ონლაინ კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში

ონლაინ კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.  

თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი დიჯიტალ პროფესიების გაჩენის წინაპირობაა, როგორებიცაა: GIF დიზაინერი ან Tiktok მენეჯერი და სხვა.

გაინტერესებს რა იქნება მომავლის პროფესია? მაშინ განაგრძე კითხვა და გაიგე მეტი ამის შესახებ.

სტატიის სარჩევი

pexels-daria-shevtsova-1560932

სოციალურ მედიაში განვითარებადი პროფესიები

ხშირად გვესმის, რომ მომავალში ბევრი ისეთი პროფესია იარსებებს სამყაროში, რომელთა შესახებაც ჯერ არ გვსმენია და ამ პროფესიის შექმნის საჭიროება სწორედ  სამყაროს გაციფრულებას მოყვება. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება ჯერაც ძალიან უცხო თემად რჩება და ახლა იწყებს განვითარებას, ამიტომ მათ წრეში კადრების საჭიროებაც დროთა განმავლობაში გაიზრდება.

თუ ასე შორს არ წავალთ და უბრალოდ ჩვენს აწმყოს ან უახლოეს მომავალს შევხედავთ, დავინახავთ, რომ პროფესიების გაციფრულების პროცესი უკვე აქ არის, ჩვენს ყოველდღიურობაში და ის სოციალურ მედიაშია

სანამ შენ ამ ბლოგს კითხულობ, სწორედ ამ წამებში, რამდენიმე ახალი პრფესიები იქმნება და მალე ამ პრფესიების ექსპერტები გახდებიან ყველაზე მოთხოვნადი სოციალურ ქსელების ბაზარზე.

ახლა კი კონკრეტულად ვნახოთ, რა შეიძლება იყოს ახალი ციფრული პროფესია

pexels-flo-dahm-699459

მოძრავი ფოტოების შემქმნელი სოციალურ მედიაში - GIF დიზაინერი

ამოძრავებული ფოტოები, რომლებიც უკავშირდება პოპ კულტურას, კინოს, ძველ ხუმრობებსა და უბრალოდ გამოხატავს ჩვენს ემოციებს, როდესაც ამისთვის სიტყვები არ გვყოფნის, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ ციფრულ მედიაში.

ეს მიმართულება იმდენად მოთხოვნადია, რომ ამისთვის საკმარისი კადრები არ არსებობენ. ისეთი დიზაინერები, რომლებიც შექმნიან უნიკალურ gif კონტენტს სხვდასხვა პლატფორმისთვის: Instagram, tiktok, whatsapp და სხვა, უბრალოდ დეფიციტში არიან.

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კომუნიკაციის ტიპი ციფრულ მედიაში ძალიან საჭიროა ბრენდისთვის და ამ კომუნიკაციის კიდევ უფრო პერსონიფიკაციისთვის, GIF დიზაინერი მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდეეს მომავალში.

pexels-cottonbro-6140203

Instagram ფილტრების დეველოპერები

სოციალურ მედიაში ძალიან ხშირად გამოიყენება სხვდასხვა თემატიკის ფილტრები, განსაკუთრებით Instagram პლატფრომაზე

კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც ამჟამად მძვინვარებს სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით Instagram-ზე არის ფილტრები, რომლებიც ცვლიან გარემოს, ცვლიან გამოსახულებას, აქვთ მუსიკა და სხვა ფუნქციები.

სწორედ აქ შეგიძლია შენი კრეატიულობის მაქსიმალურად გამოყენება, თან Instagram ფილტრების დეველოპერების საჭიროება დღითი დღე უფრო იზრდება.

ეს პროფესია დიზაინერსა და დეველოპერს შუაშია, ამიტომ მოითხოვს ორივე მხარეს გარკვეულ ცოდნას.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

pexels-cottonbro-5081930

Tiktok მენეჯერი

Tiktok-ის პლათფორმა არ კარგავს პოპულარობას და მალე სცოიალურ მედიაში ახალი კადრების საჭიროებას გააჩენს

ეგრედწოდებული GEN-Z-ები, ამჟამად ყველაზე მეტნი არიან Tiktok  სოციალურ მედია პლათფორმაზე და არიან სწორედ ისინი ვისაც სძულთ ტრადიციული რეკლამა, შესაბამისად მათ  ეს პლათფორმაც გადააქციეს მაქსიმალურად გასართობ არხად.

თუ ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის მისია Tiktok-ის პლათფორმაზე ძალიან რთულია:  კონტენტის შექმნა, რომელიც ემთხვევა ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებს და ზუსტად ასახავს მათ სტილს. 

pexels-polina-zimmerman-3747266

Motion დიზაინერი

ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალურ მედია უფრო მეტი ვიზუალური კონტენტისგან შედგება ვიდრე ტექსტუალური, ამასთან ერთად ვიზუალური მხარე ყოველწლიურად უფრო მოძრავი ხდება და Motion დიზაინერების პროფესიაზე მოთხოვნაც იზრდება. ისეთი ექსპერტული ცოდნა, როგორიცაა ანიმცაია, გრაფიკა და ყველაფრის ამოძრავების უნარი, ხდება მთავარი  თანამედროვე კომპანიებისთვის.

კონტენტის პერსონალიზაცია და  მომხმარებლის მეტად ჩართულობაზე ზრუნვა, ყველა შესაძლო პლათფორმაზე, არ კარგავს მნიშვნელობას და პირიქით  უფრო მეტისკენ ვითარედება.

თუ ახლა იწყებ პროფესიის არჩევას ან უბრალოდ ახლის შესწავლა გსურს,  კარგად დაფიქრდი რომელი მომავლის პროფესია შეგეფერება და დაიწყე შესაბამისი უნარების განვითარება დღესვე.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

გააზიარე:

სხვა სტატიები

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

როგორ გავაკეთოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში?

რეკლამისადმი მიდგომა წლიდან წლამდე იცვლება, ჩნდება ახალი ციფრული მარკეტინგის  ინსტრუმენტები და  პლათფორმები, უფრო მეტი კომპანია იწყებს აქტიურად სოციალურ მედია არხებში რეკლამის შემქნას, უფრო ზუსტად კი

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.