Categories
მარკეტინგი სოციალური მედია

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში Facebook-ზე?

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, Facebook-მა კიდევ უფრო გაამკაცრა სარეკლამო პოლიტიკა და მის განმთავსებლებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი წესის დაცვა მოსთხოვა. 

 

იმის გამო, რომ მათი პოლიტიკის შესახებ ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია, ადამიანები საკმაოდ ხშირად არღვევენ  სხვადასხვა წესს. წესების დარღვევის შედეგად, პირველ რიგში, იბლოკება პოსტი, შემდეგ კი რამდენიმე ასეთ შემთხვევას შედეგად სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც შეიძლება მოჰყვეს.

 

რადგან ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ხშირად ვიღებ კითხვებს მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური სოციალური მედიის სარეკლამო პოლიტიკის ნაწილზე მოგიყვეთ.

 

გაითვალისწინეთ, რომ Facebook პლატფორმის სარეკლამო ანგარიში და მისი პოლიტიკა 31 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სრული ჩამონათვალის სანახავად ამ ბმულს ეწვიეთ. 

 

სტატიის სარჩევი

1. ფულადი ან არარეალისტური დაპირება და მოლოდინების შექმნა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 1

ფულადი დაპირებები საკმაოდ ხშირად ხდება რეკლამის დაბლოკვის მიზეზი. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ პოსტის აღწერაში ან ვიზუალზე დროის ან თანხის დაკონკრეტებას და ზოგადად, კონკრეტიკას. ეცადეთ, პოსტის ტექსტის შინაარსი იყოს განზოგადებული.

 

მაგალითად, Facebook-მა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს პოსტი ამ ტექსტით: “ერთ კვირაში, ჩვენ ვიშოვეთ 3000 დოლარი.” თუმცა, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ რეკლამის გაშვებაზე, თუ შინაარსს ასე შეცვლით: “სტუდენს 3000 დოლარიანი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.”

 

2. აკრძალული ან რეგულირებადი პროდუქტების რეკლამით გაყიდვა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 2

განსაკუთრებით ხშირად იბლოკება ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არეკლამებთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს რეგულირებად პროდუქტს.

 

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, აკრძალულია თუ ლეგალური ეს პროდუქტი იმ ქვეყანაში, სადაც რეკლამას უშვებთ. Facebook მიჰყვება საკუთარ, და არა ქვეყნების შიდა პოლიტიკას.

 

მაგალითად, თუ უშვებთ თავის მოვლის საშუალებების რეკლამას, რომელთა შემადგენლობაში კანაბიდიოლი შედის, მოგიწევთ ამოიღოთ ეს სიტყვა პროდუქტის აღწერიდან და ლენდინგ გვერდიდან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ.

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალი ლენდინგ გვერდზე ისეთი ფოტოს ჩვენებაა, რომელზეც კარგად ჩანს პროდუქტის შემადგენლობა. ამ რჩევის გათვალისწინების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სთხოვოთ Facebook-ს თქვენი რეკლამის გადამოწმება და დადასტურება.

3. ზედმეტი სიშიშვლე რეკლამაში გაშვებულ ფოტოზე

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 3

ამ ტიპის პრობლემები, როგორც წესი, თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების რეკლამის გაშვების დროს იჩენს თავს.

 

ასევე, შეიძლება იგივე საკითხი ნაცნობი იყოს ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც საუბრობენ დიეტებზე, სხეულის კორექციაზე და ა.შ ამ დროს, გირჩევთ შეძლებისდაგვარად შეამციროთ შიშველი კანის გამოჩენა ფოტოზე.

 

მაგალითად, პოსტი შეიძლება დაიბლოკოს, თუ ფოტოზე მოდელს აცვია თამამი საცურაო კოსტუმი. თუმცა, როგორც კი საცურაო კოსტუმს მოკლე შორტით ჩაანაცვლებთ, რომელზეც კანი მეტად იფარება, შესაძლებელია პოსტი დადასტურდეს და რეკლამაშიც გაეშვას. 

 

4. მართლწერის შეცდომები, ბევრი ემოჯი და გაუქმებული ვებგვერდები

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 4

ბუნებრივია, რომ ეს სოციალური მედია პლატფორმა შიდა განაწესის საშუალებით მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს კონტენტი, რომელშიც ბევრი ორთოგრაფიული და მართლწერის შეცდომაა, ან სადაც ზედმეტად ბევრი ემოჯია გამოყენებული.

 

ასევე, ყურადღებით იყავით ბმულთან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ. რეკლამის გაშვებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა ვებგვერდი გამართულად.

 

5. სოციალური სტანდარტების დარღვევა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 5

ბოლო პერიოდში, სოციალური სტანდარტები განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ამიტომ Facebook ამ მიმართულებასაც ძალიან მკაცრად აკონტროლებს. 

 

განსაკუთრებით კი ყურადღებას აქცევს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

 

  • სხვების უსაფრთხოება
  • ავთენტურობა
  • ძალადობა ან კრიმინალური ქცევა
  • ინტერელქტუალური საკუთრება
  • საეჭვო შინაარსის მქონე კონტენტი

გაითვალისწინეთ, რომ სოციალური სტანდარტების დარღვევისას, facebook-სგან მიღებულ შეტყობინებაში არ იქნება დაკონკრეტებული, რომელი პუნქტი დაარღწვიეთ, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ნებისმიერის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია.

 

ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა მნიშვნელოვანია, თუ ახლო მომავალში სოციალური მედია მარკეტინგის სწავლას და ამ მიმართულებით პროფესიულ განვითარებას აპირებთ. 

6. პირად მახასიათებლზე და ატრიბუტებზე ხაზგასმა

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 6

ზემოთ ჩამითვლილ წესებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეკლამა არ უნდა შეიცავდეს შინაარსს, ადამიანის პირად მახასიათებლებზე.

 

მაგალითად, პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებებს ან გავლენას ადამიანის რასის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის, რწმენის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის ან პრაქტიკის, გენდერული იდენტობის, ინვალიდობის, სამედიცინო მდგომარეობის (მათ შორის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის), ფინანსური მდგომარეობის, ხმის მიცემის სტატუსის ან კონკრეტული საზოგადოების ჯგუფის წევრობის შესახებ. ასევე, არ უნდა იყოს ნახსენები კრიმინალური პირის სახელი და გვარიც. 

 

ქვემოთ, ეთიკურად მართებული და არამართებული ტექსტის რამდენიმე მაგალითია, რომელიც ადამიანის პირად მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობას უკავშირდება.

7. შეუსაბამობა რეკლამასა და ლენდინგ გვერდს შორის

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 7

საინტერესოა, რომ Facebook აკვირდება არა მხოლოდ რეკლამაში გაშვებული პოსტის ხარისხს და მის რელევანტურობას, არამედ იმ ბმულსაც, რომელზეც რეკლამას მომხმარებელი გადაჰყავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ამ პლატფომრაზე თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.

 

ამ თხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად მაღალია ე.წ bounce rate თქვენ მიერ მითითებულ ბმულზე. ტერმინი Bounce rate გამოიყენება ვებ-ტრაფიკის ანალიზში. ის წარმოადგენს ვიზიტორთა პროცენტს, რომლებიც შედიან ვებგვერდზე და შემდეგ ტოვებენ მას, ნაცვლად იმისა რომ იმავე ვებგვერდზე სხვა გვერდებიც ნახონ.

 

გარდა Bounce rate-ისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამას მომხმარებელი არ გადაჰყავდეს გაუქმებულ ვებგვერდზე.

 

8. დეზინფორმაციის გავრცელება

რატომ იბლოკება სარეკლამო ანგარიში? - მიზეზი 8

შიდა პოლიტიკის მიხედვით, ასევე აკრძალულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განმთავსებელი განმეორებით გამოაქვეყნებს ყალბად მიჩნეულ ინფორმაციას, ე.წ fake news-ს, მასზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები და აღარ მიეცეს შესაძლებლობა განათავსოს რეკლამა ამ პლატფორმაზე.

 

რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმაზე წარმატებული რეკლამის გასაშვებად.

 

თუმცა, თუ ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში 12 წლის მანძილზე მუშაობით დაგროვილი პრაქტიკის გაზიარებაც გსურთ, შეგიძლიათ, ჩემს სოციალური მედია მარკეტინგის  კურსზე დარეგისტრირდეთ.

 

ამ სოციალური მედია მარკეტინგის ონლაინ კურსზე სიღრმისეულად შეისწავლით ყველაფერს, რაც წარმატებული Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვებისთვის დაგჭირდებათ.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია

ქოფირაითინგის 3 საუკეთესო წიგნი

ქოფირაითინგის 3 საუკეთესო წიგნი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

კარგმა ქოფირაითინგმა შესაძლოა წარმოუდგენლად გაზარდოს შენი გაყიდვები და შექმნას განგრძობითი, მყარი ურთიერთობის საფუძველი შენს მომხმარებელთან. მაგრამ როგორ უნდა გახდე კარგი ქოფირაითერი? ან როგორ უნდა შექმნა საინტერესო ტექსტი?

გაიგე მეტი პროფესიის შესახებ და გაეცანი ქოფირაითინგის 3 საუკეთესო წიგნს, რომლებსაც ამ ბლოგში გირჩევთ.

სტატიის სარჩევი

breakthrough-advertising-scaled

1. ქოფირაითინგის ბიბლია - Breakthrough Advertising by Eugene Schwartz

Breakthrough Advertising მიჩნეულია  ქოფირაითინგის ბიბლიად. მისი ყველაზე დაბალი ფასი არის 125$ ( მაგრამ თუ დანიშნულებისამებრ  გამოიყენებ ნამდვილად ღირს ამ ფასად მისი შეძენა)

ამ წიგნის ასახსნელად ეუგენი შვარცის სულ ერთი ციტატაც საკმარისია:
”ტექსტს არ შეუძლია პროდუქტისადმი სურვილი აღძრას. მას მხოლოდ შეუძლია აიღოს იმედები, ოცნებები, შიშები და სურვილები, რომლებიც უკვე არსებობენ მილიონობით ადამიანის გულებში, და მიმართოს მათი ფოკუსი  გარკვეულ პროდუქტზებზე. ქოფირაითინგის დავალებაა: ”ის კი არა, რომ შექმნა მასობრივი სურვილი  – არამედ რომ  იპოვო არხი და მიმართო ის’’

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენი ქოფის უკან უკვე არსებობს გარკვეული კონცეპტი, რომელიც დაფუძნებულია შენი აუდიტორიის უკვე არსებულ სურვილებზე, პრობლემებზე და ოცნებებზე. ქოფირაითერის მთავარი ფუნქციია მათი დანახვა და სწორად გაერთიანება.

Breakthrough Advertising ყველაზე ცნობილია თავისი გაცნობიერებულობის  5 საფეხურით, რომლებსაც არაერთი თანამედროვე ქოფირაითერი იყენებს ლენდინგ და სხვა გვერდების ასაწყობად.

ეს  5 საფეხურია:

  1. არ იცის: ადამიანმა არ იცის რომ პრობლემა აქვს, შესაბამიად, უმეტეს შემთხვევაში არ ღირს მათზე მარკეტინგული რესურსის დახარჯვა
  2. იცის პრობლემის შესახებ: ადამიანმა იცის რომ აქვს პრობლემა, მაგრამ არ იცის რომ ამ პრობლემის გადაჭირს გზა არსებობს
  3. იცის პრობლემის გადაჭრის გზა: ამ ადამიანმა იცის რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა, მაგრამ ეს გზა ჯერ არ აურჩევია და ამავდროულად არ იცის შენი პროდუქტის შესახებ
  4. ადამიანმა იცის პროდუქტის შესახებ: ამ ადამიანმა იცის შენი პროდუქტის შესახებ, მაგრამ არ არის ბოლომე დარწმუნებული რომ ის არსებულ პრობლემას მოუგვარებს
  5. იცის ყველაზე მეტი: ადამიანმა იცის ძალიან ბევრი შენი პროდუქტის შესახებ, ძალიან ახლოს არის შესყიდვასთან, მაგრამ სჭირდებათ უფრო სპეციფიკური ინფორმაცია.

2.ქოფირაითინგი, როგორც მოუშორებელი ისტორიის შექმნის წინაპირობა - Made to Stick by Dan and Chip Heath

გსმენია ისტორიის შესახებ, რომელიც  ასოცირდება ჰელოვინთან და კანფეტებთან? ის უკავშირდება კანფეტებში აღმოჩენილ ბასრ საპარსებს, რომელთა რეალური არსებობის ისტორია არ დაფიქსირებულა, მაგრამ დღემდე ყველა ამაზე საუბრობს.

 

გაინტერესებს რატომ?

 

ასეთი ისტორიის დავიწყება ძალიან რთულია. წარმოიდგინე რამდენად საზარელია ასეთი კანფეტის ჩაკბეჩა და რამდენად მტკივნეულია ამის წარმოდგენაც კი.

სწორედ ასეთი ისტორიას ჰქვია ”მოუშორებელი ისტორია”, რომელიც ავტომატურად ასოცირდება რაღაცასთან და  ყოველ ჯერზე გახსენებს თავს.

პროფესორები დენ და ჩიპ ჰეითები სწორედ ამ ფენომენის შესახებ მოიგყვებიან წიგნში Made to Stick, მოგიყვებიან როგორ შექმნა ქოფირაითინგის ტექსტი, რომელიც გადაიქცევა ისტორიად და მიეწეპება განმეორებად ასოციაციად.

ერთ-ერთი გზა ასეთი ტექსტის შესაქმნელად არის: ვიზუალური ხატის შექმნა შენი მკითხველისთვის, მაგალითად როგორიცაა – ბასრი საპარსი ჰელოვინის კანფეტებში.

იმისთვის, რომ იდეაა დასამახსოვრებელი იყოს, მიჰყევი ინსტრუქციას:

  • მარტივი – დასამახსოვრებელი ისტროიები არის ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები
  • მოულოდნელი – ასეთი იდები არის სურპრიზის მატარებელი, რაც ჩვენ მეხსიერებაში უფრო მარტივად ილექება
  • ადვილად წარმოასადგენი – ისეთი სურათები, რომელთა აწყობა წარმოსახვაში მარტივია, იქცევიან სურათებად, რომლებსაც ადვილად გავიხსენებთ
  • სანდო – თუ წყარო იქნება სანდო, ეს ისტორია იქნება მეტად დამაჯერებელი და უფრო მარტივად აღსაქმელი როგორც სიმართლე
  • ემოციური – ემოციურად დატვირთლი იდეები უფრო მყარად რჩებიან ჩვენს გონებაში
  • თხრობითი ფორმის – იდეები, რომლებსაც მოვუთხრობთ როგორც ისტორიებს უფრო მარტივად გვამახსოვრდება, ვიდრე აბსტრაქტული და კონცეპტური იდეები.

თითოეული ეს ნაბიჯი გახდის შენს იდეას კიდევ უფრო მოუშორებელს.

3. ქოფირაითინგის დამარწმუნებელი ხელოვნება - Influence: The Psychology of Persuasion by Robert Cialdini

რატომ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს? საიდან მოდის რაიმე რწმენა? როგორ იქმნება რწმენა და რა არის მისი მატრიგერებელი, ჩვენი გარემოცვდიან?

იმისთვის, რომ ამ კითხვებს უპასუხო, გირჩევთ წაიკითხო წიგნი  Influence: The Psychology of Persuasion, რომელიც შექმნა რობერტ ჩაილდინიმ. ის არის ფსიქოლოოგის პროფესორი, რომელიც ატარებდა კვლევებს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მიმართულებით და სწორედ ამის შემდგომ გამოყო – დარწმუნების 6 პრინციპი:

  1. რეციპროკულობა
  2. ვალდებულება და კონსისტენტურობა
  3. სიმცირე
  4. აუტორიტეტულობა
  5. მოწონება
  6. სოციალური დადასტურება

ამ პრინციპებს აქვთ ქვეცნობიერი ფსიქოლოგიის მიზეზები, თუ რას და როგორ აკეთებენ ადამიანები. წარმოიდგინე:

  • ადამიანები აკეთებენ რაღაცას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წარსულში მათთვის რაღაც გააკეთეს, რაც  უკავშირდება რეციპროკულობას.
  • ადამიანები აკეთებენ რაიმეს იმისთის, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ რომ ისინი ამასა აკეთებენ – სოციალური დადასტურება.
  • ადამიანები აკეთებენ რაღაცას, იმიტომ რომ ეს არის იშვიათი და ღირებული და საჭიროა ამის სწრაფად ატაცება, ანუ რაღაც არის დეფიციტში.

ზეგავლენა ხსნის ბევრ ფსიქოლოგიურ პრინციპებს, რომლების გადმოტანა შესაძლებელია ქოფირაითინგში. იმისთვის, რომ ეს 6 პრინციპი გამოიყენო პრაქტიკაში, შესაძლოა მათი გადმოტანა სცადო მომხმარებლისთვის შექმნილ მაგალითად მეილის ტექსტებში, შექმენი სიმცირის განცდა ერთი წინადადებით მეილის სათაურში და დაელოდე როგორ ჩადგებიან მომხმარებლები რიგში ამ პრდუქტის შესაძენად.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

თუ კიდევ გაინტერესებს წიგნები, რომლებიც მარკეტერებმა და ანტრეპრენერებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, გაეცანი ჩვენს სხვა ბლოგს – 7 წიგნი ანტრეპრენერთათვის ან ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
ციფრული მარკეტინგი

SEO ოპტიმიზაცია – გაუმჯობესების 9 გზა WordPress-ის საიტზე

SEO ოპტიმიზაცია - გაუმჯობესების 9 გზა WordPress-ის საიტზე

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

თუ შენი მიზანია ორგანული ტრაფიკის მოზდივა ბიზნეს საიტზე, მნიშვნელოვანია კარგი SEO სტრატეგიის იმპლემენტაცია. რაც უფრო კარგი იქნება Seo ოპტიმიზაცია მით უფრო მაღლა იქნება საიტი საძიებო სისტემის გვერდების შედეგებში და რაც უფრო მალე გადაინაცვლებს შენი საიტი გვერდის პირველ ადგილას, მით უფრო მეტი ადამიანი ნახავს  პროდუქტს, სერვის ან ბლოგს, რომელსაც ეს საიტი ემსახურება.

სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით Seo ოპტიმიზაციის გზებზე, მანამდე გადავხედოთ Seo-ს ზოგად ცნებას.

სტატიის სარჩევი

myriam-jessier-VCtI-0qlVgA-unsplash

რა არის SEO და რატომ არის მნიშნელოვანი SEO ოპტიმიზაცია?

SEO  იშიფრება, როგორც  ‘’საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის’’. გუგლი იყენებს ძალიან კომპლექსურ თანმიმდევრულ ალოგირთმებს საიტის კონენტის, გვერდის ელემენტების, თაგების და საიტის შესაძლებლობების (და სხვა კიდევ ბევრი ელემენტის) შესაფასებლად.

თუ გსურს რომ მომხმარებლებმა გიპოვონ, უნდა უზრუნველყო, რომ გუგლბოტის ქროვლერმა არა მხოლოდ იპოვოს, არამედ დადებითად შეაფასოს შენი საიტი.  როდესაც გუგლი ვერ პოულობს Wordpess-ზე დამზადებულ საიტს, ეს ნიშნავს რომ საიტი არ იქნება ინდექსირებული და ექნება ნული შანსი თავი ამოყოს საძიებო სისტემის პიველ გვერდზე.

საბედნიეროდ,  WordPress-ს აქვს ჩაშენებული ფუნქციონალები, რომლებიც ამ ბოტების კეთილგანწყობას უზრუნველყოფენ. პლათფორმის ფუნქციონალები ხელმძღვანელობენ: საძიებო სისტემის ცალკეულ პოსტებსა და გვერდების, ამით კი უმარტივებენ ქროვლერს კატეგორიების  შეფასებისას  საჭირო ინფორმაციის მოძიებას, რაც თავის მხრივ ზრდის პირველ გვერდზე აღმოჩენის  შესაძლებლობას. SEO ოტიმიზაცია და მისი ხელსაწყოები გეხმარებიან მოიზიდო მეტი ორგანული ტრაფიკი და მიიიღო გუგლისგან დამაკმაყოფილებელი შეფასება.

edho-pratama-yeB9jDmHm6M-unsplash

შენ უნდა დაინახო ის რასაც ხედავს Google

შენ უნდა დაინახო ის რასაც ხედავს გუგლი, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეს მრავალფუნქციური ფლაგინი ჩაშენებული, როგორიცაა Yoast-ი. ეს ფუნქციონალი უზრინველყოფს მყისიერ უკუკავშრს  შენს კონტენტზე, რაც მოგცემს საშუალებას სწრაფად აღმოაჩინო პრობლემები და გაატარო შესაბამისი ცვლილებები, საუკეთესო მაგალითების მიხედვით. Yoast-ი გეხმარება  ქივორდების განთავსებაში, გეუბნება არის თუ არა ფოტოები სწორად დათაგული ან იკითხება თუ არა კარგად  ტექსტები შენს პოსტებში.

Seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშნელოვანი გზა - სურათების alt თაგების გაწერა

Seo ოპტიმიზაციის ერთერთი მნიშნელოვანი გზაა სურათების alt თაგების გაწერა, რომელსაც სურათის ატვირთვის დროს წერ. მაღალი ხარისხის სურათები შენს საიტზე არა მხოლდო აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, არამედ მნიშნელოვანია გუგლის ინდექსირების პროცესისთვის.  იმის გათვალისწინებით, რომ კომპიტერი აღიქვამს  სიტყვებს, სურათების დათაგვისას გაითვალისწინე, რომ თაგი გაწერილი იყოს მნიშვნელოვანი ქოვორდებით.  იმის შანსი, რომ რეიტინგში მოხვდე გაიზრდება თუ სურათის დასათაურება იქნება მაგ. ქალის-შავი-ფეხსაცმელი, ვიდრე სათაური IMG0008738.

campaign-creators-pypeCEaJeZY-unsplash

SEO ოპტიმიზაცია და დუბლირებული კონტენტი

შეამოწმე შენი საიტი, ნახე რომ ყველ URL-ზე იყოს დამოუკიდებელი უნიკალური კონტენტი, რადგან  დუბლირებული კონტენტი ჯარიმდება და SEO ოპტიმიზაციას უშლის ხელს.  მაგალითად არ გამოიყენო ერთი და იგივე აღწერა გვერდებზე ‘’ქალის ფეხსაცმელი’’,  ‘’ლურჯი ქალი ფეხსაცმელი’’ და ‘’ქალის ბოტასები’’.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

SEO ოპტიმიზაციია WordPress-ის კატეგორიების სტრატეგიული გამოყენებით

როგორც თაგები, ასევე კატეგროეიბი გეხმარება საიტის კონტენტის ორგანიზებაში. კეტეგორიები მიანიშნებს მკითხველს ბლოგის კონტენტის შესახებ და უმარტივებს მათ აღმოაჩინოს მსგავსი პოსტები, მსგავსი შინაარსით. თაგების გაწერა არის შენი არჩევანი ( მაგრამ მაინც არ გირჩევთ მათზე უარის თქმას) ხოლო კატეგორია არის აუცილებელი wordpress-ზე.  ისევ რომ დავუბრუნდეთ ქალის ფეხსაცმლის თემას, ამ შემთხვევაში კატეგორია იქნება ‘’ ქალის ფექსაცმელი’’ ხოლო თაგი იქნება ‘’ ლურჯი’’.

