5 რჩევა ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ციფრული მარკეტინგი  და ამ ინდუსტრიის ყველა შემადგენელი კომპონენტი, როგორებიცაა: SEO, სოციალური მედია, კონტენტ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი და სხვა ქვეკატეგორიები, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფაქტობრივად ყველა ბიზნესის გაყიდვების ზრდაში. 

 

მსოფლიოში ინტერნეტით უკვე 4 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლების რიცხვი კი თითქმის 3,4 მილიარდზე მეტს შეადგენს.  აქედან გამომდინარე, ალბათ ლოგიკური იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ 21-ე საუკუნეში ციფრული მარკეტინგი ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა.

 

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სხვადასხვა სოციალური მედია თუ სხვა ციფრული პლატფორმები აქტიურად გამოიყენონ, იმისათვის რომ მათ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ.

ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც ძალიან აქტიურად და სწრაფად ვითარდება და უკვე ფაქტია, რომ თითქმის ყველა წარმატებული ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა ციფრული არხის ათვისებას. ისინი ჩნდებიან სოციალურ მედიაში, საძიებო სისტემებში და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებში.

 

თუ გინდა, სოციალური ქსელების ჩამონათვალი უფრო სრულად და ამომწურავად ნახო, გაეცანი ჩვენს ბლოგს 10 ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედია პლატფორმაზე. 

 

ახლა კი შეგვიძლია იმ რჩევებზეც გადავიდეთ, რომლებიც ვფიქრობთ, ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოგადგება.

 

სტატიის სარჩევი

1. გაიგე, ვინ არის შენი მომხმარებელი და რა სურს მას

ბრენდები ხშირად უშვებენ შეცდომას და სათანადოდ არ იკვლევენ მომხმარებლის ქცევასა და სურვილებს. არადა, თითქოს ბუნებრივია, რომ მომხმარებლამდე შენი პროდუქტის წარმატებით მისატანად მაქსიმალურად კარგად და ღრმად უნდა იცნობდე მის ქცევას, ცხოვრების სტილსა და რეჟიმს და კომუნიკაციისას უნდა ითვალისწინებდე სხვა უამრავ დეტალს. 

 

ამის მიღწევაში მომხმარებლებზე ზრუნვისა და გაყიდვების გუნდთან ხშირი შეხვედრები დაგეხმარება. ამ ადამიანებს ყველაზე ახლო და უშუალო კომუნიკაცია აქვთ შენს სამიზნე აუდიტორიაზე და ზუსტად იციან, რა მოთხოვნები, მოლოდინები და შენიშვნები აქვთ ბრენდის მიმართ.

2. იყავი თანმიმდევრული მომხმარებლებთან კომუნიკაციის ყველა ეტაპზე

როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს ონლაინ ყიდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრო და გაითვალისწინო, პროდუქტის/სერვისის შეძენის რომელ ეტაპზე იმყოფება მომხმარებელი იმ პერიოდში. რა ტიპის ინფორმაცია აქვს მას ბრენდის შესახებ, უსარგებლია თუ არა პროდუქტით ადრე, ან უცდია თუ არა შეძენა და ა.შ.

 

ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გათვალისწინება ბევრად გაგიმარტივებს წარმატებული კომუნიკაციის წარმართვაში და მოგცემს საშუალებას მას უფრო გასაგები და რელევანტური ინფორმაცია მიაწოდო. 

3. გააკეთე რეკლამის სიღრმისეული ანალიზი

როდესაც რეკლამას სოციალურ მედიაში უშვებ, უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო არა მხოლოდ კონტენტის შექმნის, არამედ უკვე შედეგების ანალიზის ნაწილშიც. შეიძლება, ერთი შეხედვით გეგონოს, რომ რეკლამა კარგად ვერ მუშაობს, თუმცა ამ დროს საკითხს მრავალი სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო. 

 

რეკლამის შენთვის არასასურველი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორად შერჩეული ვიზუალით, ტექსტით (აღწერით), აუდიტორიით, ბმულით, რომელზეც მომხმარებელი რეკლამიდან გადაგყავს და ა.შ.

 

ასევე, როგორც ზედა პუნქტში აღვნიშნეთ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რამდენად შეესაბამება კონტენტი მომხმარებელის ე.წ journey-ის იმ ეტაპზე, რომელზეც ის იმყოფება და ზოგადად, რა არის ამ რეკლამის მიზანი.

 

თუ ყველა ამ საკითხების საფუძვლიანად შესწავლა და ამ პროფესიით განვითარება გინდა, შეგიძლია საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩხეიძი კურსს გადახედო.

 

ონლაინ მარკეტინგის კურსებით თუ ხარ დაინტერესებული, ვფიქრობთ, მის სოციალური მედია მარკეტინგის კურსის კურიკულუმს აუცილებლად უნდა გაეცნო. კურსის საშუალებით ამომწურავად ისწავლი, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში. 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. მიაწოდე მომხმარებელს მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია

კონტენტ მარკეტინგს ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტიურად იყენებენ ბრენდები, რათა სამიზნე აუდიტორიაში ბრენდის მიმართ ინტერესი აღძრან.


კომპანიები დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ მიგნებამდე, რომ პროდუქტის გარდა მომხმარებლებს სხვა, უფრო ემოციური კავშირის დამყარებაც სურთ ბრენდებთან. მათ სურთ ბრენდისგან მიიღონ რაიმე სასარგებლო, მათ ინტერესებსა და ქცევაზე მორგებული სიახლეები და ინფორმაცია.

 

ზუსტად მას გულისხმობს კონტენტ მარკეტინგი. ამ და სხვა საკითხებზე დღეს უკვე უამრავი საინტერესო წიგნის აღმოჩენა შეგიძლია. გადახედე ჩვენს ბლოგს თუ ციფრული მარკეტინგის წიგნს ეძებ და აღმოაჩინე 5 საუკეთესო წიგნი მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.

5. იყავი თანმიმდევრული ვიზუალურ სტილში

დღეს, წარმატებული კომპანიები კომუნიკაციას უამრავ სხვადასხვა არხში აწარმოებენ და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ როგორც ონლაინ პლატფორმებს, ისე ფიზიკურ შეხების წერტილებს.

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა კომუნიკაციისას ბრენდი მარტივად ამოიცნოს და შენი რეკლამა ბრენდთან მარტივად დააკავშიროს, მუდმივად უნდა იზრუნო ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნებაზე და მის თანმიმდევრულობაზე ყველგან და ყოველთვის.



რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, უამრავი სხვა რჩევაა, რომლის გათვალისწინება წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვაში დაგეხმარება. თუ გინდა, სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დარეგისტრირდე და დარგის ექსპერტის რჩევა გაიზიარო, გადადი ბმულზე.  

ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

რა არის ციფრული მარკეტინგი? სტატიის სარჩევი რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი? ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც

წაიკითხე ვრცლად »

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება

4 რჩევა, რომელიც ონლაინ მარკეტინგის კურსების შერჩევაში დაგეხმარება ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on

წაიკითხე ვრცლად »

მიიღე სრული წვდომა კურსის მასალაზე

მიიღე სრული წვდომა კურსის მასალაზე