Categories
ციფრული მარკეტინგი

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამავდროულად ბევრისთვის საინტერესო ინდუსტრია, სადაც ტენდენციები მუდმივად იცვლება.

 

ცვლილებებისთვის ფეხის აწყობაში კი სიახლეების გაცნობა და იმ წიგნების კითხვა დაგეხმარება, რომლებშიც ზუსტად არის აღწერილი თანამედროვე სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკები.

 

დღეს, გადავწყვიტეთ ციფრული მარკეტინგის 5 საუკეთესო წიგნის შესახებ მოგიყვეთ და თითოეულის შესახებ მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ. თითოეული მათგანი ამ სფეროს უკეთ და მეტად სიღრმისეულად შესწავლაში აუცილებლად დაგეხმარება.

სტატიის სარჩევი

1. ციფრული მარკეტინგის სტრატეგია - ინტეგრირებული მიდგომა ონლაინ მარკეტინგთან

სოციალური მედია, SEO-ს ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი, მომხმარებლის გამოცდილება (ე.წ user experience), ავტომატიზაცია, იმეილ მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის სტრატეგიები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც ავტორი საუბრობს.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს წიგნი იდეალური საგზაო რუქაა ნებისმიერი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისთვის, რომელიც მას სასურველი შედეგების მიღწევაში და მათ ანალიზში დაეხმარება.

 

შეიძინე ეს წიგნი ამაზონზე. 

 

2. რა სურთ მომხმარებლებს - როგორ შევქმნათ რელევანტური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, შეხების ყველა წერტილში

რამდენად კარგად იცნობ შენი ბიზნესის მომხმარებლებს?

 

როგორც წესი, მსოფლიოს სამწყვანი კომპანიები პირველ რიგში იკვლევენ მომხმარებლის სურვილებს და შემდეგ მათზე დაყრდნობით ცდილობენ ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი და განსხვავებული გამოცდილების შექმნას.

 

ავტორი საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან კითხვაზე: რა უყვართ მომხმარებლებს? და რა სძულთ მათ? ის, სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მაგალითების დახმარებით, ერთგვარად უმარტივებს ბიზნესებს გზას მომხმარებლის ჩართულობის, ე.წ. Engagement-ის მიღწევისკენ.

 

შეიძინე ეს წიგნი ამაზონზე. 

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

3. ყველა წერს - შენი საუკეთესო გზამკვლევი ხარისხიანი კონტენტის შექმნაში

21-ე საუკუნეში, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს და სხვადასხვა სოციალურ ქსელს.

 

ადამიანები თითქმის ყოველდღიურად დებენ პოსტებს, ფოტოებს, აზიარებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შეიძლება ითქვას, ბრენდების მიღმა, თავადაც ქმნიან კონტენტს.

 

წიგნის ავტორი ერთ-ერთი ვეტერანი მარკეტერი, ენ ჰენდლია, რომელიც დეტალურად აღწერს კონტენტის შექმნისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესს, ისევე როგორც მისი აღსრულებისა და გამოქვეყნების ეტაპებს.

 

წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ეს წიგნი ამაზონზე. 

 

4. ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ - რევოლუციური მიდგომა გაყიდვების, კონტენტ მარკეტინგის და ონლაინ მომხმარებლების მიმართ

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა ― ჯერ მარკეტინგი, შემდეგ გაყიდვები და საბოლოოდ კლიენტთა მომსახურება, არც თუ ისე ეფექტურია.

 

წარმატების მისაღწევად ბიზნესი პირველ რიგში მომხმარებლების სურვილებსა და პრობლემებს უნდა ითვალისწინებდეს.

 

საინტერესოა ისიც, რომ დღეს მომხმარებლები საკუთარ კითხვებზე პასუხს საძიებო სისტემების დახმარებით ეძებენ. და იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო დროს და ადგილას რელევანტური ინფორმაციით და ამომწურავი პასუხით დახვდები, შეგიძლია კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდო.

 

ავტორიც სწორედ ამ ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტური პრინციპზე საუბრობს: ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ.

 

წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ეს წიგნი ამაზონზე.

 

5. Storybrand - ის შენება - განმარტე შენი მესიჯი ისე, რომ მომხმარებლებმა მოგისმინონ

დონალდ მილერის ეს წიგნი სწორედ იმ პრობლემას ეხება, რომელსაც ბიზნესის ლიდერები ძალიან ხშირად აწყდებიან. მისი რევოლუციური მიდგომა, მკითხველს ასწავლის არა მხოლოდ მომხმარებლებთან დაკავშირების გზებს, ასევე იმასაც, თუ როგორ შეგიძლია კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მოპოვება.

 

წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:

შეიძინე ეს წიგნი ამაზონზე.

 

აქვე, თუ გინდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მარკეტერის წიგნების გაცნობასთან ერთად, ქართული ბაზარიც კარგად შეისწავლო, გადახედე ჩვენს ონლაინ კურსს.

 

ვიდეო კურსებს – რეკლამა სოციალურ მედიაში (FACEBOOK & INSTAGRAM) -ზე, პირველი ქართული ნეობანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი ჩხეიძე, ქართულ ენაზე ატარებს და სტუდენტებს ამ ინდუსტრიაში მუშაობის 12 წლიან გამოცდილებას უზიარებს.

 

სტატიის წყარო

 

მსგავსი სტატიები

Categories
ციფრული მარკეტინგი

4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ციფრული მარკეტინგი არის ციფრული ტექნოლოგიების, ანუ მობილური/კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტის გამოყენებით წარმოებული მარკეტინგია.

 

ის მოიცავს სხვადასხვა პლატფორმებს, არხებსა და თემებს, ციფრული სტრატეგიიდან და სოციალური მედიით დაწყებული, საძიებო არხებით დასრულებული.

 

დღეს, ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება სამუშაო ბაზარზე და სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს ზოგადად ამ ინდუსტრიის მიმართ.

 

მთავარი მიზეზი, რაც ამ ინდუსტრიას ყველასთვის საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის, ალბათ, მისი მრავალფეროვნება და სწრაფი ცვალებადობაა.

