5 პოსტის იდეა, რომელიც ლიდების გენერირების კამპანიისთვის შეგიძლია გამოიყენო

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

რატომ არის მნიშვნელოვანი ლიდების გენერირების კამპანია შენი ბიზნესისთვის?

დამწყები თუ უკვე გამოცდილი მარკეტერების უმეტესობა კარგად ხვდება, რომ Facebook არ არის ერთ-ერთი მორიგი სოციალური მედიის პლათფორმა. ეს არხი არის ბიზნესის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი, ნებისმიერი  ტიპისა და სიდიდის კომპანიისთვის.

Facebook-ის დღიური მომხმარებლების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1.8 მილიარდ ადამიანს ( მათგან 97.3% ანუ 1,73 მილიარდი, ამ სოციალური მედიის პლათფორმას იყენებს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით) , ამიტომ Facebook-ის გამოყენებით შეგიძლია მიწვდე სწორედ იმ აუდიტორიას, რომელსაც სხვა გზით ვერ მიწვდებოდი.

 

Facebook-ის  პლათფორმა უმარტივებს მომხმარებელს ძიების პროცეს და  აძლევს საშუალებას ბრენდებს დაუკავშირდნენ თავიანთ არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს უფრო სწრაფად.  შექმენი ლიდების გენერირების კამპანია, შექმენი ციფრული რეკლამა სოციალურ მედიაში და  აჩვენე შენი ბრენდის ინდივიდუალური, ძლიერი იდენტობა.

სტატიის სარჩევი

ლიდების გენერირების კამპანია Facebook-ის ციფრულ პლათფორმაზე

Facebook-ის ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ლიდების გენერირების კამპანია, გაძლევს საშუალებას მოიზიდო ახალი მომხმარებელი ბიზნესისთვის, რომელბიც  არიან დაინტერესებული პროდუქტით და ადრე თუ გვიან გახდებიან შენი აქტიური ლიდები. როგორ ხდება ეს? მინდა გითხრა, რომ ლიდების გენერირების სტრატეგია, არის ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი რამ Facebook-ის ციფრულ სამყაროში, რადგან ათასობით მარკეტერი ცდილობს გამოიყენოს Facebook-ის რესურსი ამ მიზნის მისაღწევათ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათგან უმეტესობა ამას წარუმატებლად აკეთებს.

შენ შეიძლება უკვე გქონდეს ლიდების გენერირების სტრატეგია, რომელიც მართლაც მუშაობს მაგრამ, რადგან მჯობნის მჯობნი არ დაილევა, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება.

იმისთვის, რომ  არ დავიკარგოთ ფუნდამენტურ საკითხებში, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ რა არის და რა არ არის ლიდი, როგორი იქმენა ლიდების გეგენრირების კამპანია, ასევე  ვისაუბროთ ლიდების ორ სახეობაზე, რომლის დაგენერირება შეგვიძლია Facebook-ის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.

რა არის Facebook ლიდი?

ლიდი არის პიროვნება, რომელმაც გამოხატა ინტერესი შენი პროდუქტის, კომპანიის ან სერვისის მიმართ და დაგიტოვა საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და ა.შ) ინტერესის დაფიქსირება შეგვიძლია სხვდასხვა ქმედებით განვსაზღვროთ, მაგალითად: შეავსო ლიდის ფორმა, მოითხოვა პროდუქტის დემო ვერსია ან შეავსო ონლაინ კითხვარი.

 

გამოიწერე ციფრული
ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

რა არ არის Facebook ლიდი?

ჩვენდა სამწუხაროდ, Facebook-ის ბიზნეს გვერდზე განთავსებულ სტატუსზე, ფოტოსა თუ ვიდეოზე უბრალო მოწონების ქმედება ან სხვა სახის ჩართულობა არ კვალიფიცირდება, როგორც Facebook ლიდი. ეს ქცევა, სულაც არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის ადამიანი დაინტერესებულია შენი პროდქტის/სერვისის შესყიდვით, მეტად სავარაუდოა, რომ მას უბრალოდ მოეწონა სოციალურ ქსელში განთავსებული კონტენტი. ლიდების გენერირების კამპანია კი გაძლევს შესაძლებლობას მოიზიდო რეალური მყიდველი და დააკონვერტირო ის შენი უნიკალური შეთავაზებების გაზიარებით.

ლიდის 2 ტიპი, რომელიც Facebook-ის საშუალებით შეგიძლია მოიზიდო

პირდაპირი ლიდი

პირდაპირი Facebook ლიდის დაგენერირების პროცესი, არის შედარებით სწორხაზოვანი. მომხმარებელი ვებ-გვერდზე განთავსებულ ლიდის ფორმასთან მიდის კონტენტიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ფორმას და არაფერ სხვას.  ფორმის ნახვის შემდგომ, მომხმარებელს შეყავს შესაბამისი ინფრომაცია, მისთვის სარფიანი  შეთავაზების სანაცვლოდ – იქნება ეს ვაუჩერი, ინფოგრაპიკი, ფასდაკლება თუ სხვა ნებისმიერი კონტენტის ნაწილი. ასეთი ტიპის ლიდის ფორმა, ძირითად შემთხვევაში, იწყობა landing page-ზე, რომელიც ეკუთვნის ამ კონკრეტულ შეთავაზებას.

არაპირდაპირი ლიდი

არაპირდაპირი ლიდები გენერირდება Facebook_ზე, კონვერსიის  გზით. მაგალითად თუ შენ დაწერე ბლოგი, გამოაქვეყნე ის სოციალურ მედიაში და დაუმატე მას ღილაკი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს გადავიდეს პოსტიდან Landing page-ზე, ამ შემთხვევაში, შენს გაზიარებულ Facebook პოსტსა თუ რეკლამას ირიბად მიჰყავს ლიდები შენს Landing page-ზე.

როგორ იქმნება ლიდების გენერირების კამპანია Facebook-ზე?

ლიდების გენერირების კამპანია და ციფრული რეკლამა

ლიდების რეკლამა უდაოდ ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია Facebook-ზე ლიდების გენერირებისთვის. ლიდები რეკლამა მოიცავს შენს მიერ შექმნილ პოსტს, რომელსაც აწყობ Facebook-ის სარეკლამო პლათფორმაზე და აჩვენებ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე სავარაუდოა, რომ დაინტერესებულნი იყვნენ პროდუქტით. რაც მთავარია, ასეთი ციფრული რეკლამა სოციალურ მედიაში, გაძლევს საშუალებას მომხმარებლის ქცევაზე, ინტერესებსა და დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ( Facebook-სა თუ მის ფარგლებს გარეთ) მაქსიმალურად სწორ აუდიტორიას მიაწვდინო ინფორმაცია, შესაბამისად თავიდან აირიდო სარეკლამო ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვა.

Facebook პოსტი

ალბათ არ იქნება აზრს მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ სწორედ შენი Facebook პოსტები იყო ის, რამაც თავდაპირველად მიიქცია მომხმარებლის ყურადღება.  ეს შეიძლება ყოფილიყო ერთჯერადი შეტყობინება ან დამოუკიდებელი კამპანია სოციალურ მედიაში. თუ გსურს პოსტი გამოიყენო, როგორც ლიდების გენერირების ინსტრუმენტი, შეგიძლია პოსტის ტექსტში ჩასვა შენი ლიდის ფორმის ლინკი, ან გადაიყვანო პირდაპირ landing page-ზე, სადაც შეძლებენ ინფორმაციის გაზიარებას.

Facebook მესენჯერი

Facebook მესენჯერი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლლია ერთი-ერთზე გაესაუბროს სასურველ ბრენდს, ძალიან პირად და პირდაპირ გარემოში, დაუსვავს მისთვის საინტერესო კითხვები და უფრო ახლოს გაიცნოს კომპანია და პროდუქტი.

თუ შენ არ გაქვს იმის დრო, რომ 24/7-ზე მართო Facebook მესენჯერი და უპასუხო შეტყობინებებს,  ნუ ინერვიულებ, ამის გადასაჭრელად არსებობს შესაბამისი  ციფრული ინსტრუმენტი, რომელსაც ბოტი ქვია. ბოტი შეგიძლია ჩააშენო შენს  გვერდზე, შემდგომ  მიუთითო სავარუდო კითხვები და პასუხები ( ყველაზე სტანდარტული და ხშირად დასმული კითხვები) და ის ავტომატურად დააგენერირებს მათ, როდესაც მომხმარებელი მესენჯერის საშუალებით გადაწყვეტს შენს  ბიზნესთან დაკავშირებას, არასამუშაო დროს.

ლიდების გენერირების 5 გზა, Facebook-ზე

1. ლიდების გენერირების კამპანია - ვიდეო ფორმატი

Facebook-ზე თითქმის შეუძლებელი გახდა  მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება, ციფრული რეკლამის გარეშე და გვიჩნდება კითხვა – როგორ გავაკეთოთ ეფექტური რეკლამა? 2016 წელს, როდესაც სოციალურ მედიაში გაზიარებული კონტენტი მომხმარებელთა 52% შეიძელბა ორგანულად მიწვდომოდა, ახლა ეს მაჩვენებლი 5.2%-მდეა დავარდნილი, რაც დამეთანხმები  ციფრული მარკეტერების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ალგორითმის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ციფრული რეკლამის სტრატეგიებიც, რადგან საჭირო გახდა ახალ ფორმატთან ადაპტაცია. სწორედ ამ ადაპტაციის გზაზე, კონტენტის უდიდესი ნაწილი გადავიდა ვიდეო ფორმატში, რომელიც, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი ჩართულობით გამოირჩევა სოციალურ მედიაში.

რატომ ვიდეო ფორმატი? პირველ რიგში, Facebook ალგორითმი ვიდეო კონტენტს ანიჭებს მეტ უპირატესობას, ვიდეო პოსტები ჩართულობის საშუალო მაჩვენებლია 0.26%, რაც სტატიკური პოსტების ჩართულობის მაჩვენებლისგან საგრძნობლად განსხვავებულია.

ამიტომ, თუ შენ ცდილობ მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას მიწვდე სოციალური მედია რეკლამით და დააგენერირო მეტი ლიდი, დროა ვიდეო კონტენტის შექმნას შეუდგე, რომელიც მაქსიმალურად სრულყოფილად აჩვენებს პროდუქტსა და ბრენდს, იქნება ეს: შეთავაზება, ივენთი, ონლაინ კურსი თუ სხვა.

2. გამოიყენე Facebook Live ვიდეო და შეაქხსენე აუდიტორიას რეგისტრაცია

ვიდეო ფორმატის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მითუმეტეს მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც არ აქვს ამისთვის შესაბამისი რესურსი.  ყოველთვის არ არის აუცილებლი შექმნა იდეალურად გაწერილი და რედაქტირებული მარკეტინგული ვიდეო შენი ციფრული მედია არხებისთვის, მთავარია ის შეუსაბამო კონტენტის იდეასა და მასალას. მაგალითად, თუ შენი მიზანია მაქსიმალურად მომხიბვლელად აჩვენო პროდუქტი, მნიშვნელოვანია ვიდეო იყოს ძალიან თვალშისაცემი და მაღალი ხარისხის, მაგრამ თუ შენი მიზანია ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცის გაზიარება, შესაძლებელია სულაც არ დაგჭირდეს მაღალი ხარისხის ვიდეოს შექმნა, ამის მაგივრად შეგიძლია გახვიდე ლაივში, დადო სთორი, რომელშიც ისაუბრებ პროდუქტზე და აჩვენებ მას პრაქტიკაში.

Facebook live  არის ინსტრუმნტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი მობილური ტელეფონით ჩაერთოს და გადაცემის ფორმატში ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, ასევე მიიღოს კითხვები და იმავდროულად უპასუხოს მათ. Live ვიდეოები ნაკლებად გაწერილი და მეტად სპონტანურებია, ამიტომ ეს ფორმატი  ინარჩუნებს ბუნებრივობას და მომხმარებელთან ურთიერთობას ხდის უფრო უშუალოს.

შემდეგში, როდესაც Live-ში გასვლას გადაწყვეტ, იფიქრე იმაზე, თუ რა შეთავაზებების გაკეთება შეგიძლია ამ ფორმატით, მეტი ლიდის დასაგენერირებლად.  შეგიძლია რეკლამა გაუკეთო ღონისძიებას და ლაივში აჩვენო ამ ღონისძიების წინასწარი მზადების პროცესი, ვიდეოს ბოლოს კი უთხრა – სად შეიძლება რეგისტრაცია და  ბილეთების შეძენა.  ასევე შეგიძლია შეთავაზო გახსნილი კითხვა-პასუხის შეხვედრა, რომელშიც უპასუხებ  აუდიტორიის კთხვებს, ასევე შეთავაზებ შენს საიტზე დარეგისტრირებას, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გააცნობ დამსწრეთათვის შექმნილ პერსონალურ შეთავაზებას ( იქნება ეს ფასდაკლება, პრომო კოდი ან სხვა)

3. აპინე პოსტი, რომელიც ლიდების გენერირებისთვის შექმნილ შეთავაზებას ეხება

აპინული პოსტი შენს გვერდზე გამოარჩევს მას, სხვა ყოველდღიური პოსტებისგან და შემოსვლისთანავე იქცევს მომხმაებლის ყურადღებას. აპინული პოსტი მთავარი გვერდის დასაწყისში დარჩება 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ის დაუბრუნდება იმ დროის პერიოდს, რომელშიც აიტვირთა სოციალურ ქსელში.

გაითვალისწინე, როდესაც პოსტი მუდმივად რჩება გვერდის სათავეში, მნიშველოვანია ის მოიცავდეს რელევანტურ კონტენტსა და ინფორმაციას, რომელიც იქნება აუდიტორიისთვის ღირებული და უპასუხებს ბიზნესის მიზნობრიობას.

4. გაიგე აუდიტორიის აზრი შენი პროდუქტის შესახებ

თუ ფიქრობდი ერთი ციფრული რეკლამით ორმაგი სარგებელი როგორ მიგეღო და გაგახსენდა ძველი ქართული ანდაზა – ‘ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო’ , მინდა გაგახარო, ლიდების გენერირების პროცესსში ორი კურდღლის დაჭერა სრულიად შესაძლებელია. როგორ? კითხე შენს აუდიტორიას აზრი პროდუქტის შესახებ, შემდგომ კი გადაამისამართე ლიდის ფორმაზე, რომლის შევსების შემდგომ, ინფორმაციის სანაცვლოდ მიიღებენ რაიმე შეთავაზებას (ფასდაკლება, ვაუჩერი, პროდუქტის უფასოდ გატესტვა ან სხვა)

ასეთ შემთხვევაში შენ გექნება საშუალება ჩაატარო კვლევა, მოისმინო უკუკავშირი პირდაპირ აუდიტორიისგან, ამავდროულად შეინახო მათი ინფორმაცია და შესთავაზო ახალი პროდუქტი.

რა თქმა უნდა, ყველა ორი კურდღლის მადევარს რისკთან უწევს გამკლავება, შესაძლოა ასეთმა გამოკითხვამ ბევრი ნეგატიური შეფასებაც მიიღოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ინსტრუმენტი, შეთავაზება და შეფუთო ყველაფერი რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზით.

ასევე მნიშვნელოვანია, პოსტი კითხვა ეხებოდეს ისეთ პროდუქტს, რომლითაც უკვე ამაყობ და გაქვს მომხმარებლების კმაყოფილებაზე გარკვეული წარმოდგენა. როდესაც ჩართულობა გაიზრდება, დაგჭირდება სოციალური მედიის მენეჯერი, რომელიც იქნება მზად უპასუხოს ნებისმიერი ტიპის კომენტარს, დადებითი ტიპის წაახალისოს, ხოლო უარყოფითი ტიპის კი აქციოს პოზიტიურად ან მინიმუმ ნეიტრალურამდე დაიყვანოს.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება რეალური უკუკავშირის მოგროვებაში და რაც მთავარია უფრო კარგად აჩვენებს, რამდენად ზრუნავს კომპანია საკუთარ მომხმარებელზე. აუცილებლად გაანალიზე კვლევის შედეგები და შემდგომ იფიქრე ხარვეზები გამოსწორების გზებზე.

5. მობილურზე მორგებული ლიდების გენერირების კამპანია

Facebook-მა სპეციალურად შემქნა ლიდების გენერირების ისეთი  ციფრული რეკლამა, რომელიც გაძლევს საშუალებას  შექმნა ლიდის ფორმა და გაუმარტივო მომხმარებელს ინფორმაციის გაზიარების პროცესი. ლიდების რეკლამა მომხმარებელს აძლევს საშუალებას Facebook-ის პლათფორმის დატოვების გარეშე, შეავსონ მარტივი ფორმა და დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში, მათ არ უწევთ სხვა ვებ-გვერდზე, Landing page-ზე გადასვლა, სადაც შესაძლოა  გამოჩნდეს დამატებითი ხარვეზები, მაგალითად არ ჩაიტვირთოს გვერდი საკმარისად სწრაფად და ლიდმა დატოვოს ის ფორმის შევსების გარშე.

რაც მთავარია, Facebook-ის ლიდის ფორმა ავტომატურად ერგება მობილურს და მომხმარებლის გამოცდილებას ხდის უფრო სასიამოვნოს, ის ავტომატურად ავსებს საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც უკვე შეყვანილი გაქვს პირად გვერდზე , რითიც უფრო აჩქარებს და ამარტივებს პროცესს.

იმედი გვაქვს, ეს 5 პოსტის იდეა გამოგადგება, ლიდების გენრეირების ახალი კამპანიის დაგეგმისას, მაგრამ გახსოვდეს სოციალური მედია და ციფრული ინსტრუმენტები ყოველდღიურად იცვლებიან, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენც მუდმივად ტესტავდე ახალ იდეებს ახალი მიზნებისთვის.

ლიდების გენერირების კამპანია – 5 პოსტის იდეა

როგორ არ აგვსქროლონ? შეაჩერე მომხმარებლის ყურადღება შენს ციფრულ რეკლამაზე ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on whatsapp Share

წაიკითხე ვრცლად »

ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი

რა არის ციფრული მარკენგი? 4. ისინი კითხულობენ, შენ პასუხობ – რევოლუციური მიდგომა გაყიდვების, კონტენტ მარკეტინგის და ონლაინ მომხმარებლების მიმართ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, ტრადიციული გაყიდვების თანმიმდევრობა

წაიკითხე ვრცლად »

სოციალური მედია კამპანია 9 მარტივ ნაბიჯში

9 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ მედია მარკეტინგულ კამპანიას გაუშვებ ციფრული მარკეტინგის ბლოგი Share on facebook Share on twitter Share on linkedin Share on

წაიკითხე ვრცლად »
გაზარდე გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით