დიჯიტალ მარკეტინგი საქართველოში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

დიჯიტალ მარკეტინგი და მისი განვითარება საქართველოში

დიჯიტალ მარკეტინგი არის ინტერნეტ სივრცეში, კომპიუტერული ტექნოლოგიებით და მობილურის საშუალებით წარმოებული მარკეტინგული კომუნიკაცია. ციფრული მედიუმები, არხები, სტრატეგიები, პლატფორმები, საძიებო სისტემები –  ციფრული მარკეტინგი ყველა ამ თემას მოიცავს.

სტატიის სარჩევი

ვინ არის ციფრული მარკეტერი?

რას მოიცავს დიჯიტალ მარკეტინგი

დიჯიტალ მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიზნების მიღწევას ციფრული არხების საშუალებით. ციფრული მარკეტერი მუშაობს როგორც ბრენდის ცნობადობაზე, ისე – კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაში პროდუქტის გაყიდვაზე.

მისი პასუხისმგებლობაა გამოიყენოს ყველა სახის ხელსაწყო, როგორც უფასო, ისე – ფასიანი. მაგალითად: სოციალური მედიის არხები, ელ.ფოსტა, საძიებო სისტემები, ბლოგები და ნიუსლეთერები, ვებ.გვერდი და ა.შ 

ბოლო პერიოდში, ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც ძალიან გაიზარდა. მარკეტინგის ამ მიმართულებას სწრაფადვე აუბეს ფეხი ქართულმა ბრენდებმა.

დღეს ქართული ბრენდების ციფრული შეხების წერტილები გაცილებით დახვეწილია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. ბრენდები ციფრულ არხებს არა მხოლოდ ბრენდის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად იყენებენ, არამედ ყიდიან კიდეც საკუთარ პროდუქტს.

სოციალური მედია მარკეტინგი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მიმართულებაა ციფრული მარკეტერებისთვის. სოციალური მედია, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ, მოიცავს ყველა ძირითად ტექნოლოგიურ გიგანტს: Facebook, Instagram, Youtube, Twitter, Linkedin. თუ გინდა ნახო სოციალური ქსელების ჩამონათვალი სრულად, ამ გვერდს ეწვიე.

რატომ უნდა ისწავლო დიჯიტალ მარკეტინგი?

დიჯიტალ მარკეტინგი და მისი პროფესიული უპირატესობები

სადიპლომო პროგრამები თუ სხვადასხვა კომპიუტერული კურსები ხშირად არ გაძლევს საშუალებას შენთვის სასურველი მიმართულება აირჩიო. ციფრული მარკეტინგი კი მათგან განსხვავებით, მრავალ მიმართულებას მოიცავს, სადაც შენს ინტერესებზე მორგებული არჩევანის გაკეთებას შეძლებ. 

მაგალითად, თუ SEO-ს ან SEM-ის შესწავლით ხარ დაინტერესებული, ჯობია გაითვალისწინო, რომ ეს მიმართულება კარგი ანალიტიკური და კვლევითი უნარების ქონას მოითხოვს. თუ სოციალური მედია მარკეტინგი ან კონტენტ მარკეტინგი გაინტერესებს, ამ შემთხვევაში უფრო შემოქმედებითი უნარები გამოგადგება.

ყველაფერთან ერთად, ციფრული მარკეტინგის სწავლა დისტანციურად, სახლიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია. მათ შორის, საქართველოშიც.

დიჯიტალ მარკეტინგის სწავლისას, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ 2020 წელს გლობალურად ამ მიმართულებაზე მოთხოვნა 59% იყო, ხოლო მიწოდება 19%. ეს იმას გულისხმობს, რომ ციფრული მარკეტერები სამუშაო ბაზარზე საკმაოდ დეფიციტური კადრები არიან და დიდი შესაძლებლობებია მათთვის, ვისაც ამ სფეროში წარმატება სურს.

სად შეგიძლია ისწავლო დიჯიტალ მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგის შესასწავლად არაერთი ონლაინ კურსი არსებობს. დიდი არჩევანია სოციალური მედია მარკეტინგის კურსებშიც, რომლებიც ონლაინ სწავლის საშუალებას იძლევიან.

მათ შორის არის digitahub-ის კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში. კურსის ხელმძღვანელი ირაკლი ჩხეიძეა, სფეისის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი. საინტერესოა, რომ სფეისი ციფრული ბანკია, რომელიც მხოლოდ შენს მობილურში არსებობს და მარკეტინგულ კომუნიკაციასაც უმთავრესად ციფრული არხების (Facebook Ads, Google Ads და ა.შ.) მეშვეობით ახორციელებს.

თუ გინდა, შენც გაიგო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, გადახედე კურსის კურიკულუმს.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »

გააზიარე:

სხვა სტატიები

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.