ტრენდები ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

 

2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა.

წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ ცვლილებებს. სიახლეები გვხვდება ყველა სფეროში და განსაკუთრებით ციფრულ მარკეტინგში.

იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულ მარკეტერებს ყოველთვის უწევდათ მომხმარებლის მუდმივად ცვლადი მოთხოვნილებებთან შეგუება და მათზე მორგება, 2022 წელს მოსალოდნელ სიახლეებთან ადაპტირება, სავარაუდოთ ყველაზე მეტად ამ სფეროს გაუმარტივდება.

ცვლილებები დაიწყო ღონისძიებებისა და შეხვედრების ონლაინ სივრცეში დაგეგმვით და გრძელდება კიდევ, უფრო მეტი დატვირთვის გადატანით ციფრულ მარკეტინგზე.

თუ გაინტერესებს სად და როგორ უნდა დახარჯო 2022 წლის ბიუჯეტი, ამ ბლოგში მოგიყვებით ახალი ქცევებისა და პლათფორმების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ეფექტური რეკლამის შექმნისას.

სტატიის სარჩევი

pexels-cottonbro-5081917 (1)

რომელია ყველაზე ეფექტური რეკლამის ფორმატი ინსტაგრამზე?

Reels ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მთლიან ინსტაგრამის მარკეტინგის წარმატებაში

ინსტაგრამის ჰედმა, ადამ მოსერიმ, განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მომხმარებელთა მოთხოვნილებები და სოციალურ მედია პლათფორმაზე გაზარდონ გასართობი ვიდეო კონტენტი. 

 

ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტაგრამზე არსებულმა ბიზნესებმა რაც შეიძლება მალე უნდა აუბან ფეხი ამ გადაწყვეტილებას და დაიწყონ ეფექტური რეკლამის შექმნა, 2022 წელს ყველაზე ტრენდული Reels ფორმატში. სწორედ ახლა უნდა გახდეს ვიდეო კონტენტი სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგიის მთავარი ნაწილი – მაგრამ შემდეგ წელს მხოლოდ უბრალო ვიდეოს ჩაწერა აღარ იქნება საკმარისი, ეფექტური რეკლამის შესაქმნელად მნიშვნელოვანია კონტენტი იყოს კრეატიული, ინოვაციური და გასართობი, რომელიც გამოირჩევა სხვა კონტენტისგან სოციალურ ქსელებში.

როდესაც დაფიქრდები შენი ვიდეო კონტენტის სტრატეგიაზე, გაიხსენე, რომ მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების დიაპაზონი წლიდან-წლამდე მოკლდება.  სწრაფი და ახალი კონტენტის მოთხოვნილება სოციალურ მედიაში გახდა კიდე უფრო რელევანტური, ამიტომ ინსტაგრამის მარკეტინგული სტრატეგია საჭიროა მოიცავდეს Reels-ებს და სხვა მოკლე გასართობ ვიდეოებს.

 

pexels-kaboompics-com-6168

ყველაზე ეფექტური რეკლამის ინსტრუმენტად ისევ ფეისბუქი რჩება

ეფექტური რეკლამა ისევ ფეისბუქზე იქმნება და კიდევ უფრო ეფექტურია

ბოლო პერიოდში რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევია ფეისბუქის სარეკლამო პლათფორმაზე? (ლიდების გენერირების რეკლამაში, მესენჯერის რეკლამებში ან სხვა ტიპის რეკლამებში).  რეკლამის ეფექტურობა გაიზარდა რამდენადმე და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წლის პიქსელის ფიასკოს შემდეგ, ფეისუქმა გაატარა გარკვეული ცვლილებები, მათი პროდუქტის უფრო მარტივად გამოსაყენებლად და ეფექტური რეკლამის შესაქმნელად. 

ეს ცვლილებები არავინ იცის რამდენ ხანს გასტანენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიმედოვნოთ რომ კიდევ დიდხანს.

ასევე ძალიან საინტერესო ცვლილებები იგეგმება ტრეკინგის სისტემაში – უფრო სტაბილური კონვერსიის API და მეტად განვითარებული პიქსელი.

დამატებით შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ეფექტური რეკლამის შესაქმნელად საუკეტესო გადაწყვეტილება “მოკლედ” ფიქრი, მომხმარებლის შემცირებული ყურადღებიის დიაპაზონიდან გამომდინარე.

შენს სოციალურ მედია პლათფორმებზე გჭირდბა ისეთი ვიდეო კონტენტი, რომელიც არის ძალიან ინფორმატიული და გასართობი. იმის და მიუხედავათ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ ხიბლავს Reels-ის და Tiktok-ის პლათფორმები და ამ პლათფორმების ფუნქციები, უნდა ითქვას, რომ ასეთი მოკლე, საგანმანათლებლო და გასართობი ვიდეოები არის სწორედ მომავალის ტრენდები.

ამ ტიპის კონტენტი არ არის მხოლოდ ორგანული  ტრაფიკისთვის, არამედ სრულად გამოდგება ეფექტური რეკლამისთვის.

გააერთიანე ახალი ვიდეო ფორმატი და ძველი სთორითელინგი და მიიღებ ეფექტურ რეკლამას.

pexels-george-milton-6953926 (1)

სუბკულტურა ციფრულ მარკეტინგულ არხები

ფეისბუქმა აითვისა ციფრული მარკეტინგული არხები, რომლებიც უფრო ნიშურ გამოცდილებას ეყრდნობიან და უზრუნველყოფენ კიდებ უფრო ეფექტური რეკლამის შექმნას

ფეუსბუქი რჩება ისევ პირველ სოციალურ ქსელად, 2.9 მილიარდი ყოველთვიური აქტიური იუზერით, მაგრამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტ ადამიანს სურს არა ზოგადი, არამედ უფრო ნიშური და სუბკულტური გამოცდილების მიღება სოციალურ ქსელში.

ფეიბუქმა შემოგვთავაზა სწორად ასეთი მეტად ინტიმური ტიპის გამოცდილება სხვდასხვა არხის საშუალებით.  ბრენდებსა და ბიზნესებს შეუძლიათ უფრო აქტიურად ჩაერთონ ისეთ არხებში, როგორებიცაა:

1. Facebook ჯგუფი –  განაგრძე ფეიქბუქ ჯგუფში ინვესტირება, იდეალურ შემთხვევაში ისეთ ჯგუფში, რომელიც გადალინკული იქნება შენი ბიზნესის ფეიქბუქ გვერდთან.  Annual Communities Summit-ზე ფეისბუქმა წარმოადგინა არაერთი ახალი ფუნქცია, რომელიც გაუმარტივებს ჯგუფის არხის მოხმარებას, როგორც ადმინს ასევე იუზერს.  ეს დამატებითი ფუნქციებია: სუბჯგუფების გაკეთების შესაძლებლობა, მაღაზიები მერჩანტული პროდუქტის გასაყიდად, საზოგადოებრივი ფონდები და კიდევ ბევრი სხვა რამ.

 

2. Live აუდიო ოთახები – ეს ფუქნცია კიდე უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და ახლა არის საუკეთესო დრო მის გამოსაყენებლად. ეს ფუნქცია მოგცემთ საშუალებას უფრო ახლოს დაუკავშირდეთ  მოხმარებელს და მოიპოვოთ მათი ნდობა. აუდიო ოთახის მოხმარება ძალიან მარტივია, თან კამერაც არ გჭირდება.

3. ფეისბუქ Live – აუდიოს არსებობასთან ერთად  არ უნდა დაგვავაიწყდეს  Live ვიდეოს არსებობა. ეს ფორმატი ამ დრომდე ძალიან ძლიერ ციფრულ ინსტრუმენტად რჩება. ლაივ ვიდეო გაძლევს საშუალებას დაუკავშირდე შენს მომხმარებელს და მიმდინარე დროს ეკონტაქტო მათ.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

მზად ხარ 2022 წლისსთვის?

დაიწყე სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგიის გაწერა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მომავალი ტრენდები. არ დაგავიწყდეს საინფორმაციო და გასართობი ვიდეო ფორმატები, კიდევ უფრო კონკრეტული და სუბკულტურული კონტენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფეისბუქ რეკლამა, რომელიც უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს გვპირდება 2022-ში.

 

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო  დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

 

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.