Categories
მარკეტინგი სოციალური მედია ციფრული მარკეტინგი

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი Apple-ის განახლებულ iOS 14-ზე და იმ ეფექტებზე, რაც მან Facebook-ის რეკლამაზე შეიძლება მოახდინოს. რეალურად, ამ თემაზე აქამდეც ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და მათი ნაწილი ალბათ შენც მოგისმენია.

 

არსებობდა მოსაზრება, რომ ახალმა კანონდებლობამ Facebook-ზე რეკლამები შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს. ფაქტია ისიც, რომ წლიდან წლამდე Facebook-ს რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები სულ უფრო ეზრდებოდა. თუმცა, ამჯერად სიახლეები ნამდვილად არის და ქვემოთ ყველა შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე დეტალურად მოგიყვები.

სტატიის სარჩევი

რას შეცვლის iOS 14 Facebook-ის მარკეტერებისთვის?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კონვერიების რეკლამისა და Facebook pixel-ის გამოყენებას უკავშირდება. თუ შენი ბიზნესი არეკლამებს მობილურ აპლიკაციას ან Facebook რეკლამის საშუალებით მომხმარებელი ვებგვერდზე გადაგყავს, გაითვალისწინე:

 

Apple მოითხოვს, რომ App Store-ის ყველა აპლიკაციამ ios-ის მომხმარებლებს დაუსვას კითხვა: თანახმა ხარ თუ არა, კონკრეტულმა პლატფორმამ შენი სხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციაში ქცევის შესახებ მიიღოს ინფორმაცია?

 

ეს ფაქტი შეიძლება შენთვის უკვე შედარებით ნაცნობად ჟღერდეს, რადგან ვებგვერდების უმეტესობაზე GDPR მოთხოვნების შესაბამისად, უკვე აუცილებელია მომხმარებლის თანხმობა ე.წ. Cookies შეგროვებაზე. 

 

ამ ცვლილების ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრო, რას შეცვლის არსებული ფაქტი შენთვის, როგორც Facebook-ზე რეკლამის განმთავსებლისთვის:

 

  • თუ მომხმარებლისგან არ გექნება თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შემცირდება Facebook pixel-ის ეფექტურობა. ანუ, ვეღარ შეძლებ სრულფასოვანი რემარკეტინგის წარმოებას
  • გართულდება სამიზნე აუდიტორიისთვის ზუსტად მის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შემცველი რეკლამების ჩვენება
  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტი კი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ბევრად მეტი ბიუჯეტის დახარჯვა მოგიწევს სასურველი ოდენობის პროდუქტის გასაყიდად და სამიზნე აუდიტორიის მოსაძებნად

რა რეაგირება აქვს Facebook-ს iOS-ში შეტანილ ცვლილებებზე?

ბუნებრივია, Facebook-სთვის და მათი შემოსავლებისთვის ეს ცვლილება ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს როგორც Apple-ის, ისე Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონები. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ iOS-ის სისტემის მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია. 

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Facebook ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეზღუდვები ძალიან შეუშლის ხელს მცირე ბიზნესების ზრდას, რომლებიც პროდუქტს მხოლოდ Facebook-ის რეკლამის გამოყენებით ყიდიან და ბუნებრივია, მათი სარეკლამო ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია.

 

თუმცა, ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესებზე მეტად, დიდ კოროპაციებზეა დამოკიდებული. ანუ, იმ შემთხვევაში თუ დიდი კორპორაციები რეკლამის განთავსებას მათ პლატფორმაზე შეწყვეტენ, Facebook-სთვის ეს ცვლილება შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. 

 

როგორ შეცვლის iOS 14 შენს Facebook რეკლამას?

1. დაგვიანებული ინფორმაცია და მონაცემები

როგორც წესი, აქამდე ედვერთაიზერებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა მონაცემისთვის თვალი ლაივ რეჟიმში ედევნებინათ. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ios 14-ის დამსახურებით აღარ გექნება.

 

სავარაუდოდ, მინიმუმ 3 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ გადაამოწმო, რამდენად ეფექტურად იმუშავა შენ მიერ გაშვებულმა რეკლამამ.

 

2. ნაკლები წვდომა დეტალურ ინფორმაციაზე

ცვლილებების გამო, ასევე ვერ შეძლებ შენი სარეკლამო კამპანიების ჩაშლას (Breakdown) ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორებიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და განთავსება.

 

3. მაქსიმუმ 8 Event-ის კონტროლი

რეკლამის გაშვებისას, თითოელ დომეინზე მაქსიმუმ 8 ივენთის მონიტორინგს შეძლებ. ასევე, მოგიწევს მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაც. 

 

აქვე, მოგიყვები ივენთების პრიორიტეტებად დალაგების მუშაობის პრინციპზეც – მაგალითად განვიხილავ ონლაინ კომერციის ვებგვერდის შემთხვევას, რომელზეც უმთავრესია ისეთი ივენთების მონიტორინგი, როგორებიცაა ნივთის კალათში დამატება და შეძენა. როდესაც მომხმარებელი შემოვა ვებგვერდზე, დაამატებს ნივთს კალათაში და შემდეგ იყიდის მას, ფეისბუქის სარეკლამო  კამპანიის რეპორტში მხოლოდ ყიდვის ივენთი აისახება, რადგან მას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე კალათაში დამატებას.

 

4. ატრიბუციის ფანჯარა – Default Attribution Window

უახლოეს მომავალში 28 დღიანი კლიკის და ნახვის, ასევე 7 დღიანი ნახვის ატრიბუციის ფანჯრები გაუქმდება (28-day click attribution windows, 28-day impressions, and 7-day impressions) და დარჩება მხოლოდ 7 დღიანი კლიკის და 1 დღიანი ნახვის ატრიბუციის რეპორტინგი. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს კონვერსიების რეპორტინგზე და ამ კონვერსიების შესაბამის კამპანიების ალოკაციაზე.

როგორ უნდა მოიქცე ამ შეზღუდვების საპასუხოდ?

1. მოახდინე შენი დომეინის ვერიფიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ შენი ვებგვერდისთვის იყენებ Facebook pixel-ს, აუცილებლად გადაამოწმე დომეინი და მოახდინე მისი ვერიფიკაცია.

2. შეარჩიე 8 ყველაზე რელევანტური ივენთი

Facebook უკვე ავტომატურად შეარჩევს იმ 8 ივენთს, რომელიც ყველაზე რელევანტურია შენი ბიზნესისთვის.

 

თუ ამ 8 ივენთის გარდა სხვა მონაცემებიც დაგაინტერესებს, სამწუხაროდ მათ გააქტიურებას და კამპანიისთვის გამოყენებას ვეღარ შეძლებ.

 

შერჩეული 8 ივენთის გარდა, დანარჩენების გადახედვა და დაპრიორიტეტება შეგიძლია Events manager-დან.

3. შეადარე ატრიბუციის მოდელები

ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც შეგიძლია გააკეთო, არის ატრიბუციის მოდელების შედარება. ნახე რომელი კონვერსიები ხდება 7 დღიან და 28 დღიან ფანჯარაში. ამის გაკეტება შეგიძლია Ads Manager-იდან აირჩიე სვეტები (Columns > Customize Columns > Window Comparison.
ატრიბუციის ფანჯრების შედარება, დაგეხმარება უკეთ გაიაზრო, ტუ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებებს შენი შედეგების რეპორტინგზე.

როგორი იქნება Facebook-ის მომავალი?

ალბათ ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ Facebook ამ ცვლილების გამო პოპულარობას და დიდ აუდიტორიას დაკარგავს. გამოსავლის პოვნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. მთავარი, რაც წარსულმა გამოცდილებამ გვასწავლა არის ის, რომ ადამიანები, ისევე როგორც ბრენდები საკმაოდ მარტივად ადაპტირდებიან სიახლეებთან.

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
სოციალური მედია

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

ავტორი: ირაკლი ჩხეიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, Facebook-მა კიდევ უფრო გაამკაცრა სარეკლამო პოლიტიკა და მის განმთავსებლებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი წესის დაცვა მოსთხოვა. 

 

იმის გამო, რომ მათი პოლიტიკის შესახებ ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია, ადამიანები საკმაოდ ხშირად არღვევენ  სხვადასხვა წესს. წესების დარღვევის შედეგად, პირველ რიგში, იბლოკება პოსტი, შემდეგ კი რამდენიმე ასეთ შემთხვევას შედეგად სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც შეიძლება მოჰყვეს.

 

რადგან ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ხშირად ვიღებ კითხვებს მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური სოციალური მედიის სარეკლამო პოლიტიკის ნაწილზე მოგიყვეთ.

 

გაითვალისწინეთ, რომ Facebook პლატფორმის სარეკლამო პოლიტიკა 31 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სრული ჩამონათვალის სანახავად ამ ბმულს ეწვიეთ. 

 

სტატიის სარჩევი

1. ფულადი ან არარეალისტური დაპირება და მოლოდინების შექმნა

ფულადი დაპირებები საკმაოდ ხშირად ხდება რეკლამის დაბლოკვის მიზეზი. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ პოსტის აღწერაში ან ვიზუალზე დროის ან თანხის დაკონკრეტებას და ზოგადად, კონკრეტიკას. ეცადეთ, პოსტის ტექსტის შინაარსი იყოს განზოგადებული.

 

მაგალითად, Facebook-მა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს პოსტი ამ ტექსტით: “ერთ კვირაში, ჩვენ ვიშოვეთ 3000 დოლარი.” თუმცა, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ რეკლამის გაშვებაზე, თუ შინაარსს ასე შეცვლით: “სტუდენს 3000 დოლარიანი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.”

 

2. აკრძალული ან რეგულირებადი პროდუქტების რეკლამით გაყიდვა

განსაკუთრებით ხშირად იბლოკება ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არეკლამებთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს რეგულირებად პროდუქტს.

 

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, აკრძალულია თუ ლეგალური ეს პროდუქტი იმ ქვეყანაში, სადაც რეკლამას უშვებთ. Facebook მიჰყვება საკუთარ, და არა ქვეყნების შიდა პოლიტიკას.

 

მაგალითად, თუ უშვებთ თავის მოვლის საშუალებების რეკლამას, რომელთა შემადგენლობაში კანაბიდიოლი შედის, მოგიწევთ ამოიღოთ ეს სიტყვა პროდუქტის აღწერიდან და ლენდინგ გვერდიდან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ.

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალი ლენდინგ გვერდზე ისეთი ფოტოს ჩვენებაა, რომელზეც კარგად ჩანს პროდუქტის შემადგენლობა. ამ რჩევის გათვალისწინების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სთხოვოთ Facebook-ს თქვენი რეკლამის გადამოწმება და დადასტურება.

3. ზედმეტი სიშიშვლე რეკლამაში გაშვებულ ფოტოზე

ამ ტიპის პრობლემები, როგორც წესი, თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების რეკლამის გაშვების დროს იჩენს თავს.

 

ასევე, შეიძლება იგივე საკითხი ნაცნობი იყოს ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც საუბრობენ დიეტებზე, სხეულის კორექციაზე და ა.შ ამ დროს, გირჩევთ შეძლებისდაგვარად შეამციროთ შიშველი კანის გამოჩენა ფოტოზე.

 

მაგალითად, პოსტი შეიძლება დაიბლოკოს, თუ ფოტოზე მოდელს აცვია თამამი საცურაო კოსტუმი. თუმცა, როგორც კი საცურაო კოსტუმს მოკლე შორტით ჩაანაცვლებთ, რომელზეც კანი მეტად იფარება, შესაძლებელია პოსტი დადასტურდეს და რეკლამაშიც გაეშვას. 

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. მართლწერის შეცდომები, ბევრი ემოჯი და გაუქმებული ვებგვერდები

ბუნებრივია, რომ ეს სოციალური მედია პლატფორმა შიდა განაწესის საშუალებით მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს კონტენტი, რომელშიც ბევრი ორთოგრაფიული და მართლწერის შეცდომაა, ან სადაც ზედმეტად ბევრი ემოჯია გამოყენებული.

 

ასევე, ყურადღებით იყავით ბმულთან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ. რეკლამის გაშვებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა ვებგვერდი გამართულად.

 

5. სოციალური სტანდარტების დარღვევა

ბოლო პერიოდში, სოციალური სტანდარტები განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ამიტომ Facebook ამ მიმართულებასაც ძალიან მკაცრად აკონტროლებს. 

 

განსაკუთრებით კი ყურადღებას აქცევს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

 

  • სხვების უსაფრთხოება
  • ავთენტურობა
  • ძალადობა ან კრიმინალური ქცევა
  • ინტერელქტუალური საკუთრება
  • საეჭვო შინაარსის მქონე კონტენტი

გაითვალისწინეთ, რომ სოციალური სტანდარტების დარღვევისას, facebook-სგან მიღებულ შეტყობინებაში არ იქნება დაკონკრეტებული, რომელი პუნქტი დაარღწვიეთ, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ნებისმიერის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია.

 

ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა მნიშვნელოვანია, თუ ახლო მომავალში სოციალური მედია მარკეტინგის სწავლას და ამ მიმართულებით პროფესიულ განვითარებას აპირებთ. 

6. პირად მახასიათებლზე და ატრიბუტებზე ხაზგასმა

ზემოთ ჩამითვლილ წესებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეკლამა არ უნდა შეიცავდეს შინაარსს, ადამიანის პირად მახასიათებლებზე.

 

მაგალითად, პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებებს ან გავლენას ადამიანის რასის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის, რწმენის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის ან პრაქტიკის, გენდერული იდენტობის, ინვალიდობის, სამედიცინო მდგომარეობის (მათ შორის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის), ფინანსური მდგომარეობის, ხმის მიცემის სტატუსის ან კონკრეტული საზოგადოების ჯგუფის წევრობის შესახებ. ასევე, არ უნდა იყოს ნახსენები კრიმინალური პირის სახელი და გვარიც. 

 

ქვემოთ, ეთიკურად მართებული და არამართებული ტექსტის რამდენიმე მაგალითია, რომელიც ადამიანის პირად მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობას უკავშირდება.

7. შეუსაბამობა რეკლამასა და ლენდინგ გვერდს შორის

საინტერესოა, რომ Facebook აკვირდება არა მხოლოდ რეკლამაში გაშვებული პოსტის ხარისხს და მის რელევანტურობას, არამედ იმ ბმულსაც, რომელზეც რეკლამას მომხმარებელი გადაჰყავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ამ პლატფომრაზე თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.

 

ამ თხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად მაღალია ე.წ bounce rate თქვენ მიერ მითითებულ ბმულზე. ტერმინი Bounce rate გამოიყენება ვებ-ტრაფიკის ანალიზში. ის წარმოადგენს ვიზიტორთა პროცენტს, რომლებიც შედიან ვებგვერდზე და შემდეგ ტოვებენ მას, ნაცვლად იმისა რომ იმავე ვებგვერდზე სხვა გვერდებიც ნახონ.

 

გარდა Bounce rate-ისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამას მომხმარებელი არ გადაჰყავდეს გაუქმებულ ვებგვერდზე.

 

8. დეზინფორმაციის გავრცელება

შიდა პოლიტიკის მიხედვით, ასევე აკრძალულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განმთავსებელი განმეორებით გამოაქვეყნებს ყალბად მიჩნეულ ინფორმაციას, ე.წ fake news-ს, მასზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები და აღარ მიეცეს შესაძლებლობა განათავსოს რეკლამა ამ პლატფორმაზე.

 

რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმაზე წარმატებული რეკლამის გასაშვებად.

 

თუმცა, თუ ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში 12 წლის მანძილზე მუშაობით დაგროვილი პრაქტიკის გაზიარებაც გსურთ, შეგიძლიათ, ჩემს სოციალური მედია მარკეტინგის  კურსზე დარეგისტრირდეთ.

 

ამ სოციალური მედია მარკეტინგის ონლაინ კურსზე სიღრმისეულად შეისწავლით ყველაფერს, რაც წარმატებული Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვებისთვის დაგჭირდებათ.

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
სოციალური მედია

10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა და მათი შესაძლებლობები​

10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის კატეგორია და მათი შესაძლებლობები

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მატულობს სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვიც.

 

ალბათ უკვე თქვენც იყენებთ ისეთ პოპულარულ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა: Facebook, Instagram, YouTube და ა.შ თუმცა, მათ გარდა კიდევ ბევრი პლატფორმა არსებობს, რომლებზეც ადამიანები სხვადასხვა მიზნით რეგისტრირდებიან და მათ საკმაოდ აქტიურად სტუმრობენ.

 

გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში სოციალური ქსელების ვრცელი სია 10 კატეგორიად დავყოთ, მათი მომხმარებლის ინტერესებისა და მიზნობრიობის მიხედვით. ვფიქრობთ, ასე უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება, რაზე ფოკუსირდება თითოეული სოციალური მედია.

 

სოციალური მედიის ამ კატეგორიებისა და მათი დანიშნულების კარგად გააზრება, საშუალებას მოგცემთ, ახალი იდეებით გაამდიდროთ თქვენი მარკეტინგული კომუნიკაცია და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოთ სხვადასხვა არხები.

 

ამასთან ერთად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია თქვენი სამიზნე აუდიტორიის უფრო მარტივად მოძებნასა და მათთან დაკავშირებაშიც დაგეხმარებათ.

სტატიის სარჩევი

1. სოციალური ქსელები

მაგალითები: Facebook, Twitter, Linkedin

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ხალხთან (და ბრენდებთან) დისტანციურად დასაკავშირებლად.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბაზრის შესწავლა, ბრენდის ცნობადობის ზრდა, ლიდების შეგროვება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია … ჩამონათვალი თითქმის უსასრულოა.

 

სოციალურ ქსელებს, facebook ს, twitter-სა და Linkedin-ს, ზოგჯერ ”ურთიერთობის ქსელებს” უწოდებენ ხოლმე. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეხმარება ხალხს და ორგანიზაციებს ინტერნეტის საშუალებით, სრულად დისტანციურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაცვალონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

 

დღეს, როდესაც მობილური ტელეფონით ინტერნეტის გამოყენება სულ უფრო ხშირია, სოციალური ქსელები ერთგვარ ჰაბებადაც იქცა.

 

ისინი გარდაქმნიან თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს – დაწყებული ახალი ამბების კითხვიდან, შვებულების ფოტოების გაზიარებითა და ახალი სამსახურის პოვნით დამთავრებული.

 

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეს და ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, მაშინ მას სწორედ იქ უნდა დახვდეთ, სადაც მომხმარებელი ყველაზე დიდ დროს ატარებს. სოციალურ ქსელში კი ადამიანი დღეში საშუალოდ 2,5 საათს ატარებს.

 

2. მედიის გაზიარების ქსელები

მაგალითები: Instagram, Snapchat, Youtube

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ფოტოების, ვიდეოების აღმოჩენისა და მათი გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სოციალური ქსელების მსგავსად, მედიის გაზიარების პლატფორმებიც დაგეხმარებათ ბრენდის ცნობადობისა და აუდიტორიის ჩართულობის ზრდაში, ისევე როგორც ლიდების შეგროვებაში.

 

იმისთვის, რომ მარტივად განსაზღვროთ, სჭირდება თუ არა თქვენს ბიზნესს ამ ტიპის არხებში გამოჩენა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ თქვენი რესურსები და შესაძლებლობები, ისევე როგორც აუდიტორია, რომელზეც თქვენი პროდუქტის/სერვისის გაყიდვას აპირებთ.

 

3. კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Reddit, Quora, Digg

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ინფორმაციისა და აზრების ერთმანეთისთვის გაზიარების/დისკუსიის მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სადისკუსიო ფორუმი სოციალური მედიის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და ის შესანიშნავი რესურსია ბაზრის კვლევისთვის.

 

სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, მსგავსი პლატფორმები რეკლამის განთავსებისთვისაც გამოიყენოთ.

 

Reddit, Quora და Digg და სხვა კონტენტის მოძიების ქსელები ის ვებგვერდებია, რომლებსაც ხალხი ყველაზე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სტუმტობს. როგორც წესი, ამ ტიპის ვებგვერდებზე მომხმარებლები საერთოდ არ ერიდებიან თავიანთი აზრებების დაფიქსირებას და მაქსიმალურად გულწრფელები არიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ სადისკუსიო ფორუმების გამოყენება მომხმარებლებს ანონიმურადაც შეუძლიათ. ეს კი თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ღრმა კვლევა და ზუსტად გაიგოთ, რა აწუხებთ ან რა სურთ თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და პოტენციურ მომხმარებლებს.

 

4. კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Pinterest, Flipboard

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: საინტერესო მასალის მოძიების, შენახვისა და გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათი გამოყენება შეგიძლიათ ბრენდის ცნობადობის, მომხმარებელთა ჩართულობისა და ვებგვერდის ტრეფიკის ზრდისთვის.

 

ზოგადად, ამ ტიპის სოციალური მედია ხალხს ახალი და ტენდენციური იდეების აღმოჩენაში, შენახვაში, გაზიარებასა და განხილვაში ეხმარება.

 

ხშირ შემთხვევაში, ისინი შეიძლება იქცნენ ერთგვარ შთაგონების წყაროდ შემოქმედი ადამიანებისთვის ან ინფორმაციისა და იდეის მაძიებელთათვის.

 

მაგალითად, Pinterest, მომხმარებელს ვიზუალური შინაარსის აღმოჩენაში ეხმარება. იმისთვის, რომ ამ პლატფორმაზე თქვენი ბრენდის კომუნიკაცია წარმატებით აწარმოოთ, მნიშვნელოვანია თქვენი ვებგვერდის სანიშნეების კეთება.

 

ეს გულისხმობს სათაურებისა და ფოტოების ოპტიმიზაციას თქვენს ბლოგზე ან/და ვებგვერდზე.

 

5. უკუკავშირის გაზიარების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

6. ბლოგებისა და გამოქვეყნების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

7. სოციალური შოპინგის ქსელები

მაგალითები: Polyvore, Etsy, Fancy

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: იმისათვის, რომ თვალი ადევნონ თანამედროვე ტენდენციებს, მათ საყვარელ ბრენდებს, გააზიარონ მათი აღმოჩენილი პროდუქტები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ისინი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ ინფორმირებულობა, გაზარდონ ჩართულობა და გაყიდონ პროდუქტები ახალი არხებით.

 

სოციალური შოპინგის ქსელები ელ კომერციას კიდევ უფრო კომფორტულს და სახალისოს ხდიან. ისინი ერთგვარად აერთიანებენ სოციალური ქსელებისა და შოპინგის გამოცდილებას.

 

8. ინტერესებზე დაფუძნებული ქსელები

მაგალითები: Goodreads, Houzz, Last.fm

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: რათა დაუკავშირდნენ საერთო ინტერესების ან ჰობის მქონე ადამიანებს.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის ქსელი რაიმე კუთხით უკავშირდება თქვენს პროდუქტებს ან სერვისებს, ინტერესებზე დაფუძნებული ქსელის გავლით ბრენდის ცნობადობის ზრდა და მომხმარებლის ჩართულობის მიღება შეგიძლიათ.

 

უფრო მასშტაბური სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ამ ტიპის ქსელები საშუალებას მოქცემთ, კონკრეტული ინტერესების მქონე ბევრად ვიწრო აუდიტორიაზე გახვიდეთ, მაგალითად: წიგნები, მუსიკა, ინტერიერის დიზაინი, მოგზაურობა და ა.შ.

 

მაგალითად, Houzz– ზე სახლის დიზაინერებს შეუძლიათ დაათვალიერონ სხვა დიზაინერების ნამუშევრები, შექმნან საკუთარი ნამუშევრების კოლექციები და დაუკავშირდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ეძებს მათ მომსახურებას.

 

9. ეკონომიკის გაზიარების (ე.წ. Sharing Economy) ქსელები

მაგალითები: Airbnb, Uber, Taskrabbit

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: პროდუქციის ან მომსახურების რეკლამისთვის, მათი მოძიების, გაზიარების, ყიდვის, გაყიდვისა და ვაჭრობისთვის.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: თუ თქვენ საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობთ, ეს ქსელები შეიძლება ბიზნესის წარმოების კიდევ ერთი არხი იყოს. (მაგალითად, თუ ბინას აქირავებთ, Airbnb დაგეხმარებათ მომხმარებლების პოვნაში).

 

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტერების უმეტესობა ამ ქსელებს ძალიან ვიწრო აუდიტორიისთვის განკუთვნილად მიიჩნევს, შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემთხვევაში, ეკონომიკის გაზიარების ქსელები თქვენთვის გაყიდვებისა და ლიდების გენერაციის ხელსაწყოდ შეიძლება იქცეს.

 

10. ანონიმური სოციალური ქსელები

მაგალითები: Whisper, Ask.fm, After School

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ჭორაობისთვის, თვალთვალისთვის, ზოგჯერ დაშინების ან ბულინგისთვისაც კი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათ ფაქტობრივად არ შეუძლიათ თქვენს ბიზნესს რაიმე სარგებელი მოუტანონ.

 

ერთი შეხედვით, ასეთი სოციალური ქსელები შეიძლება ერთგვარ გასართობად იქცეს თინეიჯერებისთვის (მაგალითად, მშობლებზე, მასწავლებლებზე ან მეგობრებზე სასაუბროდ). თუმცა, ფაქტია, რომ ანონიმური სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი.

 

საბოლოოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური მედიის მიმართულების უკეთ გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბიზნესებს არც თუ ისე ბევრი პლატფორმა აქვთ წარმატებით ათვისებული, მაშინ, როდესაც თითოეულ ქსელს საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ბრენდებისთვის.

 

თუ გსურს, რომ არ ჩამორჩე თანამედროვე ტენდენციებს და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო სოციალურ მედიაში რეკლამის ეფექტურად წარმოებისა და გაშვების შესახებ, შეგიძლია Digital Hub-ის ონლაინ კურსს გაეცნო.

 

კურსის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძე, პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელია.

 

მას ამ დარგში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს და კურსის მეშვეობით გაგიზიარებს ყველაფერს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობისას ისწავლა. რაც მთავარია, მოგიყვება იმ შეცდომებზეც, რომლებიც არ უნდა დაუშვა Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვების დროს.

 

სტატიის წყარო

 

მსგავსი სტატიები

Categories
სოციალური მედია

5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას

5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას

ავტორი: ირაკლი ჩხეიძე​

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს Facebook-ის სარეკლამო პლატფორმას საკუთარ მომხამრებელთან საკომუნიკაციოდ, შედეგად ამ პლატფორმის შესაძლებლობები დროთა განმავლობაში უფრო იხვეწება და უმჯობესდება, ემატება ახალი ფუნქციები და სარეკლამო კამპანიები ბევრად დახვეწილი და ეფექტიანი ხდება.

 

პლატფორმის ინსტრუმენტების საშუალებით მომხმარებელზე უაღრესად ტარგეტირებული და რელევანტური კომუნიკაციის გაკეთება შეიძლება, თუმცა მარკეტერების დიდი ნაწილი აღნიშნული სარეკლამო პლატფორმის სრულ პოტენციალს არ იყენებს.

 

ამ პოსტით, მინდა მოგიყვე ზოგიერთი შეცდომის შესახებ, რომელსაც მარკეტერების უმრავლესობა Facebook-ზე რეკლამირებისას უშვებს. 

 

შეცდომების უმრავლესობა დაკავშირებულია სარეკლამო პლატფორმის ფუნქციების ზედაპირულ ცოდნასთან, რომელიც სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის, აუდიტორიის არამიზნობრიობისა და კონვერსიის ძალიან დაბალი მაჩვენებელის გამომწვევ მიზეზად იქცევა. 

სტატიის სარჩევი

შეცდომა 1: არ სარგებლობენ LOOKALIKE AUDIENCE ფუნქციით

ციფრული მარკეტერების უმრავლესობა სარეკლამო კამპანიის მიზნობრივ აუდიტორიაზე ტარგეტირებას უბრალო ვარაუდით ახდენს. ისინი არ იყენებენ Facebook-ის სარეკლამო პლატფორმის ისეთ ძლიერ ინსტრუმენტს, როგორიც Lookalike Audience-ია.

 

მისი საშუალებით შეგიძლია შენი ყველაზე შედეგიან მომხმარებელთა ჯგუფის (ვინც ყიდულობს შენ პროდუქტს, დიდ დროს ატარებს საიტზე, მაღალი ჩართულობა აქვს შენი გვერდის პოსტებთან და ა.შ.) მსგავსი ჯგუფების შექმნა.

 

მსგავს Lookalike აუდიტორიას ისეთივე მაჩვენებლები ექნება (ინტერესი, ასაკობრივი ჯგუფი და ბევრი სხვა ფაქტორი რომელსაც Facebook-ის ალგორითმი ითვალისიწნებს, როგორც მონაცემებს რომელსაც ის ეყრდნობა.

Lookalike Audience-ი არსებული მომხმარებელთა სიის (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და ა.შ), Custom Audience-ის, ან შენი Facebook-ის გამომწერების მიხედვით შეგიძლია შექმნა.

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

შეცდომა 2: რეკლამის დროს არ იყენებენ FACEBOOK CUSTOM AUDIENCE ინსტრუმენტს

Custom Audience არის ძალიან მნიშვენლოვანი ინსტრუმენტი რეტარგეტირების დროს, მისი საშუალებით, სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით შეგიძლია შექმნა მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფები.

პარამეტრები შეიძლება იყოს შენს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, კომპანიის Facebook გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, აუდიტორიები Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოებთან ურთიერთქმედების მიხედვით, ან სულაც შენი მომხმარებლების არსებული მონაცემთა ბაზა (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ა.შ.).

 

Custom Audience-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიებში უკეთეს შედეგებსა და მაღალ ჩართულობას განაპირობებს, რადგანაც მიზნობრივად არჩეული აუდიტორია უფრო დაინტერესებული იქნება შენი შეთავაზებით.

 

გთავაზობ Custom Audience-ის გამოყენების რამოდენიმე საინტერესო ვარიანტს:

 

Custom Audience-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიებში უკეთეს შედეგებსა და მაღალ ჩართულობას განაპირობებს, რადგანაც მიზნობრივად არჩეული აუდიტორია უფრო დაინტერესებული იქნება შენი შეთავაზებით.

 

გთავაზობ Custom Audience-ის გამოყენების რამოდენიმე საინტერესო ვარიანტს:

Custom Audience-ი არსებული მომხმარებელთა ბაზის მიხედვით.

თუ გაგაჩნია არსებული მომხმარებლის მონაცემები, სადაც სულ ცოტა ელ-ფოსტა მაინც იქნება მითითებული, შეგიძლია სია ატვირთო პლატფრომის Audiences გვერდზე და Facebook-ი თვითონ მოძებნის ამ მომხამრებლებს, რომლებიც მის ბაზაში აღნიშნული ელ-ფოსტით არიან დარეგისტრირებულნი. ამ ჯგუფზე შეგიძლია პირდაპირ მოახდინო სარეკლამო კომუნიკაცია.

როგორც წესი ატვირთული სიიდან 60-70%-ს Facebook თავის მომხამრებელთა ბაზაში წარმატებით პოულობს, თუმცა ყველა სიისათვის შედეგი ინდივიდუალურია.

 

ასეთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი, რადგან ეს ჯგუფი შენი უკვე არსებული მომხმარებლის ან პოტენციური მომხმარებელების ჯგუფია რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინტერაქცია შენი ბიზნესის საიტთან ან Facebook გვერდთან, შედეგად უფრო დიდია შანსი იმისა რომ მათ კიდევ ერთხელ მოახდინონ რაიმე სახის ინტერაქცია შენს რეკლამასთან.

 

ახალ მომხმარებელთან შედარებით, არსებული მომხმარებლის ხელმეორედ მოზიდვა ბევრად დაბალ ხარჯებთან.

 

შექმენი Custom Audience შენს ვებ-გვერდზე მომხმარებლის აქტივობის მიხედვით

თუ მომხმარებელს ჰქონდა თქვენს ვებ-გვერდთან გარკვეული ინტერაქცია და მაგალითად რაიმე იყიდა ონლაინ და ბოლოს მოხვდა “Thank You” გვერდზე, შენ შეგიძლიათ შექმნა აღნიშნული ვიზიტორების აუდიტორია, ან დააჯგუფო მხოლოდ კონკრეტული გვერდების ვიზიტების მიხედვით, მაგალითად, მათი ჯგუფი ვინც შენი სერვისების გვერდს ესტუმრა.

საიტის ვიზიტორებზე რეტარგეტირების მაგალითი შეგიძლია ნახო ჩემს ონლაინ კურსის გვერდზე გადასვლისას – გვერდზე მოხვედრის შემდეგ, Facebook-ის News Feed-ზე უკვე ხშირად შეგხვდება ამავე კურსის რეკლამა.

შეგიძლია ასევე იმ მომხმარებელთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც შენს ვებ-გვერდზე განსაკუთრებული აქტიურობით (ვიზიტის ხანგრძლივობა) გამოირჩევიან.

აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, ვებ-გვერდზე Facebook Pixel-ი უნდა გქონდეთ დაყენებული, რომელიც მომხმარებლის ტრექინგს აწარმოებს.

შეცდომა 3: რეკლამის დიზაინის და ტექსტს უცვლელად ტოვებენ

აუცილებელია, რომ დროთა განმავლობაში გაშვებული სარეკლამო კამპანიის დიზაინი და ტექსტის შინაარსი შეცვალო. საქმე იმაშია, რომ მომხმარებელი საშუალოდ ერთი და იგივე რეკლამას 4-5 ჯერ ან მეტჯერ თუ ნახავს დროთა განმავლობაში ის უკვე ვეღარ ამჩნევს ამ ბანერს თუ ვიდეოს, აღნიშნულ ფენომენს Banner Blindness-ს ეწოდება.

 

მომხმარებელი ინტერესს კარგავს ან არეპორტებს რეკლამას, რაც რეკლამის ხარისხის ქულის (Quality Score) დაცემას იწვევს და თითოეული ინტერაქციის ფასს ზრდის, ამის შედეგად კამპანია არაეფექტიანი და ძვირი ხდება.

 

აქედან გამომდინარე, საჭიროა თვალყური ადევნო კამპანიის Frequency (სიხშირის მაჩვენებელი) მაჩვენებელს, როდესაც შეამჩნევ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 5-6-ზე მეტად გაიზარდა, სჯობს განაახლოთ რეკლამის ტექსტი და დიზაინი (თუ, რა თქმა უნდა, რეკლამის შინაარსსა და ვიზუალს სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამო არ ინარჩუნებ).

მნიშვნელოვანია თვალყური რეკლამის Quality Score-საც ადევნოთ. თუკი აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, დროა რეკლამის კრეატივი შევცვალოთ.

 

შეცდომ 4: ძალიან ფართო აუდიტორიაზე ტარგეტირება

კიდევ ერთ შეცდომა არის Facebook-ზე რეკლამირებისას ძალიან დიდ აუდიტორიაზე ტარგეტირება. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში, უნდა ეცადო თითოეული თეთრი ეფექტიანად დახარჯო.

 

ამიტომ ტარგეტირების დროს, მიზნობრივი აუდიტორია Audience Pool, მაქსიმალურად ვიწრო უნდა იყოს. თუკი არ გაგაჩნია ძველი კამპანიებიდან მონაცემები და მიახლოებული წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენ ადამიანზე გექნება წვდომა (Reach) აღნიშნული ბიუჯეტით, Facebook-ის არსებული ფუნქციით იხელმძღვანელე, რომელიც მარტივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას მოგცემს, თუ რამდენ ადამიანზე გექნებათ მიღწევადობა კონკრეტული ბიუჯეტით.

შეცდომა 5: BOOST ღილაკის გამოყენება რეკლამირებისას

ზოგადად გირჩევ არასდროს გამოიყენო ლურჯი Boost ღილაკი პოსტების რეკლამირებისთვის, აღნიშნული ღილაკი Facebook-მა Ads Manager-ის ალტერნატივად შექმნა, რათა გაემარტივებინა რეკლამირება მათთვის ვისაც Facebook-ზე რეკლამის განთავსების საკმარისი ცოდნა არ გააჩნდა. სინამდვილეში, Boost ღილაკი შეიძლება ითქვას, რომ არის დამწყები მარკეტერების მახე 🙂

 

Boost ღილაკის ოფცია მომხმარებელს შეზღუდულ ტარგეტირებას სთავაზობს, რის შედეგადაც ნაკლებად მიზნობრივ აუდიტორიას ვიზიდავთ, რაც შედეგზე და რეკლამის ფასზე უარყოფითად აისახება.

 

დამწყებ მარკეტერებს გირჩევდით, რომ თავიდანვე კარგად გაეცნო Ads Manager-ის ფუნქციონალს. უმჯობესია ცოტა დრო დაუთმო და დაეუფლო აღნიშნულ ინსტრუმენტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად დაგიზოგავს დროს და ფინანსურ რესურს.

 

ახლა უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ რატომ არის Boost ღილაკის გამოყენება არამიზანშეწონილი:

 

შეზღუდული მიზნების დასახვა

რეკლამის მიზნების არჩევის დროს, Boost ღილაკი მხოლოდ Post Engagement-ისა (ლაიქები, კომენტარები, გაზიარება და ა.შ.) და Web Traffic-ის მიზნების არჩევის საშუალებას გაძლევს. თუ, მაგალითად, გსურთ, რომ მიზნებად Lead Generation ან Conversions აირჩიოთ, Boost-ის ღილაკით ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ.

 

შეზღუდული პარამეტრები

Boost ღილაკს რეკლამის პარამეტრების შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. მაგალითად, შეუძლებელია ცალკეული რეკლამის სწრაფად დუბლირება თუ, მაგალითად, გსურს A/B ტესტი გააკეთო. 

 

ასევე შეუძლებელია არჩევა სად გსურს შენი რეკლამის განთავსება, მაგალითად, Messengers Ads-სა თუ Audience Network-ში. იმისათვის რომ ტარგეტირების სრული ფუნქციების გამოყენება შეძლო, გამოიყენე Facebook Ads Manager

 

ბიუჯეტის მართვის შეზღუდული შესაძლებლობა

Boost-ით შეუძლებელია დღიური ბიუჯეტის განსაზღვრა, მთლიანი კამპანიის მხოლოდ Lifetime Budget -ის არჩევა შეგიძლია. თუმცა, კამპანიის ხანგრძლივობის მითითება შესაძლებელია. 

 

Ads Manager-ის საშუალებით კი, ბიუჯეტის სრული მართვაა შესაძლებელი როგორც დღიური, ასევე დღის განმავლობაში კონკრეტული საათის მითითებით, როდესაც გსურs, რომ რეკლამა იყოს გაშვებული.

 

ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომების გათვალისწინებით, შენი სარეკლამო კამპანიების შედეგი გაუმჯობესდება, რაც საბოლოოდ გაზრდის კონვერსიის მაჩვენებელს საიტზე (Conversion Rate). ეფექტიანი კამპანია და რელევანტური მომხმარებლის მოზიდვა წარმატებული ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

შენი ჯერია!

გაგვიზიარე რამდენად წარმატებულად გამოიყენებ და როგორ შედეგს მიიღებ აღნიშნული რჩევებით და არ დაგავიწყდეს სტატიის გაზიარება მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია Facebook-ზე წარმატებული რეკლამის განთავსება.

 

აქვე შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა ციფრული რეკლამის დარგში, გაიარე 2 წუთიანი ტესტი და ნახავ როგორ შეგიძლია ამ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება!

მსგავსი სტატიები