SEO ოტიმიზაცია - ეფექტური პერმალინკების შექმნით

კვლევის მიხედვით, იმის და მიუხედავად რომ პოსტის სათაურში მოცემული რიცხვები უბიძგებს მკითხველს დაკლიკებისკენ, ისინი არ მონაწილეობენ შენი ბიზნესის ვებსაიტის რეიტინგის ალგორითმში. ამიტომ შეამოკლე სლაგები –

დაიყვანე 5 სიტყვაზე ან ნაკლებზე. თუ შენი პოსტის დასახელებაა ‘’ 10 ტრენდული ფეხსაცმლის სტილი ზაფხულისთვის’’ შეამოკლე პრემალინკი ‘’ ტრენდული-ფეხსაცმლის-სტილი-ზაფხულისთვის’’

karl-pawlowicz-QUHuwyNgSA0-unsplash-min

SEO ოპტიმიზაცია საიტის რუქის XML-ში შექმნით.

გაუმარტივე BING-ს, GOOGLE-ს, YAHOO-ს და სხვა საძიებო სისტემებს შენი ბიზნეს გვერდის  შეფასების პროცესი საიტის რუქის გენერატორით.  ჩაგდე შენი  მთლიანი URL-ი, შეარჩიე საუკეთესოდ მორგებული პასუხი სამ კითხვაზე და დაელოდე სანამ გენერატორი შექმნის ოპტიმიზირებულ საიტის რუქას.

SEO ოპტიმიზაცია - ეფექტური სათაურებისა და meta თაგების გაწერით.

თუ გიჭირს ეფექტური სათაურების და meta თაგების წერა დამოუკიდებლად, ძალიან მოგეწონება Platinum SEO Pack ფლაგინი, რომელიც გეხმარება გვერდების ოპტიმიზაიაში და პოსტების კონტენტის SEO-ს შესაბამისდ აწყობაში. ის ავტომატურად აგენერირებს მეტა თაგებს, რაც უზრუნველყოფს კონტენტის ინდექსირების პროცესის გამარტივებას საძიებო სისტემებისთვი.

SEO ოპტიმიზაცია - ქივორდების ჩაყრის გარეშე

 იმისთვის,რომ მოხვდე ორგანული შედეგების გვერდის პირველ ადგილზე, შეეშვი ქივორდების უმიზნო ჩაყრას. დატოვე მხოლოდ ის ქივორდები, რომლებიც ბუნებრივად ჯდება ტექსტში და არ ტვირთავს საიტის კონტენტს. არ ჩაწერო  ყველგან უცნაური ქივორდები, რომლებიც აცდენილია ტექსტის შინაარს და დატოვე მხოლოდ ყველაზე ღირებული მათგან.

 

ეტაპობრივად მიყევი ამ მარტივ რჩევებს და დაიწყე SEO ოპტიმიზაციის პროცესი.

 და მაინც რომელია შენი პირველი არჩევანი ?

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
ციფრული მარკეტინგი

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

დაიღალე გაურკვევლობით, რომელიც თან ახლავს შენს ყოველ ახალ მარკეტინგულ კამპანიას? თუ შენი პასუხი ამ კითხვაზე დადებითია, მაშინ დროა დაიწყო დიჯიტალ მარკეტინგში უფრო აქტიურად ინვესტირება.

დიჯიტალ მარკეტინგის უკვე გამოცდილი და ფუნდამენტური მიდგომების ცოდნა, დაგეხმარება მარკეტინგული კამპანიის სწორად და ეფექტურად დაგეგმვაში, რაც თავის მხრივ გაზრდის შენი ბიზნესის მარკეტინგული მიზნების მიღწევის ალბათობას.

როგორ?

გაეცანი დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობებს და თავად გადაწყვიტე რამდენად ეფექტური იქნება მასში ინვესტიცია, შენი ბიზნესისთვის.

სტატიის სარჩევი

1. დიჯიტალ მარკეტინგის ბიუჯეტი - ეკონომიურად ეფექტური ინვესტიცია

 

დიჯიტალ მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი  უპირატესობა არის მისი ეკონომიურად ეფექტურობა. სწორად შედგენილი სტრატეგია დაგეხმარება დაზოგო ფული და ამავდროულად განაგრძო ღირებული ლიდების შეგროვება.

 

ტრადიციული მარკეტინგის მეთოდების გამოყენბისას, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან უჭირს დიდ ბიზნესებთან კონკურენცია, რადგან მათ აქვთ მეტი ფინანსური რესურსი და შესაბამისად მეტი საშუალება გამოჩნდნენ სხვდასხვა საკომუნიკაციო არხში.

დიჯიტალ მარკეტინგის შემთხვევაში იქნება ეს მცირე, საშალო თუ დიდი ბიზნესი, თითოეული მათგანი იწყებს კომუნიკაციას ერთი საფეხურიდან. ეს არის შედარებით ხელმისაწვდომი გზა შენი ბიზნესის სოციალური მედია რეკლამისთვის, რომ მოიზიდოს ღირებული ლიდები შედარებით ნაკლები ბიუჯეტით.

ფეისბუქ რეკლამის და სხვა ციფრული ინსტრუმენტების შემთხვევაში, გაქვს საშუალება გადაიხადო თითო კლიკის ფასი (PPC). არ აქვს მნიშვნელობა შენი ბიუჯეტი არის 500$ თუ 1000$, შეგიძლია შეადგინო რეკლამის ყოველდღიური ან გარკვეული პერიოდის ბიუჯეტი შენი ბიზნესის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, იმას თუ რა თანხას დახარჯავ კამპანიაზე ექნება კლიკების რაოდენობაზე და სხვა მეტრიკებზე გავლენა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი სტრატეგიის გაწერა და კამპანიის მსვლელობისას მუდმივი მონიტორინგი.

გაითვალისწინე, დიჯიტალ მარკეტინგის წარმატებული სტრატეგიის შესაქმნელად საჭიროა დრო, წარსულ გამოცდილებაზე დაკვირვება და ახალი მიდგომების ტესტირება.

path-digital-tR0jvlsmCuQ-unsplash

2. შესაძლებლობა გაზომო დიჯიტალ მარკეტინგის შედეგები

როდესაც ბიზნესი, მარკეტინგულ კამპანიაში დებს ინვესტიციას, მნიშვნელოვანია შეეძლოს მასზე დაკვირვება და შედეგების გაზომვა, რათა თავიდან აირიდოს ბიუჯეტის არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვა.

ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები საშუალებას მოგცემს ყოველდღიურად დააკვირდე კამპანიის წარმატების საზომ მეტრიკებს და პროცესშივე შეიტანო მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ჩვენ არ ვუარყოფთ ტრადიციული მარკეტინგული მეთოდების ეფექტურობას, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ დაკვირვების პროცესი ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში უფრო ზუსტი და ძალიან გამარტივებულია.

  არსებობს არა ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოგაწვდის საჭირო ინფორმაციას და მოგცემს საშუალებას ეს ინფორმაცია ისევ გამოიყენო, შენ მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტის შესანარჩუნებლად.

 

ყველნაირი ტიპის კამპანიას აქვს თავისი ტრეკინგ სისტემა, იქნება ეს სოციალური მედია თუ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, შენ გექნება შესაძლებლობა თვალი ადევნო მიმდინარე შედეგებს .

შეარჩიე შენი ბიზნეს მიზნებისა და კამპანიის შესაბამისი მეტრიკები. დააკვირდი და გაანალიზე. ნახე რა მუშაობს, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რა არის მთლიანად ჩასანაცვლებელი . დიჯიტალ მარკეტინგი გაძლევს შესაძლებლობას, ეს ყველაფერი დაინახო კამპანიის მსვლელობის პარალელურად და არა მას მერე, რაც კამპანია დასრულდება და ცვლილებები დაგვიანებული იქნება.

melanie-deziel-fSWQPBxqClg-unsplash

3. დიჯიტალ მარკეტინგი გაკავშირებს შენს მიზნობრივ აუდიტორიასთან

იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანია იყოს ეფექტური, უნდა მიწვდე  შენი ბიზნესის მიზნობრივ აუდიტორიას.  ონლაინ მარკეტინგის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, დაინტერესებულ ადამიანებთან მარტივად დაკავშირების შესაძლებლობა. დიჯიტალ მარკეტინგი გაძლევს საშუალებას მიწვდე მარკეტინგულ ფანელის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ მომხმარებელს, გაუკეთო მას შესაბამისი შეთავაზება და მიაწოდო საჭირო ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.

აუდიტორიები, რომლებსაც ინახავენ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები არსად იკარგებიან, მათი გამოყენება შეგიძლია რეტარგეტინგის კამპანიისთვის. სწორედ ეს მიდგომა დაგეხმარება  შეინარჩუნო შენს მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტი და მოარგო მათ ბიზნეს შეთავაზებები.

თუ სარეკლამოდ გამოიყენებ ფეისბუქ რეკლამას, მაშინ შესაძლებლობა გექნება  თითო კამპანიას გაუწერო შესაბამისი აუდიტორიის ნიშნები, როგორებიცა: ასაკი, სქესი, ინტერესები, ჰობი, სამსახურეობრივი პოზიცია და ბევრი სხვა რამ.

გარკვეულ შემთხვევებში, ფართო აუდიტორიის ასეთი გაფილტვრა გეხმარება უფრო კონკრეტულ აუდიტორას მიწვდე და მეტად ეკონომიურად დახარჯო გაწერილი ბიუჯეტი, ასევე დატესტო სხვდასხვა პროდუქტი სხვდასხვა აუდიტორიაზე და იპოვო საუკეთესო კომბინაციები.

campaign-creators-8F4EX4Nw1yY-unsplash

4. დიჯიტალ მარკეტინგი - ‘’მომხმარებლის გზის’’ პირველივე ნაბიჯების ფეხდაფეხ

როცა მომხმარებლები იწყებენ კონკრეტული პროდუქტის ძიებას, მნიშვნელოვანია შენი ბრენდი გამოჩნდეს მათი გადაწყვეტიების მიღების პროცესის თავშივე და გამოირჩიეოდეს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან. დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობა არის სწორედ ის, რომ  გაძლევს შესაძლებლობას მიწვდე მომხმარებელს როცა ის იმყოფება ფანელის პირველ ეტაპზე.

დროთა განმავლობაში მეტმა ადამიანმა დაიწყო ონლაინ სივრცეში სასურველი პროდუქტის ძიება, თუ შენ  გაქვს მათთვის საინტერესო პროდუქტი სწორედ ახლა არის დრო რომ ის ციფრული არხების საშუალებით მათ გააცნო.

პროდუქტის შეძენაზე ფიქრს მომხმარებლები იწყებენ ამ პროდუქტზე ინფორმაციის მოძიებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ისნი ისეთ ადგილას გადაამისამართო, სადაც ისინი ამ ინფორმაციის მიღებას  შეძლებენ და ამავდროულად შენი  ბიზნესის უპირატესობას გაეცნობიან.

ნუ შეგაშინებს თუ ლიდების დიდი ნაწილი პირველივე ნაბიჯზე არ დაკონვერტირდება. დასაწყისსისთვის მნიშვნელოვანია რომ მათ გაიგეს შენი პროდუქტის არსებობის შესახებ და ერთ-ერთ ვარიანტად აირჩიეს, ასეთი აუდიტორიის საბოლოო კონვერტაცია უფრო მარტივია მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვით.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

დაიწყე დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობების გამოყენებ

დიჯიტალ მარკტინგში ინვესტიცია დაგეხმარება მოარგო შენი მარკეტინგული კამპანია პროდუქტს, მიწვდე სასურველ აუდიტორიას უფრო მარტივად. რაც მთავარია, დახარჯო გამოყოფილი ბიუჯეტი ისე, რომ შედეგების გაანალიზება დათვლა და გაზმოვა მეტად თვალსაჩინო და მარტივი გახდეს.

ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შერჩევამდე, გადახედე შენს უკვე არსებულ არხებს.  გაანალიზე რა მუშაობს და რა  საჭიროებს გაუმჯობესებას და  შემდგომ შეარჩიე შენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური სარეკლამო პლათფორმა.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
ციფრული მარკეტინგი

4 რეკლამის ტიპი სოციალურ ქსელში

4 რეკლამის ტიპი სოციალურ ქსელში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

დღევანდელი ციფრული მარკეტინგის სამყაროში ცოდნასა და სიახლეების საქმის კურსში ყოფნას დიდი ძალა აქვს. რეკლამა სოციალურ ქსელში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესურსი, რომელიც შენი ბიზნესის გაყიდვების გასაზრდელად შეგიძლია გამოიყენო.

წარმოიდგინე რამხელა აუდიტორიას შეგიძლია მიაწოდო საჭირო ინფორმაცია, მხოლოდ ერთი სოციალური მედია პოსტით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამ პოსტს სხვდასხვა პლათფორმაზე განათავსებ.

ყველაზე ცნობილი სოციალურ მედია პლათფორმებს შორის არიან: Facebook-ი, Instagram-ი, LinkedIn-ი და pinterest-ი. ამ პლათფორმებს ჰყავთ მილიონობით იუზერი, რაც მათ ყველანაირი ტიპის ბიზნესისთვის ძალიან ღირებულს ხდის.

რამდენიმე ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელია სოციალური მანიშნელების დატრეკვა, შედგების გაზომვა და კამპანიების მონიტორინგი.

აუცილებლად გაითვალისწინე, რომ თითოეულ მათგანს აქვს თავისებური სარეკლამო პლათფორმა და ეფექტური რეკლამის შექმნის წინაპირობები. შეარჩიე რელევანტური სოციალური მედია პლათფორმა შენი ბიზნესის მიზნებიდან და მიზნობრიობიდან გამომდინარე.

ამ ბლოგში გაეცნობი თუ როგორი ტიპები არსებობს რეკლამის სოციალურ ქსელში და რა სპეციფიკა აქვთ მათ.

 

 

სტატიის სარჩევი

shubham-dhage-fvfrHqt37eo-unsplash

1.Facebook რეკლამა, სოციალურ ქსელში

 

თუ გსურს მიწვდე სასურველ აუდიტორიას და შექმნა მათზე მორგებული ეფექტური რეკლამა, მაშინ ფეისბუქ რეკლამა არის სწორედ ის რაც შენს ბიზნეს სჭირდება. Facebook რეკლამა გამოირჩევა მიზნობრივი აუდიტორიის გაფილტვრის ინსტრუმენტებით, რაც შესაძლებელს ხდის მაქსიმალურად სპეციფიკური იყო აუდიტორიის შერჩევისას, შენ შეგიძლია გაფილტრო აუდიტორიის : დემოგრაფია – ასაკი, ადგილმდებარეობა, ფსიქოგრაფია – ინტერესები, მოწყობილობა – დესკტოპი, მობილური ან ორივე ერთად, რაც საბოლოო ჯამში სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარება. ფეისბუქ რეკლამა მორგებულია ყველანაირი ტიპის ბიზნესზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია E-Commerce-ზე.

souvik-banerjee-JLj_NbvlDDo-unsplash

2. LinkedIn რეკლამა, სოციალურ ქსელში

შენი ბიზნესი ფოკუსირდება B2B რეკლამაზე? ამ შემთხვევაში LinkedIn-ი იქნება სწორი არჩევანი. ამ პლათფორმაზე შესაძლებლობა გექნება, მოიპოვო ყველაზე ღირებული და საჭირო ლიდები შენი ბიზნესისთვის. თუ შენ გაქვს რეკრუტინგის კომპანია, ან პროდუქტი, რომელსაც მაგალითად სარეკლამო კომპანიებს სთავაზობ, დროა ამ პლათფორმას უკეთესად გაეცნო. იმისთვის რომ მაქსიმალურად კარგად შეძლო ამ სოციალური მედია არხის გამოყენება, გაითვალისწინე:
1. შექმენი მარტივი, მოკლე და საინტერესო გვერდი

2.დარწმუნდი, რომ შერჩეული გაქვს სწორი მიზნობრივი აუდიტორია. აუდიტორიის გაფილტვრის საშუალებ LinkedIn-ზე შეგიძლია: ადგილმდებარეობის, კომპანიის სიდიდის, განათლების, უნარების, ასაკის და სხვა ნიშნების საშუალებით.

3.ფოკუსირდი იმ პრომლებემზე, რომლებსაც აწყდებიან პროფესიონალები ყოველდღიურ სამუშაო გარემოში და იზრუნე მათ გადაჭრაზე, შენი პროდუქტის საშუალებით.

 

alexander-shatov-_tF3vug2FhQ-unsplash

3. Instagram რეკლამა, სოციალურ ქსელში

თუ შენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ჩართულობა და მომხმარებლის ინტერაქცია შენს ბიზნესთან, ამისთვის ყველაზე ეფექტური რეკლამა  სოციალურ ქსელში არის ინსტაგრამ პლათფორმაზე. რატომ ინსტაგრამი? თუ დავუჯერებთ კვლევებს, ინსტაგრამი 58%-ით უფრო მაღალი ჩართულობით გამოირჩევა სხვა პლათფორმებთან მიმართებაში.

 

თუ შენი ბიზნესის კონტენტი კონცენტრირდება უფრო მეტად ვიზუალურ მხარეზე, მაშინ გაყიდვების გენერირებისთვის ეფექტურ რეკლამას ამ პლათფორმაზე შექმნი.

 

ინსტაგრამ პლათფორმის მთავარი  უპირატესობაა, რომ  არ ხარ მხოლოდ დამოკიდებული რეკლამაზე, არამედ შეგიძლია მიიღო ორგანული ჩართულობა მის გარეშეც.

souvik-banerjee-09RuvhgmTPY-unsplash

4. Pinterest რეკლამა, სოციალურ ქსელში

Pinterest-ის პლათფორმა მოწყობილია ისე, რომ მომხმარებელს აჩვენოს სხვდასხვა სასურველი პროდუქტი და ამავდროულად კომპანია, რომელიც მას ჰყიდის. ეს პლათფორმა Instagram-ის მსგავსად გამოირჩევა მაღალი ჩართულობის მაჩვენებლით და ყურადღებას ამახვილებს ვიზუალის ესთეტიკურ მხარეზე.

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

პლათფორმის შერჩევამდე, გადახედე შენს უკვე არსებულ სოციალურ მედია არხებს.  გაანალიზე რა მუშაობს და რა  საჭიროებს გაუმჯობესებას და  შემდგომ შეარჩიე შენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური რეკლამა სოციალურ ქსელში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
ციფრული მარკეტინგი

ფეისბუქ რეკლამა – 5 რამ წარმატებისთვის

როგორ იქმნება წარმატებული ფეისბუქ რეკლამა?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

იმისთვის, რომ შეძლო შენი ფეისბუქ რეკლამის მაქსიმალურად დაოპტიმიზირება, ამისთვის საჭიროა რამდენიმე ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევის გათვალისწინება. მათი გათვალისწინებით შენი ფეისბუქ რეკლამა გახდება უფრო ეფექტური ყველა მიზნობრიობასთან მიმართებაში.

ამ ბლოგში გაგაცნობთ 5 ყველაზე მნიშნელოვან რჩევას, რომელიც ეფექტური რეკლამის შესაქმნელად უნდა გაითვალისწინო.

სტატიის სარჩევი

1. ფეისბუქ რეკლამა და რეტარგეტინგი

ფეისბუქ რეკლამა გთავაზობს რეტარგეტინგის რამდენიმე ვარიანტს:

  • ის ადამიანები, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციას ფლობ და ტვირთავ ფეისბუქზე. სია შეიძლება შედგებოდეს ძველი მომხმარებლებისგან, ელ.ფოსტის ან ბლოგის გამომწერებისგან. ასეთ რეკლამას იყენებენ ტარგეტირებული, დროში განსაზღვრული ოფერის და ჯგუფის სპეციფიკური ფეისბუქ რეკლამის შესაქმენლად. მაგალითად: ექსკლუზიური შეთავაზება ‘ყვლაზე აქტიური’ მომხმარებლებისთვის ან კონკრეტული პროდუქტის შეთავაზება სპეციფიკური ჯგუფისთვის, რომლებიც ახალი პროდუქტის მსგავს პროდუქტს უკვეთავენ რეგულარულად.
  • ადამიანები, რომლებიც უახლოეს წარსულში რაღაც ტიპის ინტერაქციაში შემოვიდნენ შენს ბიზნესთან. ეს შესაძლოა იყოს ვებ.გვერდის კონკრეტული გვერდის სტუმრობა ან პროდუქტის ვიდეოს ყურება სოციალური მედია პლათფორმაზე.

2.ფეისბუქ რეკლამა და ვიდეო კონტენტი

ბოლო დროს არაერთი  მოსაზრება გაჟღერდა ვიდეო რეკლამის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ბევრი ამბობდა, რომ ფესიბუქმა რადიკალურად შეცვალა მიდგომა ვიდეო ფორმატის მეტრიკებისადმი. ამის და მიუხედავად  ვიდეო ფორმატის Facebook რეკლამა მაინც რჩება ერთ-ერთ მთავარ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტად.

 

ვიდეო ფორმატი გაძლევს შესაძლებლობას მეტი აჩვენო და მოყვე შენი პროდუქტის შესახებ, ხოლო სთორის ფორმატი მთლიანობას ჰმატებს სარეკლამო კამპანიებს. მომხმარებელმა შესაძლოა არ წაიკითხოს  2 ხაზიანი ტექსტი, მაგრამ დაყოვნდეს და ნახოს 20 წამიანი ვიდეო. ეს გაძლევს საშუალებას უფრო მარტივად მიაწვდინო შენი სათქმელი მომხმარებელს და იქონიო შენთვის სასურველი გავლენა მასზე.

 

აქციე ასეთი ვიდეო რეკლამა კლასიკურ სარეკლამო ფანელად. შექმენი ცივი აუდიტორიისგან კამპანია, რომელშიც ვიდეოთი მოუყვები ინფორმაციას შენი პროდუქტისა და ბრენდის შესახებ. შემდგომ შექმენი ფეისბუქ რეკლამა, რომელიც დაატარგეტებს ვიდეოს მინიმუმ 10 წამის მნახველებს და აქციე ისინი ლიდებად, რომლებსაც ფეისბუქ რეკლამით, საკონტაქტო ინფორმაციის სანაცვლოდ შესთავაზებ რაიმე უფასო საჩუქარს.

3. ფეისბუქ რეკლამა და ქოფირაითინგი

ფეისბუქ რეკლამის ეფექტურობის ერთ-ერთი წინაპირობაა აუდიტორიაზე მორგებული ქოფირაითინგი. კარგმა ქოფიმ შესაძლოა კამპანიის კლიკის ფასი დაიყვანოს 7.80$-დან 1.5$-მდე.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ხანდახან კარგმა ქოფირაითერებმაც კი არ იციან რა იმუშავებს კონკრეტულ დროს იმ სპეციფიკურ აუდიტორიაზე, ამიტომ მნიშნელოვანია ტექსტზე მუშაობისას, შეიქმნას რამდენიმე ვარაცია, რომელთა ეფექტურობას გატესტვის დროს ნახავ და შემდგომ დატოვებ საუკეთესოს.

ტესტირებისას მოსინჯე სხვადასხვა ემიცურად დატვრთული სათაური: გადაუჭერი პრობლემა, გაახსენე რაიმე სასიამოვნო, მიაწოდე შეზღუდული ან ექსკლუზიური შეთავაზება, ასევე დატესტე ბულეთები, გრძელი ან მოკლე პარაგრაფები, სხვდასხვა წყობის წინადადებები, საბოლოო ჯამში კი შედეგების მიხედვით შეარჩიე მათგან საუკეთესო.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. ფეისბუქ რეკლამა და ფლეისმენტები

Facebook რეკლამა გაძლევს საშუალებას მიწვდე შენს აუდიტორიას  ფეისბუქ და არაფეისბუქ პლათფორმაზეც, მათ შორის ინსტაგრამზე და audience network-ზე. ფილტრის დადება შეგიძლია მოწყობილობის მიხედვით:  მხოლოდ დესკტოპის, მხოლოდ მობილურის ან ორივეს დატოვება.

სხვდასხვა ფლეისმენთი სხვდასხვაგვარ გავლენას იქონიებს შენს კამპანიაზე.  მობილურ იუზერი შესაძლოა ნაკლებად გახდეს მყიდველი მაგრამ უფრო მეტი ჩართულობა ქონდეს ვიდრე დესკტოპ იუზერს.

ინსტაგრამის ფლეისმენთი, ყოველთვის უფრო ძვირი ღირს ვიდრე ფეისბუქის სხვა ფლეისმენთები, მაგრამ ის გამოირჩევა ძალიან მაღალი ჩართულობით. 

ფეისბუქ კამპანიის შექმნისას, ფლეისმენტები ავტომატურად არის მითითებული, მაგრამ შეგიძლია შეცვალო შერჩეული ფლეისმენტები და დატოვო მათგან შენი მიზნობრიობიდან გამომდინარე საუკეთესოები.

5. ფეისბუქ რეკლამა და Lookalike აუდიტორია

ეს ალბათ წარმატებული ფეისბუქ რეკლამის შექმნიშთვის ყველაზე კლასიკური რჩევაა, მაგრამ იმდენად კარგია, რომ გამეორებად ნამდვილად ღირს.

ბიზნესების უმეტესობას, მათ შორის მცირე ბიზნესებსაც, ჰყავთ კლიენტების ისეთი ჯგუფი, რომლებიც ითვლიებიან ძალიან ღირებულ მომხმარებლებად. ისინი არიან ან უფრო ჩართულები ბრენდის ყოველღიურობაში, ან უფრო სავარაუდოა რომ რეგულარული და ლოიალური მყიდველები არიან. ეფექტური Facebook რეკლამის შესაქმენლად კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აუდიტორიის სწორად გამოყენება. იმისთვის, რომ შენი ყველაზე ღირებული აუდიტორიის მსგავს ცივ აუდიტორიას (ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ სმენიათ შენი ბრენდის შესახებ, მაგრამ შენი უკვე არსებული მომხმარებლის მსგავსები არიან) დაუკავშირდე, მნიშვნელოვანია უკვე არსებულისგან შექმნა Lookalike აუდიტორია, რომელიც უფრო მარტივად გაპოვნინებს შენთვის ღირებულ მომხმარებლებს.

როდესაც ქმნი Lookalike აუდიტორიას, ეცადე ის დარჩეს თავდაპირველის მაქსიმალურად მსგავსი, ასევე გაითვალისწინე აუდიტორიის ზომა და შეარჩიე შესაბამისი პროცენტულობა.

თუ ბევრი მითი გსმენია ფეისბუქ რეკლამის შესახებ და  ჯერაც არ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ Facebook რეკლამა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტი, გაეცანი ბლოგს – Facebook რეკლამა და 6 მითი მის შესახებ

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი

სოციალური მედია მენეჯერი და მისი ტოპ 5 უნარი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

სოციალური მედია მენეჯმენტი ბევრ სხვდასხვა საქმეს მოიაზრებს, როგორიცაა მომხმარებლის სერვისის რეპრეზენტატორობა, ანალიზი და გრაფიკული დიზაინი. ზოგ შემთხვევაში სოციალური მედია მენეჯერმა შესაძლოა შეითავსოს ქოფირაითინგი და სტრატეგოსობა.

თუ შენ უკვე მუშაობ ამ სფეროში და ხარ სოციალური მედია მენეჯერი ალბათ კარგად გესმის ამ მოვალეობების შესრულებას რა უნარების ქონა სჭირდება.

თუ ახლა იწყებ ამ სფეროში მუშაობას და გინდა გაიგო რომელია უნარები, რომლებიც სოციალური მედია მენეჯმენტში დაგეხმარება, ამ ბლოგში მათგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანს გაგაცნობთ.

სტატიის სარჩევი

pexels-negative-space-33999

1. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კომუნიკატორი

სოციალური მედია, პირველ რიგში, არის საკომუნიკაციო არხი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ძლიერი კომუნიკაციის უნარის განვითარება, რაც მოგცემს საშუალებას ნებისმიერ აუდიტორიასთან იპოვო საერთო ენა.

კომუნიკაცია არ მოიცავს მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობას, ეს უნარი გამოგადგება ზოგადად  შენი კომანიის, სოციალურ მედიაში, კომუნიკაციის ანალიზისთვისა და შედეგების პრეზენტაციისთვის.

სოციალურ მედია მენეჯერს ხშირად უწევს ისეთი ბრიფების წერა, რომელშიც დეტალურად დუნდა იყოს აღწერილი კრეატიული პროექტის შექმნის მიზეზი და მიზანი. კომუნიკაციის ძლიერი უნარი დაგეხმარება უფრო მარტივად გააგებინო შენი პროექტის მნიშვნელობა სხვა გუნდის წევრებს, გაუზიარო მათ იდეა და შემდგომ უკუკავშირი.

pexels-thirdman-5256692

2. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც მწერალი

სოციალური მედიის უმნიშვნელოვანესი მხარეა ქოფირაითინგი და ციფრულ არხებში წერილობითი საუბრის უნარი. შენ უნდა შეძლო ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც იქნება გასაგებია შენი აუდიტორიის სხვდასხვა სეგმენტისთვის და წერილობით გამოხატავს იდეას, დანიშნულებასა და ემოციას.

კარგი წერის უნარი დაგეხმარება არა მხოლოდ ყურადღებისმიმქცევი კონტენტის შექმნაში, არამედ მოგცემს საშუალებას უკეთესად შეძლო რეპორტინგი და დამარწმუნებელი  კომუნიკაციის გატარება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სტრატეგიის დადასტურება ან კამპანიის ბიუჯეტის გაზრდა.

pexels-eva-elijas-6475703

3. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც კრეატიული იდეების ინიციატორი

იმისთვის, რომ შენნი ბრენდი იყოს მაქსიმალურად გამორჩეული და თვალშისაცემი სოციალურ მედია არხებში, მნიშნელოვანია  შეგეძლოს წარმტაცი და ამაღელვებელი კონტენტის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნების განვითარება და ეტაპობრივად იდეების დახვეწა, რომელიც ყველასგან გამორჩეული კონტენტის შექმნის საშუალებას მოგცემს. ამ სფეროში  კრეატივი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ის გეხმარება:

  • გამოხატო და გაავრცელო ბრენდის პიროვნულობა და ხმა
  • წაიყვანო ისეთი შეხვედრები, რომლის შედეგადაც შენი გუნდის წევრები მეტ საინტერესო იდეას მოიფიქრებენ
  • ფოკუსირება შეძლო სოციალური მედია პოსტის ყველა ესთეტიკურად თუ ტექნიკურად მნიშვნელოვან დეტალზე: ფერი, ფონტი, ლინკი ან ტექსტი.
  • შექმნა მულტიმედია კონტენტი, რომელიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას
  • შეიმუშაო რისკიანი, ინოვაციური სოციალური მედია კამპანიები.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. სოციალური მედია მენეჯრი, როგორც ეფექტური და ორგანიზებული გუნდის წევრი

შენ ვერ შეძლებ სოციალური მედია სტრატეგიის შექმნასა და მართვას თუ, პირველ რიგში, ვერ შეძლებ დროისა და რესურსის მენეჯმენტს.  მოვალეობების სწორად გადანაწილებისა და პროექტის დედლაინების გაწერის უნარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და მასში არსებულ ნებისმიერ გუნდზე.

შენ მოგიწევს შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგიის მართვის პროცესი, წესები და მეთოდები, რომლებიც ამ სტრატეგიის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს. ამისთვის ყველაზე კარგია სოციალური მედია კალენდრის შექმნაა, რომელიც დაგეხმარება ორგანიზებული იყოს შენი გუნდის კონტენტი, მოვალეობები და მთლიანად პროცესი.

pexels-mikael-blomkvist-6483583

5. სოციალური მედია მენეჯერი, როგორც დიჯიტალ მარკეტერი

 იფიქრე უფრო დიდ მიზნებზე, ნუ შეჩერდები მხოლოდ სოციალური მედია მარკეტინგის მიზნებზე. დიჯიტალ მარკეტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი  ინტერაქციის, გაყიდვების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ზოგადად მარკეტინგის, ამიტომ დიჯიტალ სამყაროში გარკვევა ბევრ ახალ გზას გაგიხსნის უკეთესი შედეგების მისაღწევად.

სოციალური მედია მენეჯმენტი არის კარიერული გზა, რომელის შესწავლაც არასოდეს სრულდება. ის მუდმივად განახლებადია და მუდმივად მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას, მეტი სარგებლისა და წარმატების მისაღწევად, როგორც კარიერულ ისე ბიზნეს ჭრილში.

თუ გაინტერესებს როგორ უდნა შექმნა სოციალური მედია კამპანია, გაეცანი ჩვენს ბლოგს – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავების გზა

როგორ შეიმუშაო სოციალური მედია სტრატეგია?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა სულაც არ არის აუცილებელი იყოს მტკივნეული და რთული პროცესი.  ამ ბლოგში  შემოგთავაზებთ 5 მარტივ გზას, როგორ უნდა შეიმუშაო სოციალური მედიის გეგმა შენი ბიზნესისთვის.

სოციალური მედიის სტრატგია აერთიანებს იმ ყველაფერს, რასაც შენ დროთა განმავლობაში მიზნად ისახავდი რომ მიგეღწია, შენი ბიზნესის სოციალურ მედია არხებში.

რაც უფრო სფეციფიკურია შენი გეგმა,  მით უფრო ეფექტური იქნება ის გამოყენებისას. ყოველთვის ეცადე  სტრატეგია იყოს ძალიან ლაკონური, კონკრეტული და რაც მთავარია გაზომვადი. ნუ შეიმუშავებ მას ძალიან ზოგადი დებულებებით, რადგან საბოლოოდ გაგიჭირდება იმის გაგება რამ იმუშავა, რატომ იმუშავა და კონკრეტულად როგორ შეიძლება შედეგის რიცხვებში გაზომვა.

ამ ბლოგში შევეცდებით  მოკლედ გავიაროთ ის 5 ნაბიჯიანი მოდული, რომელიც ძალიან მომგებიანი იქნება სოციალური მედია კამპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

სტატიის სარჩევი

რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი არის ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სოციალური მედია არხების გამოყენებას, პროდუქტის სარეკლამოდ, გასაყიდად ან ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის ცნობადობის გასაზრდელად.

სოციალური მედია მარკეტინგი დაეხმარება შენს ბიზნეს:

  • გაზარდოს ბრენდის ცნობადობა
  • შექმნას ბრენდის გარშემო ჩართული და აქტიური საზოგადოება
  • გაყიდოს პროდუქტი ან სერვისი
  • უფრო მარტივად დაიწყოს მომხმარებელთა მომსახურება/კომუნიკაცია, სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით
  • მიწვდეს მიზნობრივ აუდიტორიას რეკლამით სოციალურ ქსელში

რა არის სოციალური მედია სტრატეგია?

სოციალური მედიის სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელიც გამოყოფს შენი სოციალურ მედია მიზანს, იმ ტაქტიკებს, რომლებსაც გამოიყენებ ამ მიზნის მისაღწევად და მეტრიკებს, რომლებსაც დააკვირდები შედეგების გაზომვისას.

შენი სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს ყველა შენ უკვე არსებულ ან დაგეგმილ სოციალურ მედია პლათფოემას, რომლებსაც გაწერილი ექნებათ მათთვის შესაბამისი სპეციფიკური მიზნები და აქტივობები.

და ბოლოს, კარგი სოციალური მედიის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს როლებს და პასუხისმგებლობებს შენი გუნდის შიგნით და მოიცავდეს რეპორტინგის მეთოდებს.

ნაბიჯი 1. შეარჩიე სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები

შეარჩიე ისეთი სოციალური მედია მარკეტინგული მიზნები, რომლებიც თანხვედრაში იქნება შენი ბიზნესის მიზნობრიობასთან

შექმენი S.M.A.R.T მიზანი

 

რას ნიშნავს ეს?

ამას ახლავე გაიგებ.

პირველი ნაბიჯი მომგებიანი სტრატეგიის დასასახად არის შენი მიზნობრიობისა და მიზნების კარგად განსაზღვრა. მიზნის გარეშე, შენ ვერ შეძლებ წარმატების  და ROI-ს (Return on Investment) გაზომვას.

ამაში კი იმის განსაზღვრა დაგეხმარება როგორი უნდა იყოს შენი თითოეული მიზანი:

  • SPECIFIC- სფეციფიკური
  • Measurable -გაზომვადი
  • Attainable – მიღწევადი
  • Relevant – რელევანტური
  • Time-bound – დროში შეზღუდული

სწორედ ეს არის S.M.A.R.T მიზანი სამუშაო ჩარჩო. ის დაგეხმარება დაგეგმო შენი ქმედებები და დარწმუნებული იყო, რომ ისინი რეალურ ბიზნეს შედეგებამდე მიგიყვანს.

გაზომვე მნიშვნელოვანი მეტრიკები
 

ისეთი მეტრიკების, როგორებიცაა ფოლოვერების ან  მოწონებების გაზომვა ძალიან მარტივია, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ რეალურად ღირებულ შედეგებზე. ამის მაგივრად, უმჯობესია, ფოკუსი გადაიტანო ისეთი მეტრიკების გაზომვაზე, როგორებიცაა ჩართულობა, კლიკები რეითი (CTR), კონვერსიის რეითი (CVR).

შესაძლოა შენ გინდოდეს თვალი ადევნო  სხვდასხვა მიზნებს სხვდასხვა პლათფორმისთვის ან თუნდაც დააკვირდე ამ პლათფორმების სხვდასხვაგვარ გამოყენებას.

მაგალითად, თუ შენ ინსტაგრამს იყენებ  ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მაშინ უნდა დააკვირდე ინსტაგრმ სთორის მნახევლთა რაოდენობას, ხოლო თუ ფეისბუქიდან უშვებ რეკლამას სოციალურ მედიაში, მაშინ უმჯობესია დააკვირდე თითო კლიკის ღირებულებას ანუ CPC-ის.

სოციალური მედიის მიზნები, მნიშნელოვანია თანხვედრაში იყოს მთლიან მარკეტინგულ მიზნობრიობასთან.

დაიწყე შენი სოციალური მედია მარკეტინგული გეგმის შედგენა, მაგალითად ჩამოწერე პირველი ყველა მნიშვნელოვანი მიზანი შენი სოციალური მედიისთვის.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ნაბიჯი 2. უფრო ღრმად შეისწავლე მიზნობრივი აუდიტორია

შექმენი შენს აუდიტორიაში რამდენიმე პერსონა
 

იმის ცოდნა თუ ვინ არის შენი აუდიტორია და რისი ნახვა უნდათ სოციალურ მედიაში, არის გასაღები მათი ყურადღების მოსაგებად. ეს არის გზა იმისთვის, რომ შექმნა მათთვის საინტერეო, მოსაწონი და გადაზიარებადი კონტენტი. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურს შენი ფოლოვერები გადაიქცნენ შენი ბიზნეს აქტიურ მომხმარებლებად.

როდესაც ვსაუბრობთ მიზნობრივ აუდიტორიაზე, მნიშვნელოვანია იცოდე მათი:

  • ასაკი
  • ადგილმდებარეობა
  • საშუალო შემოსავალი
  • ტიპური პროფესია ან სამუშაო ინდუსტრია
  • ინტერესები და ა.შ

შეხედე შენ აუდიტორიას არა როგორც მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობას არამედ, როგორც რეალურ ადამიანებს, რეალური მოთხოვნილებებით. ამ შემთხვევაში შეძლებ მათი ჩართულობის მოპოვებას შენს სოციალურ მედიაში.

შეაგროვა მონაცემები
 

ნუ გააკეთებ დაშვებებს, რეალური მონაცემების გარეშე.

თუ შენ გგონია რომ შენი მიზნობრივი აუდიტორია არ არის ფეისბუქზე, კარგად ჩახედე სტატისტიკას, გაფილტრე ასაკის სქესის ან ნებისმიერი ინტერესის მიხედვით და ნახავს რომ 2 მილიონიან აუდიტორიაში შენი ბიზნესის შესაბამისი ქვეაუდიტორიაც იარსებებს.

სოციალური მედიის ანალიტიკას შეუძლია მოგაწოდოს ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, იმაზე თუ ვინ არიან შენი ფოლოვერები, სად ცხოვრობენ, როგორ შედიან ინტერაქციაში რეკლამასთან, ბრენდებთან და ზოგადად სოციალურ მედიასთან. ეს მონაცემები დაგეხმარება განსაზღვრო შენი სტრატეგია და უკეთესად შეარჩიო მიზნობრივი აუდიტორია.

ნაბიჯი 3. შეისწავლე შენი კონკურენტები

იმის ალბათობა, რომ შენი კონკურენტები უკვე იყენებენ არაერთ სოციალურ მედია პლათფორმას ძალიან დიდია, ამიტომ ნახე მათი გვერდები, ფეისბუქ რეკლამები და შეეცადე ინსწავლო მეტი იმ ინდუსტრიაზე, რომელშიც მოგიწევს მათთან კონკურენცია.

ჩაატარე კონკურენტთა ანალიზი
 

კონკურენტთან ანალიზი დაგეხმარება უკეთესად გაიგო ვინ არიან შენი კონკურენტები, როგორია მათი სოციალური მედიის პლათფორმები და რას აკეთებენ ისინი კარგად ან შესაძლოა ცუდად.

ეს დაგეხმარება ასევე კარგად გაიაზრო რას უნდა ელოდო ინდუსტრიისგან, რომლისთვისაც ქმნი შენს სოციალურ მედია სტრატეგიას.

იქნებ შენი კონკურენტი ძალიან ძლიერია ინსტაგრამის პლათფორმაზე, მაგრამ კარგად არ აუთვისებია ფეისბუქის პლათფორმა და ფეისბუქ რეკლამა. მას შემდეგ რაც ნახავს სად შეგიძლია იყო შენს კონკურენტებზე ძლიერი, დაიწყე იმ პლათფორმის განვითარება და ეტაპობრივად მიამატე სხვა სოციალური მედიის პლათფორმები.

4. როგორია ამ მომენტისთვის შენი სოციალური მედია?

თუ უკვე აქტიურად იყენებ სოციალურ მედიას შენი ბიზნესისთვის, დაუსვი შემდეგი კიხთხვები შენს თავს:

 

  • რა მუშაობს და რა არ მუშაობს?
  • ვინ შემოდის ინტერაქციაში შენს პოსტებთან, რეკლამასთან, სტატუსებთან?
  • რომელ არხს იყენებს ყველაზე ხშირად შენი აუდიტორია?
  • როგორ ედრება შენი სოციალური მედია სხვა კონკურენტების სოციალურ მედია გვერდებს?

როდესაც შეაგროვებ ამ ინფორმაცია, დროა დაიწყო გაუმჯობესებაზე ფიქრი.

შენი არსებული სოციალური მედიის არხების ასეთი დაკვირვება საშუალებას მოგცემს გაიგო რა არის თითოეული პლათფორმის დანიშნულება და რა მიზანს უნდა ემსახურებოდნენ ისინი. თუ კონკრეტული არხის დანიშნულება არ არის მკაფიო და არის მეტად ბუნდოვანი, დაფიქრდი უმჯობესი ხომ არ არის რესურსის სხვა არხში გადატანა.

იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება უფრო გაგიმარტივდეს, დაუსვი შემდეგი კითხვები შენს თავს:

 

  • არის ჩემი აუდიტორია ამ პლათფორმაზე?
  • თუ არის, როგორ და რამდენად ხშირად იყენებენ ისინი ამ არხს?
  • მეხმარება კი ეს არხი ჩემი მიზნების მიღწევაში?

ასეთი კიხთხვების გავლა, დაგეხმა უფრო ფოკუსირებული გახდეს შენი სოციალური მედია სტრატეგია.

ნაბიჯი 5. შექმენი სოცალური მედიის კონტენტ კალენდარი

ღირებული კონტენტის გაზიარება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სოციალურ მედიის მართვისას, მაგრამ კიდე უფრო მნიშვნელოვანი სოციალური მედია კონტენტ გეგმის შემუშავება, რომელსაც ქმნიან სოციალური მედია მენეჯერები ან ციფრული მარკეტინგის მენეჯერები კომპანიის კონტენტის კონსისტენტურობის სამართავად. ეს დაგეხმარება შენი კონტენტენი იყოს თანმიმდევრული და მოახდინოს მაქსიმალურად დიდი გავლენა აუდიტროიაზე.

შენი სოციალური მედია კონტენტ გეგმა დაგეხმარება განსაზღვრო რამდენად ხშირად და რა რაოდენობით უნდა ეკონტაქტო მიზნობრივ აუდიტორიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწერილ გეგმაში არ არის შესაძლებელი სპონტანური გადახვევები.

შექმენი პოსტების განრიგი
 

სოციალური მედია კონტენტის კალენდარი უნდა მოიცავდეს პოსტების გაზიარების თარიღებსა და დროებს და ასევე ამ პოსტების ჩამონათვალს. დაფიქრდი, როგორ უნდა გააზიარო პოსტები, რომელ არხებში და დღის რომელ მონაკვეთში. სოციალური მედიის კონტენტ კალენდარი არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ დაგეგმო აქტივობები დაწყებული ვიზუალებიდან და დამთავრებული ლინკებით, რომლებსაც მოიცავენ ეს პოსტები.

ააწყვე კონტენტის საუკეთესო მიქსი
 

დარწმუნდი რომ შენი კონტენტ სტრატეგია და კალენდარი თანხვედრაშია არსებულ მისიასთან და შეესაბამება ყველა არსებულ სოციალურ მედია გვერდს.

შენ შეიძლება გადაწყვიტო, რომ:

  • 50% კონტენტისა გადაიყვანს მომხმარებელს საიტზე
  • 25% გადაიყვანს მომხმარებელს სხვა არსებულ რესურსებზე
  • 20% კონტენტისა მხარს დაუჭერს ლიდების გენერირების პროცესებს
  • 5% კი მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას შენი კომპანიის კულტურაზე

ასეთი კონტენტ გადანაწილება, უზრუნველყოფს , რომ კონტენტ კალენდარი შედგებოდეს სწორი მიქსისგან და იყოს მრავალფეროვანი.

გაითვალისწინე  ამ ბლოგში მოყვანილი რჩევები და დაიწყე შენი სოციალური მედია მენეჯმენტის გამართვა და სტრატეგიის შექმნა. მომავალში კი დაელოდე უფრო მეტ და დაწვრილებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება ამ სტრატეგიის გაუმჯობესებაში.

თუ ეს ბლოგი მოგეწონა და გსურს მეტი გაიგო სოციალური მედია კამპანების შექმნის პროცესზე წაიკითხე ბლოგი იმაზე თუ როგორ უნდა შექმნა – სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში

9 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ მედია მარკეტინგულ კამპანიას გაუშვებ

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

როგორ დავგეგმო სოციალური მედია კამპანია?

ვერაფრით ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ სოციალური მედია მარკეტინგი, დღესდღეისობით, ძალიან დიდ როლს თამაშობს, ვებ.გვერდზე ტრაფიკის, ლიდებისა და  ზოგადად ბრენდის ცნობადობის გაზრდაში, მაგრამ თუ შენ არ მიყვები  სინათლის სიჩქარით ცვალებად ტრენდებს, არ ეცნობი ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და მუდმივად ცდილობ უმტკივნეულოდ წარმართო პროცესი, მზად იყავი იმისთვის, რომ ყოველი შენი მომავალი სოციალურ მედია მარკეტინგუილი კამპანია, წინამორბედზე უფრო წარუმატებელი და  ნაკლებად ეფექტური იქნება, შესაბამისად დაკარგავ პოტენციურ მყიდველს და ძალიან დიდი განვითარების პოტენციალს.

რა თქმა უნდა, არსებობს კარგად გამოცდილი და ფუნდამენტური მიდგომები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კამპანიის სტრატეგიის გაწერისას, არის რაღაცეები რაც წლებთან ერთად  არ კარგავს ეფექტურობას, მაგრამ გარკვეულწილად ისინიც იცვლებიან და ერგებიან ახალ ციფრულ სამყაროს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცვლილებებს მარტივად და მოქნილად აუბა ფეხი.

დღეს, ზდასრული ადამიანების 90% (18-29 წელი) დარეგისტრირებულია სოციალურ მედიაში, ასევე 65+ ადამიანების 35%. მილენიალების მესამედი იყენებს სოციალურ მედიას და თვლის რომ  ბიზნესებთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო საშუალებაა.

შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია რომ შენი ბიზნესიც იყოს სოციალურ მედიაში, რათა  შეეძლოს მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვა და წარმატებული სოციალურ მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა, ამ ბლოგში კი გაიგებ როგორ.

 

სტატიის სარჩევი

pexels-breakingpic-3243

1. განსაზღვრე მიზანი

განსაზღვრე რა მიზანს ემსახურება ახალი სოციალური მედია კამპანია

რატომ უშვებ ახალ კამპანიას? რას ფიქრობ, რისი მიღწევა შეგიძლია? მეტი ტრაფიკი გჭირდება ვებ.გვერდზე, გაყიდვების გასაზრდელად?  ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურს? თუ მეტი ინფორმაციის შეგროვა გჭირდება შენს ლიდებზე?

სოციალურ მედია კამპანიის მიზანი  არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული, პირიქით, რაც უფრო მკაფიო იქნება ვერბალურად გადმოცემისას, მით უკეთესი. აი მაგალითად: მე მინდა რომ მეტმა ადამიანმა შეავსოს ჩემი ლიდის ფორმა ვებ.გვერდზე.  თუ პროცესის დასაწყისშივე განსაზღვრავ ასეთ დეტალებს, დანარჩენი თავისით მიყვება დიენბას.

2. ციფრულ მარკეტინგში, წარმატება განისაზღვრება რიცხვებში

სოციალური მედია კამპანია და მისი მეტრიკები

მაშინ, როდესაც კამპანიის მთავარ მიზანზე საბოლოოდ ჩამოყალიბდები, აირჩიე რიცხვი, რომელიც, შენი აზრით, ამ მიზნის მიღწევას საუკეთესოდ ასახავს, მაგალითად: მე მინდა რომ 100-მა ახალმა მომხმარებელმა  შეავსოს ლიდის ფორმა ჩემს ვებ.გვერდზე.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება დასახო ისეთი მიზანი, რომლისკენაც სწრაფვის გარდა, განვლილი გზისa და წარმატების გაზომვასაც შეძლებ.

pexels-brett-jordan-5426401

3. რაც მეტი მით უკეთესი?

თუ უკვე გამოცდილი მარკეტერი ხარ, ალბათ გეცოდინება, რომ დღეს ყველა ცდილობს, გამოჩნდეს რაც შეიძლება მეტ სოციალურ მედია პლათფორმაზე, პრინციპით – რაც მეტი მით უკეთესი. მაგრამ არის კი ეს უკეთესი? რა თმქა უნდა, რესურსი და შესაძლებლობები მაქსიმალურად  უნდა გამოიყენო, მაგრამ ხშირად კომპანიებს ავიწყდებათ, რომ რაოდენობრივი სიმრავლე ხარისხობრივ სიკარგეს არ ნიშნავს. როდესაც შენი სოციალური მედია კამპანია გადის ბევრ პლათფორმაზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო მათი სფეციფიკა და ამის შესაბამისად შექმნა კონტენტი. თუ შენ გაქვს შეზღუდული რესურსი, დაუთმე მეტი დრო ერთი კონკრეტული პლათფორმის განვითარებას და შემდგომ ეტაპობრივად, რესურსის ზრდასთან ერთად, მიამატე სხვა პლათფორმებიც. მთავარია იცოდე, რისთვის შედიან ამ პლათფორმაზე მომხმარებლები, რა სახის კონტენტს ეძებენ და როგორი ფორმატები იქცევს მათ ყურადღებას.

ძალიან კარგად გაერკვიე ერთ პლათფორმაში, მაგალითად: რა არის ეფექტური რეკლამა Facebook-ზე? როგორ შეგიძლია გამოიყენო? რამდენი ბიუჯეტი ჭირდება? შესაძლებელია თუ არა შენი მიზნის მიღწევა ამ ინსტრუმენტით? შემდგომ კი უფრო მარტივად გადაიტანე სხვა პლათფორმებზე გამოცდილი მიდგომა.

4. დაწერე შენი მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედია კამპანია არ იმუშავებს სტრატეგიის გარეშე

ზეპირსიტყვიერად გადაცემა მხოლოდ ხალხურ ლექსებს თუ მოერგება, მარკეტინგულ სტრატეგიას კი უმჯობესია თუ კარგად გაწერ და შეინახავ. ჩამოწერე რის გაკეთებას აპირებ: რა არის შენი გეგმა? ვინ რა დავალებაზეა პასუხისმგებელი? როდის უნდა ჩაბარდეს შუალედური მიზნები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენს მიერ შემუშავებულ დროისა და შესრულების სტრატეგიაზე – ჩამოწერე ყველაფერი და შექმენი შენი სოციალური მედიის მიისის დოკუმენტი.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

5. როგორ გამოიყურება შენი იდეა?

გინახავს სადმე სოციალური მედია კამპანია ვიზუალის გარეშე? თუ გინახავს და იცი რომ წარმატებული იყო, გთხოვ, ჩვენც გაგვიზიარო 😊 რადგან ჩვენ ასეთი შესახებ არ გვსმენია და არც გვინახავს.

გეტყვით, რომ სოციალური მედიაში ყველაზე მეტ ყურადრებას იქცევს ვიზუალური მხარე, იქნება ეს სტატიკური ფოტო, ინფოგრაფიკი თუ ვიდეო. ეფექტური რეკლამის მთავარი ელემენტია ვიზუალი, რომელსაც  აქვს უფრო დიდი შანსი გახდეს ვირუსულად ცნობილი და გადაზიარებადი.

კარგია, რომ იცოდე:

  • Facebook გვერდის ჩართულობის 87% მოდის სტატიკური ვიზუალებზე
  • ორგანიზაციების 88%, დღესდღეისობით, იყენებს სოციალურ მედია არხებს

6. ციფრულ სამყაროში გადამოწმება ცოდნის დედაა

იმისთვის, რომ გაიგო რამდენად ეფექტურია შენი სოციალური მედია მენეჯმენტი, მნიშვნელოვანია შეგეძლოს მასზე დაკვირვება და მონიტორინგი. გამოიყენე ანალიტიკის ინსტრუმენტები, კამპანიის დაწყების დღიდან დასასრულამდე.

თუ შეამჩნევ, რომ რამე იმაზე უკეთესად მუშაობს ვიდრე მოელოდი, დაუთმე მას მეტი რესურსი.

pexels-olya-kobruseva-5417622

7. ინვესტირება სოციალურ მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში

პროდუქტიულობის გასაზრდელად, დღესდღეისობით, თითქმის ყველა წამყვანი მარკეტერი იყენებს სოციალური მედია მენეჯმემტის ინსტრუმენტებს.  სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ კამპანიების დაგეგმვასა და მონიტორინგში.

 

ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა Everypost და SocialOomph , დაგეხმარებათ წინასწარ გაწეროთ და დაგეგმო: როდის რა პოსტი ეშვება სოციალურ მედიაში და შემდგომ ავტომატურად გაუშვა. შენ ასევე შეძლებ დაუკავშირო  კონტენტ კალენდარი და წინასწარ გაწერილი პოსტები ავტომატურად ასახო  სოციალური მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტებში, რაც მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ დრო  და ენერგია.

8. როგორია შენი ბიზნესის იდეალური მომხმარებელი?

სოციალური მედია კამპანია და მისი სპეციფიკური მიზნობრივი აუდიტორია

იყავი მაქსიმალურად კონკრეტული, როდესაც ადგენ შენი იდეალური მომხმარებლის პროფილს. გაითვალისწინე დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული დეტალები: რამდენი წლისაა? რა არის მისი საშუალო შემოსავალი? არის თუ არა მისი ინტერესი შენი ბრენდის ღირებულებებთან და ინტერესებთან თანაკვეთაში? ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ახალი ბრენდის ბაზარზე გაშვებისას არის მნიშველოვანი, სანამ ის თავის ერთგულ აუდიტორიას შეაგროვებს.

pexels-christina-morillo-1181311

9. განსაზღვრე შენი სოციალური მედიის წარმატების მთავარი მაჩვენებლები

როგორ უნდა მიხვდე სწორად იქცევი თუ არა ? აღწევ მიზნებს? მუშაობს სტრატეგია? არის კი  გაღებული ინვესტიცია შედეგის შესაბამისი თუ უბრალოდ არამიზნობრივად იხარჯება  რეკლამაში დიდი თანხები.

მნიშვნელოვანია განსაზღვრო, სოციალურ მედიაში, შენი წარმატების მთავარი და გაზომვადი მაჩვენებლები, როგორებიცაა: კონვერსიის პროცენტული მაჩვენებელი, მიღწეული უნიკალური მომხმარებლების  რაოდენობა, ვებ.გვერდის ტრაფიკი და საიტზე გატარებული დრო, გაზიარებები და ზოგადად მომხმარებელთა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი შენს პოსტებზე.