 

სხვა ინდუსტრიებისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ მარკეტერს თითქმის ყოველდღიურად უწევს რაღაც ახალის სწავლა: მიმდინარე ტენდენციებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიებისგან აპლიკაციებისა და მოწყობილობებისგან გამოწვეული ცვლილებებისთვის უმოკლეს დროში ფეხის აწყობა.

 

დღეს, გადავწყვიტეთ, 4 მთავარ მიზეზზე მოგიყვეთ, რომელიც ნათლად დაგანახებს, რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი და საერთოდ, რა თავისებურებები ახასიათებს ამ დარგს.

მანამდე, თუ გინდა, უფრო მეტი გაიგო, რა არის ციფრული მარკეტინგი, გადახედე ჩვენს ბლოგს. 

სტატიის სარჩევი

1. დამსაქმებლების მხრიდან ციფრულ მარკეტერებზე მოთხოვნა მზარდია

21-ე საუკუნეში, კომპანიებს სურთ კიდევ უფრო აქტიურად შეაგროვონ და მართონ მონაცემები. ე.წ. Data ანალიტიკა ნებისმიერი ბიზნესისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი პლატფორმების გაჩენასთან ერთად ის კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

 

დღეს, კიდევ უფრო მარტივი გახდა მოპოვებული ბაზის ეფექტურად გამოყენება და სასურველ აუდიტორიაზე ბევრად ეფექტური სარეკლამო კამპანიების გაშვება, რა თქმა უნდა, ციფრული მარკეტინგის საშუალებით.

 

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, კომპანიების მხრიდან ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებზე მოთხოვნა დაახლოებით 59%, ხოლო ამ დარგში გამოცდილი პროფესიონალების მიწოდება მხოლოდ 19% იყო.

ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ბაზარზე საკმაოდ დიდი დეფიციტია და გზა ხსნილია მათთვის, ვისაც ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურს.

2. ციფრული მარკეტინგის მენეჯერს მარტივად შეუძლია დაიწყოს საკუთარი ბიზნესი

რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

რადგან მარკეტინგის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს აქვთ მრავალმხრივი ცოდნა ონლაინ ინსტრუმენტებისა და პლატფორმების შესახებ, მათ კარგად იციან, თუ როგორ უნდა შექმნან ვებგვერდები ან პროდუქტები და გაყიდონ ისინი სამიზნე აუდიტორიაზე ონლაინ.

 

სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გახდნენ ციფრული მარკეტინგის კონსულტანტიც და ფრილანსერები.

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

3. ციფრული მარკეტინგის სწავლა შესაძლებელია ონლაინ, უნივერსიტეტში ჩაბარების გარეშე

ვისაც სურს, რომ ინჟინერი გახდეს, უნდას მიიღო ინჟინრის დიპლომი. თუ მფრინავის პროფესიის დაუფლებას აპირებს, მოუწევს საავიაციო სკოლაში წასვლა და ლიცენზიის აღება.

 

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი გახდე, შეგიძლია საჭირო ცოდნა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიიღო, გამოიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და დროთა განმავლობაში შექმნა შენი პორტფოლიო დამსაქმებლების მოსაზიდად ან საკუთარი ბიზნესისთვის.

 

აქვე, შეგვიძლია Digital Hub-ის ონლაინ კურსი გირჩიოთ. თუ ეძებ ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსს და ამ სფეროში საკუთარი თავის დამკვიდრება, შეგიძლია Digital Hub-ის გვერდს ეწვიო.

 

კურსის ფარგლებში ქართულ ვიდეო გაკვეთილებს საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძე ატარებს.

4. ციფრული მარკეტინგის სწავლა მოითხოვს როგორც ტექნიკურ, ისე შემოქმედებით უნარებს

ამ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, საჭიროა შემოქმედებითი და ტექნიკური ცოდნისა და უნარჩვევების ერთგვარი კომბინაცია. ეს კი ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

 

მაგალითად, კონტენტ მარკეტერმა უნდა იცოდეს, როგორ წეროს საინტერესო ბლოგები და სტატიები. ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტმა უნდა იცოდეს, როგორ წარმართოს დიდი სარეკლამო კამპანია და გააანალიზოს მისი შედეგები.

 

თუ უკვე მზად ხარ სიღრმისეულად შეისწავლო ეს სფერო და დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას მსოფლიოში, გადადი ამ ბმულზე და გაიგე პირველი ქართული ონლაინ ვიდეო გაკვეთილების შესახებ.

კურსის მეშვეობით ისწავლი, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში (FACEBOOK & INSTAGRAM) -ზე სწორედ ისე, როგორც ამას დარგის ექსპერტები აკეთებენ.

 

მსგავსი სტატიები

Categories
ციფრული მარკეტინგი

რა არის ციფრული მარკეტინგი?

რა არის ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

რა უნდა იცოდე ციფრული მარკეტინგის შესახებ

მსოფლიოს მოსახლეობაში ყოველდღიურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და პარალელურად იცვლება ადამიანების ქცევაც.

 

თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალა ნივთების ყიდვისა და გაყიდვის გზა – რაც ნიშნავს, რომ ოფლაინ მარკეტინგი ისეთი ეფექტური აღარ არის, როგორც ადრე.

 

თუ აქამდე მარკეტინგი გულისხმობდა, რომ ბრენდი სამიზნე აუდიტორიას საჭირო დროსა და ადგილას უნდა დაკავშირებოდა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

 

დღეს, მარკეტინგი ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა შეხვდეთ იქ, სადაც ისინი უკვე ხარჯავენ დროს: ანუ ინტერნეტში.

 

ციფრული მარკეტინგის შესახებ მთელს მსოფლიოში უამრავი კითხვა არსებობს. ამიტომ, Digitalhub-ში გადავწყვიტეთ, ყველა კითხვაზე მარტივად და გასაგებად გიპასუხოთ.

სტატიის სარჩევი

რა არის ციფრული მარკეტინგი

მაინც რა არის ციფრული მარკეტინგი? ციფრული მარკეტინგი არის  და მოიცავს ყველა გზას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ან ინტერნეტის გამოყენებით მომხმარებლამდე შეიძლება მივიდეს.

 

დღეს, ბიზნესები იყენებენ ციფრულ არხებს, როგორებიცაა: საძიებო სისტემები, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდები.

 

რატომ არის ციფრული მარკეტინგი კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი?

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული მარკეტინგი დღესაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და არსებობდეს ბეჭდურ რეკლამებში, სატელეფონო კომუნიკაციაში ან ფიზიკურ მარკეტინგში, ციფრული მარკეტინგი სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ნებისმიერი კომპანიისთვის.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი წარმოება შესაძლებელია მოხდეს ელექტრონულად და ონლაინ რეჟიმში.

 

ეს ნიშნავს, რომ ბრენდების გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლებამდე მივიდნენ და შესთავაზონ თავიანთი პროდუქტი ელექტრონული ფოსტის, ვიდეო განთავსების, სოციალური მედიის ან საძიებო სისტემის გამოყენებით.

 

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობისთვის.

 

უკვე ფაქტობრივად ყველა ბრენდს აქვს ვებგვერდი და ასევე სოციალური მედია მარკეტინგი მათი ციფრული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

 

ყველა ცდილობს შეიმუშაოს კონკურენტებისგან განსხვავებული სოციალური მედიის სტრატეგია, რომ მომხმარებლების ყურადრება მიიქციოს და მათ პროდუქტის შეძენის სურვილი გაუჩინოს.

 

ციფრული მარკეტინგის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა არსებობს და მათზე მოკლედ მოგიყვებით:

 

1. არჩევთ აუდიტორიას, რომელიც თქვენს პროდუქტს ყველაზე დიდი ალბათობით იყიდის

თუ რეკლამას განათავსებთ ტელევიზორში, ჟურნალში ან ბილბორდზე, შეზღუდული კონტროლი გაქვთ, მისი მნახველების აუდიტორიაზე.

 

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განსაზღვროთ გარკვეული დემოგრაფიული მონაცემები, მაგალითად: ჟურნალის ტიპიური მკითხველები, კონკრეტული გადაცემის სავარაუდო მაყურებლები და ა.შ. თუმცა, ეს სამწუხაროდ, ზუსტ მონაცემებს ვერ მოგცემთ.

 

მეორე მხრივ, ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენთვის საინტერესო აუდიტორია, მათი ქცევის, დემოგრაფიული მონაცემების ან ინტერესების საშუალებით და გაუგზავნოთ მას ბევრად ეფექტური და მასზე მორგებული მარკეტინგული შეტყობინებები.

 

მაგალითად, თუ გამოიყენებთ სოციალურ მედიას, აუდიტორია შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი მონაცემების საფუძველზე როგორიცაა ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა, ინტერესები, ან ქცევა. რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ გზას სასურველ აუდორიამდე მისაღწევად.

 

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ PPC ან SEO სტრატეგიები კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით, ან ეძებდნენ კონკრეტულ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც თქვენს ინდუსტრიას უკავშირდება.

2. ხარჯავთ ბევრად ნაკლებ ფულს

ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიურად ადევნოთ თვალი კამპანიებს და შეამციროთ თანხის ხარჯვა გარკვეულ არხზე, თუ მას თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.

 

თუმცა, იგივეს ვერ ვიყვით ტრადიციული მარკეტინგის არხებზე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მუშაობს თქვენი ბილბორდი – მასზე თქვენი რეკლამის განთავზსება მაინც იგივე ღირს, მიუხედავად მისი შედეგების და ეფექტიანობისა.

 

3. ზომავთ და აფასებთ შედეგებს ზუსტად, ნებისმიერ დროს

ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სარეკლამო კამპანიის გაშვებისთანავე.

 

თქვენ გაქვთ წვდომა ყველა მონაცემზე, რითიც რეკლამის ეფექტიანობის შეფასებას შეძლებთ, მაგალითად: რეკლამის ნახვების ან კლიკების რაოდენობა, თქვენს ვებგვერდზე გატარებული ზუსტი დრო და ა.შ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული რეკლამა შეიძლება ბევრ შემთხვევაში ძალიან საჭირო და სასარგებლო იყოს გარკვეული მიზნების მისაღწევად, მისი ყველაზე დიდი ნაკლი მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომის უქონლობაა.

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

რა კატეგორიებად იყოფა ციფრული მარკეტინგი?

ციფრულ მარკეტინგში გამოცდილ მარკეტერებს მშვენივრად ესმით, რომ წარმატებული კამპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, ბრენდმა მაქსიმალურად აითვისოს ყველა ციდრული არხი, რაზეც ხელი მიუწვდება.

 

ისინი იყენებენ სხვადასხვა ფასიან თუ უფასო არხს იმისთვის, რომ კამპანიის მიზნებს მიაღწიონ.

 

ყველა შესაძლო ციფრულილი მარკეტინგის არხზე კი ქვემოთ მოგიყვებით:

 

1. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)
ეს არის თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე უფრო მაღალ რანგში (ზემოთ) მოხვედრაში დაგეხმარებათ.

 

ოპტიმიზაციის საშუალებით იზრდება თქვენი ვებ – გვერდის ორგანული (ან უფასო) ტრაფიკის რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები დანახარჯის გაწევა გიწევთ მომხმარებლებისთვის თქვენი ვებგვერდის, ბლოგების ან სხვა კომუნიკაციის საჩვენებლად.


2. კონტენტ მარკეტინგი

ეს ტერმინი გულისხმობს კომუნიკაციაში ყველა შინაარსობრივი ნაწილის უზრუნველყოფას. მიზანი შეიძლება იყოს ბრენდის ცნობადობის ან ტრეფიკის ზრდა, ლიდების შეგროვება და ა.შ.

 

უფრო კონკრეტულად, კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს ისეთი ბლოგების წერასა და გამოქვეყნებას, რომელიც მომხმარებელს რეკლამის გარეშეც დააინტერესებს და მას თქვენს ვებგვერდზე საკუთარი სურვილით გადაიყვანს.

 

კონტენტ მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ინფოგრაფიკებსაც, რომლებიც ადამიანებს ვიზუალური ფორმით აწვდის მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

 

3. სოციალური მედიის მარკეტინგი

რადგან დღეს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველი დღის ძირითად ნაწილს სოციალურ მედია არხებში ატარებს, ნებისმიერი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სოც. მედია არხები წარმატებით აითვისოს.

 

ეს ბრენდს ხელს შეუწყობს გაზარდოს მისი ცნობადობა და ტრეფიკი. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური მედია არხებია: Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram, Snapchat, Pinterest.

 

4. ყოველ დაჭერაზე გადახდა (PPC – Pay Per Click)

PPC ვებგვერდისკენ ტრაფიკის მიმართვის მეთოდია. თქვენ ფულს უხდით გამომცემელს მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.

 

მაგალითად, PPC- ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა Google Ads. ის შესაძლებლობას გაძლევთ, გადაიხადოთ ფული Google- ის საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე თქვენ მიერ განთავსებული ბმულების ჩვენებაში.

 

5. მარკეტინგის ავტომატიზაცია
მარკეტინგის ავტომატიზაცია ნიშნავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ემსახურება თქვენი ძირითადი მარკეტინგული ოპერაციების ავტომატურად მართვას.

 

მარტივად რომ ვთქვათ, მისი დახმარებით განმეორებადი დავალებების შესრულება ადამიანის ნაცვლად, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგიძლიათ, მაგალითად:

 

  • მეილების ავტომატიზაცია: მეილების ავტომატიზაციის დახმარებით, შესაძლებელია არა მხოლოდ დაგეგმილი მეილების ავტომატურად გაგზავნა, არამედ ფართო აუდიტორიის იმ მცირე აუდიტორიამდე შევიწროვებაც, ვისაც თქვენ მიერ გაგზავნილი მეილები სხვებზე მეტად აინტერესებს.

  • სოციალური მედიის პოსტების დაგეგმვა: თუ გსურთ, რომ სოციალურ მედიაში თქვენი ბრენდის ცნობადობა გაზარდოთ, პოსტების ხშირად გამოქვეყნება ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. პოსტების დაგეგმვა დაგიზოგავთ ძვირფას დროს და საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტი დრო დახარჯოთ თუნდაც ბრენდის საკომუნიკაციაზე მუშაობაში.

 

6. ონლაინ პიარი

დღეს, სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან ერთად, უკვე მედიამაც გადაინაცვლა ციფრულ არხებში. ისინი მკითხველებსა თუ მაყურებლებს ინფორმაციას უკვე სოციალური მედიისა და ვებგვერდის მეშვეობით აწვდიან.

 

ონლაინ პიარი გულისხმობს ციფრული პუბლიკაციებს, ბლოგებსა და სხვა შინაარსზე დაფუძნებული კონტენტის განთავსებას ონლაინ მედიაში.

 

ონლაინ პიარის ერთ-ერთი მაგალითია თქვენი კომპანიის საჯაროდ შეფასებაც, რომელიმე მიუკერძოებელი პირის მიერ. ასეთი ნაბიჯები ბრენდს ხელს უწყობს გახდეს მეტად ჰუმანური და შეიქმნას რეპუტაცია საზოგადოებაში.

 

7. შემომავალი მარკეტინგი ( Inbound marketing)

შემომავალი მარკეტინგი გულისხმობს მარკეტინგის მეთოდოლოგიას, რომლის საშუალებითაც თქვენ ცდილობთ მომხმარებელი თქვენი პროდუქტით ან სერვისით სარგებლობის ყველა ეტაპზე მოიზიდოთ და დააინტერესოთ.

 

ამ დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ციფრული მარკეტინგის ტაქტიკა და არხი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

რაც ყველაზე მთავარია, მათი საშუალებით თქვენ უნდა შეძლოთ ისეთი ე.წ. “User Experience”-ის შექმნა, რომელიც მომხმარებელზე ეფექტურად მუშაობს.


8. დასპონსორებული კონტენტი

დასპონსორებული კონტენტისთვის თქვენ, როგორც ბრენდი, უხდით სხვა კომპანიას ან ადამიანს ფულს იმისთვის, რომ შექმნან თქვენს ბრენდთან დაკავშირებული მასალა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ციფრულ არხში განათავსებენ.

 

დასპონსორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე.წ. ინფლუენსერ მარკეტინგი.

 

ამ მარკეტინგის დროს, ბრენდი თანამშრომლობს მისთვის საინტერესო ინდუსტრიებში პოპულარულ კომპანიებთან ან ადამიანებთან, რომლებიც სოციალურ ქსელში თქვენი ბრენდის შესახებ სხვადასხვა მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

 

ასეთი ინფორმაცია კი როგორც წესი, ადამიანებს თქვენი ბრენდის მიმართ ინტერესს უმძაფრებს და პროდუქტის შეძენის სურვილს უჩენს.

 

თუ გინდა, მეტი გაიგო სოციალურ მედია მარკეტინგზე და გახდე დარგის ექსპერტი, ჩვენ გასწავლით, როგორ გაუშვა Facebook და Instagram რეკლამა, სახლიდან გაუსვლელად.

 

მსგავსი სტატიები

Categories
სოციალური მედია

10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა და მათი შესაძლებლობები​

10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის კატეგორია და მათი შესაძლებლობები

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მატულობს სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვიც.

 

ალბათ უკვე თქვენც იყენებთ ისეთ პოპულარულ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა: Facebook, Instagram, YouTube და ა.შ თუმცა, მათ გარდა კიდევ ბევრი პლატფორმა არსებობს, რომლებზეც ადამიანები სხვადასხვა მიზნით რეგისტრირდებიან და მათ საკმაოდ აქტიურად სტუმრობენ.

 

გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში სოციალური ქსელების ვრცელი სია 10 კატეგორიად დავყოთ, მათი მომხმარებლის ინტერესებისა და მიზნობრიობის მიხედვით. ვფიქრობთ, ასე უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება, რაზე ფოკუსირდება თითოეული სოციალური მედია.

 

სოციალური მედიის ამ კატეგორიებისა და მათი დანიშნულების კარგად გააზრება, საშუალებას მოგცემთ, ახალი იდეებით გაამდიდროთ თქვენი მარკეტინგული კომუნიკაცია და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოთ სხვადასხვა არხები.

 

ამასთან ერთად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია თქვენი სამიზნე აუდიტორიის უფრო მარტივად მოძებნასა და მათთან დაკავშირებაშიც დაგეხმარებათ.

სტატიის სარჩევი

1. სოციალური ქსელები

მაგალითები: Facebook, Twitter, Linkedin

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ხალხთან (და ბრენდებთან) დისტანციურად დასაკავშირებლად.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბაზრის შესწავლა, ბრენდის ცნობადობის ზრდა, ლიდების შეგროვება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია … ჩამონათვალი თითქმის უსასრულოა.

 

სოციალურ ქსელებს, facebook ს, twitter-სა და Linkedin-ს, ზოგჯერ ”ურთიერთობის ქსელებს” უწოდებენ ხოლმე. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეხმარება ხალხს და ორგანიზაციებს ინტერნეტის საშუალებით, სრულად დისტანციურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაცვალონ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

 

დღეს, როდესაც მობილური ტელეფონით ინტერნეტის გამოყენება სულ უფრო ხშირია, სოციალური ქსელები ერთგვარ ჰაბებადაც იქცა.

 

ისინი გარდაქმნიან თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს – დაწყებული ახალი ამბების კითხვიდან, შვებულების ფოტოების გაზიარებითა და ახალი სამსახურის პოვნით დამთავრებული.

 

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეს და ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, მაშინ მას სწორედ იქ უნდა დახვდეთ, სადაც მომხმარებელი ყველაზე დიდ დროს ატარებს. სოციალურ ქსელში კი ადამიანი დღეში საშუალოდ 2,5 საათს ატარებს.

 

2. მედიის გაზიარების ქსელები

მაგალითები: Instagram, Snapchat, Youtube

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ფოტოების, ვიდეოების აღმოჩენისა და მათი გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სოციალური ქსელების მსგავსად, მედიის გაზიარების პლატფორმებიც დაგეხმარებათ ბრენდის ცნობადობისა და აუდიტორიის ჩართულობის ზრდაში, ისევე როგორც ლიდების შეგროვებაში.

 

იმისთვის, რომ მარტივად განსაზღვროთ, სჭირდება თუ არა თქვენს ბიზნესს ამ ტიპის არხებში გამოჩენა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ თქვენი რესურსები და შესაძლებლობები, ისევე როგორც აუდიტორია, რომელზეც თქვენი პროდუქტის/სერვისის გაყიდვას აპირებთ.

 

3. კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Reddit, Quora, Digg

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ინფორმაციისა და აზრების ერთმანეთისთვის გაზიარების/დისკუსიის მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: სადისკუსიო ფორუმი სოციალური მედიის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და ის შესანიშნავი რესურსია ბაზრის კვლევისთვის.

 

სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, მსგავსი პლატფორმები რეკლამის განთავსებისთვისაც გამოიყენოთ.

 

Reddit, Quora და Digg და სხვა კონტენტის მოძიების ქსელები ის ვებგვერდებია, რომლებსაც ხალხი ყველაზე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სტუმტობს. როგორც წესი, ამ ტიპის ვებგვერდებზე მომხმარებლები საერთოდ არ ერიდებიან თავიანთი აზრებების დაფიქსირებას და მაქსიმალურად გულწრფელები არიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ სადისკუსიო ფორუმების გამოყენება მომხმარებლებს ანონიმურადაც შეუძლიათ. ეს კი თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ღრმა კვლევა და ზუსტად გაიგოთ, რა აწუხებთ ან რა სურთ თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და პოტენციურ მომხმარებლებს.

 

4. კონტენტის მოძიებისა და შენახვის ქსელები

მაგალითები: Pinterest, Flipboard

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: საინტერესო მასალის მოძიების, შენახვისა და გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათი გამოყენება შეგიძლიათ ბრენდის ცნობადობის, მომხმარებელთა ჩართულობისა და ვებგვერდის ტრეფიკის ზრდისთვის.

 

ზოგადად, ამ ტიპის სოციალური მედია ხალხს ახალი და ტენდენციური იდეების აღმოჩენაში, შენახვაში, გაზიარებასა და განხილვაში ეხმარება.

 

ხშირ შემთხვევაში, ისინი შეიძლება იქცნენ ერთგვარ შთაგონების წყაროდ შემოქმედი ადამიანებისთვის ან ინფორმაციისა და იდეის მაძიებელთათვის.

 

მაგალითად, Pinterest, მომხმარებელს ვიზუალური შინაარსის აღმოჩენაში ეხმარება. იმისთვის, რომ ამ პლატფორმაზე თქვენი ბრენდის კომუნიკაცია წარმატებით აწარმოოთ, მნიშვნელოვანია თქვენი ვებგვერდის სანიშნეების კეთება.

 

ეს გულისხმობს სათაურებისა და ფოტოების ოპტიმიზაციას თქვენს ბლოგზე ან/და ვებგვერდზე.

 

5. უკუკავშირის გაზიარების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

6. ბლოგებისა და გამოქვეყნების ქსელები

მაგალითები: Yelp, Zomato, Tripadvisor

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ბრენდების, პროდუქტებისა და სერვისების, ასევე რესტორნების, სამოგზაურო მიმართულებებისა და სხვათა შესახეb ინფორმაციის მოძიებისა და მათზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: პოზიტიური მიმოხილვის მიღება თქვენს ბრენდზე, ერთგვარი სოციალური მტკიცებულებაა პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 

ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში კი გაქვთ შანსი, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და მომხმარებლის პრობლემა დროულად გადაჭრათ.

მიმოხილვები საკმაოდ დიდ ღირებულებას მატებს ბევრ ვებგვერდსა და ონლაინ სერვისს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად გართულდებოდა პროდუქტის შეძენის პროცესი ა Amazon- ზე, მომხმარებელთა მიმოხილვის წაკითხვის გარეშე.

 

ამ არხების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენაბა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უკუკავშირის მოსასმენად გამოჰყობთ ერთ გუნდის წევრს, რომელიც მათ აზრს მოისმენს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

 

Რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე და პროდუქტის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

 

7. სოციალური შოპინგის ქსელები

მაგალითები: Polyvore, Etsy, Fancy

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: იმისათვის, რომ თვალი ადევნონ თანამედროვე ტენდენციებს, მათ საყვარელ ბრენდებს, გააზიარონ მათი აღმოჩენილი პროდუქტები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ისინი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ ინფორმირებულობა, გაზარდონ ჩართულობა და გაყიდონ პროდუქტები ახალი არხებით.

 

სოციალური შოპინგის ქსელები ელ კომერციას კიდევ უფრო კომფორტულს და სახალისოს ხდიან. ისინი ერთგვარად აერთიანებენ სოციალური ქსელებისა და შოპინგის გამოცდილებას.

 

8. ინტერესებზე დაფუძნებული ქსელები

მაგალითები: Goodreads, Houzz, Last.fm

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: რათა დაუკავშირდნენ საერთო ინტერესების ან ჰობის მქონე ადამიანებს.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის ქსელი რაიმე კუთხით უკავშირდება თქვენს პროდუქტებს ან სერვისებს, ინტერესებზე დაფუძნებული ქსელის გავლით ბრენდის ცნობადობის ზრდა და მომხმარებლის ჩართულობის მიღება შეგიძლიათ.

 

უფრო მასშტაბური სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ამ ტიპის ქსელები საშუალებას მოქცემთ, კონკრეტული ინტერესების მქონე ბევრად ვიწრო აუდიტორიაზე გახვიდეთ, მაგალითად: წიგნები, მუსიკა, ინტერიერის დიზაინი, მოგზაურობა და ა.შ.

 

მაგალითად, Houzz– ზე სახლის დიზაინერებს შეუძლიათ დაათვალიერონ სხვა დიზაინერების ნამუშევრები, შექმნან საკუთარი ნამუშევრების კოლექციები და დაუკავშირდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ეძებს მათ მომსახურებას.

 

9. ეკონომიკის გაზიარების (ე.წ. Sharing Economy) ქსელები

მაგალითები: Airbnb, Uber, Taskrabbit

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: პროდუქციის ან მომსახურების რეკლამისთვის, მათი მოძიების, გაზიარების, ყიდვის, გაყიდვისა და ვაჭრობისთვის.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: თუ თქვენ საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობთ, ეს ქსელები შეიძლება ბიზნესის წარმოების კიდევ ერთი არხი იყოს. (მაგალითად, თუ ბინას აქირავებთ, Airbnb დაგეხმარებათ მომხმარებლების პოვნაში).

 

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტერების უმეტესობა ამ ქსელებს ძალიან ვიწრო აუდიტორიისთვის განკუთვნილად მიიჩნევს, შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემთხვევაში, ეკონომიკის გაზიარების ქსელები თქვენთვის გაყიდვებისა და ლიდების გენერაციის ხელსაწყოდ შეიძლება იქცეს.

 

10. ანონიმური სოციალური ქსელები

მაგალითები: Whisper, Ask.fm, After School

 

რატომ იყენებენ ადამიანები ამ ქსელებს: ჭორაობისთვის, თვალთვალისთვის, ზოგჯერ დაშინების ან ბულინგისთვისაც კი.

 

როგორ შეუძლიათ მათ თქვენი ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა: მათ ფაქტობრივად არ შეუძლიათ თქვენს ბიზნესს რაიმე სარგებელი მოუტანონ.

 

ერთი შეხედვით, ასეთი სოციალური ქსელები შეიძლება ერთგვარ გასართობად იქცეს თინეიჯერებისთვის (მაგალითად, მშობლებზე, მასწავლებლებზე ან მეგობრებზე სასაუბროდ). თუმცა, ფაქტია, რომ ანონიმური სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი.

 

საბოლოოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური მედიის მიმართულების უკეთ გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბიზნესებს არც თუ ისე ბევრი პლატფორმა აქვთ წარმატებით ათვისებული, მაშინ, როდესაც თითოეულ ქსელს საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ბრენდებისთვის.

 

თუ გსურს, რომ არ ჩამორჩე თანამედროვე ტენდენციებს და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო სოციალურ მედიაში რეკლამის ეფექტურად წარმოებისა და გაშვების შესახებ, შეგიძლია Digital Hub-ის ონლაინ კურსს გაეცნო.

 

კურსის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძე, პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელია.

 

მას ამ დარგში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს და კურსის მეშვეობით გაგიზიარებს ყველაფერს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობისას ისწავლა. რაც მთავარია, მოგიყვება იმ შეცდომებზეც, რომლებიც არ უნდა დაუშვა Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვების დროს.

 

სტატიის წყარო

 

მსგავსი სტატიები

Categories
სოციალური მედია

5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას

5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას

ავტორი: ირაკლი ჩხეიძე​

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს Facebook-ის სარეკლამო პლატფორმას საკუთარ მომხამრებელთან საკომუნიკაციოდ, შედეგად ამ პლატფორმის შესაძლებლობები დროთა განმავლობაში უფრო იხვეწება და უმჯობესდება, ემატება ახალი ფუნქციები და სარეკლამო კამპანიები ბევრად დახვეწილი და ეფექტიანი ხდება.

 

პლატფორმის ინსტრუმენტების საშუალებით მომხმარებელზე უაღრესად ტარგეტირებული და რელევანტური კომუნიკაციის გაკეთება შეიძლება, თუმცა მარკეტერების დიდი ნაწილი აღნიშნული სარეკლამო პლატფორმის სრულ პოტენციალს არ იყენებს.

 

ამ პოსტით, მინდა მოგიყვე ზოგიერთი შეცდომის შესახებ, რომელსაც მარკეტერების უმრავლესობა Facebook-ზე რეკლამირებისას უშვებს. 

 

შეცდომების უმრავლესობა დაკავშირებულია სარეკლამო პლატფორმის ფუნქციების ზედაპირულ ცოდნასთან, რომელიც სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის, აუდიტორიის არამიზნობრიობისა და კონვერსიის ძალიან დაბალი მაჩვენებელის გამომწვევ მიზეზად იქცევა. 

სტატიის სარჩევი

შეცდომა 1: არ სარგებლობენ LOOKALIKE AUDIENCE ფუნქციით

ციფრული მარკეტერების უმრავლესობა სარეკლამო კამპანიის მიზნობრივ აუდიტორიაზე ტარგეტირებას უბრალო ვარაუდით ახდენს. ისინი არ იყენებენ Facebook-ის სარეკლამო პლატფორმის ისეთ ძლიერ ინსტრუმენტს, როგორიც Lookalike Audience-ია.

 

მისი საშუალებით შეგიძლია შენი ყველაზე შედეგიან მომხმარებელთა ჯგუფის (ვინც ყიდულობს შენ პროდუქტს, დიდ დროს ატარებს საიტზე, მაღალი ჩართულობა აქვს შენი გვერდის პოსტებთან და ა.შ.) მსგავსი ჯგუფების შექმნა.

 

მსგავს Lookalike აუდიტორიას ისეთივე მაჩვენებლები ექნება (ინტერესი, ასაკობრივი ჯგუფი და ბევრი სხვა ფაქტორი რომელსაც Facebook-ის ალგორითმი ითვალისიწნებს, როგორც მონაცემებს რომელსაც ის ეყრდნობა.

Lookalike Audience-ი არსებული მომხმარებელთა სიის (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და ა.შ), Custom Audience-ის, ან შენი Facebook-ის გამომწერების მიხედვით შეგიძლია შექმნა.

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

შეცდომა 2: რეკლამის დროს არ იყენებენ FACEBOOK CUSTOM AUDIENCE ინსტრუმენტს

Custom Audience არის ძალიან მნიშვენლოვანი ინსტრუმენტი რეტარგეტირების დროს, მისი საშუალებით, სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით შეგიძლია შექმნა მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფები.

პარამეტრები შეიძლება იყოს შენს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, კომპანიის Facebook გვერდზე მომხმარებელთა აქტივობა, აუდიტორიები Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოებთან ურთიერთქმედების მიხედვით, ან სულაც შენი მომხმარებლების არსებული მონაცემთა ბაზა (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ა.შ.).

 

Custom Audience-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიებში უკეთეს შედეგებსა და მაღალ ჩართულობას განაპირობებს, რადგანაც მიზნობრივად არჩეული აუდიტორია უფრო დაინტერესებული იქნება შენი შეთავაზებით.

 

გთავაზობ Custom Audience-ის გამოყენების რამოდენიმე საინტერესო ვარიანტს:

 

Custom Audience-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიებში უკეთეს შედეგებსა და მაღალ ჩართულობას განაპირობებს, რადგანაც მიზნობრივად არჩეული აუდიტორია უფრო დაინტერესებული იქნება შენი შეთავაზებით.

 

გთავაზობ Custom Audience-ის გამოყენების რამოდენიმე საინტერესო ვარიანტს:

Custom Audience-ი არსებული მომხმარებელთა ბაზის მიხედვით.

თუ გაგაჩნია არსებული მომხმარებლის მონაცემები, სადაც სულ ცოტა ელ-ფოსტა მაინც იქნება მითითებული, შეგიძლია სია ატვირთო პლატფრომის Audiences გვერდზე და Facebook-ი თვითონ მოძებნის ამ მომხამრებლებს, რომლებიც მის ბაზაში აღნიშნული ელ-ფოსტით არიან დარეგისტრირებულნი. ამ ჯგუფზე შეგიძლია პირდაპირ მოახდინო სარეკლამო კომუნიკაცია.

როგორც წესი ატვირთული სიიდან 60-70%-ს Facebook თავის მომხამრებელთა ბაზაში წარმატებით პოულობს, თუმცა ყველა სიისათვის შედეგი ინდივიდუალურია.

 

ასეთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი, რადგან ეს ჯგუფი შენი უკვე არსებული მომხმარებლის ან პოტენციური მომხმარებელების ჯგუფია რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინტერაქცია შენი ბიზნესის საიტთან ან Facebook გვერდთან, შედეგად უფრო დიდია შანსი იმისა რომ მათ კიდევ ერთხელ მოახდინონ რაიმე სახის ინტერაქცია შენს რეკლამასთან.

 

ახალ მომხმარებელთან შედარებით, არსებული მომხმარებლის ხელმეორედ მოზიდვა ბევრად დაბალ ხარჯებთან.

 

შექმენი Custom Audience შენს ვებ-გვერდზე მომხმარებლის აქტივობის მიხედვით

თუ მომხმარებელს ჰქონდა თქვენს ვებ-გვერდთან გარკვეული ინტერაქცია და მაგალითად რაიმე იყიდა ონლაინ და ბოლოს მოხვდა “Thank You” გვერდზე, შენ შეგიძლიათ შექმნა აღნიშნული ვიზიტორების აუდიტორია, ან დააჯგუფო მხოლოდ კონკრეტული გვერდების ვიზიტების მიხედვით, მაგალითად, მათი ჯგუფი ვინც შენი სერვისების გვერდს ესტუმრა.

საიტის ვიზიტორებზე რეტარგეტირების მაგალითი შეგიძლია ნახო ჩემს ონლაინ კურსის გვერდზე გადასვლისას – გვერდზე მოხვედრის შემდეგ, Facebook-ის News Feed-ზე უკვე ხშირად შეგხვდება ამავე კურსის რეკლამა.

შეგიძლია ასევე იმ მომხმარებელთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც შენს ვებ-გვერდზე განსაკუთრებული აქტიურობით (ვიზიტის ხანგრძლივობა) გამოირჩევიან.

აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, ვებ-გვერდზე Facebook Pixel-ი უნდა გქონდეთ დაყენებული, რომელიც მომხმარებლის ტრექინგს აწარმოებს.

შეცდომა 3: რეკლამის დიზაინის და ტექსტს უცვლელად ტოვებენ

აუცილებელია, რომ დროთა განმავლობაში გაშვებული სარეკლამო კამპანიის დიზაინი და ტექსტის შინაარსი შეცვალო. საქმე იმაშია, რომ მომხმარებელი საშუალოდ ერთი და იგივე რეკლამას 4-5 ჯერ ან მეტჯერ თუ ნახავს დროთა განმავლობაში ის უკვე ვეღარ ამჩნევს ამ ბანერს თუ ვიდეოს, აღნიშნულ ფენომენს Banner Blindness-ს ეწოდება.

 

მომხმარებელი ინტერესს კარგავს ან არეპორტებს რეკლამას, რაც რეკლამის ხარისხის ქულის (Quality Score) დაცემას იწვევს და თითოეული ინტერაქციის ფასს ზრდის, ამის შედეგად კამპანია არაეფექტიანი და ძვირი ხდება.

 

აქედან გამომდინარე, საჭიროა თვალყური ადევნო კამპანიის Frequency (სიხშირის მაჩვენებელი) მაჩვენებელს, როდესაც შეამჩნევ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 5-6-ზე მეტად გაიზარდა, სჯობს განაახლოთ რეკლამის ტექსტი და დიზაინი (თუ, რა თქმა უნდა, რეკლამის შინაარსსა და ვიზუალს სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამო არ ინარჩუნებ).

მნიშვნელოვანია თვალყური რეკლამის Quality Score-საც ადევნოთ. თუკი აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, დროა რეკლამის კრეატივი შევცვალოთ.

 

შეცდომ 4: ძალიან ფართო აუდიტორიაზე ტარგეტირება

კიდევ ერთ შეცდომა არის Facebook-ზე რეკლამირებისას ძალიან დიდ აუდიტორიაზე ტარგეტირება. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში, უნდა ეცადო თითოეული თეთრი ეფექტიანად დახარჯო.

 

ამიტომ ტარგეტირების დროს, მიზნობრივი აუდიტორია Audience Pool, მაქსიმალურად ვიწრო უნდა იყოს. თუკი არ გაგაჩნია ძველი კამპანიებიდან მონაცემები და მიახლოებული წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენ ადამიანზე გექნება წვდომა (Reach) აღნიშნული ბიუჯეტით, Facebook-ის არსებული ფუნქციით იხელმძღვანელე, რომელიც მარტივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას მოგცემს, თუ რამდენ ადამიანზე გექნებათ მიღწევადობა კონკრეტული ბიუჯეტით.

შეცდომა 5: BOOST ღილაკის გამოყენება რეკლამირებისას

ზოგადად გირჩევ არასდროს გამოიყენო ლურჯი Boost ღილაკი პოსტების რეკლამირებისთვის, აღნიშნული ღილაკი Facebook-მა Ads Manager-ის ალტერნატივად შექმნა, რათა გაემარტივებინა რეკლამირება მათთვის ვისაც Facebook-ზე რეკლამის განთავსების საკმარისი ცოდნა არ გააჩნდა. სინამდვილეში, Boost ღილაკი შეიძლება ითქვას, რომ არის დამწყები მარკეტერების მახე 🙂

 

Boost ღილაკის ოფცია მომხმარებელს შეზღუდულ ტარგეტირებას სთავაზობს, რის შედეგადაც ნაკლებად მიზნობრივ აუდიტორიას ვიზიდავთ, რაც შედეგზე და რეკლამის ფასზე უარყოფითად აისახება.

 

დამწყებ მარკეტერებს გირჩევდით, რომ თავიდანვე კარგად გაეცნო Ads Manager-ის ფუნქციონალს. უმჯობესია ცოტა დრო დაუთმო და დაეუფლო აღნიშნულ ინსტრუმენტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად დაგიზოგავს დროს და ფინანსურ რესურს.

 

ახლა უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ რატომ არის Boost ღილაკის გამოყენება არამიზანშეწონილი:

 

შეზღუდული მიზნების დასახვა

რეკლამის მიზნების არჩევის დროს, Boost ღილაკი მხოლოდ Post Engagement-ისა (ლაიქები, კომენტარები, გაზიარება და ა.შ.) და Web Traffic-ის მიზნების არჩევის საშუალებას გაძლევს. თუ, მაგალითად, გსურთ, რომ მიზნებად Lead Generation ან Conversions აირჩიოთ, Boost-ის ღილაკით ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ.

 

შეზღუდული პარამეტრები

Boost ღილაკს რეკლამის პარამეტრების შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. მაგალითად, შეუძლებელია ცალკეული რეკლამის სწრაფად დუბლირება თუ, მაგალითად, გსურს A/B ტესტი გააკეთო. 

 

ასევე შეუძლებელია არჩევა სად გსურს შენი რეკლამის განთავსება, მაგალითად, Messengers Ads-სა თუ Audience Network-ში. იმისათვის რომ ტარგეტირების სრული ფუნქციების გამოყენება შეძლო, გამოიყენე Facebook Ads Manager

 

ბიუჯეტის მართვის შეზღუდული შესაძლებლობა

Boost-ით შეუძლებელია დღიური ბიუჯეტის განსაზღვრა, მთლიანი კამპანიის მხოლოდ Lifetime Budget -ის არჩევა შეგიძლია. თუმცა, კამპანიის ხანგრძლივობის მითითება შესაძლებელია. 

 

Ads Manager-ის საშუალებით კი, ბიუჯეტის სრული მართვაა შესაძლებელი როგორც დღიური, ასევე დღის განმავლობაში კონკრეტული საათის მითითებით, როდესაც გსურs, რომ რეკლამა იყოს გაშვებული.

 

ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომების გათვალისწინებით, შენი სარეკლამო კამპანიების შედეგი გაუმჯობესდება, რაც საბოლოოდ გაზრდის კონვერსიის მაჩვენებელს საიტზე (Conversion Rate). ეფექტიანი კამპანია და რელევანტური მომხმარებლის მოზიდვა წარმატებული ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

შენი ჯერია!

გაგვიზიარე რამდენად წარმატებულად გამოიყენებ და როგორ შედეგს მიიღებ აღნიშნული რჩევებით და არ დაგავიწყდეს სტატიის გაზიარება მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია Facebook-ზე წარმატებული რეკლამის განთავსება.

 

აქვე შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა ციფრული რეკლამის დარგში, გაიარე 2 წუთიანი ტესტი და ნახავ როგორ შეგიძლია ამ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება!

მსგავსი სტატიები