ონლაინ კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში

ონლაინ კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში

როგორ გავაკეთოთ რეკლამა სოციალურ ქსელებში?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

რეკლამისადმი მიდგომა წლიდან წლამდე იცვლება, ჩნდება ახალი ციფრული მარკეტინგის  ინსტრუმენტები და  პლათფორმები, უფრო მეტი კომპანია იწყებს აქტიურად სოციალურ მედია არხებში რეკლამის შემქნას, უფრო ზუსტად კი 2021 წელს რეკლამაში დახარჯულმა ბიუჯეტმა 450 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ამიტომ დამწყები და შესაძლოა უკვე არსებული ციფრული მარკეტერებისთვის არ კარგავს კითხვა – როგორ გავაკეთოთ რეკლამა, რომელიც მუშაობს? – აქტუალობას.

თუ გაინტერესებს როგორ შეარჩიო კონტენტი, მეტრიკები და სხვა დეტალები რეკლამის შესაქმენლად ეს ბლოგი ამის წარმოდგენას ნამდვილად შეგიქმნის

სტატიის სარჩევი

1. შეარჩიე მიზნობრივი აუდიტორია შენს სოციალურ ქსელებში

სანამ რეკლამას შექმნი, მანამდე კარგად უნდა დაფიქრდე ვინ არის შენი მიზნობრივი აუდიტორია, ანუ ვის გინდა ყველაზე მეტად რომ გააგებინო შენი პროდუქტის/სერვისის შესახებ.

თუ ტარგეტირებას სწორად დაგეგმავ, მაშინ არსებული ბაზრიდან იპოვი ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად აინტერესებს  გასაყიდი პროდუქტი/სერვისი და მზად არიან მასთან აქტიური ინტერაქციისთვის.

როგორია შენი იდეალური მომხმარებელი? ანუ პერსონა, რომელიც იქმენება სხვდასხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების ერთობლიობით.

შეარჩიე მესიჯი და კარგად დაფიქრდი როგორ ერგება ის კომპანიის ყველაზე იდეალურ მყიდველს, ამის შემდეგ სოციალური რეკლამის შექმნისას მიუთითე ეს მახასიათებლები და გაუშვი მესიჯი სწორ აუდიტორიაზე.

pexels-fauxels-3183170

2. როგორ გავაკეთოთ რეკლამა, ბაზრის კვლევის გარეშე?

გაიგე, სოციალურ ქსელებში კამპანიის გაშვებამდე რა ეტაპების გავლა არის საჭირო

გეგონა რომ აქ იპოვიდი პასუხს, როგორ დაუძვრე ამ ნაბიჯს? სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ.  ბაზრის კვლევა არის საფუძველი სარეკლამო კამპანიისა სოციალურ ქსელებში. მის გარეშე ვერ გაიგებ არსებობს თუ არა ინტერესი მომხმარებელთა შორის, რამდენად ძლიერია ეს ინტერესი ან აქვს თუ არა ინტერესის ზრდას პოტენციალი.

ბაზრის კვლევა გასცემს ისეთ კიხთხვებს პასუხს, როგორებიცაა:

  1. რამდენი წლისაა მომხმარებელი სოციალურ ქსელებში?
  2. რაზე ხარჯავენ ისინი დროს?
  3. რომელ სოციალურ მედია პლათფორმებს იყენებენ ისინი?
  4. სად და როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი?

ასეთ კითხვებზე პასუხი დაგეხმარება შეარჩიო საუკეთესო პლათფორმა სოციალურ ქსელებში და ნაკლები დრო, ენერგია და ფულადი რესურსი დახარჯო წარუმატებელ ცდებზე ( მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცეები დამატებით არ უნდა დატესტო)

pexels-tracy-le-blanc-607812

3. შეარჩიე პლათფორმა სოციალურ ქსელებში

როგორც წინა პუნქტში გავიგეთ, ბაზრის მარკეტინგულმა კვლევამ უნდა მოგცეს გარკევული ინფორმაცია შენს მომხმარებლებზე, რის მიხედვითაც შეძლებ პლათფორმის შერჩევას სოციალურ ქსელებში, რომელზეც ყველაზე მეტ დროს ატარებენ ისინი.

ბაზრის კვლევის გარდა, აუცილებლად დაფიქრდი იმის გამოკვლევაზე თუ საშუალოდ რა ბიუჯეტია საჭირო სოციალური რეკლამირებისთვის ამ პლათფორმაზე, როგორია ამ ბიუჯეტის დახარჯვისას მიღებული სარგებელი, რა უპირატესობებით გამოირჩევა ის სხვა მისი მსგავსებისგან და როგორი მეთოდოლოგიით  უნდა დაიწყო მასზე რეკლამირება.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. განსაზღვრე საჭირო ბიუჯეტი

როგორ უნდა დაგეგმო სოციალურ ქსელებში გაშვებული კამპანიის ბიუჯეტი?

თუ არ იცი გეტყვი რომ, იმისთვის რომ ფული იშოვო ამისთვის ფული უნდა დახარჯო, ამ შემთხვევაში უნდა დახარჯო ონლაინ მარკეტინგულ რეკლამაში.

განსაზღვრე:

  • მთლიანი ბიუჯეტი
  • როგორ განაწილდება მთლიანი ბიუჯეტი
  • როგორი იქნება კამპანიის ან პროექტის ამონაგები
  • უმჯობესია ყოველთვის წინასწარ გქონდეს ბიუჯეტის სტრატეგია, რომელსაც, რა თქმა უნდა, კამპანიის მსვლელობასთან ერთად დააკორექტირებ, მაგრამ მთლიან სურათს არ შეცვლი.

5. როგორ გავაკეთოთ რეკლამა ძლიერი მესიჯით

რა მესიჯი მუშაობს სოციალურ ქსელებში?

როდესაც უკვე შეარჩევს შენ მიზნობრივ აუდიტორიას და პლათფორმას სოციალური მედია რეკლამის შესაქმენლად, დაფიქრდი რა უნდა იყოს შენი კამპანიის მთავარი მესიჯი.

იფიქრე უფრო ფართედ კამპანიის სათქმელზე და იმაზე თუ როგორ მიიტანო ეს სათქმელი მარტივად და მკაფიოდ მომხმარებლამდე.

რა არის შენი მიზანი? მიიყვანო მომხმარებელი ფიზიკურ მაღაზიაში, თუ გადაამისამართო საიტზე? შეავსებინო მათ ლიდის ფორმა თუ გადმოაწერინო უფასო  კურსი?

იმისთვის, რომ მთავარი მიზანი არ დაიკარგოს, მნიშნელოვანია ის იყოს მკაფიოდ გადმოცემული, რადგან ხშირს შემთხვევაში მომხმარებელთა უმრავლესობა ინფორმაციას აღიქვამს ზედაპირულად და არ აკვირდება დეტალებს.

არ დაგავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი, შეარჩიო კამპანიის CTA, ანუ ისეთი მოწოდება, რომელიც მაშნვე მიახვედრებს მომხმარებელს საჭირო ქმედებას და უბიძგებს მის განხორციელებისკენ, მაგ: ‘’შეავსე ფორმა’’, ‘’დააჭირე ღილაკ შესაძენათ’’ და ა.შ

pexels-mikael-blomkvist-6476366

6. როგორ გავაკეთოთ რეკლამა, რეკლამამდე?

ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში კამპანიის გაშვემადე, შემქნა სატესტო რეკლამები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნის თუ როგორ მუშაობს დიზაინი, ტექსტი, მოწოდება და სხვა დეტალები.

სატესტო რეკლამები გაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის დასატოვებელი ან გასაუმჯობესებელი, ამიტომ მთავარი კამპანიის გაშვებამდე, ჯობს ასეთი დეტალების შემოწმება ვიდრე შემდგომ პროცესში დაგვიანება.

სოციალურ ქსელში რეკლამის შექმნამდე, გადახედე შენს უკვე არსებულ  რეკლამებს გაანალიზე რა მუშაობს და რა  საჭიროებს გაუმჯობესებას და  შემდგომ შეარჩიე შენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური რეკლამა ან შექმენი ახალი.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »

გააზიარე:

სხვა სტატიები

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.