Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი

სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

სოციალური მედია მენეჯმენტი ბევრ სხვდასხვა საქმეს მოიაზრებს, როგორიცაა მომხმარებლის სერვისის რეპრეზენტატორობა, ანალიზი და გრაფიკული დიზაინი. ზოგ შემთხვევაში სოციალური მედია მენეჯერმა შესაძლოა შეითავსოს ქოფირაითინგი და სტრატეგოსობა.

თუ შენ უკვე მუშაობ ამ სფეროში და ხარ სოციალური მედია მენეჯერი ალბათ კარგად გესმის ამ მოვალეობების შესრულებას რა უნარების ქონა სჭირდება.

თუ ახლა იწყებ ამ სფეროში მუშაობას და გინდა გაიგო რომელია უნარები, რომლებიც სოციალური მედია მენეჯმენტში დაგეხმარება, ამ ბლოგში მათგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანს გაგაცნობთ.

სტატიის სარჩევი

pexels-negative-space-33999

1. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კომუნიკატორი

სოციალური მედია, პირველ რიგში, არის საკომუნიკაციო არხი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ძლიერი კომუნიკაციის უნარის განვითარება, რაც მოგცემს საშუალებას ნებისმიერ აუდიტორიასთან იპოვო საერთო ენა.

კომუნიკაცია არ მოიცავს მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობას, ეს უნარი გამოგადგება ზოგადად  შენი კომანიის, სოციალურ მედიაში, კომუნიკაციის ანალიზისთვისა და შედეგების პრეზენტაციისთვის.

სოციალურ მედია მენეჯერს ხშირად უწევს ისეთი ბრიფების წერა, რომელშიც დეტალურად დუნდა იყოს აღწერილი კრეატიული პროექტის შექმნის მიზეზი და მიზანი. კომუნიკაციის ძლიერი უნარი დაგეხმარება უფრო მარტივად გააგებინო შენი პროექტის მნიშვნელობა სხვა გუნდის წევრებს, გაუზიარო მათ იდეა და შემდგომ უკუკავშირი.

pexels-thirdman-5256692

2. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც მწერალი

სოციალური მედიის უმნიშვნელოვანესი მხარეა ქოფირაითინგი და ციფრულ არხებში წერილობითი საუბრის უნარი. შენ უნდა შეძლო ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც იქნება გასაგებია შენი აუდიტორიის სხვდასხვა სეგმენტისთვის და წერილობით გამოხატავს იდეას, დანიშნულებასა და ემოციას.

კარგი წერის უნარი დაგეხმარება არა მხოლოდ ყურადღებისმიმქცევი კონტენტის შექმნაში, არამედ მოგცემს საშუალებას უკეთესად შეძლო რეპორტინგი და დამარწმუნებელი  კომუნიკაციის გატარება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სტრატეგიის დადასტურება ან კამპანიის ბიუჯეტის გაზრდა.

pexels-eva-elijas-6475703

3. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კრეატიული იდეების ინიციატორი

იმისთვის, რომ შენნი ბრენდი იყოს მაქსიმალურად გამორჩეული და თვალშისაცემი სოციალურ მედია არხებში, მნიშნელოვანია  შეგეძლოს წარმტაცი და ამაღელვებელი კონტენტის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნების განვითარება და ეტაპობრივად იდეების დახვეწა, რომელიც ყველასგან გამორჩეული კონტენტის შექმნის საშუალებას მოგცემს. ამ სფეროში  კრეატივი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ის გეხმარება:

  • გამოხატო და გაავრცელო ბრენდის პიროვნულობა და ხმა
  • წაიყვანო ისეთი შეხვედრები, რომლის შედეგადაც შენი გუნდის წევრები მეტ საინტერესო იდეას მოიფიქრებენ
  • ფოკუსირება შეძლო სოციალური მედია პოსტის ყველა ესთეტიკურად თუ ტექნიკურად მნიშვნელოვან დეტალზე: ფერი, ფონტი, ლინკი ან ტექსტი.
  • შექმნა მულტიმედია კონტენტი, რომელიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას
  • შეიმუშაო რისკიანი, ინოვაციური სოციალური მედია კამპანიები.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. სოციალური მედია მენეჯრი, როგორც ეფექტური და ორგანიზებული გუნდის წევრი

შენ ვერ შეძლებ სოციალური მედია სტრატეგიის შექმნასა და მართვას თუ, პირველ რიგში, ვერ შეძლებ დროისა და რესურსის მენეჯმენტს.  მოვალეობების სწორად გადანაწილებისა და პროექტის დედლაინების გაწერის უნარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და მასში არსებულ ნებისმიერ გუნდზე.

შენ მოგიწევს შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგიის მართვის პროცესი, წესები და მეთოდები, რომლებიც ამ სტრატეგიის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს. ამისთვის ყველაზე კარგია სოციალური მედია კალენდრის შექმნაა, რომელიც დაგეხმარება ორგანიზებული იყოს შენი გუნდის კონტენტი, მოვალეობები და მთლიანად პროცესი.

pexels-mikael-blomkvist-6483583

5. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც დიჯიტალ მარკეტერი

 იფიქრე უფრო დიდ მიზნებზე, ნუ შეჩერდები მხოლოდ სოციალური მედია მარკეტინგის მიზნებზე. დიჯიტალ მარკეტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი  ინტერაქციის, გაყიდვების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ზოგადად მარკეტინგის, ამიტომ დიჯიტალ სამყაროში გარკვევა ბევრ ახალ გზას გაგიხსნის უკეთესი შედეგების მისაღწევად.

სოციალური მედია მენეჯმენტი არის კარიერული გზა, რომელის შესწავლაც არასოდეს სრულდება. ის მუდმივად განახლებადია და მუდმივად მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას, მეტი სარგებლისა და წარმატების მისაღწევად, როგორც კარიერულ ისე ბიზნეს ჭრილში.

თუ გაინტერესებს როგორ უდნა შექმნა სოციალური მედია კამპანია, გაეცანი ჩვენს ბლოგს – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავების გზა

როგორ შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგია?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა სულაც არ არის აუცილებელი იყოს მტკივნეული და რთული პროცესი.  ამ ბლოგში  შემოგთავაზებთ 5 მარტივ გზას, როგორ უნდა შეიმუშაო სოციალური მედიის გეგმა შენი ბიზნესისთვის.

სოციალური მედიის სტრატგია აერთიანებს იმ ყველაფერს, რასაც შენ დროთა განმავლობაში მიზნად ისახავდი რომ მიგეღწია, შენი ბიზნესის სოციალურ მედია არხებში.

რაც უფრო სფეციფიკურია შენი გეგმა,  მით უფრო ეფექტური იქნება ის გამოყენებისას. ყოველთვის ეცადე  სტრატეგია იყოს ძალიან ლაკონური, კონკრეტული და რაც მთავარია გაზომვადი. ნუ შეიმუშავებ მას ძალიან ზოგადი დებულებებით, რადგან საბოლოოდ გაგიჭირდება იმის გაგება რამ იმუშავა, რატომ იმუშავა და კონკრეტულად როგორ შეიძლება შედეგის რიცხვებში გაზომვა.

ამ ბლოგში შევეცდებით  მოკლედ გავიაროთ ის 5 ნაბიჯიანი მოდული, რომელიც ძალიან მომგებიანი იქნება სოციალური მედია კამპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

სტატიის სარჩევი

რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი არის ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სოციალური მედია არხების გამოყენებას, პროდუქტის სარეკლამოდ, გასაყიდად ან ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის ცნობადობის გასაზრდელად.

სოციალური მედია მარკეტინგი დაეხმარება შენს ბიზნეს:

  • გაზარდოს ბრენდის ცნობადობა
  • შექმნას ბრენდის გარშემო ჩართული და აქტიური საზოგადოება
  • გაყიდოს პროდუქტი ან სერვისი
  • უფრო მარტივად დაიწყოს მომხმარებელთა მომსახურება/კომუნიკაცია, სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით
  • მიწვდეს მიზნობრივ აუდიტორიას რეკლამით სოციალურ ქსელში

რა არის სოციალური მედია სტრატეგია?

სოციალური მედიის სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელიც გამოყოფს შენი სოციალურ მედია მიზანს, იმ ტაქტიკებს, რომლებსაც გამოიყენებ ამ მიზნის მისაღწევად და მეტრიკებს, რომლებსაც დააკვირდები შედეგების გაზომვისას.

შენი სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს ყველა შენ უკვე არსებულ ან დაგეგმილ სოციალურ მედია პლათფოემას, რომლებსაც გაწერილი ექნებათ მათთვის შესაბამისი სპეციფიკური მიზნები და აქტივობები.

და ბოლოს, კარგი სოციალური მედიის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს როლებს და პასუხისმგებლობებს შენი გუნდის შიგნით და მოიცავდეს რეპორტინგის მეთოდებს.

ნაბიჯი 1. შეარჩიე სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები

შეარჩიე ისეთი სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები, რომლებიც თანხვედრაში იქნება შენი ბიზნესის მიზნობრიობასთან

შექმენი S.M.A.R.T მიზანი

 

რას ნიშნავს ეს?

ამას ახლავე გაიგებ.

პირველი ნაბიჯი მომგებიანი სტრატეგიის დასასახად არის შენი მიზნობრიობისა და მიზნების კარგად განსაზღვრა. მიზნის გარეშე, შენ ვერ შეძლებ წარმატების  და ROI-ს (Return on Investment) გაზომვას.

ამაში კი იმის განსაზღვრა დაგეხმარება როგორი უნდა იყოს შენი თითოეული მიზანი:

  • SPECIFIC- სფეციფიკური
  • Measurable -გაზომვადი
  • Attainable – მიღწევადი
  • Relevant – რელევანტური
  • Time-bound – დროში შეზღუდული

სწორედ ეს არის S.M.A.R.T მიზანი სამუშაო ჩარჩო. ის დაგეხმარება დაგეგმო შენი ქმედებები და დარწმუნებული იყო, რომ ისინი რეალურ ბიზნეს შედეგებამდე მიგიყვანს.

გაზომვე მნიშვნელოვანი მეტრიკები
 

ისეთი მეტრიკების, როგორებიცაა ფოლოვერების ან  მოწონებების გაზომვა ძალიან მარტივია, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ რეალურად ღირებულ შედეგებზე. ამის მაგივრად, უმჯობესია, ფოკუსი გადაიტანო ისეთი მეტრიკების გაზომვაზე, როგორებიცაა ჩართულობა, კლიკები რეითი (CTR), კონვერსიის რეითი (CVR).

შესაძლოა შენ გინდოდეს თვალი ადევნო  სხვდასხვა მიზნებს სხვდასხვა პლათფორმისთვის ან თუნდაც დააკვირდე ამ პლათფორმების სხვდასხვაგვარ გამოყენებას.

მაგალითად, თუ შენ ინსტაგრამს იყენებ  ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მაშინ უნდა დააკვირდე ინსტაგრმ სთორის მნახევლთა რაოდენობას, ხოლო თუ ფეისბუქიდან უშვებ რეკლამას სოციალურ მედიაში, მაშინ უმჯობესია დააკვირდე თითო კლიკის ღირებულებას ანუ CPC-ის.

სოციალური მედიის მიზნები, მნიშნელოვანია თანხვედრაში იყოს მთლიან მარკეტინგულ მიზნობრიობასთან.

დაიწყე შენი სოციალური მედია მარკეტინგული გეგმის შედგენა, მაგალითად ჩამოწერე პირველი ყველა მნიშვნელოვანი მიზანი შენი სოციალური მედიისთვის.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ნაბიჯი 2. უფრო ღრმად შეისწავლე მიზნობრივი აუდიტორია

შექმენი შენს აუდიტორიაში რამდენიმე პერსონა
 

იმის ცოდნა თუ ვინ არის შენი აუდიტორია და რისი ნახვა უნდათ სოციალურ მედიაში, არის გასაღები მათი ყურადღების მოსაგებად. ეს არის გზა იმისთვის, რომ შექმნა მათთვის საინტერეო, მოსაწონი და გადაზიარებადი კონტენტი. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურს შენი ფოლოვერები გადაიქცნენ შენი ბიზნეს აქტიურ მომხმარებლებად.

როდესაც ვსაუბრობთ მიზნობრივ აუდიტორიაზე, მნიშვნელოვანია იცოდე მათი:

  • ასაკი
  • ადგილმდებარეობა
  • საშუალო შემოსავალი
  • ტიპური პროფესია ან სამუშაო ინდუსტრია
  • ინტერესები და ა.შ

შეხედე შენ აუდიტორიას არა როგორც მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობას არამედ, როგორც რეალურ ადამიანებს, რეალური მოთხოვნილებებით. ამ შემთხვევაში შეძლებ მათი ჩართულობის მოპოვებას შენს სოციალურ მედიაში.

შეაგროვა მონაცემები
 

ნუ გააკეთებ დაშვებებს, რეალური მონაცემების გარეშე.

თუ შენ გგონია რომ შენი მიზნობრივი აუდიტორია არ არის ფეისბუქზე, კარგად ჩახედე სტატისტიკას, გაფილტრე ასაკის სქესის ან ნებისმიერი ინტერესის მიხედვით და ნახავს რომ 2 მილიონიან აუდიტორიაში შენი ბიზნესის შესაბამისი ქვეაუდიტორიაც იარსებებს.

სოციალური მედიის ანალიტიკას შეუძლია მოგაწოდოს ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, იმაზე თუ ვინ არიან შენი ფოლოვერები, სად ცხოვრობენ, როგორ შედიან ინტერაქციაში რეკლამასთან, ბრენდებთან და ზოგადად სოციალურ მედიასთან. ეს მონაცემები დაგეხმარება განსაზღვრო შენი სტრატეგია და უკეთესად შეარჩიო მიზნობრივი აუდიტორია.

ნაბიჯი 3. შეისწავლე შენი კონკურენტები

იმის ალბათობა, რომ შენი კონკურენტები უკვე იყენებენ არაერთ სოციალურ მედია პლათფორმას ძალიან დიდია, ამიტომ ნახე მათი გვერდები, ფეისბუქ რეკლამები და შეეცადე ინსწავლო მეტი იმ ინდუსტრიაზე, რომელშიც მოგიწევს მათთან კონკურენცია.

ჩაატარე კონკურენტთა ანალიზი
 

კონკურენტთან ანალიზი დაგეხმარება უკეთესად გაიგო ვინ არიან შენი კონკურენტები, როგორია მათი სოციალური მედიის პლათფორმები და რას აკეთებენ ისინი კარგად ან შესაძლოა ცუდად.

ეს დაგეხმარება ასევე კარგად გაიაზრო რას უნდა ელოდო ინდუსტრიისგან, რომლისთვისაც ქმნი შენს სოციალურ მედია სტრატეგიას.

იქნებ შენი კონკურენტი ძალიან ძლიერია ინსტაგრამის პლათფორმაზე, მაგრამ კარგად არ აუთვისებია ფეისბუქის პლათფორმა და ფეისბუქ რეკლამა. მას შემდეგ რაც ნახავს სად შეგიძლია იყო შენს კონკურენტებზე ძლიერი, დაიწყე იმ პლათფორმის განვითარება და ეტაპობრივად მიამატე სხვა სოციალური მედიის პლათფორმები.

4. როგორია ამ მომენტისთვის შენი სოციალური მედია?

თუ უკვე აქტიურად იყენებ სოციალურ მედიას შენი ბიზნესისთვის, დაუსვი შემდეგი კიხთხვები შენს თავს:

 

  • რა მუშაობს და რა არ მუშაობს?
  • ვინ შემოდის ინტერაქციაში შენს პოსტებთან, რეკლამასთან, სტატუსებთან?
  • რომელ არხს იყენებს ყველაზე ხშირად შენი აუდიტორია?
  • როგორ ედრება შენი სოციალური მედია სხვა კონკურენტების სოციალურ მედია გვერდებს?

როდესაც შეაგროვებ ამ ინფორმაცია, დროა დაიწყო გაუმჯობესებაზე ფიქრი.

შენი არსებული სოციალური მედიის არხების ასეთი დაკვირვება საშუალებას მოგცემს გაიგო რა არის თითოეული პლათფორმის დანიშნულება და რა მიზანს უნდა ემსახურებოდნენ ისინი. თუ კონკრეტული არხის დანიშნულება არ არის მკაფიო და არის მეტად ბუნდოვანი, დაფიქრდი უმჯობესი ხომ არ არის რესურსის სხვა არხში გადატანა.

იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება უფრო გაგიმარტივდეს, დაუსვი შემდეგი კითხვები შენს თავს:

 

  • არის ჩემი აუდიტორია ამ პლათფორმაზე?
  • თუ არის, როგორ და რამდენად ხშირად იყენებენ ისინი ამ არხს?
  • მეხმარება კი ეს არხი ჩემი მიზნების მიღწევაში?

ასეთი კიხთხვების გავლა, დაგეხმა უფრო ფოკუსირებული გახდეს შენი სოციალური მედია სტრატეგია.

ნაბიჯი 5. შექმენი სოცალური მედიის კონტენტ კალენდარი

ღირებული კონტენტის გაზიარება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სოციალურ მედიის მართვისას, მაგრამ კიდე უფრო მნიშვნელოვანი სოციალური მედია კონტენტ გეგმის შემუშავება, რომელსაც ქმნიან სოციალური მედია მენეჯერები ან ციფრული მარკეტინგის მენეჯერები კომპანიის კონტენტის კონსისტენტურობის სამართავად. ეს დაგეხმარება შენი კონტენტენი იყოს თანმიმდევრული და მოახდინოს მაქსიმალურად დიდი გავლენა აუდიტროიაზე.

შენი სოციალური მედია კონტენტ გეგმა დაგეხმარება განსაზღვრო რამდენად ხშირად და რა რაოდენობით უნდა ეკონტაქტო მიზნობრივ აუდიტორიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწერილ გეგმაში არ არის შესაძლებელი სპონტანური გადახვევები.

შექმენი პოსტების განრიგი
 

სოციალური მედია კონტენტის კალენდარი უნდა მოიცავდეს პოსტების გაზიარების თარიღებსა და დროებს და ასევე ამ პოსტების ჩამონათვალს. დაფიქრდი, როგორ უნდა გააზიარო პოსტები, რომელ არხებში და დღის რომელ მონაკვეთში. სოციალური მედიის კონტენტ კალენდარი არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ დაგეგმო აქტივობები დაწყებული ვიზუალებიდან და დამთავრებული ლინკებით, რომლებსაც მოიცავენ ეს პოსტები.

ააწყვე კონტენტის საუკეთესო მიქსი
 

დარწმუნდი რომ შენი კონტენტ სტრატეგია და კალენდარი თანხვედრაშია არსებულ მისიასთან და შეესაბამება ყველა არსებულ სოციალურ მედია გვერდს.

შენ შეიძლება გადაწყვიტო, რომ:

  • 50% კონტენტისა გადაიყვანს მომხმარებელს საიტზე
  • 25% გადაიყვანს მომხმარებელს სხვა არსებულ რესურსებზე
  • 20% კონტენტისა მხარს დაუჭერს ლიდების გენერირების პროცესებს
  • 5% კი მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას შენი კომპანიის კულტურაზე

ასეთი კონტენტ გადანაწილება, უზრუნველყოფს , რომ კონტენტ კალენდარი შედგებოდეს სწორი მიქსისგან და იყოს მრავალფეროვანი.

გაითვალისწინე  ამ ბლოგში მოყვანილი რჩევები და დაიწყე შენი სოციალური მედია მენეჯმენტის გამართვა და სტრატეგიის შექმნა. მომავალში კი დაელოდე უფრო მეტ და დაწვრილებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება ამ სტრატეგიის გაუმჯობესებაში.

თუ ეს ბლოგი მოგეწონა და გსურს მეტი გაიგო სოციალური მედია კამპანების შექმნის პროცესზე წაიკითხე ბლოგი იმაზე თუ როგორ უნდა შექმნა – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

Categories
ციფრული მარკეტინგი

როგორ არ ასქროლონ შენი ციფრული რეკლამა?

როგორ არ ასქროლონ შენი ციფრული რეკლამა?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

დღევანდელ დღეს, სოციალურ მედიაში, ბრენდები იბრძვიან ყურადღებისთვის. იქნება ეს ორგანული თუ ფასიანი რეკლამის საშუალებით, ჩართულობის მოპოვება ყოველწლიურად უფრო და უფრო  რთული ხდება. RivalIQ– ს ბოლოდროინდელი მონაცემებით Facebook-ის ჩართულობის საშუალო მაჩვენებლი შეადგენს 0.09%-ს.

იმისთვის, რომ სოციალურ მედიაში, განთავსებულმა პოსტებმა მიიპყრონ მომხმარებელთა ყურადღება, მარკეტერების უმეტესობა ცდილობს მეტი დრო დაუთმოს დიზაინისა და ვიზუალური ნაწილის შემუშავებას. მაგრამ, ნუთუ შესაძლებელია, დღევანდელ  ციფრულ სამყაროში, სადაც ყოველწამიერად იცვლება მიდგომა და წესები, მუდმივად ისეთი კონტენტის წარმოება, რომელიც არ ჩამოუვარდება მის წინამორბედს? ძალიან ხშირად სოციალურ მედია მარკეტერებს ასეთი ტემპის აყოლა უჭირთ: იწურება რესურსი, არასაკმარისი ხდება ძალისხმება ან უნარები და სწორედ ამ დროს იწყება მარტივი გზის ძიება.

ამ ბლოგში გაგაცნობთ 5  მარტივ გზას, თუ როგორ უნდა შექმნა ციფრული რეკლამა, რომელიც შეაჩერებს მომხმარებლის ყურადღებას და უბიძგებს მას არ აგსქროლოს, ასევე მოგიყვები რამდენიმე არადიზაინერებისთვის შექმნილ ინსტრუმენტზე, რომელიც დაგეხმარება შენი ბრენდისთვის შესაფერისი დიზაინის შექმნაში.

სტატიის სარჩევი

1. ციფრული რეკლამა ამოძრავებული სტატიკური ფოტოთი

დაუმატე მინიმალისტური ანიმაცია შენს  სტატიკურ ფოტოებს, შეგიძლია შეინახო ისინი GIF ან ვიდეო ფორმატში, სოციალური მედია არხის საჭიროებებიდან გამომდინარე.  ასევე შეგიძლია ამოძრავებული ელემენტები დალუპო და ისინი შეუჩერებლად იმოძრავებენ განთავსებულ გვერდზე, ასქროლვისას კი აუცილებლად მიიპყრობენ ყურადღებას და შეაჩერებენ მომხმარებლის მზერას.

Motionleap ( ასევე ცნობილი, სახელით Pixaloop) არის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარება სტატიკური ვიზუალების ანიმაციაში. ეს ინსტრუმენტი არის ძალიან მარტივი და სახალისო გამოსაყენებელი, მისი საშუალებით შეგიძლია დამატებით დააეფექტო ვიზუალი, შეუცვალო ფონი, დაუმატო სხვა ვიზუალური ელემენტები და კიდევ ბევრი და ბევრი რამ.  

2. რას ამბობს შენი ციფრული რეკლამა?

დამარცვლე შენი შეტყობინება

სოციალური მედიის სქროლვისას, ჩვენს ყურადღებას იპყრობს ისეთი ელემენტები, რომელთა მარტივად გარჩევა და აღქმა არის შესაძლებელი. ჩვენ წინასწარ ვხდებით რისი წაკითხვა გაგვიმარტივდება და რაზე არც კი დავკარგავთ დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიზუალში მარტივად  გამოირჩეოდეს მთავარი მესიჯი, იყოს მოკლე და ძალიან კონკრეტული. ასევე მნიშვნელოვანია –  მესიჯის კითხვის პროცესი, ტექსტის ანიმაციაში, მიდიოდეს ისე, როგორც ნორმალური კითხვის პროცესი მიმდინარეობს: მომხმარებელი თვალს აყოლებს, ხოლო ყოველი სიტყვის დამატებასთან ერთად იზრდება მისი  ინტერესიც.

ესეც ასე,  მაშინ, როდესაც სქროლვისას სტატიკური ფოტოსთვის შესაძლოა გულგრილად ჩაგვევლო,  მცირედი ტექსტის ანიმაცია გვაიძულებს შევჩერდეთ და დავხარჯოთ მინიმალური რესურსი, მისი შინაარსის ბოლომდე აღსაქმელად.

Creatopy ( ასევე ცნობილი სახელით BannerSnack) გაძლევს საშუალებას შექმნა მინიმალისტური ვიდეოები ტექსტის, ფოტოებისა და ღილაკების  გამოყენებით სოციალური მედია არხებისთვის. ასეთი ვიდეოს შექმნას დაჭირდება სულ რამდენიმე წუთი და ამავდროულად გექნება შესაძლებლობა გამოიყენო 1000-მდე მზა შაბლონი.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

3. დაუთმე მეტი დრო IG სთორის ვიზუალურ სტილს

ციფრული რეკლამა ინსტაგრამზე

500 მილიონზე მეტი ადამიანი, ყოველდღიურად, იყენებს ინსტაგრამის სთორის ფუნქციონალს. საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად ნახვადი სთორების მესამედი ეკუთვნით ბიზნეს გვერდებს. სთორი გახდა არა მხოლოდ ინსტაგრამის ყველაზე  პოპულარული ფორმატი, ის უკვე კარგად ადაპტირდა Facebook-ის პლათფორმაზე.

სთორი არის ძალიან კარგი გზა ბრენდისთვის, შეთავაზებების გასაზიარებლად. რატომ? სთორის ფორმატი აძლევს ბიზნეს საშუალებას  ძალიან მარტივი, მოკლე და სახალისო ფორმით გადმოსცეს მთავარი სათქმელი და მომხმარებელთან კომუნიკაცია გახადოს მეტად პერსონალიზირებული და უშუალო. იმის და მიუხედავად, რომ სთორის ფორმატირება Instagram ან Fcaebook პლათფორმაზევე არის შესაძლებელი, დროთა განმავლობაში შეიქმნა ათობით აპლიაკცია, რომელებიც ეხმარებიან არადიზაინერებს, შექმნან ძალიან მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალისტური ვიზუალური სტილის მქონე სთორი კონტენტი.

Unfold არის აპლიკაციო IOS მომხმარებლებისთვის, რომელიც დაგეხმარება შექმნა მაღალი ჩართულობის მქონე სთორი ფორმატები. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია დაამუშაო ფოტო, გამოიყენო ფილტრები, სტიკრები და შეარჩიო ფონტები.

4. ციფრული რეკლამა სუბტიტრებით

დაუმატე ვიდეო კონტენტს სუბტიტრები, რომ უხმოდაც ისმოდეს სათქმელი

Digiday კვლევის თანახმად Facebook და Instagram მომხმარებლების 85% სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოს უყურებს ხმის გარეშე, შესაბამისად იმისთვის, რომ არ დაკარგოს ბრენდმა პოტენციური მომხმარებლები, საჭირო გახდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული გზის ძიება. რა გზას დავადგეთ? ყველაზე მარტივი გამოსავალია ვიდეოზე სუბტიტრების დამატებაა. შესაძლოა ვიდეომ შეაჩეროს მომხმარებლები ასქროლვისგან, მაგრამ სწორედ ვიდეოზე განთავსებული ტექსტი მიიპყრობს ყურადღებას და უბიძგებს მათ შევიდენენ კონტენტთან ინტერაქციაში. სუბტიტრები მომხმარებელს ეხმარება სწრაფად გაერკვეს ვიდეოს შინაარსში და უყუროს მას ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ხმის ჩართვას ერიდება.

5. ციფრული რეკლამა Live ვიდეო ფორმატში

სიახლე არ არის, რომ სოციალური მედია პრიორიტეტს ანიჭებს ვიდეო ფორმატს, შესაბამისად ძალიან მოიმატა სხვადასხვა ციფრულ არხებში Live რეჟიმში კონტენტის წარმოებამ. მაგალითად, შეგიძლია Live-ში გასვლით: პირდაპირ დაუკავშირდე შენს მომხმარებელს, გააცნო ახალი პროდუქტი, გასცე მათ კითხვებს პასუხი, მისცე რჩევები და მოისმინო მათგან უკუკავშირი. ასეთი ფორმატი კარგია ღონისძიებებისა და ვებინარების გასაშუქებლად.

საინტერესოა, რომ Facebook  მომხმარებლებისგან 4-ჯერ უფრო მოსალოდნელია, რომ ისინი ჩართავენ Live ვიდეოს და შევლენ მასთან ინტერაქციაში, ვიდრე უყურებენ წინასწარ გამზადებულ ვიდეო კონტენტს.

გამოსცადე Live ფორმატი. ეს არის უფასო ინსტრუმენტი, რომელიც დაახლოვებს შენს ბრენდსა და მომხმარებელს, გაზრდის ჩართულობას და გახდის ურთიერთობას მეტად სანდოს.

იმისთვის რომ არ ასქროლონ შენი ციფრული რეკლამა, არ შეგეშინდეს ახალი ექსპერიმენტების

არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა გრაფიკული დიზაინის ნიჭი ან ვიდეოს შექმნისთვის აუცილებელი უნარები.  დღეს, შენ  შეგიძლია ასეულობით მზა შაბლონისა და ათეულობით ხელმისაწვდომი აპლიკაციის საშუალებით შექმნა მაღალი ხარისხის კონტენტი სოციალრუი მედია არხებისთვის. ციფრული რეკლამის შესაქმენლად გამოიყენე ბლოგში არსებული პატარა რჩევები და დაიწყე ვიზუალური სტრატეგიის შემუშავება.

თუ ეძებ გრაფიკული დიზაინის უფასო და ალტერნატიულ ინსტრუმენტებს გაეცანი ჩვენს ბლოგს გრაფიკული დიზაინის 5 პლათფორმა, დამწყები მარკეტერებისა და ანტრეპრენერთათვის.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში

9 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ მედია მარკეტინგულ კამპანიას გაუშვებ

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

როგორ დავგეგმო სოციალური მედია კამპანია?

ვერაფრით ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ სოციალური მედია მარკეტინგი, დღესდღეისობით, ძალიან დიდ როლს თამაშობს, ვებ.გვერდზე ტრაფიკის, ლიდებისა და  ზოგადად ბრენდის ცნობადობის გაზრდაში, მაგრამ თუ შენ არ მიყვები  სინათლის სიჩქარით ცვალებად ტრენდებს, არ ეცნობი ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და მუდმივად ცდილობ უმტკივნეულოდ წარმართო პროცესი, მზად იყავი იმისთვის, რომ ყოველი შენი მომავალი სოციალურ მედია მარკეტინგუილი კამპანია, წინამორბედზე უფრო წარუმატებელი და  ნაკლებად ეფექტური იქნება, შესაბამისად დაკარგავ პოტენციურ მყიდველს და ძალიან დიდი განვითარების პოტენციალს.

რა თქმა უნდა, არსებობს კარგად გამოცდილი და ფუნდამენტური მიდგომები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კამპანიის სტრატეგიის გაწერისას, არის რაღაცეები რაც წლებთან ერთად  არ კარგავს ეფექტურობას, მაგრამ გარკვეულწილად ისინიც იცვლებიან და ერგებიან ახალ ციფრულ სამყაროს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცვლილებებს მარტივად და მოქნილად აუბა ფეხი.

დღეს, ზდასრული ადამიანების 90% (18-29 წელი) დარეგისტრირებულია სოციალურ მედიაში, ასევე 65+ ადამიანების 35%. მილენიალების მესამედი იყენებს სოციალურ მედიას და თვლის რომ  ბიზნესებთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო საშუალებაა.

შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია რომ შენი ბიზნესიც იყოს სოციალურ მედიაში, რათა  შეეძლოს მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვა და წარმატებული სოციალურ მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა, ამ ბლოგში კი გაიგებ როგორ.

 

სტატიის სარჩევი

pexels-breakingpic-3243

1. განსაზღვრე მიზანი

განსაზღვრე რა მიზანს ემსახურება ახალი სოციალური მედია კამპანია

რატომ უშვებ ახალ კამპანიას? რას ფიქრობ, რისი მიღწევა შეგიძლია? მეტი ტრაფიკი გჭირდება ვებ.გვერდზე, გაყიდვების გასაზრდელად?  ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურს? თუ მეტი ინფორმაციის შეგროვა გჭირდება შენს ლიდებზე?

სოციალურ მედია კამპანიის მიზანი  არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული, პირიქით, რაც უფრო მკაფიო იქნება ვერბალურად გადმოცემისას, მით უკეთესი. აი მაგალითად: მე მინდა რომ მეტმა ადამიანმა შეავსოს ჩემი ლიდის ფორმა ვებ.გვერდზე.  თუ პროცესის დასაწყისშივე განსაზღვრავ ასეთ დეტალებს, დანარჩენი თავისით მიყვება დიენბას.

2. ციფრულ მარკეტინგში, წარმატება განისაზღვრება რიცხვებში

სოციალური მედია კამპანია და მისი მეტრიკები

მაშინ, როდესაც კამპანიის მთავარ მიზანზე საბოლოოდ ჩამოყალიბდები, აირჩიე რიცხვი, რომელიც, შენი აზრით, ამ მიზნის მიღწევას საუკეთესოდ ასახავს, მაგალითად: მე მინდა რომ 100-მა ახალმა მომხმარებელმა  შეავსოს ლიდის ფორმა ჩემს ვებ.გვერდზე.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება დასახო ისეთი მიზანი, რომლისკენაც სწრაფვის გარდა, განვლილი გზისa და წარმატების გაზომვასაც შეძლებ.

pexels-brett-jordan-5426401

3. რაც მეტი მით უკეთესი?

თუ უკვე გამოცდილი მარკეტერი ხარ, ალბათ გეცოდინება, რომ დღეს ყველა ცდილობს, გამოჩნდეს რაც შეიძლება მეტ სოციალურ მედია პლათფორმაზე, პრინციპით – რაც მეტი მით უკეთესი. მაგრამ არის კი ეს უკეთესი? რა თმქა უნდა, რესურსი და შესაძლებლობები მაქსიმალურად  უნდა გამოიყენო, მაგრამ ხშირად კომპანიებს ავიწყდებათ, რომ რაოდენობრივი სიმრავლე ხარისხობრივ სიკარგეს არ ნიშნავს. როდესაც შენი სოციალური მედია კამპანია გადის ბევრ პლათფორმაზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მათი სფეციფიკა და ამის შესაბამისად შექმნა კონტენტი. თუ შენ გაქვს შეზღუდული რესურსი, დაუთმე მეტი დრო ერთი კონკრეტული პლათფორმის განვითარებას და შემდგომ ეტაპობრივად, რესურსის ზრდასთან ერთად, მიამატე სხვა პლათფორმებიც. მთავარია იცოდე, რისთვის შედიან ამ პლათფორმაზე მომხმარებლები, რა სახის კონტენტს ეძებენ და როგორი ფორმატები იქცევს მათ ყურადღებას.

ძალიან კარგად გაერკვიე ერთ პლათფორმაში, მაგალითად: რა არის ეფექტური რეკლამა Facebook-ზე? როგორ შეგიძლია გამოიყენო? რამდენი ბიუჯეტი ჭირდება? შესაძლებელია თუ არა შენი მიზნის მიღწევა ამ ინსტრუმენტით? შემდგომ კი უფრო მარტივად გადაიტანე სხვა პლათფორმებზე გამოცდილი მიდგომა.

4. დაწერე შენი მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედია კამპანია არ იმუშავებს სტრატეგიის გარეშე

ზეპირსიტყვიერად გადაცემა მხოლოდ ხალხურ ლექსებს თუ მოერგება, მარკეტინგულ სტრატეგიას კი უმჯობესია თუ კარგად გაწერ და შეინახავ. ჩამოწერე რის გაკეთებას აპირებ: რა არის შენი გეგმა? ვინ რა დავალებაზეა პასუხისმგებელი? როდის უნდა ჩაბარდეს შუალედური მიზნები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენს მიერ შემუშავებულ დროისა და შესრულების სტრატეგიაზე – ჩამოწერე ყველაფერი და შექმენი შენი სოციალური მედიის მიისის დოკუმენტი.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

5. როგორ გამოიყურება შენი იდეა?

გინახავს სადმე სოციალური მედია კამპანია ვიზუალის გარეშე? თუ გინახავს და იცი რომ წარმატებული იყო, გთხოვ, ჩვენც გაგვიზიარო 😊 რადგან ჩვენ ასეთი შესახებ არ გვსმენია და არც გვინახავს.

გეტყვით, რომ სოციალური მედიაში ყველაზე მეტ ყურადრებას იქცევს ვიზუალური მხარე, იქნება ეს სტატიკური ფოტო, ინფოგრაფიკი თუ ვიდეო. ეფექტური რეკლამის მთავარი ელემენტია ვიზუალი, რომელსაც  აქვს უფრო დიდი შანსი გახდეს ვირუსულად ცნობილი და გადაზიარებადი.

კარგია, რომ იცოდე:

  • Facebook გვერდის ჩართულობის 87% მოდის სტატიკური ვიზუალებზე
  • ორგანიზაციების 88%, დღესდღეისობით, იყენებს სოციალურ მედია არხებს

6. ციფრულ სამყაროში გადამოწმება ცოდნის დედაა

იმისთვის, რომ გაიგო რამდენად ეფექტურია შენი სოციალური მედია მენეჯმენტი, მნიშვნელოვანია შეგეძლოს მასზე დაკვირვება და მონიტორინგი. გამოიყენე ანალიტიკის ინსტრუმენტები, კამპანიის დაწყების დღიდან დასასრულამდე.

თუ შეამჩნევ, რომ რამე იმაზე უკეთესად მუშაობს ვიდრე მოელოდი, დაუთმე მას მეტი რესურსი.

pexels-olya-kobruseva-5417622

7. ინვესტირება სოციალურ მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში

პროდუქტიულობის გასაზრდელად, დღესდღეისობით, თითქმის ყველა წამყვანი მარკეტერი იყენებს სოციალური მედია მენეჯმემტის ინსტრუმენტებს.  სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ კამპანიების დაგეგმვასა და მონიტორინგში.

 

ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა Everypost და SocialOomph , დაგეხმარებათ წინასწარ გაწეროთ და დაგეგმო: როდის რა პოსტი ეშვება სოციალურ მედიაში და შემდგომ ავტომატურად გაუშვა. შენ ასევე შეძლებ დაუკავშირო  კონტენტ კალენდარი და წინასწარ გაწერილი პოსტები ავტომატურად ასახო  სოციალური მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში, რაც მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ დრო  და ენერგია.

8. როგორია შენი ბიზნესის იდეალური მომხმარებელი?

სოციალური მედია კამპანია და მისი სპეციფიკური მიზნობრივი აუდიტორია

იყავი მაქსიმალურად კონკრეტული, როდესაც ადგენ შენი იდეალური მომხმარებლის პროფილს. გაითვალისწინე დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული დეტალები: რამდენი წლისაა? რა არის მისი საშუალო შემოსავალი? არის თუ არა მისი ინტერესი შენი ბრენდის ღირებულებებთან და ინტერესებთან თანაკვეთაში? ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ახალი ბრენდის ბაზარზე გაშვებისას არის მნიშველოვანი, სანამ ის თავის ერთგულ აუდიტორიას შეაგროვებს.

pexels-christina-morillo-1181311

9. განსაზღვრე შენი სოციალური მედიის წარმატების მთავარი მაჩვენებლები

როგორ უნდა მიხვდე სწორად იქცევი თუ არა ? აღწევ მიზნებს? მუშაობს სტრატეგია? არის კი  გაღებული ინვესტიცია შედეგის შესაბამისი თუ უბრალოდ არამიზნობრივად იხარჯება  რეკლამაში დიდი თანხები.

მნიშვნელოვანია განსაზღვრო, სოციალურ მედიაში, შენი წარმატების მთავარი და გაზომვადი მაჩვენებლები, როგორებიცაა: კონვერსიის პროცენტული მაჩვენებელი, მიღწეული უნიკალური მომხმარებლების  რაოდენობა, ვებ.გვერდის ტრაფიკი და საიტზე გატარებული დრო, გაზიარებები და ზოგადად მომხმარებელთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი შენს პოსტებზე.

კამპანიის დაგეგმვისას აუცილებლად შეარჩიე სწორი, გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი, ერთი კამპანიისთვის შესაძლოა ეს იყოს:  ტრაფიკი ვებ.გვერდზე და მეტი დაკონვერტირებული მომხმარებელი, მეორესთვის კი ბრენდის ცნობადობის გაზრდა – მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ინტერაქცია რეკლამსათან სოციალურ მედიაში და მომხმარებლის ჩართულობა.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და გაინტერესებს როგორ დაგეგმო სოციალური მედია მარკეტინგული კამპანია შენი ბიზნესისთვის, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

Categories
ციფრული მარკეტინგი

Facebook რეკლამა და 6 მითი მის შესახებ

6 მითი Facebook რეკლამის შესახებ

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

Facebook რეკლამა და მითები მის შესახებ

Facebook რეკლამა არის მარტივი გზა, მიწვდე შენი პროდუქტით დაინტერესებულ აუდიტორიას და დააგენერირო მეტი ლიდი. მაგრამ თუ ასე მარტივად ჟღერს ეს ყველაფერი, რატომ არ იყენებენ პატარა კომპანიები Facebook-ის სარეკლამო პლათფორმას უფრო აქტიურად? ალბათ იმიტომ, რომ რეკლამას სოციალურ მედიაში  თან სდევს არა ერთი მითი და არასანდო ინფორმაცია, რომელიც არასწორ წარმოდგენას გვიქმნის მასზე. ამ ბლოგში შენ გაეცნობი Facebook რეკლამის შესახებ 6 მითს და იმედია უფრო კარგად დაინახავ  ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შესაძლებლობებს.

სტატიის სარჩევი

მითი N1 - Facebook რეკლამა ძალიან ძვირადღირებულია

Facebook რეკლამის ოპტიმიზაციის საშუალებები მორგებულია იმაზე, რომ სწორედ რეკლამამ  შეძლოს ბიუჯეტის გადანაწილება  მიზნობრივად და დანახარჯი მაქსიმალურად მომგებიანი გახადოს კომპანიისთვის. სისტემატიური ოპტიმიზაციის არსებობის შემთხვევაში ეს პლათფორმა არის ერთ-ერთი სუაკეთესო ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნა ეფექტური რეკლამა მიწვდე დაინტერესებულ აუდიტორიას და შენი ბიუჯეტი დახარჯო მხოლოდ რეალური მყიდველის კონვერსიაში.

ფეისბუქ რეკლამა

მითი N2 - Facebook რეკლამას არავინ ნახულობს

რა თქმა უნდა, თუ შენი რეკლამა არ არის შეესაბამება პლათფორმის სტანდარტებს და არ შესაბამისად დაოპტიმიზირებული, მას ვერავინ ნახავს. მნიშვნელოვანია რეკლამას სოციალურ მედიაში ჰქონდეს კარგად შემუშავებული სარეკლამო ელემენტები, რომლებიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას და შეაჩერებს მას თუნდაც რამდენიმე წამით.  გიჩნდება კითხვა, მაშინ როგორ გავაკეთო რეკლამა? პირველ რიგში, ეფექტური რეკლამისთვის მოიფიქრე შესაბამიი Call-to-action _ი, ამის სავარაუდო ვარიანტებს თავად Facebook-ი გთავაზობს, მთავარია შეარჩო ისეთი, რომელიც რეკლამის მიზანს საუკეთესოდ შეესაბამება. გაითვალისწინე, რომ Facebook-ის პლათფორმა არის თეთრ და ლურჯ ფერებში შექმნილი და შესაბამისად მასზე გაშვებული რეკლამის ვიზუალი ამ ფერების კონტრასტული უნდა იყოს, რომ  მეტად აღქმადი  გახდეს მომხმარებლისთვის. რეკლამიდან გადამისამართების შემთხვევაში, დარწმუნდი რომ მომხმარებლის გზა სწორად არის დაგეგმილი და მას არ შეექმნება დისკომფორტი რეკლამსთან ინტერაქციისას, ნებსიმიერი ხარვეზი არის დამატებითი საბაბი,იმისთვის რომ მან დაანებოს თავი ამ ინტერაქციას.

მითი N3 - ჩემს გვერდს მომხმარებელი თავად იპოვის

ალბათ იდეალურ სამყაროში ასეც იქნებოდა 😊 მაგრამ არა სოციალურ მედიაში და არა ახლა. ასეთი მიდგომა არასდროს მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ძალიან ღირებული კონტენტი ფუჭად იფლანგება და იკარგება ისე რომ დღის შუქსაც კი  ვერ ნახულობს.  მნიშვნელოვანია მომხმარებელს უბიძგო, მოანდომო და შეახსენო, რომ ნახოს შენი გვერდი, ვებ. გევრდი ან სხვა რამ. უნდა მიახვედრო, რომ იქ მას ძალიან მნიშვნელოვანი და მისთვის აუცილებელი ინფორმაცია დახვდება. სხვა შემთხვევაში  გაღებული ძალისხმევა და რესურსი უბრალოდ დაიკარგება, მასთან ერთად კი პოტენციური მყიდველიც.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

მითი N4 - Facebook რეკლამა ვერ მიწვდება ჩემს მიზნობრივ აუდიტორიას

საქართველოში Facebook-ს მოხმმარებლების რაოდენობა შეადგენ 2 მილიონ ადამიანზე მეტს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად შეუძლებელიც კია, ეფექტური რეკლამის პირობებში, რომ შენ მიზნობრივი აუდიტორია ვერ მიაწვდინო ხმა.

ციფრული ფეისბუქ რეკლამა

მითი N5 – Facebook რეკლამა ზედმეტად ცვალებადი

ნადმვილად, Facebookი_ი ყოველდღიურად ამატებს ახალ ცვლილებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სარკლამო პლათფორმა სრულიად  იცვლება. მეტიც, ეს ცვლილებები ეხმარება კომპანიებს ციფრული მარკეტინგის ინსტურმენტები რაც შეიძლება მარტივად და კომოფრტულად გამოიყენონ. Facebook-ი ყოველთვის წინასწარ აანონსებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ან ამ ცვლილებებს პირდაპირ სარეკლამო პლათფორმაზე გიგზავნის შეტყობინების სახით, სწორედ იმისთვის რომ შენ შეძლო მომზადება და მარტივად ადაპტირება.

მითი N6 – Facebook რეკლამა მხოლოდ დიდი ბიზნესებისთვის არსებობს

Facebook-ის სარეკლამო პლათფორმას იყენებენ როგორც ყველაზე დიდი ბრენდები, ასევე ახლადაღმოცენებული სტარტაპები. მათშორის განსხვავება შესაძლოა იყოს მიზნობრივი აუდიტორიის ზომას, სარეკლამო სტრატეგიასა და ბიუჯეტირებაში. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც უნდა გაყიდვებზე ორიენტირებული ციფრული რეკლამის შექმნა, შეუძლია ამ მიზანს Facebook-ის სარეკლამო პლათფორმით მიაღწიოს.

მთლიანობაში, ამ პლათფორმის გამოყენება არ არის ბევრ სირთულესთან დაკავშირებული, მთავარია დასაწყისშივე კარგად შეისწავლო მისი ეკოსისტემა და სწორად დაგეგმო როგორც  სარეკლამო სტრატეგია ასევე რეკლამის ელემენტები, წინასწარ განსაზღვრო მიზნობრივი აუდიტორია და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდო მათ.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

Categories
ციფრული მარკეტინგი

ლიდების გენერირების კამპანია – 5 პოსტის იდეა

5 პოსტის იდეა, რომელიც ლიდების გენერირების კამპანიისთვის შეგიძლია გამოიყენო

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

რატომ არის მნიშვნელოვანი ლიდების გენერირების კამპანია შენი ბიზნესისთვის?

დამწყები თუ უკვე გამოცდილი მარკეტერების უმეტესობა კარგად ხვდება, რომ Facebook არ არის ერთ-ერთი მორიგი სოციალური მედიის პლათფორმა. ეს არხი არის ბიზნესის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი, ნებისმიერი  ტიპისა და სიდიდის კომპანიისთვის.

Facebook-ის დღიური მომხმარებლების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1.8 მილიარდ ადამიანს ( მათგან 97.3% ანუ 1,73 მილიარდი, ამ სოციალური მედიის პლათფორმას იყენებს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით) , ამიტომ Facebook-ის გამოყენებით შეგიძლია მიწვდე სწორედ იმ აუდიტორიას, რომელსაც სხვა გზით ვერ მიწვდებოდი.

 

Facebook-ის  პლათფორმა უმარტივებს მომხმარებელს ძიების პროცეს და  აძლევს საშუალებას ბრენდებს დაუკავშირდნენ თავიანთ არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს უფრო სწრაფად.  შექმენი ლიდების გენერირების კამპანია, შექმენი ციფრული რეკლამა სოციალურ მედიაში და  აჩვენე შენი ბრენდის ინდივიდუალური, ძლიერი იდენტობა.

სტატიის სარჩევი

ლიდების გენერირების კამპანია Facebook-ის ციფრულ პლათფორმაზე

Facebook-ის ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ლიდების გენერირების კამპანია, გაძლევს საშუალებას მოიზიდო ახალი მომხმარებელი ბიზნესისთვის, რომელბიც  არიან დაინტერესებული პროდუქტით და ადრე თუ გვიან გახდებიან შენი აქტიური ლიდები. როგორ ხდება ეს? მინდა გითხრა, რომ ლიდების გენერირების სტრატეგია, არის ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი რამ Facebook-ის ციფრულ სამყაროში, რადგან ათასობით მარკეტერი ცდილობს გამოიყენოს Facebook-ის რესურსი ამ მიზნის მისაღწევათ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათგან უმეტესობა ამას წარუმატებლად აკეთებს.

შენ შეიძლება უკვე გქონდეს ლიდების გენერირების სტრატეგია, რომელიც მართლაც მუშაობს მაგრამ, რადგან მჯობნის მჯობნი არ დაილევა, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება.

იმისთვის, რომ  არ დავიკარგოთ ფუნდამენტურ საკითხებში, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ რა არის და რა არ არის ლიდი, როგორი იქმენა ლიდების გეგენრირების კამპანია, ასევე  ვისაუბროთ ლიდების ორ სახეობაზე, რომლის დაგენერირება შეგვიძლია Facebook-ის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.

რა არის Facebook ლიდი?

ლიდი არის პიროვნება, რომელმაც გამოხატა ინტერესი შენი პროდუქტის, კომპანიის ან სერვისის მიმართ და დაგიტოვა საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და ა.შ) ინტერესის დაფიქსირება შეგვიძლია სხვდასხვა ქმედებით განვსაზღვროთ, მაგალითად: შეავსო ლიდის ფორმა, მოითხოვა პროდუქტის დემო ვერსია ან შეავსო ონლაინ კითხვარი.

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

რა არ არის Facebook ლიდი?

ჩვენდა სამწუხაროდ, Facebook-ის ბიზნეს გვერდზე განთავსებულ სტატუსზე, ფოტოსა თუ ვიდეოზე უბრალო მოწონების ქმედება ან სხვა სახის ჩართულობა არ კვალიფიცირდება, როგორც Facebook ლიდი. ეს ქცევა, სულაც არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის ადამიანი დაინტერესებულია შენი პროდქტის/სერვისის შესყიდვით, მეტად სავარაუდოა, რომ მას უბრალოდ მოეწონა სოციალურ ქსელში განთავსებული კონტენტი. ლიდების გენერირების კამპანია კი გაძლევს შესაძლებლობას მოიზიდო რეალური მყიდველი და დააკონვერტირო ის შენი უნიკალური შეთავაზებების გაზიარებით.

ლიდის 2 ტიპი, რომელიც Facebook-ის საშუალებით შეგიძლია მოიზიდო

პირდაპირი ლიდი

პირდაპირი Facebook ლიდის დაგენერირების პროცესი, არის შედარებით სწორხაზოვანი. მომხმარებელი ვებ-გვერდზე განთავსებულ ლიდის ფორმასთან მიდის კონტენტიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ფორმას და არაფერ სხვას.  ფორმის ნახვის შემდგომ, მომხმარებელს შეყავს შესაბამისი ინფრომაცია, მისთვის სარფიანი  შეთავაზების სანაცვლოდ – იქნება ეს ვაუჩერი, ინფოგრაპიკი, ფასდაკლება თუ სხვა ნებისმიერი კონტენტის ნაწილი. ასეთი ტიპის ლიდის ფორმა, ძირითად შემთხვევაში, იწყობა landing page-ზე, რომელიც ეკუთვნის ამ კონკრეტულ შეთავაზებას.

არაპირდაპირი ლიდი

არაპირდაპირი ლიდები გენერირდება Facebook_ზე, კონვერსიის  გზით. მაგალითად თუ შენ დაწერე ბლოგი, გამოაქვეყნე ის სოციალურ მედიაში და დაუმატე მას ღილაკი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს გადავიდეს პოსტიდან Landing page-ზე, ამ შემთხვევაში, შენს გაზიარებულ Facebook პოსტსა თუ რეკლამას ირიბად მიჰყავს ლიდები შენს Landing page-ზე.

როგორ იქმნება ლიდების გენერირების კამპანია Facebook-ზე?

ლიდების გენერირების კამპანია და ციფრული რეკლამა

ლიდების რეკლამა უდაოდ ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია Facebook-ზე ლიდების გენერირებისთვის. ლიდები რეკლამა მოიცავს შენს მიერ შექმნილ პოსტს, რომელსაც აწყობ Facebook-ის სარეკლამო პლათფორმაზე და აჩვენებ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე სავარაუდოა, რომ დაინტერესებულნი იყვნენ პროდუქტით. რაც მთავარია, ასეთი ციფრული რეკლამა სოციალურ მედიაში, გაძლევს საშუალებას მომხმარებლის ქცევაზე, ინტერესებსა და დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ( Facebook-სა თუ მის ფარგლებს გარეთ) მაქსიმალურად სწორ აუდიტორიას მიაწვდინო ინფორმაცია, შესაბამისად თავიდან აირიდო სარეკლამო ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვა.

Facebook პოსტი

ალბათ არ იქნება აზრს მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ სწორედ შენი Facebook პოსტები იყო ის, რამაც თავდაპირველად მიიქცია მომხმარებლის ყურადღება.  ეს შეიძლება ყოფილიყო ერთჯერადი შეტყობინება ან დამოუკიდებელი კამპანია სოციალურ მედიაში. თუ გსურს პოსტი გამოიყენო, როგორც ლიდების გენერირების ინსტრუმენტი, შეგიძლია პოსტის ტექსტში ჩასვა შენი ლიდის ფორმის ლინკი, ან გადაიყვანო პირდაპირ landing page-ზე, სადაც შეძლებენ ინფორმაციის გაზიარებას.

Facebook მესენჯერი

Facebook მესენჯერი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლლია ერთი-ერთზე გაესაუბროს სასურველ ბრენდს, ძალიან პირად და პირდაპირ გარემოში, დაუსვავს მისთვის საინტერესო კითხვები და უფრო ახლოს გაიცნოს კომპანია და პროდუქტი.

თუ შენ არ გაქვს იმის დრო, რომ 24/7-ზე მართო Facebook მესენჯერი და უპასუხო შეტყობინებებს,  ნუ ინერვიულებ, ამის გადასაჭრელად არსებობს შესაბამისი  ციფრული ინსტრუმენტი, რომელსაც ბოტი ქვია. ბოტი შეგიძლია ჩააშენო შენს  გვერდზე, შემდგომ  მიუთითო სავარუდო კითხვები და პასუხები ( ყველაზე სტანდარტული და ხშირად დასმული კითხვები) და ის ავტომატურად დააგენერირებს მათ, როდესაც მომხმარებელი მესენჯერის საშუალებით გადაწყვეტს შენს  ბიზნესთან დაკავშირებას, არასამუშაო დროს.

ლიდების გენერირების 5 გზა, Facebook-ზე

1. ლიდების გენერირების კამპანია - ვიდეო ფორმატი

Facebook-ზე თითქმის შეუძლებელი გახდა  მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ციფრული რეკლამის გარეშე და გვიჩნდება კითხვა – როგორ გავაკეთოთ ეფექტური რეკლამა? 2016 წელს, როდესაც სოციალურ მედიაში გაზიარებული კონტენტი მომხმარებელთა 52% შეიძელბა ორგანულად მიწვდომოდა, ახლა ეს მაჩვენებლი 5.2%-მდეა დავარდნილი, რაც დამეთანხმები  ციფრული მარკეტერების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ალგორითმის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ციფრული რეკლამის სტრატეგიებიც, რადგან საჭირო გახდა ახალ ფორმატთან ადაპტაცია. სწორედ ამ ადაპტაციის გზაზე, კონტენტის უდიდესი ნაწილი გადავიდა ვიდეო ფორმატში, რომელიც, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი ჩართულობით გამოირჩევა სოციალურ მედიაში.

რატომ ვიდეო ფორმატი? პირველ რიგში, Facebook ალგორითმი ვიდეო კონტენტს ანიჭებს მეტ უპირატესობას, ვიდეო პოსტები ჩართულობის საშუალო მაჩვენებლია 0.26%, რაც სტატიკური პოსტების ჩართულობის მაჩვენებლისგან საგრძნობლად განსხვავებულია.

ამიტომ, თუ შენ ცდილობ მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას მიწვდე სოციალური მედია რეკლამით და დააგენერირო მეტი ლიდი, დროა ვიდეო კონტენტის შექმნას შეუდგე, რომელიც მაქსიმალურად სრულყოფილად აჩვენებს პროდუქტსა და ბრენდს, იქნება ეს: შეთავაზება, ივენთი, ონლაინ კურსი თუ სხვა.

2. გამოიყენე Facebook Live ვიდეო და შეაქხსენე აუდიტორიას რეგისტრაცია

ვიდეო ფორმატის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მითუმეტეს მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც არ აქვს ამისთვის შესაბამისი რესურსი.  ყოველთვის არ არის აუცილებლი შექმნა იდეალურად გაწერილი და რედაქტირებული მარკეტინგული ვიდეო შენი ციფრული მედია არხებისთვის, მთავარია ის შეუსაბამო კონტენტის იდეასა და მასალას. მაგალითად, თუ შენი მიზანია მაქსიმალურად მომხიბვლელად აჩვენო პროდუქტი, მნიშვნელოვანია ვიდეო იყოს ძალიან თვალშისაცემი და მაღალი ხარისხის, მაგრამ თუ შენი მიზანია ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცის გაზიარება, შესაძლებელია სულაც არ დაგჭირდეს მაღალი ხარისხის ვიდეოს შექმნა, ამის მაგივრად შეგიძლია გახვიდე ლაივში, დადო სთორი, რომელშიც ისაუბრებ პროდუქტზე და აჩვენებ მას პრაქტიკაში.

Facebook live  არის ინსტრუმნტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი მობილური ტელეფონით ჩაერთოს და გადაცემის ფორმატში ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, ასევე მიიღოს კითხვები და იმავდროულად უპასუხოს მათ. Live ვიდეოები ნაკლებად გაწერილი და მეტად სპონტანურებია, ამიტომ ეს ფორმატი  ინარჩუნებს ბუნებრივობას და მომხმარებელთან ურთიერთობას ხდის უფრო უშუალოს.

შემდეგში, როდესაც Live-ში გასვლას გადაწყვეტ, იფიქრე იმაზე, თუ რა შეთავაზებების გაკეთება შეგიძლია ამ ფორმატით, მეტი ლიდის დასაგენერირებლად.  შეგიძლია რეკლამა გაუკეთო ღონისძიებას და ლაივში აჩვენო ამ ღონისძიების წინასწარი მზადების პროცესი, ვიდეოს ბოლოს კი უთხრა – სად შეიძლება რეგისტრაცია და  ბილეთების შეძენა.  ასევე შეგიძლია შეთავაზო გახსნილი კითხვა-პასუხის შეხვედრა, რომელშიც უპასუხებ  აუდიტორიის კთხვებს, ასევე შეთავაზებ შენს საიტზე დარეგისტრირებას, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გააცნობ დამსწრეთათვის შექმნილ პერსონალურ შეთავაზებას ( იქნება ეს ფასდაკლება, პრომო კოდი ან სხვა)

3. აპინე პოსტი, რომელიც ლიდების გენერირებისთვის შექმნილ შეთავაზებას ეხება

აპინული პოსტი შენს გვერდზე გამოარჩევს მას, სხვა ყოველდღიური პოსტებისგან და შემოსვლისთანავე იქცევს მომხმაებლის ყურადღებას. აპინული პოსტი მთავარი გვერდის დასაწყისში დარჩება 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ის დაუბრუნდება იმ დროის პერიოდს, რომელშიც აიტვირთა სოციალურ ქსელში.

გაითვალისწინე, როდესაც პოსტი მუდმივად რჩება გვერდის სათავეში, მნიშველოვანია ის მოიცავდეს რელევანტურ კონტენტსა და ინფორმაციას, რომელიც იქნება აუდიტორიისთვის ღირებული და უპასუხებს ბიზნესის მიზნობრიობას.

4. გაიგე აუდიტორიის აზრი შენი პროდუქტის შესახებ

თუ ფიქრობდი ერთი ციფრული რეკლამით ორმაგი სარგებელი როგორ მიგეღო და გაგახსენდა ძველი ქართული ანდაზა – ‘ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო’ , მინდა გაგახარო, ლიდების გენერირების პროცესსში ორი კურდღლის დაჭერა სრულიად შესაძლებელია. როგორ? კითხე შენს აუდიტორიას აზრი პროდუქტის შესახებ, შემდგომ კი გადაამისამართე ლიდის ფორმაზე, რომლის შევსების შემდგომ, ინფორმაციის სანაცვლოდ მიიღებენ რაიმე შეთავაზებას (ფასდაკლება, ვაუჩერი, პროდუქტის უფასოდ გატესტვა ან სხვა)

ასეთ შემთხვევაში შენ გექნება საშუალება ჩაატარო კვლევა, მოისმინო უკუკავშირი პირდაპირ აუდიტორიისგან, ამავდროულად შეინახო მათი ინფორმაცია და შესთავაზო ახალი პროდუქტი.

რა თქმა უნდა, ყველა ორი კურდღლის მადევარს რისკთან უწევს გამკლავება, შესაძლოა ასეთმა გამოკითხვამ ბევრი ნეგატიური შეფასებაც მიიღოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ინსტრუმენტი, შეთავაზება და შეფუთო ყველაფერი რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზით.

ასევე მნიშვნელოვანია, პოსტი კითხვა ეხებოდეს ისეთ პროდუქტს, რომლითაც უკვე ამაყობ და გაქვს მომხმარებლების კმაყოფილებაზე გარკვეული წარმოდგენა. როდესაც ჩართულობა გაიზრდება, დაგჭირდება სოციალური მედიის მენეჯერი, რომელიც იქნება მზად უპასუხოს ნებისმიერი ტიპის კომენტარს, დადებითი ტიპის წაახალისოს, ხოლო უარყოფითი ტიპის კი აქციოს პოზიტიურად ან მინიმუმ ნეიტრალურამდე დაიყვანოს.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება რეალური უკუკავშირის მოგროვებაში და რაც მთავარია უფრო კარგად აჩვენებს, რამდენად ზრუნავს კომპანია საკუთარ მომხმარებელზე. აუცილებლად გაანალიზე კვლევის შედეგები და შემდგომ იფიქრე ხარვეზები გამოსწორების გზებზე.

5. მობილურზე მორგებული ლიდების გენერირების კამპანია

Facebook-მა სპეციალურად შემქნა ლიდების გენერირების ისეთი  ციფრული რეკლამა, რომელიც გაძლევს საშუალებას  შექმნა ლიდის ფორმა და გაუმარტივო მომხმარებელს ინფორმაციის გაზიარების პროცესი. ლიდების რეკლამა მომხმარებელს აძლევს საშუალებას Facebook-ის პლათფორმის დატოვების გარეშე, შეავსონ მარტივი ფორმა და დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში, მათ არ უწევთ სხვა ვებ-გვერდზე, Landing page-ზე გადასვლა, სადაც შესაძლოა  გამოჩნდეს დამატებითი ხარვეზები, მაგალითად არ ჩაიტვირთოს გვერდი საკმარისად სწრაფად და ლიდმა დატოვოს ის ფორმის შევსების გარშე.

რაც მთავარია, Facebook-ის ლიდის ფორმა ავტომატურად ერგება მობილურს და მომხმარებლის გამოცდილებას ხდის უფრო სასიამოვნოს, ის ავტომატურად ავსებს საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც უკვე შეყვანილი გაქვს პირად გვერდზე , რითიც უფრო აჩქარებს და ამარტივებს პროცესს.

იმედი გვაქვს, ეს 5 პოსტის იდეა გამოგადგება, ლიდების გენრეირების ახალი კამპანიის დაგეგმისას, მაგრამ გახსოვდეს სოციალური მედია და ციფრული ინსტრუმენტები ყოველდღიურად იცვლებიან, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენც მუდმივად ტესტავდე ახალ იდეებს ახალი მიზნებისთვის.

Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

გრაფიკული დიზაინი – 5 პლათფორმა ანტრეპრენერთათვის

გრაფიკული დიზაინის 5 პლათფორმა, დამწყები მარკეტერებისა და ანტრეპრენერთათვის

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

გრაფიკული დიზაინი და მისი ინსტრუმენტები

‘’რასაც ვხედავ ზუსტად იმას მივიღებ’’ – ამას ფიქრობს მომხმარებელი, როდესაც ის შენი ბიზნესის ვებ-გვერდს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ დამარწმუენებელი კომუნიკაცია, ბლოგები და სოციალური მედიის ეფექტურობა დაგეხმარება შენი ბრენდის კონკურენტებისგან გამიჯვნაში,  საიტის ვიზუალური მხარე არის ის, რასაც შეუძლია პირველადი შთაბეჭდილების მოხდენა, როდესაც მომხმარებელი აჭერს ბმულს ან  ეძებს პროდუქტს საიძოებო სისტემაში. 

 

უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მომხმარებელს საიტის კონკრეტულ არეალზე ფოკუსირებისთვის, მხოლოდ 2.6 წამი სჭირდება. მეტიც, ვიზიტორისთვის საკმარისია 0.05 წამი, რომ პირველადი შთაბეჭდილება შეიქმნას შენს ბრენდზე, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამართული და ფუნქციური, არამედ ვიზუალურად მიმზიდველი საიტის შექმნა. ამაში კი მხოლოდ გრაფიკული დიზაინი და მისი ინსტრუმენტები თუ დაგეხმარება.

საიტის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა, დიდი ბიზნესის შემთხვევაში, გულისხმობს გრაფიკული დიზაინერების ერთ გუნდად გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, ყოველმხრივად გამართული დიზაინის შექმნას.

 

მცირე და საშუალო ბიზნესმა, შესაძლოა, ამისთვის საკმარისი ბიუჯეტის გამოყოფა ვერ შეძლონ, ამიტომ მათთვის არსებობს დაბალბიუჯეტური ან უფასო ინსტრუმენტები, რომლებსაც შემდგომ, ამ ბლოგში, გაგაცნობთ.

სტატიის სარჩევი

გრაფიკული დიზაინი და საუკეთესო ინსტრუმენტები მის შესაქმნელად

თუ შენს საიტზე ჩატარებული პატარა კვლევის შემგომ მიხვდი, რომ საიტის ტექსტი რთულად იკითხება, არც ფოტოებია შესაბამისი და არჩეული ფერთა პალიტრა ნამდვილად თვალშისაცემია, მაგრამ თავს გატკიებს, დროა იპოვო მარტივი გამოსავალი.

 

გრაფიკული დიზაინის შესაქმენლად, არსებობს არა ერთი უფასო  ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება, შექმნა  პროდუქტზე მორგებული საიტის დიზაინი ან თუნდაც პოსტის ვიზუალი, სოციალურ მედია არხებში განსათავსებლად. მსგავსი ინსტრუმენთა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ამიტომ  ამ ბლოგში  გაგაცნობთ მათ შორის 5 საუკეთესოს.

 

პირველ რიგში, პროგრამის  შერჩევისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ორი ფაქტორი: შენი ამჟამინდელი გრაფიკული დიზინის შესაძლებლობები და ამ  პოტენციალის გამოყენების საშუალებები. აი მაგალითად, თუ შენ  არ გაქვს არანაირი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ისტრუმენტი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მიმართულების მიცება და შემდგომ თავად უზრუნველყოფს, მითითებების შესაბამისი, მარტივი მაგრამ ეფექტური დიზაინის შექმნას.

 

იმ შემთხვევაში თუ შენ ამ სფეროში გაქვს გამოცდილება ან უბრალოდ ბუნებრივი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული, შეარჩიე ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მეტ კონტროლსა და  შენი მონაცემების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მოგცემს.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ კითხვას – რომელია შენი ბიზნესივთის საუკეთესო ინსტრუმენტი, გრაფიკული დიზაინის შესაქმნელად?  გაეცანი ჩვენს ჩამონათვალს, შეაფასე პროგრამების დადებითი და უარყფითი მხარეები და იპოვე შენი მარტივი გამოსავალი.

1. DesignWizard
პლათფორმა: WINDOWS

DesignWizard არის ახალი ინსტრუმენტი, საიტის გრაფიკული დიზაინის შესაქმნელად. რომელიც გთავაზობს სურათების  დიდ ბაზას, ასევე უამრავ უფასო შაბლოს (10,000_ზე მეტს)  და რაც მთავარია ძალიან მარტივ ინტერფეისს.

 

გაითვალისწინე, ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეძლებ არა ერთი უფასო ფუნქციის გამოყენებას, მაგრამ  მისი უფრო დახვეწილი ვერსიის მისაღებად მოგიწევს ფასიანი პაკეტის შეძენა.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Setka Editor
პლათფორმა: Windows, Mac

გაყიდვებზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინი

Setka Editor – ამ ინსტრუმენტის მთავარი მესიჯია: ‘’ყველაფერი ის, რაც თქვენ გჭირდებათ კონტენტის შესაქმნელად, რომელიც კონვერტირდება’’.

 

გრაფიკული დიზანის ეს პროგრამა  არის  მეტად ორიენტირებული დიზაინის შინაარსობრივ განვითარებაზე, იქნება ეს პოსტი ციფრულ მედიაში  თუ საიტის ძირითადი ვიზუალური მხარე.

 

შენიშვნა… მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოა, შენ მოგიწევს წინასწარ შეარჩიო  – Starter, Pro ან Enterprise პაკეტი, ინსტრუმენტის სრული ფუნქციების მისაღებად.

3. Canva
პლათფორმა: Windows, Mac, Android, iOS

გრაფიკული დიზაინი არადიზაინერთათვის

თუ შენ გსურს Ebook, ინფოგრაფიკის, სავიზიტო ბარათისა ან ელ.ფოსტის ჰედინგის დიზაინის შექმნა, Canva არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გაგიმარტივებს ამ პროცესს.

 

ეს პროგრამა არის არადაიზაინერების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლებს პროფესიონალურ დონეზე, მარტივად და სწრაფად შეძლო სასურველი შაბლონის აწყობა.

 

თანაც ალბათ ყველაზე მეტად ესმით არადიზაინერებს არადიზაინერი ადამიანების საჭიროებები, შესაბამისად თუ არც შენ ხარ გამოცდილი ამ სფეროში, canva-ს  ინტერფეისი დაგეხმარება რესურსის დაზოგვასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში.

 

მართლაც რომ დაუჯერებელია არა? მაგრამ წინასწარ უნდა გაგაფრთხილო,ამ შემთხვევაშიც დაგჭირდება მცირედი ინვესტიცია ინსტრუმენტის ფასიან ვერსიაში. მიუხედავად იმისა, რომ canva-ს აქვს უფასო  ვერსია, მისი სრული შესაძლებლობების გამოსაყენებლად და შედარებით რთული დიზაინის შესაქმენლად, დაგჭირდება ფასიანი  ვერსიის შეძენა.

4. Krita
პლათფორმა: Windows, Mac, Android, Linux

გრაფიკული დიზაინი არტისტებისთვის

Krita არის  უფასო პროგრამა, რომელიც შექმნილია არტისტების მიერ არტისტებისთვის. ამ ინსტრუმენტის შექმნა და მუდმივი განვითარება უკავშირდება დიზაინერების საჭიროებებზე ზრუნვას.

 

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ KRITA-ს აქვს პერსონალიზირებული  ინტერფეისი, პროგრამული ფუნქციებით მდიდარი ნაკრები და ძალიან ბევრი დიზაინერებისთვის საჭირო  რესურსი.

 

ბიზნესი, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს ბრენდის ვიზუალური მხარე, შექმნას რეკლამა ციფრული არხებისთვის და ამავდროულად ჰყავს გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი, შესაძლებლობა აქვს Kirkas-ს საშუალებით მიაღწიოს უნიკალურ შედეგს.

5. Gimp პლათფორმა: Windows, Mac, Linux

Gipm-ი, უფასო  გრაფიკული დიზაინის პლათფორმებს შორის, ალბათ ყველაზე ცნობილია. მას ხშირად ადარებენ  Photoshop- ს და ასახელებენ არა ერთ არგუმენტს თუ რითი სჯობია ის მას.

 

Gimp- ი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან არის სრულიად უფასო ინსტრუმენტი, რომელიც გამოირჩევა ყველნაირი ფაილის ფორმატის მხარდაჭერით, აკეთებს ციფრულ რეტუშირებას მარტივად და საშუალებას გაძლებს შექმნა დიზაინი ნულიდან.

 

შენიშვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ რომ Gipm-ი არ უჭერს მხარს photoshop-ის დანამატებს, რაც დამეთანხმებით არც ისე გასაკვირია.

შენი ბრენდის გრაფიკული დიზაინი, არის პირველი დაუვიწყარი შთაბეჭდილება

ბრენდის აღქმას მნიშვნელოვნად განაპირობებს საიტზე გატარებული პირველივე წამი. ვიზიტორი ან   სანდოობით აივსება და მაშინვე გაუჩნდება სურვიილი შეიძინოს რაიმე, ან მეორე წამსვე დატოვებს გვერდს და დაიწყებს სხვაგან საჭირო ნივთის ძიებას.

 

 გრაფიკული დიზაინი არის შენი ბრენდის ვიზუალური სახე, ამიტომ გაითვალისწინე ძირითადი საფუძვლები და შეუდექი შენი ბრენდის უნიკალური დიზაინის შექმნას, შესაფერისი ინსტრუმენტის გამოყენებით.

Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

ვიდეო კონტენტი შენი ბიზნესისთვის

ვიდეო კონტენტი შენი ბიზნესისთვის

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ვიდეო კონტენტი და მისი შესაძლებლობები

იცოდი რომ ვიდეო კონტენტი 20%-ით უფრო მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და სამჯერ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს წვდება სოციალურ მედიაში, ვიდრე სხვა სტანდარტული პოსტები?

 

ამიტომ ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ ვიდეო კონტენტი ძლიერი ინსტრუმენტია ციფრული რეკლამის შესაქმნელად.

 

ამ ბლოგში გაეცნობი ვიდეოს 5 ტიპს, რომელიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის შესაბამისი ჩართულობის, ცნობადობისა და კონვერსიების მოპოვებაში.

 

სტატიის სარჩევი

1. Live ვიდეო კონტენტი

Live ვიდეო არის ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური გზა, ონლაინ სივრცეში,  შენს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.

ამას მოწმობს რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:

 

  • ადამიანების 64% ამბობს რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ნახა Live ვიდეო
  • ადამიანების 82% ურჩევნია უყუროს ბრენდის Live ვიდეოს ვიდრე ნახოს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატიკური პოსტი.

Live ვიდეო არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ დაუკავშირდე შენს აუდიტორიას უფრო მეტად პერსონალურ და ავთენტურ დონეზე და შეძლო შენი ბრენდის მეტად ჰუმანიზაცია.

 

ნუ მოგერიდება Live-ში გასვლა. გაუზიარე შენი გამოცდილება: რას აკეთებ? როგორ აკეთებ? სამომავლო გეგმები და მიზნები შენს აუდიტორიას, ეს დაგეხმარება მოიპოვო მეტი ჩართულობა შენს გვერდზე და რაც მთავარია გაიზრდება შენი ბრენდის ლოიალური მომხმარებლების რიცხვი.

 

არ აქვს მნიშვნელობა სად გადაწყვეტ Live ვიდეოს გაშვებას, იქნება ეს Facebook, Instagram თუ Youtube-ი, შენ გაქვს შესაძლებლობა მრავალმხრივ გამოიყენო სოციალური მედიის არხები:

  • აჩვენე შენს აუდიტორიას როგორ მიდიოდა გადაღების პროცესი
  • ჩაერთე Live-ში რომელიმე საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებისას
  • გაუზიარე მათ ახალი პროდუქტის შესახებ წინასწარი, ღირებული ინფორმაცია და მოუყევი რამდენად დიდია შენი მოლოდინები.
  • ისაუბრე შენს ონლაინ კურსზე

ვიდეოსთვის კონტენტის შერჩევა შეგიძლია შენი ბრენდიდან გამომდინარე დაიწყო, მთავარია მაქსიამლურად დიდ აუდიტორიასთან შეძლო დაკავშირება და გააცნო მათ შენი ბრენდის შესახებ საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაცია. არ დაგავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტენტის კონსისტენტურობა. 

 

კონსისტენტურობა უბიძგებს მომხმარებელს დაისწავლოს გარკვეული ჩვევა ან მოლოდინი, რომელიც მან იცის რომ აუცილებლად განმეორდება, რაც უფრო მრავალფეროვანი, ვიზუალურად სასიამოვნო და საინტერესო ინფრომაციასთან იქნება ეს მოლოდინი დაკავშირებული მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს მომამხარებელი ისევ და ისევ დაუბრუნდება შენს გვერდებს, სხვადასხვა ციფრულ არხებში, ახალი კონტენტის გასაცნობად.

2. შემეცნებითი ტიპის ვიდეო

ვიდეო კონტენტი ცოდნის გასაზიარებლად

ადამიანებს ძალიან უყვართ ახალი ინფორმაციისა და ცოდნის  მიღება ონლაინ, შესაბამისად შენს კომპანიას ეძლევა საშუალება გახდეს ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებას, რაც მთავარია ეს მოგცემს საშუალებას მიიღო შენი მომხმარებლისგან მადლიერება და  გაზარდო მიჯაჭვულობის განცდა. რაც შეეხება ვიდეო ფორმატს, ის არის მეტად მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია სახალისო.

 

დაფიქრდი რა სახის შემეცნებითი  ვიდეოს შექმნა შეგიძლია, რომელიც ნამდვილად ღირებული იქნება შენი აუდიტორიისთვის და დაეხმარება მათ გარკვეული ყოველდღიური პრობლემის გადაჭრაში.

 

შემეცნებითი ვიდეოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი ჯერ კიდევ შენი ბრენდის გაცნობის სტადიაზეა. ასეთი ტიპის ვიდეოს შეუძლია არა მხოლოდ ახალი აუდიტორიის მოზიდვა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პრცოესის დაჩქარება, შესაძლოა პირველ სტადიაზე მყოფი მომხმარებელი მომენტალურად დაკონვერტირდეს ლიდად. მეტიც, შემეცნებით ვიდეობს შეუძლიათ კონვერსიის გაზრდა 20%-ით.

 

ჩაწერე ვიდეოების სერია შენს ბიზნესზე ან სთხოვე თანამშრომლებს გადაიღონ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მოკლე ვიდეო გაკვეთილები, რომელთა ერთობლიობა შეგიძლია ციფრულ ტრეინინგად აქციო.

3. ვიდეო ბრენდის შესახებ

ვიდეო კონტენტი, კომპანიის შიდა სამზარეულოს გასაზიარებლად

მაშინ როდესაც ამდენი განსხვავებული ბრენდი გვხდება სოციალურ მედიაში, ვნახულობთ სხვადასხვა პოსტებს, რეკლამებს, კარუსელებს,ვიდეოებს, ძალიან რთულია გამოეყო მათ და გახდე შესამჩნევი უფრო ფართე აუდიტორიისთვის.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

საუკეთესო გზა, იმისთვის რომ შენი ბრენდი გახდეს მეტად თვალშისაცემი,  აუდიტორიისთვის შენი კომპანიის თავიდან ბოლომდე გაცნობაა: კომპანიის ღირებულებები, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება.

 

ადამიანები შეისყიდიან უფრო მეტად ისეთი ბრენდებისგან პროდუქტს, რომელთა შესახებაც მეტ ინფორმაციას ფლობენ, იცნობენ მათ კულტურას და არიან მათი თანამოაზრეები.

 

გამოიყენე ვიდეო კონტენტისა და ციფრული რეკლამის ძალა, რათა გაუზიარო აუდიტორიას პერსონალური ინფრომაცია კომპანიაზე და გააცნო მათ ის უფრო ახლოს.

 

ამის რამდენიმე გზა არსებობს:

  • მიეცი საშუალება დაათვალიერონ ოფისი და ნახონ სამუშაო პროცესი
  • ჩაწერე ინტერვიუები თანამშრომლებთან
  • გაუზიარე მათ სახალისო მომენტები კომპანიის ცხოვრებიდან – ღონისძიებები, თანამშრომლის დაბადებისდღე და ა.შ
  • აჩვენე გუნდური აქტივობების დღეა 

4. პროდუქტის დემო ვიდეო

ვიდეო კონტენტი შენი პროდუქტის უპირატესობების გასაზიარებლად

მომხმარებლების 90% ამბობს, რომ პროდუქტის შეძენისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დააჩქარა პროდუქტის ვიდეოს ნახვამ.

ვიდეო კონტენტი არის ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, რადგან მას ურჩევნია ნახოს, ვიდრე წაიკითხოს საკუთარი თვალით ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.

 

ვიდეოს საშუალებით აჩვენე როგორ გამოიყენება შენი პროდუქტი პრაქტიკაში. აჩვენე როგორ გამოიყურება, რა ფერისაა, აუხსენი როგორი ფაქტურა აქვს და ჩამოთვალე ის ყველა უპირატესობა, რომელიც ამ პროდუქტს  სხვა მსგავს პროდუქტებისგან გამოარჩევს.

 

ასევე შეგიძლია გამოიყენო ვიდეოს ტიპი – ‘’ როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა’’ –  და პრობლემის გადასაჭრელად, აჩვენო შენი პროდუქტი პრაქტიკაში.

 

დაიმახსოვრე, ასეთი ვიდეოს შექმნისას მნიშვნელოვანია მკაფიოდ იკვეთებოდეს მისი ღირებულება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარკვეულ პროდუქტზე შექმნილი საუკეთესო ვიდეოების უმრავლესობა სულაც არ არის ამ პროდუქტზე ორიენტირებული.

5. სარეკლამო ვიდეო რგოლი

გაყიდვებზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტი

შემეცნებითი და ჩართულობაზე ორიენტირებული ვიდეოები ძალიან დაეხმარება შენს ბიზნეს არა ერთი საჭირო მიზნის მიღწევაში – როგორებიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ავტორიტეტის მოპოვება ბაზარზე, უფრო იაფი რეკლამა ციფრულ არხებში და მეტად ლოიალური მომხმარებლების შეძენა.

 

როდესაც მომხმარებელი უკვე დაინტერესებულია შენი პროდუქტით, სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი სარეკლამო კონტენტის მიწოდება, რომელიც გადააქცევს უბრალოდ დაინტერესებულ მომხმარებელს პოტენციურ ლიდად ან მყიდველად.

 

გაითვალისწინე: სარეკლამო ვიდეო რგოლი არ გულისხმობს, ძველმოდურ, მხოლოდ პროდუქტზე ორიენტირებულ ვიდეოს. სულაც არა, დღევანდელ დღეს  მნიშვნელოვანია გაყიდო ისე, თითქოს საერთოდ არ გინდა გაყიდვა, შენ უბრალოდ უნდა მოყვე ისტორია, აჩვენო პროდუქტი მაღალ ხარისხში და დაანახო რომ პროდუქტი პიზიკურად ხელშესახები ნივთის გარდა არის კიდევ უფრო მეტი.

და ბოლოს…..

ვიდეო კონტენტი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, ის დაგეხმარება როგორც ცნობადობის გაზრდის ეტაპზე ასევე კონვერსიის ეტაპზე. მთავარია შეარჩო საჭირო ინფორმაცია და აჩვენო ის სწორ დროს.

Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი Apple-ის განახლებულ iOS 14-ზე და იმ ცვლილებებზე, რაც მან Facebook რეკლამაში შეიძლება მოახდინოს. რეალურად, ამ თემაზე აქამდეც ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და მათი ნაწილი ალბათ შენც მოგისმენია.

 

არსებობდა მოსაზრება, რომ ახალმა კანონდებლობამ Facebook რეკლამაში შეიძლება მნიშვნელოვნად ბევრი რამ შეზღუდოს. ფაქტია ისიც, რომ წლიდან წლამდე Facebook-ს რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები სულ უფრო ეზრდებოდა. თუმცა, ამჯერად სიახლეები ნამდვილად არის და ქვემოთ ყველა შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე დეტალურად მოგიყვები.

სტატიის სარჩევი

რას შეცვლის iOS 14 Facebook რეკლამაში მარკეტერებისთვის?

გაიგე მეტი და დახვდი მომზადებული Facebook რეკლამაში მომხდარ ცვლილებებს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კონვერიების ფეისბუქ რეკლამისა და Facebook pixel-ის გამოყენებას უკავშირდება. თუ შენი ბიზნესი არეკლამებს მობილურ აპლიკაციას ან ფეისბუქ რეკლამის საშუალებით მომხმარებელი ვებგვერდზე გადაგყავს, გაითვალისწინე:

 

Apple მოითხოვს, რომ App Store-ის ყველა აპლიკაციამ ios-ის მომხმარებლებს დაუსვას კითხვა: თანახმა ხარ თუ არა, კონკრეტულმა პლატფორმამ შენი სხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციაში ქცევის შესახებ მიიღოს ინფორმაცია?

 

ეს ფაქტი შეიძლება შენთვის უკვე შედარებით ნაცნობად ჟღერდეს, რადგან ვებგვერდების უმეტესობაზე GDPR მოთხოვნების შესაბამისად, უკვე აუცილებელია მომხმარებლის თანხმობა ე.წ. Cookies შეგროვებაზე. 

 

ამ ცვლილების ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრო, რას შეცვლის არსებული ფაქტი შენთვის, როგორც Facebook-ზე რეკლამის განმთავსებლისთვის:

 

  • თუ მომხმარებლისგან არ გექნება თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შემცირდება Facebook pixel-ის ეფექტურობა. ანუ, ვეღარ შეძლებ სრულფასოვანი რემარკეტინგის წარმოებას
  • გართულდება სამიზნე აუდიტორიისთვის ზუსტად მის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შემცველი რეკლამების ჩვენება
  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტი კი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ბევრად მეტი ბიუჯეტის დახარჯვა მოგიწევს სასურველი ოდენობის პროდუქტის გასაყიდად და სამიზნე აუდიტორიის მოსაძებნად

რა რეაგირება აქვს Facebook-ს iOS-ში შეტანილ ცვლილებებზე?

Facebook-ის გამოხმაურება Facebook რეკლამაში შეტანილ ცვლილებებზე

ბუნებრივია, Facebook-სთვის და მათი შემოსავლებისთვის ეს ცვლილება ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს როგორც Apple-ის, ისე Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონები. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ iOS-ის სისტემის მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია. 

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Facebook ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეზღუდვები ძალიან შეუშლის ხელს მცირე ბიზნესების ზრდას, რომლებიც პროდუქტს მხოლოდ Facebook-ის რეკლამის გამოყენებით ყიდიან და ბუნებრივია, მათი სარეკლამო ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია.

 

თუმცა, ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესებზე მეტად, დიდ კოროპაციებზეა დამოკიდებული. ანუ, იმ შემთხვევაში თუ დიდი კორპორაციები რეკლამის განთავსებას მათ პლატფორმაზე შეწყვეტენ, Facebook-სთვის ეს ცვლილება შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. 

 

რა ცვლილებებს შეიტანს iOS 14 შენს Facebook რეკლამაში?

Facebook რეკლამაში შეტანილი ცვლილებების სია

1. დაგვიანებული ინფორმაცია და მონაცემები

როგორც წესი, აქამდე ედვერთაიზერებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა მონაცემისთვის თვალი ლაივ რეჟიმში ედევნებინათ. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ios 14-ის დამსახურებით აღარ გექნება.

 

სავარაუდოდ, მინიმუმ 3 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ გადაამოწმო, რამდენად ეფექტურად იმუშავა შენ მიერ გაშვებულმა რეკლამამ.

 

2. ნაკლები წვდომა დეტალურ ინფორმაციაზე

ცვლილებების გამო, ასევე ვერ შეძლებ შენი სარეკლამო კამპანიების ჩაშლას (Breakdown) ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორებიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და განთავსება.

 

3. მაქსიმუმ 8 Event-ის კონტროლი

რეკლამის გაშვებისას, თითოელ დომეინზე მაქსიმუმ 8 ივენთის მონიტორინგს შეძლებ. ასევე, მოგიწევს მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაც. 

 

აქვე, მოგიყვები ივენთების პრიორიტეტებად დალაგების მუშაობის პრინციპზეც – მაგალითად განვიხილავ ონლაინ კომერციის ვებგვერდის შემთხვევას, რომელზეც უმთავრესია ისეთი ივენთების მონიტორინგი, როგორებიცაა ნივთის კალათში დამატება და შეძენა. როდესაც მომხმარებელი შემოვა ვებგვერდზე, დაამატებს ნივთს კალათაში და შემდეგ იყიდის მას, ფეისბუქის სარეკლამო  კამპანიის რეპორტში მხოლოდ ყიდვის ივენთი აისახება, რადგან მას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე კალათაში დამატებას.

 

4. ატრიბუციის ფანჯარა – Default Attribution Window

უახლოეს მომავალში 28 დღიანი კლიკის და ნახვის, ასევე 7 დღიანი ნახვის ატრიბუციის ფანჯრები გაუქმდება (28-day click attribution windows, 28-day impressions, and 7-day impressions) და დარჩება მხოლოდ 7 დღიანი კლიკის და 1 დღიანი ნახვის ატრიბუციის რეპორტინგი. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს კონვერსიების რეპორტინგზე და ამ კონვერსიების შესაბამის კამპანიების ალოკაციაზე.

რა ცვლილებები უნდა შეიტანო შენს Facebook რეკლამაში შეზღუდვების საპასუხოდ?

1. მოახდინე შენი დომეინის ვერიფიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ შენი ვებგვერდისთვის იყენებ Facebook pixel-ს, აუცილებლად გადაამოწმე დომეინი და მოახდინე მისი ვერიფიკაცია.

2. შეარჩიე 8 ყველაზე რელევანტური ივენთი

Facebook უკვე ავტომატურად შეარჩევს იმ 8 ივენთს, რომელიც ყველაზე რელევანტურია შენი ბიზნესისთვის.

 

თუ ამ 8 ივენთის გარდა სხვა მონაცემებიც დაგაინტერესებს, სამწუხაროდ მათ გააქტიურებას და კამპანიისთვის გამოყენებას ვეღარ შეძლებ.

 

შერჩეული 8 ივენთის გარდა, დანარჩენების გადახედვა და დაპრიორიტეტება შეგიძლია Events manager-დან.

3. შეადარე ატრიბუციის მოდელები

ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც შეგიძლია გააკეთო, არის ატრიბუციის მოდელების შედარება. ნახე რომელი კონვერსიები ხდება 7 დღიან და 28 დღიან ფანჯარაში. ამის გაკეტება შეგიძლია Ads Manager-იდან აირჩიე სვეტები (Columns > Customize Columns > Window Comparison.
ატრიბუციის ფანჯრების შედარება, დაგეხმარება უკეთ გაიაზრო, ტუ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებებს შენი შედეგების რეპორტინგზე.

როგორი იქნება Facebook-ის მომავალი?

ალბათ ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ Facebook ამ ცვლილების გამო პოპულარობას და დიდ აუდიტორიას დაკარგავს. გამოსავლის პოვნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. მთავარი, რაც წარსულმა გამოცდილებამ გვასწავლა არის ის, რომ ადამიანები, ისევე როგორც ბრენდები საკმაოდ მარტივად ადაპტირდებიან სიახლეებთან.

Categories
ციფრული მარკეტინგი

5 რჩევა – მიაღწიე წარმატებას ციფრულ მარკეტინგში

5 რჩევა ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ციფრული მარკეტინგი  და ამ ინდუსტრიის ყველა შემადგენელი კომპონენტი, როგორებიცაა: SEO, სოციალური მედია, კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი და სხვა ქვეკატეგორიები, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფაქტობრივად ყველა ბიზნესის გაყიდვების ზრდაში. 

 

მსოფლიოში ინტერნეტით უკვე 4 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლების რიცხვი კი თითქმის 3,4 მილიარდზე მეტს შეადგენს.  აქედან გამომდინარე, ალბათ ლოგიკური იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ 21-ე საუკუნეში ციფრული მარკეტინგი ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა.

 

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სხვადასხვა სოციალური მედია თუ სხვა ციფრულ მარკეტინგში არსებული პლატფორმები აქტიურად გამოიყენონ, იმისათვის რომ მათ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ.

ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც ძალიან აქტიურად და სწრაფად ვითარდება და უკვე ფაქტია, რომ თითქმის ყველა წარმატებული ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა ციფრული არხის ათვისებას. ისინი ჩნდებიან სოციალურ მედიაში, საძიებო სისტემებში და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებში.

 

თუ გინდა, სოციალური ქსელების ჩამონათვალი უფრო სრულად და ამომწურავად ნახო, გაეცანი ჩვენს ბლოგს 10 ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედია პლატფორმაზე. 

 

ახლა კი შეგვიძლია იმ რჩევებზეც გადავიდეთ, რომლებიც ვფიქრობთ, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოგადგება.

 

სტატიის სარჩევი

1. გაიგე, ვინ არის შენი მომხმარებელი და რა სურს მას

ბრენდები ხშირად უშვებენ შეცდომას და სათანადოდ არ იკვლევენ მომხმარებლის ქცევასა და სურვილებს. არადა, თითქოს ბუნებრივია, რომ მომხმარებლამდე შენი პროდუქტის წარმატებით მისატანად მაქსიმალურად კარგად და ღრმად უნდა იცნობდე მის ქცევას, ცხოვრების სტილსა და რეჟიმს და კომუნიკაციისას უნდა ითვალისწინებდე სხვა უამრავ დეტალს. 

 

ამის მიღწევაში მომხმარებლებზე ზრუნვისა და გაყიდვების გუნდთან ხშირი შეხვედრები დაგეხმარება. ამ ადამიანებს ყველაზე ახლო და უშუალო კომუნიკაცია აქვთ შენს სამიზნე აუდიტორიაზე და ზუსტად იციან, რა მოთხოვნები, მოლოდინები და შენიშვნები აქვთ ბრენდის მიმართ.

2. ციფრულ მარკეტინგში მნიშვნელოვანია იყო თანმიმდევრული მომხმარებლებთან კომუნიკაციის ყველა ეტაპზე

როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს ონლაინ ყიდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრო და გაითვალისწინო, პროდუქტის/სერვისის შეძენის რომელ ეტაპზე იმყოფება მომხმარებელი იმ პერიოდში. რა ტიპის ინფორმაცია აქვს მას ბრენდის შესახებ, უსარგებლია თუ არა პროდუქტით ადრე, ან უცდია თუ არა შეძენა და ა.შ.

 

ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გათვალისწინება ბევრად გაგიმარტივებს ციფრულ მარკეტინგში წარმატებული კომუნიკაციის წარმართვას და მოგცემს საშუალებას აუდიტორიას უფრო გასაგები და რელევანტური ინფორმაცია მიაწოდო. 

3. ციფრულ მარკეტინგში მნიშვნელოვანია რეკლამის სიღრმისეული ანალიზი

როდესაც რეკლამას სოციალურ მედიაში უშვებ, უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო არა მხოლოდ კონტენტის შექმნის, არამედ უკვე შედეგების ანალიზის ნაწილშიც. შეიძლება, ერთი შეხედვით გეგონოს, რომ რეკლამა კარგად ვერ მუშაობს, თუმცა ამ დროს საკითხს მრავალი სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო. 

 

რეკლამის შენთვის არასასურველი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორად შერჩეული ვიზუალით, ტექსტით (აღწერით), აუდიტორიით, ბმულით, რომელზეც მომხმარებელი რეკლამიდან გადაგყავს და ა.შ.

 

ასევე, როგორც ზედა პუნქტში აღვნიშნეთ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რამდენად შეესაბამება კონტენტი მომხმარებელის ე.წ journey-ის იმ ეტაპზე, რომელზეც ის იმყოფება და ზოგადად, რა არის ამ რეკლამის მიზანი.

 

თუ ყველა ამ საკითხების საფუძვლიანად შესწავლა და ამ პროფესიით განვითარება გინდა, შეგიძლია საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩხეიძი კურსს გადახედო.

 

ონლაინ მარკეტინგის კურსებით თუ ხარ დაინტერესებული, ვფიქრობთ, მის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის კურიკულუმს აუცილებლად უნდა გაეცნო. კურსის საშუალებით ამომწურავად ისწავლი, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში. 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. მიაწოდე მომხმარებელს მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია

კონტენტ მარკეტინგს ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტიურად იყენებენ ბრენდები, რათა სამიზნე აუდიტორიაში ბრენდის მიმართ ინტერესი აღძრან.


კომპანიები დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ მიგნებამდე, რომ პროდუქტის გარდა მომხმარებლებს სხვა, უფრო ემოციური კავშირის დამყარებაც სურთ ბრენდებთან. მათ სურთ ბრენდისგან მიიღონ რაიმე სასარგებლო, მათ ინტერესებსა და ქცევაზე მორგებული სიახლეები და ინფორმაცია.

 

ზუსტად მას გულისხმობს კონტენტ მარკეტინგი. ამ და სხვა საკითხებზე დღეს უკვე უამრავი საინტერესო წიგნის აღმოჩენა შეგიძლია. გადახედე ჩვენს ბლოგს თუ ციფრული მარკეტინგის წიგნს ეძებ და აღმოაჩინე 5 საუკეთესო წიგნი მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.

5. ციფრულ მარკეტინგში ფასდება თანმიმდევრული ვიზუალური სტილი

დღეს, წარმატებული კომპანიები კომუნიკაციას უამრავ სხვადასხვა არხში აწარმოებენ და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ როგორც ონლაინ პლატფორმებს, ისე ფიზიკურ შეხების წერტილებს.

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა კომუნიკაციისას ბრენდი მარტივად ამოიცნოს და შენი რეკლამა ბრენდთან მარტივად დააკავშიროს, მუდმივად უნდა იზრუნო ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნებაზე და მის თანმიმდევრულობაზე ყველგან და ყოველთვის.



რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, უამრავი სხვა რჩევაა, რომლის გათვალისწინება წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვაში დაგეხმარება. თუ გინდა, სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დარეგისტრირდე და დარგის ექსპერტის რჩევა გაიზიარო, გადადი ბმულზე.