მსოფლიოს მოსახლეობაში ყოველდღიურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და პარალელურად იცვლება ადამიანების ქცევაც.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალა ნივთების ყიდვისა და გაყიდვის გზა – რაც ნიშნავს, რომ ოფლაინ მარკეტინგი ისეთი ეფექტური აღარ არის, როგორც ადრე.
თუ აქამდე მარკეტინგი გულისხმობდა, რომ ბრენდი სამიზნე აუდიტორიას საჭირო დროსა და ადგილას უნდა დაკავშირებოდა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.
დღეს, მარკეტინგი ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა შეხვდეთ იქ, სადაც ისინი უკვე ხარჯავენ დროს: ანუ ინტერნეტში.
ციფრული მარკეტინგის შესახებ მთელს მსოფლიოში უამრავი კითხვა არსებობს. ამიტომ, Digitalhub-ში გადავწყვიტეთ, ყველა კითხვაზე მარტივად და გასაგებად გიპასუხოთ.
სტატიის სარჩევი
რა არის ციფრული მარკეტინგი
მაინც რა არის ციფრული მარკეტინგი? ციფრული მარკეტინგი არის და მოიცავს ყველა გზას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ან ინტერნეტის გამოყენებით მომხმარებლამდე შეიძლება მივიდეს.
დღეს, ბიზნესები იყენებენ ციფრულ არხებს, როგორებიცაა: საძიებო სისტემები, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდები.
რატომ არის ციფრული მარკეტინგი კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი?
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული მარკეტინგი დღესაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და არსებობდეს ბეჭდურ რეკლამებში, სატელეფონო კომუნიკაციაში ან ფიზიკურ მარკეტინგში, ციფრული მარკეტინგი სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ნებისმიერი კომპანიისთვის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი წარმოება შესაძლებელია მოხდეს ელექტრონულად და ონლაინ რეჟიმში.
ეს ნიშნავს, რომ ბრენდების გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლებამდე მივიდნენ და შესთავაზონ თავიანთი პროდუქტი ელექტრონული ფოსტის, ვიდეო განთავსების, სოციალური მედიის ან საძიებო სისტემის გამოყენებით.
დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობისთვის.
უკვე ფაქტობრივად ყველა ბრენდს აქვს ვებგვერდი და ასევე სოციალური მედია მარკეტინგი მათი ციფრული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
ყველა ცდილობს შეიმუშაოს კონკურენტებისგან განსხვავებული სოციალური მედიის სტრატეგია, რომ მომხმარებლების ყურადრება მიიქციოს და მათ პროდუქტის შეძენის სურვილი გაუჩინოს.
ციფრული მარკეტინგის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა არსებობს და მათზე მოკლედ მოგიყვებით:
1. არჩევთ აუდიტორიას, რომელიც თქვენს პროდუქტს ყველაზე დიდი ალბათობით იყიდის
თუ რეკლამას განათავსებთ ტელევიზორში, ჟურნალში ან ბილბორდზე, შეზღუდული კონტროლი გაქვთ, მისი მნახველების აუდიტორიაზე.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განსაზღვროთ გარკვეული დემოგრაფიული მონაცემები, მაგალითად: ჟურნალის ტიპიური მკითხველები, კონკრეტული გადაცემის სავარაუდო მაყურებლები და ა.შ. თუმცა, ეს სამწუხაროდ, ზუსტ მონაცემებს ვერ მოგცემთ.
მეორე მხრივ, ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენთვის საინტერესო აუდიტორია, მათი ქცევის, დემოგრაფიული მონაცემების ან ინტერესების საშუალებით და გაუგზავნოთ მას ბევრად ეფექტური და მასზე მორგებული მარკეტინგული შეტყობინებები.
მაგალითად, თუ გამოიყენებთ სოციალურ მედიას, აუდიტორია შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი მონაცემების საფუძველზე როგორიცაა ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა, ინტერესები, ან ქცევა. რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ გზას სასურველ აუდორიამდე მისაღწევად.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ PPC ან SEO სტრატეგიები კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით, ან ეძებდნენ კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც თქვენს ინდუსტრიას უკავშირდება.
2. ხარჯავთ ბევრად ნაკლებ ფულს
ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიურად ადევნოთ თვალი კამპანიებს და შეამციროთ თანხის ხარჯვა გარკვეულ არხზე, თუ მას თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.
თუმცა, იგივეს ვერ ვიყვით ტრადიციული მარკეტინგის არხებზე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მუშაობს თქვენი ბილბორდი – მასზე თქვენი რეკლამის განთავზსება მაინც იგივე ღირს, მიუხედავად მისი შედეგების და ეფექტიანობისა.
3. ზომავთ და აფასებთ შედეგებს ზუსტად, ნებისმიერ დროს
ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სარეკლამო კამპანიის გაშვებისთანავე.
თქვენ გაქვთ წვდომა ყველა მონაცემზე, რითიც რეკლამის ეფექტიანობის შეფასებას შეძლებთ, მაგალითად: რეკლამის ნახვების ან კლიკების რაოდენობა, თქვენს ვებგვერდზე გატარებული ზუსტი დრო და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული რეკლამა შეიძლება ბევრ შემთხვევაში ძალიან საჭირო და სასარგებლო იყოს გარკვეული მიზნების მისაღწევად, მისი ყველაზე დიდი ნაკლი მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომის უქონლობაა.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
რა კატეგორიებად იყოფა ციფრული მარკეტინგი?
ციფრულ მარკეტინგში გამოცდილ მარკეტერებს მშვენივრად ესმით, რომ წარმატებული კამპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, ბრენდმა მაქსიმალურად აითვისოს ყველა ციდრული არხი, რაზეც ხელი მიუწვდება.
ისინი იყენებენ სხვადასხვა ფასიან თუ უფასო არხს იმისთვის, რომ კამპანიის მიზნებს მიაღწიონ.
ყველა შესაძლო ციფრულილი მარკეტინგის არხზე კი ქვემოთ მოგიყვებით:
1. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)
ეს არის თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე უფრო მაღალ რანგში (ზემოთ) მოხვედრაში დაგეხმარებათ.
ოპტიმიზაციის საშუალებით იზრდება თქვენი ვებ – გვერდის ორგანული (ან უფასო) ტრაფიკის რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები დანახარჯის გაწევა გიწევთ მომხმარებლებისთვის თქვენი ვებგვერდის, ბლოგების ან სხვა კომუნიკაციის საჩვენებლად.
2. კონტენტ მარკეტინგი
ეს ტერმინი გულისხმობს კომუნიკაციაში ყველა შინაარსობრივი ნაწილის უზრუნველყოფას. მიზანი შეიძლება იყოს ბრენდის ცნობადობის ან ტრეფიკის ზრდა, ლიდების შეგროვება და ა.შ.
უფრო კონკრეტულად, კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს ისეთი ბლოგების წერასა და გამოქვეყნებას, რომელიც მომხმარებელს რეკლამის გარეშეც დააინტერესებს და მას თქვენს ვებგვერდზე საკუთარი სურვილით გადაიყვანს.
კონტენტ მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ინფოგრაფიკებსაც, რომლებიც ადამიანებს ვიზუალური ფორმით აწვდის მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
3. სოციალური მედიის მარკეტინგი
რადგან დღეს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველი დღის ძირითად ნაწილს სოციალურ მედია არხებში ატარებს, ნებისმიერი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სოც. მედია არხები წარმატებით აითვისოს.
ეს ბრენდს ხელს შეუწყობს გაზარდოს მისი ცნობადობა და ტრეფიკი. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური მედია არხებია: Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram, Snapchat, Pinterest.
4. ყოველ დაჭერაზე გადახდა (PPC – Pay Per Click)
PPC ვებგვერდისკენ ტრაფიკის მიმართვის მეთოდია. თქვენ ფულს უხდით გამომცემელს მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.
მაგალითად, PPC- ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა Google Ads. ის შესაძლებლობას გაძლევთ, გადაიხადოთ ფული Google- ის საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე თქვენ მიერ განთავსებული ბმულების ჩვენებაში.
5. მარკეტინგის ავტომატიზაცია
მარკეტინგის ავტომატიზაცია ნიშნავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ემსახურება თქვენი ძირითადი მარკეტინგული ოპერაციების ავტომატურად მართვას.
მარტივად რომ ვთქვათ, მისი დახმარებით განმეორებადი დავალებების შესრულება ადამიანის ნაცვლად, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგიძლიათ, მაგალითად:
- მეილების ავტომატიზაცია: მეილების ავტომატიზაციის დახმარებით, შესაძლებელია არა მხოლოდ დაგეგმილი მეილების ავტომატურად გაგზავნა, არამედ ფართო აუდიტორიის იმ მცირე აუდიტორიამდე შევიწროვებაც, ვისაც თქვენ მიერ გაგზავნილი მეილები სხვებზე მეტად აინტერესებს.
- სოციალური მედიის პოსტების დაგეგმვა: თუ გსურთ, რომ სოციალურ მედიაში თქვენი ბრენდის ცნობადობა გაზარდოთ, პოსტების ხშირად გამოქვეყნება ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. პოსტების დაგეგმვა დაგიზოგავთ ძვირფას დროს და საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტი დრო დახარჯოთ თუნდაც ბრენდის საკომუნიკაციაზე მუშაობაში.
6. ონლაინ პიარი
დღეს, სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან ერთად, უკვე მედიამაც გადაინაცვლა ციფრულ არხებში. ისინი მკითხველებსა თუ მაყურებლებს ინფორმაციას უკვე სოციალური მედიისა და ვებგვერდის მეშვეობით აწვდიან.
ონლაინ პიარი გულისხმობს ციფრული პუბლიკაციებს, ბლოგებსა და სხვა შინაარსზე დაფუძნებული კონტენტის განთავსებას ონლაინ მედიაში.
ონლაინ პიარის ერთ-ერთი მაგალითია თქვენი კომპანიის საჯაროდ შეფასებაც, რომელიმე მიუკერძოებელი პირის მიერ. ასეთი ნაბიჯები ბრენდს ხელს უწყობს გახდეს მეტად ჰუმანური და შეიქმნას რეპუტაცია საზოგადოებაში.
7. შემომავალი მარკეტინგი ( Inbound marketing)
შემომავალი მარკეტინგი გულისხმობს მარკეტინგის მეთოდოლოგიას, რომლის საშუალებითაც თქვენ ცდილობთ მომხმარებელი თქვენი პროდუქტით ან სერვისით სარგებლობის ყველა ეტაპზე მოიზიდოთ და დააინტერესოთ.
ამ დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ციფრული მარკეტინგის ტაქტიკა და არხი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
რაც ყველაზე მთავარია, მათი საშუალებით თქვენ უნდა შეძლოთ ისეთი ე.წ. “User Experience”-ის შექმნა, რომელიც მომხმარებელზე ეფექტურად მუშაობს.
8. დასპონსორებული კონტენტი
დასპონსორებული კონტენტისთვის თქვენ, როგორც ბრენდი, უხდით სხვა კომპანიას ან ადამიანს ფულს იმისთვის, რომ შექმნან თქვენს ბრენდთან დაკავშირებული მასალა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ციფრულ არხში განათავსებენ.
დასპონსორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე.წ. ინფლუენსერ მარკეტინგი.
ამ მარკეტინგის დროს, ბრენდი თანამშრომლობს მისთვის საინტერესო ინდუსტრიებში პოპულარულ კომპანიებთან ან ადამიანებთან, რომლებიც სოციალურ ქსელში თქვენი ბრენდის შესახებ სხვადასხვა მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
ასეთი ინფორმაცია კი როგორც წესი, ადამიანებს თქვენი ბრენდის მიმართ ინტერესს უმძაფრებს და პროდუქტის შეძენის სურვილს უჩენს.
თუ გინდა, მეტი გაიგო სოციალურ მედია მარკეტინგზე და გახდე დარგის ექსპერტი, ჩვენ გასწავლით, როგორ გაუშვა Facebook და Instagram რეკლამა, სახლიდან გაუსვლელად.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