1. დაგვიანებული ინფორმაცია და მონაცემები
როგორც წესი, აქამდე ედვერთაიზერებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა მონაცემისთვის თვალი ლაივ რეჟიმში ედევნებინათ. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ios 14-ის დამსახურებით აღარ გექნება.
სავარაუდოდ, მინიმუმ 3 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ გადაამოწმო, რამდენად ეფექტურად იმუშავა შენ მიერ გაშვებულმა რეკლამამ.
2. ნაკლები წვდომა დეტალურ ინფორმაციაზე
ცვლილებების გამო, ასევე ვერ შეძლებ შენი სარეკლამო კამპანიების ჩაშლას (Breakdown) ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორებიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და განთავსება.
3. მაქსიმუმ 8 Event-ის კონტროლი
რეკლამის გაშვებისას, თითოელ დომეინზე მაქსიმუმ 8 ივენთის მონიტორინგს შეძლებ. ასევე, მოგიწევს მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაც.
აქვე, მოგიყვები ივენთების პრიორიტეტებად დალაგების მუშაობის პრინციპზეც – მაგალითად განვიხილავ ონლაინ კომერციის ვებგვერდის შემთხვევას, რომელზეც უმთავრესია ისეთი ივენთების მონიტორინგი, როგორებიცაა ნივთის კალათში დამატება და შეძენა. როდესაც მომხმარებელი შემოვა ვებგვერდზე, დაამატებს ნივთს კალათაში და შემდეგ იყიდის მას, ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის რეპორტში მხოლოდ ყიდვის ივენთი აისახება, რადგან მას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე კალათაში დამატებას.
4. ატრიბუციის ფანჯარა – Default Attribution Window
უახლოეს მომავალში 28 დღიანი კლიკის და ნახვის, ასევე 7 დღიანი ნახვის ატრიბუციის ფანჯრები გაუქმდება (28-day click attribution windows, 28-day impressions, and 7-day impressions) და დარჩება მხოლოდ 7 დღიანი კლიკის და 1 დღიანი ნახვის ატრიბუციის რეპორტინგი. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს კონვერსიების რეპორტინგზე და ამ კონვერსიების შესაბამის კამპანიების ალოკაციაზე.