საუკეთესო 7 წიგნი ანტრეპრენერთათვის

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

წიგნები ანტრეპრენერთათვის

თუ შენც ანტრეპრენერი ხარ და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე რომელია საუკეთესო წიგნი ანტრეპრენერთათვის, ბიზნესის თემაზე, ამ ბლოგში გაგაცნობ 7 საუკეთესო წიგნს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში შეგიძლია წაიკითხო.

ამ სიაში არსებული წიგნები იქნება შენი შთაგონების და ახალი გამოწვევების წყარო, ამავდროულად მოგცემს საშუალებას გამოიმუშავო აუცილებელი ჩვევები, უნარები და რაც მთავარია დაფიქრდე შენი ბიზნესის განვითარების გზაზე.

ბლოგში გაგაცნობ 7 წიგნის მოკლე აღწერასა და მიზეზებს, თუ რით დაგეხმარება ისინი, როგორც ანტრეპრენერს.

სტატიის სარჩევი

1. 5 წამის წესი (The Rule of 5 Seconds)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებმაც არ იციან საიდან დაიწყონ

გარდაქმენი შენი ცხოვრება, სამუშაო და თავდაჯერებულობა, ყოველდღიური გამბედაობის საშუალებით, რომელსაც მელ რობინსონი გთავაზობს.

 

შენი ბიზნესის ციფრული არხებისთვის სარეკლამო სტრატეგია გაქვს გასაწერია და არ იცი საიდან დაიწყო? სოციალური მედიისთვის კონტენტი გაქვს შესაქმნელი და ამ საქმეს ყოველთვის ხვალისთვის დებ? გამოიყენე 5 წამის წესი, გათავისუფლდი იმ დაბრკოლებებისგან, რომლებსაც თავად უქმნი შენს თავს და მიიყვანე წამოწყებული საქმე ბოლომდე.

 

დღესდღეისობით თვით-მოტივაციის ტექნიკით უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება, ამ თემაზე იწერება არაერთი წიგნი, სტატია თუ ინტერვიუ, მაგრამ რიგ შემთხვევაში თვით-მოტივაციაც კი არ არის საკმარისი იმ დაბრკოლებათა დასაძლევად, რომელიც გზას გვიჭრის და გვაიძულებს შესასრულებელი საქმე მუდამ ხვალისთვის გადავდოთ.

 

‘’5 წამის წესი’’ ეს  არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომელიც შენი ჩვევებისა და შიშების მიუხედავად დაგეხმარება წინსვლაში და დაგანახებს მარტივ გზას პრობლემის გადასაჭრელად.

 

‘’როდესაც ყოყმანობ იმ საქმის წამოწყებას, რომელიც შენივე დასასრულებელია, დაითვალე 5-4-3-2-1 დაიწყე და არ შეჩერდე’’

3. დაასრულე (Finish)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც საქმის გადადება უყვართ

 ჯონ აკაფი ამ წიგნში გვახსენებს საჩუქარს, რომელსაც თავად ვუკეთებთ ჩვენს თავს, როდესაც რაიმე საქმე ბოლომდე მიგვყავს და სწორედ დასასრულის სასიამოვნო და ამავდროულად დამამშვიდებელი განცდა გვეუფლება.

 

ახალ პროექტზე დაიწყე მუშაობა და პროცესსში  ყველაფერი რთულად გეჩვენება? იდეა, დამუშავება, კონტენტზე და სარეკლამო სტრატეგიაზე მუშაობა ძალიან მძიმედ და დამღლელად მიმდინარეობს? თუ საჭირო რჩევა-დარიგება და თვით-მოტივაცია ჯერჯერობით არსაიდან ჩანს, დროა ამ წიგნს მიაკითხო საშველად.

 

იმის და მიუხედავად, რომ ახალი პროექტის წამოწყების პროცესი ცხოვრებაში არა ერთხელ გადაგვილახავს, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საქმის გადადება და ფეხის მოთრევა არ სრულდება, ისე რომ ამის მიზეზიც არც კი ვიცით.

 

 ეს სამყარო სავსეა ნახევრად დასრულებული წიგნებით, ნახევრად წამოწყებული ბიზნესებითა და თითქმის დასრულებული პროექტებით.  ვინ წარმოიდგენდა, რომ ‘’დასრულების’’ მთავარი საიდუმლო არის ნაკლოვანებების  დანახვასა და მათ წინ წამოწევაში, პროცესის სილაღესა და დაფარული წესების გაქრობაში.

 

‘’პერფექციონიზმი საქმეს ყოველთვის ართულებს. საქმის შემსრულბელები საბოლოოდ არიან ის ადმიანები, რომლებიც ამ საქმეს თავიდანვე ამარტივებენ. როდესაც პროექტს წამოიწყებ, შეჩერდი და შუა პროცესში დასვი კითხვა: იქნებ ყველაფერი უფრო მარტივად კეთდება? იქნებ ეს საქმე უფრო მარტივია?’’

 

3. რადიკალური გულწრფელობა (Radical Candor)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ლიდერები

კიმ სკოტი მოგიყვებათ იმის შესახებ თუ როგორ გახდეთ შეუდარებელი უფროსი, ადამიანობის დაკარგვის გარეშე.

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

კიმ სკოტის თქმით ამ წიგნის უკან დგას იდეა, რომელიც მოიცავს უფროსისა და მისი გუნდის ურთიერთობას. შეუდარებელი უფროსისთვის სწორედ ეს ურთიერთობა უნდა იკავებდეს ცენტრაულ ადგილს, ის მუდამ უნდა ცდილობდეს  დაეხმაროს გუნდის წევრებს თავიანთი პოტენციალის სრულად  გამოყენებასა და დასახული ბიზნების კოლაბორაციის გზით მიღწევაში.

4. ატომური ჩვევები (Atomic Habits)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც სურთ ცუდი ჩვევების დავიწყება

ჯეიმს კლერის წიგნში აღმოაჩენთ, როგორ შეიძლება დავისწავლოთ სასარგებლო  და დავივიწყოთ  უსარგებლო ჩვევები.

 

გქონია დანაშაულის განცდა, როდესაც ცუდ ჩვევას ვერ ანებებ თავს? ხშირად მოგვისმენია რჩევები, როგორ მოვიშოროთ ჩვენთვის უსარგებლო ქცევა და დავიწყოთ მხოლოდ პოზიტიური ქცევების განვითარება.

 

ჯეიმს კლერის  წიგნი – ‘’ატომური ჩვევები’’  გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიულ და პრაქტიკულ  შეხედულებას. ეს წიგნი ანტრეპრენერთათვის  გვთავაზობს გზას, როგორ დავივიწყოთ დანაშაულის გრძნობა და შევქმნათ ჩვენთვის უნიკალური ქცევათა სისტემა. 

 

‘’ თუ შენ გიჭირს საკუთარი ქცევის შეცვლა, პრობლემა შენში არ არის, ის შენ სისტემაშია. ცუდი ჩვევები განმეორებადი ხდება არა იმიტომ ,რომ შენ არ გსურს მათი შეცვლა, არამედ იმიტომ, რომ მათ შესაცვლელად არასწორ სისტემას იყენებ.’’

5. ღრმად, მუშაობის პროცესი (Deep Work)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც სურთ კონცენტრაციის გაუმჯობესება

 ამ წიგნში გაეცნობი, კონცენტრაციის შენარჩუნების წესებს, რომლებიც დაგეხმარება თავი აარიდო სამყაროში არსებულ გამღიზიანებლებს.

 

როდესაც ონლაინ გვიწევს მუშაობა, ძალიან რთულია არ მიაქციო ყურადღება ამ გარემოში არსებულ გამღიზიანებლებს: სოციალურ მედიაში მოსულ შეტყობინებებს, მეილზე მოსულ შეთავაზებათა ზღვას, არსაიდან გამოჩენილ რეკლამას სოციალურ მედიაში, რომელსაც ერთი გვერდიდან მეორეზე დაუსრულებლად.

 

ჩვენი დროისა და რესურსის დაზოგვა და მათი დანიშნულებისამბრ გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გვეხმარება საქმის სწრაფად, მარტივად და რაც  მთავარია ბოლომდე დასრულებაში.  წიგნი ‘’ღრმად, სამუშაო პროცესში’’ გაჩვენებს გზას როგორ მუშაობს ღრმა მუშაობის ზონა, ეს არც ისე დაუჯერებლად რთული და შეუსრულებელი შეიძლება იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

 

ეს არის უნარი, რომლის გამომუშავება შეუძლია ყველას, რაც საკმაოდ კრიტიკულია წარმატებისთვის.

 

სწორედ იმას თუ როგორ მუშაობ ძალიან დიდი გავლენა აქვს შენ საბოლოო შედეგზე და იმაზე თუ რამდენად სწრაფად შეგიძლია გადახვიდე ერთი დავალებიდან მეორეზე, ისე რომ არ გადაიტვირთო.

 

‘’სამუშაო პროცესში ღრმად ჩაფვლა არის ქმედება, რომელიც გულისხმობს გამღიზიანებლებისგან თავისუფალ გარემოში მუშაობას, კონცენტრაციას, რომელიც უმიძგებს შენს კოგნიტურ შესაძლებლობებს იმუშაონ მაქსიმალურ ლიმიტამდე.’’

 

ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ, მუშაობისას, შენი სოციალური მედიისთვის თვალის გადავლების დაუძლეველი სურვილი რომ გაგიჩნდება, ზუსტად გეცოდინება გზა, როგორ დააღწიო ამ სურვილს თავი.

6. რთული რამ რთული საკითხები შესახებ ( The Hard Thing About Hard Things)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც სურთ გამოწვევებისთვის მომზადება

ბენ ჰორვიცი მოგვიყვება როგორ უნდა ავაშენოთ ნულიდან ბიზნესი, როდესაც არ გვაქვს მარტივი პასუხები რთულ საკითხებზე.

 

ბენ ჰორვიცი არის ტექნოლოგიური ინჟნერი და თანადამფუძნებელი/გენერალური პარტნიორი სარისკო კაპიტალის ფირმა  – ‘Andreessen Horowitz- ში’. თუ  გგონია რომ მისი წიგნი – ‘’რთული რამ, რთული საკითხების შესახებ’’  მხოლოდ სტარტაპერებისთვის არის საინტერესო, ძალიან ცდები და ახლავე გეტყვი რატომ.

 

ეს წიგნი გამოსადეგია ანტრეპრენერთათვის, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნესის შექმნას, რომლებსაც ახლა მოუწევთ ახალი გამოწვევების ამოცნობა და მათთან გამკლავება, როგორც ფლობელსა და ლიდერს. წიგნი მოიცავს ყველა საკითხს, დაწყებული თანამშრომლების დაქირავებიდან, პროდუქტის ფასამდე,  ასევე განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა კომპანიის კულტურა  და კომუნიკაცია. ეს წიგნი ფარავს ისეთ რთულ საკითხებს, რომლებსაც სხვა წიგნები გვერდს უვლიან.

 

7. გაბედე ლიდერობა (Dare to Lead)

წიგნი ანტრეპრენერთათვის, რომლებსაც სურთ იყვნენ მეტად გამბედავები

მთელი გულით შესრულებული გაბედული სამუშაო და რთული საუბრები, თემა რომელზეც საუბრობს ბრენე ბრაუნი წიგნში – ‘’გაბედე ლიდერობა’’.

 

ეს წიგნი არის განსხვავებული იმით, რომ კითხვასთან ერთად უფრო მეტად დაკავშირებული ხდება შენთან, გაძლევს საშუალებას იდენტიფიცირდე მასთან ძალიან ღრმა დონეზე.

 

ბრენი ბრაუნი გამოირჩევა თავისი მარტივი სტილით, შესანიშნავი თხრობის მანერით და რაც მთავარია იუმორის გრძნობით. წიგნი კი მოგცემს საშუალებას ( სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად) დაინახო თუ რატომ უნდა იყო უფრო გაბედული და რატომ უნდა გახდე ლიდერი.

 

‘’გამბედაობა კომფორტის სანაცვლოდ არც ისე ხშირად არის ჩვენი არჩევანი. ღირს კი? ყოველთვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ მეტად გამბედავები ცხოვრებასა და სამსახურში. სწორედ ამიტომ ვართ აქ – გაბედე, გახდი ლიდერი’’

ესეც ასე… 7 წიგნი, რომელიც შეგიძლია 2021 წლის ზაფხულში გაეცანი სხვა ადამიანების  გამოცდილებას, დასვი კითხვები და შეეცადე იპოვო შენი ბიზნესისთვის საუკეთესო მაგალითი,  რათა  ყოველი მომავალი დაბრკოლება გახდეს წინაზე უფრო მარტივი.

გაზარდე გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით