დღევანდელ დღეს, სოციალურ მედიაში, ბრენდები იბრძვიან ყურადღებისთვის. იქნება ეს ორგანული თუ ფასიანი რეკლამის საშუალებით, ჩართულობის მოპოვება ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება. RivalIQ– ს ბოლოდროინდელი მონაცემებით Facebook-ის ჩართულობის საშუალო მაჩვენებლი შეადგენს 0.09%-ს.
იმისთვის, რომ სოციალურ მედიაში, განთავსებულმა პოსტებმა მიიპყრონ მომხმარებელთა ყურადღება, მარკეტერების უმეტესობა ცდილობს მეტი დრო დაუთმოს დიზაინისა და ვიზუალური ნაწილის შემუშავებას. მაგრამ, ნუთუ შესაძლებელია, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ყოველწამიერად იცვლება მიდგომა და წესები, მუდმივად ისეთი კონტენტის წარმოება, რომელიც არ ჩამოუვარდება მის წინამორბედს? ძალიან ხშირად სოციალურ მედია მარკეტერებს ასეთი ტემპის აყოლა უჭირთ: იწურება რესურსი, არასაკმარისი ხდება ძალისხმება ან უნარები და სწორედ ამ დროს იწყება მარტივი გზის ძიება.
ამ ბლოგში გაგაცნობთ 5 მარტივ გზას, თუ როგორ უნდა შექმნა ციფრული რეკლამა, რომელიც შეაჩერებს მომხმარებლის ყურადღებას და უბიძგებს მას არ აგსქროლოს, ასევე მოგიყვები რამდენიმე არადიზაინერებისთვის შექმნილ ინსტრუმენტზე, რომელიც დაგეხმარება შენი ბრენდისთვის შესაფერისი დიზაინის შექმნაში.