Categories
მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო რამდენიმე წელში ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიამ უამრავ ადამიანში დიდი ინტერესი გამოიწვია და ამავდროულად, საზოგადოებაში მრავალი კითხვაც გააჩინა. გაზრდილი ინტერესი მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. 

 

ალბათ ყველასთვის შესამჩნევია, რომ დამსაქმებლების მხრიდან მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ციფრული მარკეტინგის მენეჯერებზე, რადგან 21-ე საუკუნეში ინტერნეტ არხებით, განსაკუთრებით კი სოციალური მედია პლატფორმებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის საშუალება გახდა ფაქტობრივად ყველა ბიზნესისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდილი ციფრული მარკეტერის პოვნა არც თუ ისე მარტივია, დეფიციტმა კი ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურების ბუნებრივი ზრდა გამოიწვია.

 

დღეს გადავწყვიტეთ, ამ პროფესიასთან დაკავშირებით ყველა შენს კითხვას პასუხი გავცეთ და განვმარტოთ, ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, რა მოვალეობები ეკისრება მას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ პროფესიაში წარმატებას მიაღწიო. 

სტატიის სარჩევი

რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც მიმართულია კომპანიის და მისი პროდუქტების ან / და მომსახურებების რეკლამისკენ.

 

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ არხებში ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში და პროდუქტის გაყიდვაში, ასევე ვებგვერდების ტრაფიკის მართვასა და ზრდაში,  ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და მათ შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.

 

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ასევე პასუხისმგებელია ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და  ვებგვერდის ანალიტიკის საშუალებებების გამოყენებაზე, მარკეტინგული კამპანიების უკეთესად ოპტიმიზაციის მიზნით. მისი მიზანია ეფექტურად გამოიყენოს სხვადასხვა ციფრული პლატფორმა, როგორებიცაა ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია, საძიებო სისტემა და ა.შ.  

რა უნდა ისწავლო, თუ გინდა, რომ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი გახდე?

ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომლის სასწავლად უნივერსიტეტში ჩაბარება და დიპლომის აღება სავალდებულო სულაც არ არის. დღეს, ამ და სხვა უამრავ დარგში განათლების მიღება სრულიად დამოუკიდებლად, მინიმალური დანახარჯებით შეგიძლია ონლაინ კურსებისა და სხვადასხვა წინგის საშუალებით.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, არანაკლებ დიდი ძალისხმევა, ინფორმაციის მოძიება და საკუთარ თავზე მუშაობა დაგჭირდება. 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

თუ მარკეტინგის მიმართულებით ონლაინ წიგნებს ეძებ, წაიკითხე ჩვენი ბლოგი: ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი. ხუთივე მათგანში ამ დარგში წარმატებული პროფესიონალები მკითხველს მათ გამოცდილებას და მიგნებებს უზიარებენ. 

 

რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსებს, ამ მიმართულებით საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. თუ კონკრეტულად სოციალური მედია მარკეტინგის სწავლა და ამ მიმართულებით განვითარება გინდა, Digitalhub-ის ონლაინ კურსს შეგიძლია გადახედო.

 

მისი ტრენერი საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა, რომელსაც ინდუსტრიაში მუშაობის უკვე 12 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. 

რა უნარ-ჩვევები დაგჭირდება იმისთვის, რომ გახდე წარმატებული ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად განივითარო შენი ლიდერობისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარები, რადგან ფაქტობრივად ყოველდღიურად მოგიწევს შენს გუნდთან ურთიერთობა და მათთვის სწორი მითითებების, რჩევებისა და მიმართულებების მიცემა.  

 

ანალიტიკური უნარები ციფრული მარკეტინგის მენეჯერს მის მიერ გაწეული სამუშაოს სწორად შეფასებაში, მართებული დასკვნების გამოტანაში და მომავალი სტრატეგიის უკეთ დასახვაში აუცილებლად დაეხმარება. ყველა სოციალურ მედია პლატფორმას სხვადასხვა თავისებურება აქვს, მათი გააზრება და რეკლამის უამრავი დეტალის გათვალისწინებით გაშვება, რა თქმა უნდა, ანალიტიკურ უნარ-ჩვევებსაც საჭიროებს.

ციფრულ მარკეტინგში, ისევე როგორც ზოგადად მარკეტინგის ნებისმიერ მიმართულებაში არანაკლებ დიდ როლს თამაშობს წერის უნარები. თუ მარკეტერს არ შეუძლია საკუთარი აზრისა და სათქმელის ლაკონურად და ყველასთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბება, მისთვის ამ ინდუსტრიაში მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, რადგან მას მოუწევს არა მხოლოდ თანამშრომლებთან, არამედ მომხმარებლებთან პირდაპირ თუ ირიბად კომუნიკაციაც (ციფრული არხებით თუ სხვა საშუალებებით). 

 

კიდევ ერთი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება, სიახლეებთან ადაპტაცია და მისკენ მუდმივი სწრაფვაა. ციფრული მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობაა მუდმივად მოიძიოს ახალი პლატფორმები და არხები, რომლებიც უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობას მისცემს კომპანიას არა მხოლოდ ცნობადობის ზრის, არამედ პროდუქტის/სერვისის გაყიდვების მიმართულებითაც. 

 

თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეუძლებელია ამ ინდუსტრიაში შეცდომები არ დაუშვა. მათგან თავის ასარიდებლად შეგიძლია წაიკითხო ჩვენი ბლოგი, 5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას.

სად შეგიძლია ისწავლო ციფრული მარკეტინგი?

ბოლოს, თუ ამ მიმართულებით საშენო ონლაინ კურსს ეძებ და გინდა, სიღრმისეულად შეისწავლო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, მაშინ გაეცანი Digitalhub-ის ონლაინ კურსის კურიკულუმს, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებ ირაკლი ჩხეიძის ვიდეო გაკვეთილების შესახებ. 

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი საქართველოში

ციფრული მარკეტინგი საქართველოში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ციფრული მარკეტინგი არის ინტერნეტ სივრცეში, კომპიუტერული ტექნოლოგიებით და მობილურის საშუალებით წარმოებული მარკეტინგული კომუნიკაცია. ციფრული მედიუმები, არხები, სტრატეგიები, პლატფორმები, საძიებო სისტემები –  ციფრული მარკეტინგი ყველა ამ თემას მოიცავს.

სტატიის სარჩევი

ვინ არის ციფრული მარკეტერი?

ციფრული მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიზნების მიღწევას ციფრული არხების საშუალებით. ციფრული მარკეტერი მუშაობს როგორც ბრენდის ცნობადობაზე, ისე – კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაში პროდუქტის გაყიდვაზე.

 

მისი პასუხისმგებლობაა გამოიყენოს ყველა სახის ხელსაწყო, როგორც უფასო, ისე – ფასიანი. მაგალითად: სოციალური მედიის არხები, ელ.ფოსტა, საძიებო სისტემები, ბლოგები და ნიუსლეთერები, ვებ.გვერდი და ა.შ 

 

ბოლო პერიოდში, ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც ძალიან გაიზარდა. მარკეტინგის ამ მიმართულებას სწრაფადვე აუბეს ფეხი ქართულმა ბრენდებმა.

 

დღეს ქართული ბრენდების ციფრული შეხების წერტილები გაცილებით დახვეწილია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. ბრენდები ციფრულ არხებს არა მხოლოდ ბრენდის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად იყენებენ, არამედ ყიდიან კიდეც საკუთარ პროდუქტს.

 

სოციალური მედია მარკეტინგი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მიმართულებაა ციფრული მარკეტერებისთვის. სოციალური მედია, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ, მოიცავს ყველა ძირითად ტექნოლოგიურ გიგანტს: Facebook, Instagram, Youtube, Twitter, Linkedin. თუ გინდა ნახო სოციალური ქსელების ჩამონათვალი სრულად, ამ გვერდს ეწვიე.

რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი?

სადიპლომო პროგრამები თუ სხვადასხვა კომპიუტერული კურსები ხშირად არ გაძლევს საშუალებას შენთვის სასურველი მიმართულება აირჩიო. ციფრული მარკეტინგი კი მათგან განსხვავებით, მრავალ მიმართულებას მოიცავს, სადაც შენს ინტერესებზე მორგებული არჩევანის გაკეთებას შეძლებ. 

მაგალითად, თუ SEO-ს ან SEM-ის შესწავლით ხარ დაინტერესებული, ჯობია გაითვალისწინო, რომ ეს მიმართულება კარგი ანალიტიკური და კვლევითი უნარების ქონას მოითხოვს. თუ სოციალური მედია მარკეტინგი ან კონტენტ მარკეტინგი გაინტერესებს, ამ შემთხვევაში უფრო შემოქმედებითი უნარები გამოგადგება.

ყველაფერთან ერთად, ციფრული მარკეტინგის სწავლა დისტანციურად, სახლიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია. მათ შორის, საქართველოშიც.

 

ციფრული მარკეტინგის სწავლისას, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ 2020 წელს გლობალურად ამ მიმართულებაზე მოთხოვნა 59% იყო, ხოლო მიწოდება 19%. ეს იმას გულისხმობს, რომ ციფრული მარკეტერები სამუშაო ბაზარზე საკმაოდ დეფიციტური კადრები არიან და დიდი შესაძლებლობებია მათთვის, ვისაც ამ სფეროში წარმატება სურს.

სად შეგიძლია ისწავლო ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგის შესასწავლად არაერთი ონლაინ კურსი არსებობს. დიდი არჩევანია სოციალური მედია მარკეტინგის კურსებშიც, რომლებიც ონლაინ სწავლის საშუალებას იძლევიან.

 

მათ შორის არის digitahub-ის კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში. კურსის ხელმძღვანელი ირაკლი ჩხეიძეა, სფეისის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი. საინტერესოა, რომ სფეისი ციფრული ბანკია, რომელიც მხოლოდ შენს მობილურში არსებობს და მარკეტინგულ კომუნიკაციასაც უმთავრესად ციფრული არხების (Facebook Ads, Google Ads და ა.შ.) მეშვეობით ახორციელებს.

 

თუ გინდა, შენც გაიგო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, გადახედე კურსის კურიკულუმს.

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო რამდენიმე წელში, საქართველოში ძალიან ბევრი ონლაინ კურსი შეიქმნა. მათი საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის საინტერესო პროფესიას დისტანციურად დაეუფლოს და უფრო მეტად განვითარდეს. 

 

დღეს უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომი აღარ განსაზღვრავს ადამიანების პროფესიონალიზმს, ცოდნასა და მათ შესაძლებლობებს. ამ ფაქტმა შეცვალა დამსაქმებელი კომპანიების დამოკიდებულებაც. ისინი დიპლომზე მეტად  ყურადღებას აქცევენ აპლიკანტის ცოდნას, გამოცდილებას, ონლაინ კურსების სერტიფიკატებს და პორტფოლიოს, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებენ. 

 

ბუნებრივია, ამ ცვლილებებმა გამოიწვია კიდევ უფრო მეტი ინტერესი ონლაინ კურსების მიმართ. ადამიანები აქტიურად ეძებენ მათთვის ხელსაყრელ შეთავაზებებს და რაც ყველაზე მთავარია, ეძებენ კურსს, რომლითაც მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებენ სასურველი სფეროს შესახებ. 

 

თუ შენც მათ შორის ხარ, და ონლაინ მარკეტინგის კურსებს ეძებ, მაშინ ეს ბლოგი აუცილებლად დაგეხმარება. ამ ბლოგში მოგიყვებით რამდენიმე უმთავრეს კრიტერიუმზე, რომელიც საშენო კურსის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებს. 

სტატიის სარჩევი

1. ყურადღება მიაქციე კურსის ჩატარების დროებს

დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გრაფიკი ძალიან გადატვირთული და ქაოსურია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა შენი საქმე და გეგმა დროში კარგად გაწერო.

 

ანალოგიური მიდგომაა საჭირო ონლაინ კურსის შერჩევის პროცესშიც. ყურადღება მიაქციე, რამდენად მისაღებია შენთვის მისი ჩატარების დროები, არის თუ არა ისინი საკმარისად მოქნილი და შენს გრაფიკთან თავსებადი. 

 

ასეთ დროს, საუკეთესო ალტერნატივაა ისეთი კურსის შერჩევა, რომელიც დროში საერთოდ არ გზღუდავს და პირდაპირ გთავაზობს ონლაინ ვიდეო გაკვეთილებს, რომელზე წვდომაც ნებისმიერ დროს, 24/7-ზე შეგიძლია გქონდეს. ასევე, არ ხარ შეზღუდული მასალაშიც. შეგიძლია ერთ დღეში გაიარო რამდენიმე გაკვეთილი, ან გადაანაწილო ისინი სურვილისამებრ.

 

სწორედ ასეა აწყობილი digitalhub.ge-ს კურსიც. თუ გინდა ისწავლო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, მაშინ ირაკლი ჩხეიძის კურსის კურიკულუმს გადახედე. 

 

2. გაეცანი ლექტორის ბიოგრაფიას და გამოცდილებას

გადაწყვეტილების მიღებამდე, რა თქმა უნდა, დააკვირდი, ვინ გაუძღვება კურსს და გააანალიზე, რამდენად აქვს ამ ადამიანს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ სტუდენტებს მისი ცოდნა სიღრმისეულად და გასაგებად გაუზიაროს.

 

ალბათ დაგვეთანხმები, რომ გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია ყველასთვის გასაგებ ენაზე საუბარი და ზოგადად, გამართული კომუნიკაცია. 

 

აქვე, რადგან ლექტორის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, Digitalhub-ის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის ხელმძღვანელის შესახებაც მოკლედ მოგიყვებით. კურსის ხელმძღვანელი, საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა. მას ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში მუშაობის თითქმის 12 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. გარდა ამისა, აქვს ბარსელონას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის გამოცდილებაც.

3. იღებ თუ არა რაიმე დამატებით სარგებელს კურსის საფასურის სანაცვლოდ

კურსის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია დააკვირდე არა მხოლოდ უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ იმ დამატებით ბენეფიტებსაც, რამაც შეიძლება პროცესი ბევრად გაგიმარტივოს.

მაგალითად, შესაძლებელია კურსის მასალასთან ერთად, სტუდენტებს ხელი მიუწვდებოდეთ დამატებით რესურსებზე, დახურულ ჯგუფებზე სადაც ერთმანეთში აზრს გაცვლიან. ასევე, შესაძლებელია ჰქონდეთ ლექტორთან ინდივიდუალური კონსულტაციის შესაძლებლობა და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლოს მიღება Digitulhub-ის კურსზე რეგისტრაციისას შეგიძლია, რომლითაც ისწავლი, რა თავისებურებებით ხასიათდება ციფრული მარკეტინგი საქართველოში. 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. ფასი

ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით დავასრულებთ საუბარს. აუცილებლად გადაამოწმე, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასი აქვს კურსს სხვა ანალოგიურ კურსებთან შედარებით. დააკვირდი, აქვთ თუ არა რაიმე ფასდაკლება ან შეთავაზება და გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. 

 

ეს არის ის 4 ძირითადი ფაქტორი, რაც საშენო კურსის სწორად შერჩევაში დაგეხმარება. არ დაგავიწყდეს, თუ სოციალური მედია მარკეტინგის კურსებს ეძებ, შეზღუდული ვადით ირაკლი ჩხეიძის კურსზე 200 ლარიანი ფასდაკლებით დარეგისტრიდები. ნახე კურსის კურიკულუმი ამ გვერდზე. 

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
ციფრული მარკეტინგი

5 რჩევა ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად

5 რჩევა ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ციფრული მარკეტინგი  და ამ ინდუსტრიის ყველა შემადგენელი კომპონენტი, როგორებიცაა: SEO, სოციალური მედია, კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი და სხვა ქვეკატეგორიები, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფაქტობრივად ყველა ბიზნესის გაყიდვების ზრდაში. 

 

მსოფლიოში ინტერნეტით უკვე 4 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლების რიცხვი კი თითქმის 3,4 მილიარდზე მეტს შეადგენს.  აქედან გამომდინარე, ალბათ ლოგიკური იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ 21-ე საუკუნეში ციფრული მარკეტინგი ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა.

 

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სხვადასხვა სოციალური მედია თუ სხვა ციფრული პლატფორმები აქტიურად გამოიყენონ, იმისათვის რომ მათ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ.

ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც ძალიან აქტიურად და სწრაფად ვითარდება და უკვე ფაქტია, რომ თითქმის ყველა წარმატებული ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა ციფრული არხის ათვისებას. ისინი ჩნდებიან სოციალურ მედიაში, საძიებო სისტემებში და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებში.

 

თუ გინდა, სოციალური ქსელების ჩამონათვალი უფრო სრულად და ამომწურავად ნახო, გაეცანი ჩვენს ბლოგს 10 ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედია პლატფორმაზე. 

 

ახლა კი შეგვიძლია იმ რჩევებზეც გადავიდეთ, რომლებიც ვფიქრობთ, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოგადგება.

 

სტატიის სარჩევი

1. გაიგე, ვინ არის შენი მომხმარებელი და რა სურს მას

ბრენდები ხშირად უშვებენ შეცდომას და სათანადოდ არ იკვლევენ მომხმარებლის ქცევასა და სურვილებს. არადა, თითქოს ბუნებრივია, რომ მომხმარებლამდე შენი პროდუქტის წარმატებით მისატანად მაქსიმალურად კარგად და ღრმად უნდა იცნობდე მის ქცევას, ცხოვრების სტილსა და რეჟიმს და კომუნიკაციისას უნდა ითვალისწინებდე სხვა უამრავ დეტალს. 

 

ამის მიღწევაში მომხმარებლებზე ზრუნვისა და გაყიდვების გუნდთან ხშირი შეხვედრები დაგეხმარება. ამ ადამიანებს ყველაზე ახლო და უშუალო კომუნიკაცია აქვთ შენს სამიზნე აუდიტორიაზე და ზუსტად იციან, რა მოთხოვნები, მოლოდინები და შენიშვნები აქვთ ბრენდის მიმართ.

2. იყავი თანმიმდევრული მომხმარებლებთან კომუნიკაციის ყველა ეტაპზე

როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს ონლაინ ყიდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრო და გაითვალისწინო, პროდუქტის/სერვისის შეძენის რომელ ეტაპზე იმყოფება მომხმარებელი იმ პერიოდში. რა ტიპის ინფორმაცია აქვს მას ბრენდის შესახებ, უსარგებლია თუ არა პროდუქტით ადრე, ან უცდია თუ არა შეძენა და ა.შ.

 

ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გათვალისწინება ბევრად გაგიმარტივებს წარმატებული კომუნიკაციის წარმართვაში და მოგცემს საშუალებას მას უფრო გასაგები და რელევანტური ინფორმაცია მიაწოდო. 

3. გააკეთე რეკლამის სიღრმისეული ანალიზი

როდესაც რეკლამას სოციალურ მედიაში უშვებ, უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო არა მხოლოდ კონტენტის შექმნის, არამედ უკვე შედეგების ანალიზის ნაწილშიც. შეიძლება, ერთი შეხედვით გეგონოს, რომ რეკლამა კარგად ვერ მუშაობს, თუმცა ამ დროს საკითხს მრავალი სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო. 

 

რეკლამის შენთვის არასასურველი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორად შერჩეული ვიზუალით, ტექსტით (აღწერით), აუდიტორიით, ბმულით, რომელზეც მომხმარებელი რეკლამიდან გადაგყავს და ა.შ.

 

ასევე, როგორც ზედა პუნქტში აღვნიშნეთ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რამდენად შეესაბამება კონტენტი მომხმარებელის ე.წ journey-ის იმ ეტაპზე, რომელზეც ის იმყოფება და ზოგადად, რა არის ამ რეკლამის მიზანი.

 

თუ ყველა ამ საკითხების საფუძვლიანად შესწავლა და ამ პროფესიით განვითარება გინდა, შეგიძლია საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩხეიძი კურსს გადახედო.

 

ონლაინ მარკეტინგის კურსებით თუ ხარ დაინტერესებული, ვფიქრობთ, მის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის კურიკულუმს აუცილებლად უნდა გაეცნო. კურსის საშუალებით ამომწურავად ისწავლი, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში. 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. მიაწოდე მომხმარებელს მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია

კონტენტ მარკეტინგს ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტიურად იყენებენ ბრენდები, რათა სამიზნე აუდიტორიაში ბრენდის მიმართ ინტერესი აღძრან.


კომპანიები დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ მიგნებამდე, რომ პროდუქტის გარდა მომხმარებლებს სხვა, უფრო ემოციური კავშირის დამყარებაც სურთ ბრენდებთან. მათ სურთ ბრენდისგან მიიღონ რაიმე სასარგებლო, მათ ინტერესებსა და ქცევაზე მორგებული სიახლეები და ინფორმაცია.

 

ზუსტად მას გულისხმობს კონტენტ მარკეტინგი. ამ და სხვა საკითხებზე დღეს უკვე უამრავი საინტერესო წიგნის აღმოჩენა შეგიძლია. გადახედე ჩვენს ბლოგს თუ ციფრული მარკეტინგის წიგნს ეძებ და აღმოაჩინე 5 საუკეთესო წიგნი მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.

5. იყავი თანმიმდევრული ვიზუალურ სტილში

დღეს, წარმატებული კომპანიები კომუნიკაციას უამრავ სხვადასხვა არხში აწარმოებენ და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ როგორც ონლაინ პლატფორმებს, ისე ფიზიკურ შეხების წერტილებს.

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა კომუნიკაციისას ბრენდი მარტივად ამოიცნოს და შენი რეკლამა ბრენდთან მარტივად დააკავშიროს, მუდმივად უნდა იზრუნო ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნებაზე და მის თანმიმდევრულობაზე ყველგან და ყოველთვის.



რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, უამრავი სხვა რჩევაა, რომლის გათვალისწინება წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვაში დაგეხმარება. თუ გინდა, სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დარეგისტრირდე და დარგის ექსპერტის რჩევა გაიზიარო, გადადი ბმულზე.  

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »
Categories
სოციალური მედია

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში

ავტორი: ირაკლი ჩხეიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდში, Facebook-მა კიდევ უფრო გაამკაცრა სარეკლამო პოლიტიკა და მის განმთავსებლებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი წესის დაცვა მოსთხოვა. 

 

იმის გამო, რომ მათი პოლიტიკის შესახებ ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია, ადამიანები საკმაოდ ხშირად არღვევენ  სხვადასხვა წესს. წესების დარღვევის შედეგად, პირველ რიგში, იბლოკება პოსტი, შემდეგ კი რამდენიმე ასეთ შემთხვევას შედეგად სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც შეიძლება მოჰყვეს.

 

რადგან ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ხშირად ვიღებ კითხვებს მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური სოციალური მედიის სარეკლამო პოლიტიკის ნაწილზე მოგიყვეთ.

 

გაითვალისწინეთ, რომ Facebook პლატფორმის სარეკლამო პოლიტიკა 31 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სრული ჩამონათვალის სანახავად ამ ბმულს ეწვიეთ. 

 

სტატიის სარჩევი

1. ფულადი ან არარეალისტური დაპირება და მოლოდინების შექმნა

ფულადი დაპირებები საკმაოდ ხშირად ხდება რეკლამის დაბლოკვის მიზეზი. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ პოსტის აღწერაში ან ვიზუალზე დროის ან თანხის დაკონკრეტებას და ზოგადად, კონკრეტიკას. ეცადეთ, პოსტის ტექსტის შინაარსი იყოს განზოგადებული.

 

მაგალითად, Facebook-მა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს პოსტი ამ ტექსტით: “ერთ კვირაში, ჩვენ ვიშოვეთ 3000 დოლარი.” თუმცა, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ რეკლამის გაშვებაზე, თუ შინაარსს ასე შეცვლით: “სტუდენს 3000 დოლარიანი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.”

 

2. აკრძალული ან რეგულირებადი პროდუქტების რეკლამით გაყიდვა

განსაკუთრებით ხშირად იბლოკება ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არეკლამებთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს რეგულირებად პროდუქტს.

 

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, აკრძალულია თუ ლეგალური ეს პროდუქტი იმ ქვეყანაში, სადაც რეკლამას უშვებთ. Facebook მიჰყვება საკუთარ, და არა ქვეყნების შიდა პოლიტიკას.

 

მაგალითად, თუ უშვებთ თავის მოვლის საშუალებების რეკლამას, რომელთა შემადგენლობაში კანაბიდიოლი შედის, მოგიწევთ ამოიღოთ ეს სიტყვა პროდუქტის აღწერიდან და ლენდინგ გვერდიდან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ.

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალი ლენდინგ გვერდზე ისეთი ფოტოს ჩვენებაა, რომელზეც კარგად ჩანს პროდუქტის შემადგენლობა. ამ რჩევის გათვალისწინების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სთხოვოთ Facebook-ს თქვენი რეკლამის გადამოწმება და დადასტურება.

3. ზედმეტი სიშიშვლე რეკლამაში გაშვებულ ფოტოზე

ამ ტიპის პრობლემები, როგორც წესი, თეთრეულისა და საცურაო კოსტუმების რეკლამის გაშვების დროს იჩენს თავს.

 

ასევე, შეიძლება იგივე საკითხი ნაცნობი იყოს ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც საუბრობენ დიეტებზე, სხეულის კორექციაზე და ა.შ ამ დროს, გირჩევთ შეძლებისდაგვარად შეამციროთ შიშველი კანის გამოჩენა ფოტოზე.

 

მაგალითად, პოსტი შეიძლება დაიბლოკოს, თუ ფოტოზე მოდელს აცვია თამამი საცურაო კოსტუმი. თუმცა, როგორც კი საცურაო კოსტუმს მოკლე შორტით ჩაანაცვლებთ, რომელზეც კანი მეტად იფარება, შესაძლებელია პოსტი დადასტურდეს და რეკლამაშიც გაეშვას. 

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. მართლწერის შეცდომები, ბევრი ემოჯი და გაუქმებული ვებგვერდები

ბუნებრივია, რომ ეს სოციალური მედია პლატფორმა შიდა განაწესის საშუალებით მაქსიმალურად ცდილობს გააკონტროლოს კონტენტი, რომელშიც ბევრი ორთოგრაფიული და მართლწერის შეცდომაა, ან სადაც ზედმეტად ბევრი ემოჯია გამოყენებული.

 

ასევე, ყურადღებით იყავით ბმულთან, რომელზეც მომხმარებელი რეკლამის საშუალებით გადაგყავთ. რეკლამის გაშვებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა ვებგვერდი გამართულად.

 

5. სოციალური სტანდარტების დარღვევა

ბოლო პერიოდში, სოციალური სტანდარტები განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ამიტომ Facebook ამ მიმართულებასაც ძალიან მკაცრად აკონტროლებს. 

 

განსაკუთრებით კი ყურადღებას აქცევს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

 

  • სხვების უსაფრთხოება
  • ავთენტურობა
  • ძალადობა ან კრიმინალური ქცევა
  • ინტერელქტუალური საკუთრება
  • საეჭვო შინაარსის მქონე კონტენტი

გაითვალისწინეთ, რომ სოციალური სტანდარტების დარღვევისას, facebook-სგან მიღებულ შეტყობინებაში არ იქნება დაკონკრეტებული, რომელი პუნქტი დაარღწვიეთ, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ნებისმიერის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია.

 

ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა მნიშვნელოვანია, თუ ახლო მომავალში სოციალური მედია მარკეტინგის სწავლას და ამ მიმართულებით პროფესიულ განვითარებას აპირებთ. 

6. პირად მახასიათებლზე და ატრიბუტებზე ხაზგასმა

ზემოთ ჩამითვლილ წესებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეკლამა არ უნდა შეიცავდეს შინაარსს, ადამიანის პირად მახასიათებლებზე.

 

მაგალითად, პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებებს ან გავლენას ადამიანის რასის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის, რწმენის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის ან პრაქტიკის, გენდერული იდენტობის, ინვალიდობის, სამედიცინო მდგომარეობის (მათ შორის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის), ფინანსური მდგომარეობის, ხმის მიცემის სტატუსის ან კონკრეტული საზოგადოების ჯგუფის წევრობის შესახებ. ასევე, არ უნდა იყოს ნახსენები კრიმინალური პირის სახელი და გვარიც. 

 

ქვემოთ, ეთიკურად მართებული და არამართებული ტექსტის რამდენიმე მაგალითია, რომელიც ადამიანის პირად მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობას უკავშირდება.

7. შეუსაბამობა რეკლამასა და ლენდინგ გვერდს შორის

საინტერესოა, რომ Facebook აკვირდება არა მხოლოდ რეკლამაში გაშვებული პოსტის ხარისხს და მის რელევანტურობას, არამედ იმ ბმულსაც, რომელზეც რეკლამას მომხმარებელი გადაჰყავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ამ პლატფომრაზე თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.

 

ამ თხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად მაღალია ე.წ bounce rate თქვენ მიერ მითითებულ ბმულზე. ტერმინი Bounce rate გამოიყენება ვებ-ტრაფიკის ანალიზში. ის წარმოადგენს ვიზიტორთა პროცენტს, რომლებიც შედიან ვებგვერდზე და შემდეგ ტოვებენ მას, ნაცვლად იმისა რომ იმავე ვებგვერდზე სხვა გვერდებიც ნახონ.

 

გარდა Bounce rate-ისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამას მომხმარებელი არ გადაჰყავდეს გაუქმებულ ვებგვერდზე.

 

8. დეზინფორმაციის გავრცელება

შიდა პოლიტიკის მიხედვით, ასევე აკრძალულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განმთავსებელი განმეორებით გამოაქვეყნებს ყალბად მიჩნეულ ინფორმაციას, ე.წ fake news-ს, მასზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები და აღარ მიეცეს შესაძლებლობა განათავსოს რეკლამა ამ პლატფორმაზე.

 

რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმაზე წარმატებული რეკლამის გასაშვებად.

 

თუმცა, თუ ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში 12 წლის მანძილზე მუშაობით დაგროვილი პრაქტიკის გაზიარებაც გსურთ, შეგიძლიათ, ჩემს სოციალური მედია მარკეტინგის  კურსზე დარეგისტრირდეთ.

 

ამ სოციალური მედია მარკეტინგის ონლაინ კურსზე სიღრმისეულად შეისწავლით ყველაფერს, რაც წარმატებული Facebook და Instagram სარეკლამო კამპანიების გაშვებისთვის დაგჭირდებათ.

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »