგვარად შეამციროთ შიშველი კანის გამოჩენა ფოტოზე.

 

მაგალითად, პოსტი შეიძლება დაიბლოკოს, თუ ფოტოზე მოდელს აცვია თამამი საცურაო კოსტუმი. თუმცა, როგორც კი საცურაო კოსტუმს მოკლე შორტით ჩაანაცვლებთ, რომელზეც კანი მეტად იფარება, შესაძლებელია პოსტი დადასტურდეს და რეკლამაშიც გაეშვას. 

 

4. მართლწერის შეცდომები, ბევრი ემოჯი და გაუქმებული ვებგვერდები

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 4

ბუნებრივია, რომ ეს სოციალური მედია პლატფორმა შიდა განაწესის საშუალებით მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს კონტენტი, რომელშიც ბევრი ორთოგრაფიული და მართლწერის შეცდომაა, ან სადაც ზედმეტად ბევრი ემოჯია გამოყენებული.

 

ასევე, ყურადღებით იყავით ბმულთან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ. რეკლამის გაშვებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა ვებგვერდი გამართულად.

 

5. სოციალური სტანდარტების დარღვევა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 5

ბოლო პერიოდში, სოციალური სტანდარტები განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ამიტომ Facebook ამ მიმართულებასაც ძალიან მკაცრად აკონტროლებს. 

 

განსაკუთრებით კი ყურადღებას აქცევს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

 

  • სხვების უსაფრთხოება
  • ავთენტურობა
  • ძალადობა ან კრიმინალური ქცევა
  • ინტერელქტუალური საკუთრება
  • საეჭვო შინაარსის მქონე კონტენტი

გაითვალისწინეთ, რომ სოციალური სტანდარტების დარღვევისას, facebook-სგან მიღებულ შეტყობინებაში არ იქნება დაკონკრეტებული, რომელი პუნქტი დაარღწვიეთ, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ნებისმიერის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია.

 

ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა მნიშვნელოვანია, თუ ახლო მომავალში სოციალური მედია მარკეტინგის სწავლას და ამ მიმართულებით პროფესიულ განვითარებას აპირებთ. 

6. პირად მახასიათებლზე და ატრიბუტებზე ხაზგასმა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 6

ზემოთ ჩამითვლილ წესებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეკლამა არ უნდა შეიცავდეს შინაარსს, ადამიანის პირად მახასიათებლებზე.

 

მაგალითად, პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებებს ან გავლენას ადამიანის რასის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის, რწმენის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის ან პრაქტიკის, გენდერული იდენტობის, ინვალიდობის, სამედიცინო მდგომარეობის (მათ შორის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის), ფინანსური მდგომარეობის, ხმის მიცემის სტატუსის ან კონკრეტული საზოგადოების ჯგუფის წევრობის შესახებ. ასევე, არ უნდა იყოს ნახსენები კრიმინალური პირის სახელი და გვარიც. 

 

ქვემოთ, ეთიკურად მართებული და არამართებული ტექსტის რამდენიმე მაგალითია, რომელიც ადამიანის პირად მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობას უკავშირდება.

7. შეუსაბამობა რეკლამასა და ლენდინგ გვერდს შორის

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 7

საინტერესოა, რომ Facebook აკვირდება არა მხოლოდ რეკლამაში გაშვებული პოსტის ხარისხს და მის რელევანტურობას, არამედ იმ ბმულსაც, რომელზეც რეკლამას მომხმარებელი გადაჰყავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ამ პლატფომრაზე თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.

 

ამ თხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად მაღალია ე.წ bounce rate თქვენ მიერ მითითებულ ბმულზე. ტერმინი Bounce rate გამოიყენება ვებ-ტრაფიკის ანალიზში. ის წარმოადგენს ვიზიტორთა პროცენტს, რომლებიც შედიან ვებგვერდზე და შემდეგ ტოვებენ მას, ნაცვლად იმისა რომ იმავე ვებგვერდზე სხვა გვერდებიც ნახონ.

 

გარდა Bounce rate-ისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამას მომხმარებელი არ გადაჰყავდეს გაუქმებულ ვებგვერდზე.

 

8. დეზინფორმაციის გავრცელება

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 8

შიდა პოლიტიკის მიხედვით, ასევე აკრძალულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განმთავსებელი განმეორებით გამოაქვეყნებს ყალბად მიჩნეულ ინფორმაციას, ე.წ fake news-ს, მასზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები და აღარ მიეცეს შესაძლებლობა განათავსოს რეკლამა ამ პლატფორმაზე.

 

რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმაზე წარმატებული რეკლამის გასაშვებად.

 

თუმცა, თუ ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში 12 წლის მანძილზე მუშაობით დაგროვილი პრაქტიკის გაზიარებაც გსურთ, შეგიძლიათ, ჩემს სოციალური მედია მარკეტინგის  კურსზე დარეგისტრირდეთ.

 

ამ სოციალური მედია მარკეტინგის ონლაინ კურსზე სიღრმისეულად შეისწავლით ყველაფერს, რაც წარმატებული Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვებისთვის დაგჭირდებათ.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Categories
მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ციფრული მარკეტინგის წიგნი

ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამავდროულად ბევრისთვის საინტერესო ინდუსტრია, სადაც ტენდენციები მუდმივად იცვლება. ამ ცვლილებებისთვის თვალის დევნება მარტივია თუ იცი რომელი ციფრული მარკეტინგის წიგნი უნდა შეარჩიო.

 

ცვლილებებისთვის ფეხის აწყობაში სიახლეების გაცნობა და ციფრული მარკეტინგის  წიგნების კითხვა დაგეხმარება, რომლებშიც ზუსტად არის აღწერილი თანამედროვე სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკები.

 

დღეს, გადავწყვიტეთ 5 საუკეთესო ციფრული მარკეტინგის  წიგნი გაგაცნოთ და თითოეულის შესახებ მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ. თითოეული მათგანი ამ სფეროს უკეთ და მეტად სიღრმისეულად შესწავლაში აუცილებლად დაგეხმარება.

სტატიის სარჩევი

1. ციფრული მარკეტინგის სტრატეგია

ინტეგრირებული მიდგომა ონლაინ მარკეტინგთან

სოციალური მედია, SEO-ს ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი, მომხმარებლის გამოცდილება (ე.წ user experience), ავტომატიზაცია, იმეილ მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის სტრატეგიები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც ავტორი საუბრობს.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს  ციფრული მარკეტინგის წიგნი იდეალური საგზაო რუქაა ნებისმიერი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისთვის, რომელიც მას სასურველი შედეგების მიღწევაში და მათ ანალიზში დაეხმარება.

 

შეიძინე ამაზონზე. 

 

2. ციფრული მარკეტინგის წიგნი იმაზე თუ რა სურთ მომხმარებლებს

როგორ შევქმნათ რელევანტური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, შეხების ყველა წერტილში

რამდენად კარგად იცნობ შენი ბიზნესის მომხმარებლებს?

 

როგორც წესი, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები პირველ რიგში იკვლევენ მომხმარებლის სურვილებს და შემდეგ მათზე დაყრდნობით ცდილობენ ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი და განსხვავებული გამოცდილების შექმნას.

 

ავტორი საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან კითხვაზე: რა უყვართ მომხმარებლებს? რა სძულთ მათ? ის, სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მაგალითების დახმარებით, ერთგვარად უმარტივებს ბიზნესებს გზას მომხმარებლის ჩართულობის, ე.წ. Engagement-ის მიღწევისკენ.

 

შეიძინე ამაზონზე. 

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

3. ყველა წერს

ციფრული მარკეტინგის წიგნი, რომელიც გახდება შენი გზამკვლევი ხარისხიანი კონტენტის შექმნაში

21-ე საუკუნეში, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს და სხვადასხვა სოციალურ ქსელს.

 

ადამიანები თითქმის ყოველდღიურად დებენ პოსტებს, ფოტოებს, აზიარებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შეიძლება ითქვას, ბრენდების მიღმა, თავადაც ქმნიან კონტენტს.

 

ამ ციფრული მარკეტინგის წიგნის ავტორი ერთ-ერთი ვეტერანი მარკეტერი, ენ ჰენდლია, რომელიც დეტალურად აღწერს კონტენტის შექმნისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესს, ისევე როგორც მისი აღსრულებისა და გამოქვეყნების ეტაპებს.

 

წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ამაზონზე. 

 

4. ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ

რევოლუციური მიდგომა გაყიდვების, კონტენტ მარკეტინგის და ონლაინ მომხმარებლების მიმართ

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა ― ჯერ მარკეტინგი, შემდეგ გაყიდვები და საბოლოოდ კლიენტთა მომსახურება, არც თუ ისე ეფექტურია.

 

წარმატების მისაღწევად ბიზნესი პირველ რიგში მომხმარებლების სურვილებსა და პრობლემებს უნდა ითვალისწინებდეს.

 

საინტერესოა ისიც, რომ დღეს მომხმარებლები საკუთარ კითხვებზე პასუხს საძიებო სისტემების დახმარებით ეძებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო დროს და ადგილას რელევანტური ინფორმაციით და ამომწურავი პასუხით დახვდები, შეგიძლია კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდო.

 

ავტორიც სწორედ ამ ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტური პრინციპზე საუბრობს: ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ.

 

წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ამაზონზე.

 

5. Storybrand - ის შენება

ციფრული მარკეტინგის წიგნი იმაზე თუ როგორ განმარტო შენი მესიჯი ისე, რომ მომხმარებლებმა მოგისმინონ

დონალდ მილერის ეს წიგნი სწორედ იმ პრობლემას ეხება, რომელსაც ბიზნესის ლიდერები ძალიან ხშირად აწყდებიან. მისი რევოლუციური მიდგომა, მკითხველს ასწავლის არა მხოლოდ მომხმარებლებთან დაკავშირების გზებს, ასევე იმასაც, თუ როგორ შეგიძლია კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მოპოვება.

 

ციფრული მარკეტინგის წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ამაზონზე.

 

აქვე, თუ გინდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მარკეტერის წიგნების გაცნობასთან ერთად, ქართული ბაზარიც კარგად შეისწავლო, გადახედე ჩვენს ონლაინ კურსს.

 

ვიდეო კურსებს – რეკლამა სოციალურ მედიაში (FACEBOOK & INSTAGRAM) -ზე, პირველი ქართული ნეობანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი ჩხეიძე, ქართულ ენაზე ატარებს და სტუდენტებს ამ ინდუსტრიაში მუშაობის 12 წლიან გამოცდილებას უზიარებს.

 

სტატიის წყარო

 

მსგავსი სტატიები