კამპანიის დაგეგმვისას აუცილებლად შეარჩიე სწორი, გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი, ერთი კამპანიისთვის შესაძლოა ეს იყოს:  ტრაფიკი ვებ.გვერდზე და მეტი დაკონვერტირებული მომხმარებელი, მეორესთვის კი ბრენდის ცნობადობის გაზრდა – მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ინტერაქცია რეკლამსათან სოციალურ მედიაში და მომხმარებლის ჩართულობა.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და გაინტერესებს როგორ დაგეგმო სოციალური მედია მარკეტინგული კამპანია შენი ბიზნესისთვის, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები

დიჯიტალ მარკეტინგის უპირატესობები ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია დაიღალე გაურკვევლობით,

წაიკითხე ვრცლად »
Categories
სოციალური მედია

ტოპ 10 სოციალური მედია პლატფორმა

10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის კატეგორია და მათი შესაძლებლობები

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მატულობს სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვიც.

 

ალბათ უკვე თქვენთვისაც ცნობილია  ისეთი პოპულარული სოციალური მედია ქსელები, როგორებიცაა: Facebook, Instagram, YouTube და ა.შ თუმცა, მათ გარდა კიდევ ბევრი პლატფორმა არსებობს, რომლებზეც ადამიანები სხვადასხვა მიზნით რეგისტრირდებიან და მათ საკმაოდ აქტიურად სტუმრობენ.

 

გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში სოციალური მედია ქსელების ვრცელი სია 10 კატეგორიად დავყოთ, მათი მომხმარებლის ინტერესებისა და მიზნობრიობის მიხედვით. ვფიქრობთ, ასე უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება, რაზე ფოკუსირდება თითოეული სოციალური მედია.

 

სოციალური მედიის ამ კატეგორიებისა და მათი დანიშნულების კარგად გააზრება, საშუალებას მოგცემთ, ახალი იდეებით გაამდიდროთ თქვენი მარკეტინგული კომუნიკაცია და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოთ სხვადასხვა არხები.

 

ამასთან ერთად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია თქვენი სამიზნე აუდიტორიის უფრო მარტივად მოძებნასა და მათთან დაკავშირებაშიც დაგეხმარებათ.

სტატიის სარჩევი

1. სოციალური ქსელები

მაგალითები: Facebook, Twitter, Linkedin

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ხალხთან (და ბრენდებთან) დისტანციურად დასაკავშირებლად.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბაზრის შესწავლა, ბრენდის ცნობადობის ზრდა, ლიდების შეგროვება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია … ჩამონათვალი თითქმის უსასრულოა.

 

სოციალური მედია ქსელები: facebook, twitter-სა და Linkedin-ს, ზოგჯერ ”ურთიერთობის ქსელების” სახელით არიან ცნობილნი. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეხმარება ხალხს და ორგანიზაციებს ინტერნეტის საშუალებით, სრულად დისტანციურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაცვალონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

 

დღეს, როდესაც მობილური ტელეფონით ინტერნეტის გამოყენება სულ უფრო ხშირია, სოციალური ქსელები ერთგვარ ჰაბებადაც იქცა.

 

ისინი გარდაქმნიან თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს – დაწყებული ახალი ამბების კითხვიდან, შვებულების ფოტოების გაზიარებითა და ახალი სამსახურის პოვნით დამთავრებული.

 

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეს და ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, მაშინ მას სწორედ იქ უნდა დახვდეთ, სადაც მომხმარებელი ყველაზე დიდ დროს ატარებს. სოციალურ ქსელში კი ადამიანი დღეში საშუალოდ 2,5 საათს ატარებს.

 

2. სოციალური მედია, როგორც გაზიარების ქსელები

მაგალითები: Instagram, Snapchat, Youtube

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ფოტოების, ვიდეოების აღმოჩენისა და მათი გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სოციალური მედია ქსელების მსგავსად, მედიის გაზიარების პლატფორმებიც დაგეხმარებათ ბრენდის ცნობადობისა და აუდიტორიის ჩართულობის ზრდაში, ისევე როგორც ლიდების შეგროვებაში.

 

იმისთვის, რომ მარტივად განსაზღვროთ, სჭირდება თუ არა თქვენს ბიზნესს ამ ტიპის არხებში გამოჩენა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ თქვენი რესურსები და შესაძლებლობები, ისევე როგორც აუდიტორია, რომელზეც თქვენი პროდუქტის/სერვისის გაყიდვას აპირებთ.

 

3. სოციალური მედია, როგორც კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Reddit, Quora, Digg

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ინფორმაციისა და აზრების ერთმანეთისთვის გაზიარების/დისკუსიის მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სადისკუსიო ფორუმი სოციალური მედიის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და ის შესანიშნავი რესურსია ბაზრის კვლევისთვის.

 

სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, მსგავსი პლატფორმები რეკლამის განთავსებისთვისაც გამოიყენოთ.

 

Reddit, Quora და Digg და სხვა კონტენტის მოძიების ქსელები ის ვებგვერდებია, რომლებსაც ხალხი ყველაზე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სტუმტობს. როგორც წესი, ამ ტიპის ვებგვერდებზე მომხმარებლები საერთოდ არ ერიდებიან თავიანთი აზრებების დაფიქსირებას და მაქსიმალურად გულწრფელები არიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ სადისკუსიო ფორუმების გამოყენება მომხმარებლებს ანონიმურადაც შეუძლიათ. ეს კი თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ღრმა კვლევა და ზუსტად გაიგოთ, რა აწუხებთ ან რა სურთ თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და პოტენციურ მომხმარებლებს.

 

4. კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Pinterest, Flipboard

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: საინტერესო მასალის მოძიების, შენახვისა და გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათი გამოყენება შეგიძლიათ ბრენდის ცნობადობის, მომხმარებელთა ჩართულობისა და ვებგვერდის ტრეფიკის ზრდისთვის.

 

ზოგადად, ამ ტიპის სოციალური მედია ხალხს ახალი და ტენდენციური იდეების აღმოჩენაში, შენახვაში, გაზიარებასა და განხილვაში ეხმარება.

 

ხშირ შემთხვევაში, ისინი შეიძლება იქცნენ ერთგვარ შთაგონების წყაროდ შემოქმედი ადამიანებისთვის ან ინფორმაციისა და იდეის მაძიებელთათვის.

 

მაგალითად, Pinterest, მომხმარებელს ვიზუალური შინაარსის აღმოჩენაში ეხმარება. იმისთვის, რომ ამ პლატფორმაზე თქვენი ბრენდის კომუნიკაცია წარმატებით აწარმოოთ, მნიშვნელოვანია თქვენი ვებგვერდის სანიშნეების კეთება.

 

ეს გულისხმობს სათაურებისა და ფოტოების ოპტიმიზაციას თქვენს ბლოგზე ან/და ვებგვერდზე.

 

5. სოციალური მედია, როგორც უკუკავშირის გაზიარების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

6. ბლოგებისა და გამოქვეყნების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

7. სოციალური მედია შოპინგის ქსელები

მაგალითები: Polyvore, Etsy, Fancy

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: იმისათვის, რომ თვალი ადევნონ თანამედროვე ტენდენციებს, მათ საყვარელ ბრენდებს, გააზიარონ მათი აღმოჩენილი პროდუქტები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ისინი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ ინფორმირებულობა, გაზარდონ ჩართულობა და გაყიდონ პროდუქტები ახალი არხებით.

 

სოციალური შოპინგის ქსელები ელ კომერციას კიდევ უფრო კომფორტულს და სახალისოს ხდიან. ისინი ერთგვარად აერთიანებენ სოციალური ქსელებისა და შოპინგის გამოცდილებას.

 

8. ინტერესებზე დაფუძნებული ქსელები

მაგალითები: Goodreads, Houzz, Last.fm

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: რათა დაუკავშირდნენ საერთო ინტერესების ან ჰობის მქონე ადამიანებს.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის ქსელი რაიმე კუთხით უკავშირდება თქვენს პროდუქტებს ან სერვისებს, ინტერესებზე დაფუძნებული ქსელის გავლით ბრენდის ცნობადობის ზრდა და მომხმარებლის ჩართულობის მიღება შეგიძლიათ.

 

უფრო მასშტაბური სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ამ ტიპის ქსელები საშუალებას მოქცემთ, კონკრეტული ინტერესების მქონე ბევრად ვიწრო აუდიტორიაზე გახვიდეთ, მაგალითად: წიგნები, მუსიკა, ინტერიერის დიზაინი, მოგზაურობა და ა.შ.

 

მაგალითად, Houzz– ზე სახლის დიზაინერებს შეუძლიათ დაათვალიერონ სხვა დიზაინერების ნამუშევრები, შექმნან საკუთარი ნამუშევრების კოლექციები და დაუკავშირდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ეძებს მათ მომსახურებას.

 

9. ეკონომიკის გაზიარების (ე.წ. Sharing Economy) ქსელები

მაგალითები: Airbnb, Uber, Taskrabbit

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: პროდუქციის ან მომსახურების რეკლამისთვის, მათი მოძიების, გაზიარების, ყიდვის, გაყიდვისა და ვაჭრობისთვის.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: თუ თქვენ საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობთ, ეს ქსელები შეიძლება ბიზნესის წარმოების კიდევ ერთი არხი იყოს. (მაგალითად, თუ ბინას აქირავებთ, Airbnb დაგეხმარებათ მომხმარებლების პოვნაში).

 

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტერების უმეტესობა ამ ქსელებს ძალიან ვიწრო აუდიტორიისთვის განკუთვნილად მიიჩნევს, შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემთხვევაში, ეკონომიკის გაზიარების ქსელები თქვენთვის გაყიდვებისა და ლიდების გენერაციის ხელსაწყოდ შეიძლება იქცეს.

 

10. ანონიმური სოციალური ქსელები

მაგალითები: Whisper, Ask.fm, After School

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ჭორაობისთვის, თვალთვალისთვის, ზოგჯერ დაშინების ან ბულინგისთვისაც კი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათ ფაქტობრივად არ შეუძლიათ თქვენს ბიზნესს რაიმე სარგებელი მოუტანონ.

 

ერთი შეხედვით, ასეთი სოციალური ქსელები შეიძლება ერთგვარ გასართობად იქცეს თინეიჯერებისთვის (მაგალითად, მშობლებზე, მასწავლებლებზე ან მეგობრებზე სასაუბროდ). თუმცა, ფაქტია, რომ ანონიმური სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი.

 

საბოლოოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური მედიის მიმართულების უკეთ გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბიზნესებს არც თუ ისე ბევრი პლატფორმა აქვთ წარმატებით ათვისებული, მაშინ, როდესაც თითოეულ ქსელს საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ბრენდებისთვის.

 

თუ გსურს, რომ არ ჩამორჩე თანამედროვე ტენდენციებს და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო სოციალურ მედიაში რეკლამის ეფექტურად წარმოებისა და გაშვების შესახებ, შეგიძლია Digital Hub-ის ონლაინ კურსს გაეცნო.

 

კურსის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძე, პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელია.

 

მას ამ დარგში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს და კურსის მეშვეობით გაგიზიარებს ყველაფერს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობისას ისწავლა. რაც მთავარია, მოგიყვება იმ შეცდომებზეც, რომლებიც არ უნდა დაუშვა Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვების დროს.

 

სტატიის წყარო

 

მსგავსი სტატიები