
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამის მაგალითები სოციალური მედიისთვის ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე
დიჯიტალჰაბი » ბლოგი » როგორ გავაკეთოთ რეკლამა, რომელიც მუშაობს?
გააზიარე სტატია
როგორ გავაკეთოთ რეკლამა და შევარჩიოთ მიზნობრივი აუდიტორია?
შენ არ გჭირდება აუცილებლად დიდი ბიუჯეტი იმისთვის, რომ შექმნა რეკლამა სოციალურ ქსელში და მიაწვდინო ხმა შესაბამის აუდიტორიას.
ეფექტური რეკლამის შესაქმენლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, ეს კი მარკეტინგული კვლევისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ შედეგების სწორად გაზომვა, რომელსაც კამპანიის გაშვების შემდგომ მიიღებ, რათა სწორი მიმართულებით იმოძრაო და აირიდო თავიდან არამიზნობრივი ბიუჯეტის ხარჯვა.
როგორც ყველა სხვა სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგიის შემთხვევაში, აუცილებელია წინასწარ განსაზღვრო როგორია სოციალური მედია რეკლამის გეგმა და ამის შემდგომ დაიწყო მის აღსრულებაზე მუშაობა: შეარჩიო პლათფორმა, შექმნა კონტენტი, განსაზღვრო KPI და მოიძიო მისი გაზომვის ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები.
ამისთვის დაფიქრდი შემდეგ 4 საკითხზე:
1. რა არის შენი ბიზნესის მთავარი მიზნობრიობა?
2. ვინ არის შენი აუდიტორია?
3. რომელი სოციალური მედია პლათფორმა არის შენი ბიზნესის შესაბამისი?
4. როგორი უნდა იყოს რეკლამის ფორმატი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, დაგეხმარება უფრო მარტივად შექმნა ეფექტური რეკლამა სოციალურ ქსელში, რომელიც რეალურად მუშაობს.
Facebook რეკლამის საშუალებით შეგიძლია შეარჩიო ძალიან სპეციფიკური აუდიტორია და გაფილტრო ის არაერთი პარამეტრით. შენ შეგიძლია დაუკავშირდე შენი ბიზნესის უკვე არსებულ მომხმარებლებს ან იპოვო ახალი მომხმარებელი უფრო ფართო აუდიტორიაში.
იმის და მიუხედავად, რომ აუდიტორიის დიდმა ნაწილმა შესაძლოა არ შეისყიდოს პროდუქტი მომენტალურად, მათი ჩართულობა და ინტერაქცია შენს რეკლამასთან, არის ახალი შესაძლებლობა შექმნა ბაზა, რომელსაც სხვებისგან დამოუკიდებლად ემუშავები.
რეკლამა სოციალურ ქსელში არის გაზომვადი სხვდასხვა პარამეტრებით და ანალიტიკის ციფრული ინსტრუმენტებთ, რომელთა საშუალებით შესაძლებლობა გექნება დაინახო როგორ მუშაობს კამპანია, დააოპტიმიზირო ის და მიიღო სასურველი შედეგები.
იცოდი რომ? ინსტაგრამ იუზერების 83% ამბობს, რომ ისინი ახალ პროდუქტებს ინსტაგრამის პლათფორმაზე ეძებენ და პოულობენ.
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ინსტაგრამ 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს თავისი პროდუქტის/სერვისის სარეკლამოდ, თვის განმავლობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ინსტაგრამს აქვს არაერთი სარეკლამო ფორმატი, შენ მარტივად შეძლებ ეფექტური რეკლამის შექმნას და ამ პლათფორმის უპირატესობების გამოყენებას შენი ბიზნესის სასიკეთოდ.
მიწვდი სასურველ აუდიტორიას, შესთავაზე მას შენი პროდუქტი/სერვისი, მიიღე სასურველი შედეგები და მაღალი ჩართულობა შენს სოციალურ მედია პოსტებზე.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
თუ შენ ახლა იწყებ სოციალურ მედია არხებში შენი ბიზნესითვის გვერდების გამართვას, შესაძლოა ამ ბლოგმა დაგაინტერესოს – სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავების გზა – გაიგე მეტი და თავიდანვე დაიწყე სწორი ნაბიჯების გადაგმა.
თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე – რეკლამა, სოციალურ მედიაში და დაიწყე სწავლის პროცესი.
მობილური ვიდეო რეკლამის მაგალითები სოციალური მედიისთვის ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია
ტრენდები ეფექტური რეკლამის შესაქმნელად ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email გააზიარე სტატია
გაინტერესებს რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი? ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share on email
ყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | იურ. მის: აბაშელის 7, თბილისი
ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.