8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში ავტორი: ირაკლი...
ვრცლადდიჯიტალჰაბი » ბლოგი » ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი
გააზიარე სტატია
ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამავდროულად ბევრისთვის საინტერესო ინდუსტრია, სადაც ტენდენციები მუდმივად იცვლება.
ცვლილებებისთვის ფეხის აწყობაში კი სიახლეების გაცნობა და იმ წიგნების კითხვა დაგეხმარება, რომლებშიც ზუსტად არის აღწერილი თანამედროვე სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკები.
დღეს, გადავწყვიტეთ ციფრული მარკეტინგის 5 საუკეთესო წიგნის შესახებ მოგიყვეთ და თითოეულის შესახებ მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ. თითოეული მათგანი ამ სფეროს უკეთ და მეტად სიღრმისეულად შესწავლაში აუცილებლად დაგეხმარება.
სოციალური მედია, SEO-ს ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი, მომხმარებლის გამოცდილება (ე.წ user experience), ავტომატიზაცია, იმეილ მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის სტრატეგიები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც ავტორი საუბრობს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს წიგნი იდეალური საგზაო რუქაა ნებისმიერი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისთვის, რომელიც მას სასურველი შედეგების მიღწევაში და მათ ანალიზში დაეხმარება.
რამდენად კარგად იცნობ შენი ბიზნესის მომხმარებლებს?
როგორც წესი, მსოფლიოს სამწყვანი კომპანიები პირველ რიგში იკვლევენ მომხმარებლის სურვილებს და შემდეგ მათზე დაყრდნობით ცდილობენ ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი და განსხვავებული გამოცდილების შექმნას.
ავტორი საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან კითხვაზე: რა უყვართ მომხმარებლებს? და რა სძულთ მათ? ის, სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მაგალითების დახმარებით, ერთგვარად უმარტივებს ბიზნესებს გზას მომხმარებლის ჩართულობის, ე.წ. Engagement-ის მიღწევისკენ.
გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
21-ე საუკუნეში, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს და სხვადასხვა სოციალურ ქსელს.
ადამიანები თითქმის ყოველდღიურად დებენ პოსტებს, ფოტოებს, აზიარებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შეიძლება ითქვას, ბრენდების მიღმა, თავადაც ქმნიან კონტენტს.
წიგნის ავტორი ერთ-ერთი ვეტერანი მარკეტერი, ენ ჰენდლია, რომელიც დეტალურად აღწერს კონტენტის შექმნისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესს, ისევე როგორც მისი აღსრულებისა და გამოქვეყნების ეტაპებს.
წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა ― ჯერ მარკეტინგი, შემდეგ გაყიდვები და საბოლოოდ კლიენტთა მომსახურება, არც თუ ისე ეფექტურია.
წარმატების მისაღწევად ბიზნესი პირველ რიგში მომხმარებლების სურვილებსა და პრობლემებს უნდა ითვალისწინებდეს.
საინტერესოა ისიც, რომ დღეს მომხმარებლები საკუთარ კითხვებზე პასუხს საძიებო სისტემების დახმარებით ეძებენ. და იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო დროს და ადგილას რელევანტური ინფორმაციით და ამომწურავი პასუხით დახვდები, შეგიძლია კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდო.
ავტორიც სწორედ ამ ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტური პრინციპზე საუბრობს: ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ.
წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:
დონალდ მილერის ეს წიგნი სწორედ იმ პრობლემას ეხება, რომელსაც ბიზნესის ლიდერები ძალიან ხშირად აწყდებიან. მისი რევოლუციური მიდგომა, მკითხველს ასწავლის არა მხოლოდ მომხმარებლებთან დაკავშირების გზებს, ასევე იმასაც, თუ როგორ შეგიძლია კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მოპოვება.
წიგნის შესაძენად გადადი ამ ბმულზე:
აქვე, თუ გინდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მარკეტერის წიგნების გაცნობასთან ერთად, ქართული ბაზარიც კარგად შეისწავლო, გადახედე ჩვენს ონლაინ კურსს.
ვიდეო კურსებს – რეკლამა სოციალურ მედიაში (FACEBOOK & INSTAGRAM) -ზე, პირველი ქართული ნეობანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი ჩხეიძე, ქართულ ენაზე ატარებს და სტუდენტებს ამ ინდუსტრიაში მუშაობის 12 წლიან გამოცდილებას უზიარებს.
სტატიის წყარო
8 მიზეზი, რატომ შეიძლება დაიბლოკოს Facebook-ის სარეკლამო ანგარიში ავტორი: ირაკლი...
ვრცლადტოპ 5 მარკეტინგის კურსი საქართველოში ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on...
ვრცლადაქვე, თუ გინდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მარკეტერის წიგნების გაცნობასთან...
ვრცლადმანამდე, თუ გინდა, უფრო მეტი გაიგო, რა არის ციფრული მარკეტინგი,...
ვრცლადყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | იურ. მის: აბაშელის 7, თბილისი