9 რამ, რაც უნდა შეამოწმო მანამ, სანამ საიტის დამზადებას შეუდგები

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

საიტის დამზადება - მოსამზადებელი პროცესები

უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ვებ.გვერდი შექმნა და გაშვება ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული – მათთვისაც კი, ვისაც ეს გზა არაერთხელ გაუვლია.

განვილი გზის ბოლოს კი, შესაძლოა ძალიან ბევრი რამ ისე არ წავიდეს, როგორც ამას ელოდი. რა მოხდება თუ ძალიან საჭირო ფორმის გატესტვა გამოგრჩება და ამის გამო ბევრ პოტენციურ მყიდველს დაკარგავ? ან უარესი, რა მოხდება თუ ვებ.გვერდის გადამისამართების ფუნქცია არასწორად იქნება შექმნილი და შენი მომხმარებლების უმეტესობა ისეთ გვერდს მიაკვლევს, რომელიც საერთოდ არ იძებნება.

იმის მაგივრად რომ  იფიქრო გვიან, თუ – რა მოხდებოდა რომ… უმჯობესია წინასწარ შეადგინო ვებ.გვერდის შესამოწმებლად ჩამონათვალი, რომელიც ამ საქმეს შედარებით უმტკივნეულოდ გადაგატანინებს.

სტატიის სარჩევი

არ აქვს მნიშვნელობა ვებ.გვერდის შექმნას ნულიდან იწყებ, თუ უბრალოდ რედიზაინს უკეთებ, არის ნაბიჯები, რომელიბიც ორივე შემთხევაში წინასწარ უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს.  ბლოგში სწორედ ამ ნაბიჯებსა და შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაგაცნობ,  რათა შემდგომ მოარგო ისინი შენს ბიზნეს, იქნება ეს  ონალინ მაღაზია, ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსი ან ნებისმიერი სხვა რამ.  

1.გაანალიზე შენი წინამორბედი ვებ.გვერდი

საიტის დამზადება იწყება წინამორბედის ანალიზით (ასეთის არსებობის შემთხევაში)

იმისთვის, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანია გაიაზრო სად იყავი აქამდე და სადამდე გსურს მისვლა. დაიწყე შენი არსებული ვებ.გვერდის ანალიზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაუსვი შენს თავს კითხვები:

  1. რა არის დიზაინის ან სხვა ცვლილებების მიზეზი?
  2. რას ვერ მიაღწიე არსებული ვებ.გვერდის საშუალებით?
  3. რას შეცვლის ახალი დიზაინი და სხვა ცვლილებები ორგანიზაციისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარება ამოიცნო გამოცდილებასთან ერთად დაგროვებული შეცდომები, რაც რამდენადმე გაზრიდს ახალი ვებ.გვერდის წარმატებას.

2. შეამოწმე ძველი ვებ.გვერდი (ასეთის არსებობის შემთხევაში) Crawler ინსტრუმენტით

ახალი საიტის დამზადება მნიშვნელოვანია სწორად დაიწყოს და რაც ყველაზე მთავარია აეწყოს დოკუმენტაციის სტრუქტურა, ამაში კი Crawler ინსტრუმენტი დაგეხმარება. ანალიზის გარეშე შეუძლებელიც კია ვებ.გვერდის დეველოპმენტის გამართვა, რადგან შენ არ გეცოდინება რა გვერდები არსებობს, რამ უნდა იარსებოს, სად უნდა გადაამისამართო მომხარებელი.

წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს ონლაინ მარკეტინგის კურსის ვებ.გვერდი, მას აქვს თავისი სტრუქტურა, რომელიც შედგება სხვდასხვა დოკუმენტებისა და გვერდებისგან : სარეგისტრაციო ფორმა, ბლოგი, თავად კურსი, მასალები და ა.შ

იმისთვის რომ უკვე არსებული ვებ.გვერდის სტრუქტურის, გვერდებისა და სხვა ფუნქციების შესახებ წარმოდგენა შეგვექმნას, მნიშვნელოვანია მათი ანალიზიი, რაშიც სწორედ ეს ციფრული ინსტრუმენტი დაგეხმარება.

3. რა შედეგამდე უნდა მიგიყვანოს ახალმა დიზაინმა?

ვებ.გვერდის სტრუქტურის შესწავლის და ანალიზის შემდგომ, დროა ყურადღება გადავიტანოთ დიზაინის ნაწილზე. მნიშვნელოვანია  მიხვიდე რაიმე ღირებულ დასკვნამდე, მაგალითად:

 

  1. არსებული ვებ.გვერდი არის ძალიან რთულად აღქმადი და მომხმარებლისთვის ის უფრო მარტივი უნდა გახდეს
  2. არსებული დიზაინი ძველმოდურია და მნიშვენლოვანია მისი განახლება და მეტად ტრენდულის შექმნა.
  3. არსებული ვებ.გვერდის შედეგიანობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ უნდა შეიქმნას უფრო SEO-მეგობრული სტრუქტურა, უკეთესი UX_ით.

რაც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, მთავარია ის პასუხობდეს ახალი ვებ.გვერდის მიზნებს და ითვალისწინებდეს დაშვებული შეცდომების ანალიზსს.

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. ჩამოწერე რა არის გასაკეთებელი? ვინ გააკეთებს? რამდენ ხანში?

საიტის დამზადება არის გუნდური პროცესი

ისეთი პროექტის წამოწყება, როგორიცაა ვებ.გვერდის  შექმნა, მოითხოვს ძალიან სტრუქტურირებულ დროისა და რესურსების მენეჯმენტს, ამიტომ ჩამოწერე მნიშვნელოვანი ფუნქციები და მასზე პასუხისმეგებლი პირები. ვინ შექმნის კონტენტს? რამდენი სახეობის კონტენტს? ვინ იქნება ბიზნესისთვის შესაბამის calls-to-action-ების მოფიქრების სათავეში? და ა.შ

იმის შემდეგ, რაც ყველა საჭირო ქმედება ჩამოიწერება, მნიშვნელოვანია მათზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა. ხშირად ვებ.გვერდის შემქნაზე მუშაობს არა ერთი ინდივიდი და გუნდი: მარკეტერები ქმნიან კონტენტს, დიზაინერები ირჩევენ შესაბამის ფოტოებსა და ფონტებს, ქმნიან მთლიანობის მონახაზს, ტექნიკური გუნდი ზრუნავს დეველოპმენტზე, ციფრული მარკეტერბი იკვლევენ როგორ ეხმიანება ახალი ვებ.გვერდი სოციალურ მედიასა და სხვა ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს, რამდენად მოქნილია ის სხვა ციფრული მარკეტინგის პლათფორმებთან დაკავშირებისას.

ამის გასაკეთებლად შეგიძლია გამოიყენო DARCI_ის მოდელი, რომლის მიხედვითაც, მნიშნელოვანია განისაზღვროს: გადაწყვეტილების მიმღები, პასუხისმგებელი, საკონსულტაციო და ინფორმირებული პიროვნებები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ ფუნქციონირებას, ეცოდინებათ ვინ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, ვის უნდა მიაკითხონ საკონსულტაციოდ და ვინ იქნება ის ვინც ამ პროცესს გამართავს.

5. მოემზადე ყველაზე ცუდი სცენარისთვის - რა ხდება მაშინ, როდესაც არ ვიცით რა ხდება?

ამ კითხვის პასუხი ძალიან მარტივია, როდესაც არ ვიცით რა ხდება, მაშინ მიდის ყველაზე მძიმე პროცესები, რომელთა შედეგების გამოსწორება მომავალში ორმაგად გართულდება. შესაბამისად, მოემზადე ყველაზე ცუდი სცენარისთვის, წინასწარ განსაზღვრე რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება ეს პრობლემა მარტივად თუ არა რაიმე გეგმით მაინც გადაიჭრას, ეს აგარიდებს ქაოს, ზარალსა და ბევრ სხვა პრობლემას.

6. სწორად შეარჩიე შესაბამისი CMS-ი

თუ აქამდე საიტის შექმნაში გამოცდილება არ გქონია, შესაძლოა ზემოთწარმოდგენილმა ჩამონათვალმა შეგაშინოს, მაგრამ რეალურად ამას არც ისე დიდი დრო სჭირდება – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ შენ საიტს შესაბამისი CMS-ით (Content Management System) ააწყობ.

კონტენტის მენეჯმენტის სისტემა, ხშირად გთავაზობს უკვე არსებულ შაბლონებს საიტის დიზაინის ასაწყობას, რომელიც იქნება SEO ოპტიმიზირებული და ასევე შეგეძლება ჩასწორება ნებისმიერ დროს.

შესაბამისად, თუ შენ აწყობ საიტს, CMS-ის საშუალებით შეძლებ დაზოგო ბევრი დრო და ენერგია.

სოციალური მედია კონტენტი

7. შეიმუშავე კონსისტენტური ბრენდი

გადაწყვიტე რა იქნება შენი ბრენდის მთავარი მესიჯი, როგორი კომუნიკაცია ექნება მას საკუთარ მომხმარებელთან?   ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბრენდი იყოს მეტად ლეგიტიმური, სანდო და დასამახსოვრებელი.

  1. მოიფიქრე რა არის შენი ყველაზე ღირებული შეთავაზება
  2. კარგად განსაზღვრე როგორი არის ბრენდი ხედვა და მისია
  3. შეარჩიე ბრენდის იდენტობასთან შესაბამისი ფერები და ფონტები
  4. მოიფიქრე როგორ ვიზუალებს გამოიყენებ საიტის კონტენტის შესავსებად
  5. რამდენად შეესაბამემა ახალი  საიტისა და სოციალურ მედიის კონტენტი ერთმანეთს
  6. როგორია ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგია
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

8. ახალი საიტის დამზადება - ახალი ტექნიკური SEO-ს სტრატეგი

აუცილებლად გამოყავი დრო იმისთვის, რომ კარგად დაგეგმო SEO-ს სტრატეგია, გაითვალისწინე საიტის სტრუქტურა და რამდენად ოპტიმიზირებულია მისი შემადგენელი ნაწილები საძიებო სისტემისთვის:

  1. მოიძიე მთავარი ‘’ქივორდები’’, რომელიც შეესაბამება შენს ბიზნეს და გადაწყვიტე, რომელის რეიტინგია შენთვის ყველაზე პრიორიტეტული
  2. გაწერე კონტენტის სტრატეგია, რომელშიც გამოიყენებ ამ ‘’ქივორდებს’’
  3. გადახედე არსებულ გვერდებს და მათ სტრუქტურას. რომელი შეიძლება შეიცვალოს ან რომლის დამატება შეიძლება გახდეს საჭირო?
  4. კარგად დაათვალიერე… ხომ არ გაქვს არასაჭირო გვერდები?
  5. თუ წინა კითხვაზე პასუხი არის -კი- და გაქვს ზედმეტი გვერდები, მოიფიქრე სად გადაამისამართებ მათ ( 301 გადამისამართების გამოყენებით)

9. ახალი საიტის დამზადება - ახალი კონვერსიის სტრატეგია

როგორც კი შეიმუშავებ მთავარი გვერდის მონახაზს, დაფიქრდი იმ ქმედებებზე, რომლებსაც შენ ელი მომხმარებლისგან. როგორი იქნება მათი კონვერტაციის გზა? როგორ შეაგროვებ მათზე ინფორმაციას?

  1. რომელი შეთავაზებები შეესაბამება ფანელის სხვდასხვა ეტაპზე მყოფ მომხმარებელს?
  2. რა ფორმები არის შესაქმნელი?
  3. რამდენი Landing page-ი დაგჭირდება და რამდენი – ‘მადლობის  გვერდი’?
  4. როგორ გაზომავ კონვერსიას? შეარჩიე ტრეკინგის საშუალება
  5. რა მოყვება საიტზე კონვერსიას? (ელ.ფოსტით დაკავშირება. SMS-ით დაკავშირება და ა.შ)

იმედი მაქვს, ეს პატარა რჩევების ჩამონათვალი შეგიმსუბუქებს საიტის შექმნის პრცოესს, შემდგომ ბლოგში კი გაგაცნობ რას უნდა მიაქციო ყურადრება მანამ, სანამ საიტს საბოლოოდ გაუშვებ.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და ამავდროულად გაიგო როგორ ინტეგრირდება  Facebook  სარეკლამო პლათფორმა შენს საიტთან, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

ლიდების გენერირების კამპანია – 5 პოსტის იდეა

როგორ არ აგვსქროლონ? შეაჩერე მომხმარებლის ყურადღება შენს ციფრულ რეკლამაზე ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share

წაიკითხე ვრცლად »

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

რა არის ციფრული მარკენგი? 4. ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ – რევოლუციური მიდგომა გაყიდვების, კონტენტ მარკეტინგის და ონლაინ მომხმარებლების მიმართ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა

წაიკითხე ვრცლად »

სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში

9 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ მედია მარკეტინგულ კამპანიას გაუშვებ ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on

წაიკითხე ვრცლად »
გაზარდე გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით