ტოპ 5 მარკეტინგის კურსი საქართველოში

ციფრული მარკეტინგის ბლოგი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

გააზიარე სტატია

ბოლო პერიოდიში, საქართველოში, მარკეტინგის მიმართ ადამიანების ინტერესი სულ უფრო იზრდება, რამაც ბიზნესებს და ცალკეულ ინდივიდებს ამ ინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაზიარების სურვილი და მოტივივაცია გაუჩინა.

 

შედეგად, შეიქმნა როგორც ონლაინ მარკეტინგის კურსები, ისე საუნივერსიტეტო კურსებიც,  სხვადასხვა მიმართულებებით დაინტერესებული ხალხისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევანის მრავალფეროვნება მეტად ართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

დღეს რამდენიმე კურსზე მოგიყვებით, რომლებიც მოიცავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: რეკლამა სოციალურ მედიაში, კონტენტ მენეჯმენტი, ქოფირაითინგი, ბიზნეისა და მარკეტინგის საფუძვლები და მარკეტინგის მენეჯმენტი.

სტატიის სარჩევი

1. ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები

ვისაც სურს, ხანგრძლივი მარკეტინგული კურსი გაიაროს, GIPA-ს ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლების კურსს აუცილებლად უნდა გადახედოს. აღნიშნული კურსი 7 თვის მანძილზე გრძელდება, რომლის განმავლობაში შეისწავლი, თუ როგორ უნდა შეიმუშაო და განახორციელო მარკეტინგული სტრატეგია, როგორ მართო გაყიდვების პროცესი და განივითარო როგორც პროფესიული, ისე ზოგადი უნარები.

2. ციფრული მარკეტინგის კურსი - რეკლამა სოციალურ მედიაში

სოციალური მედია მარკეტინგი არის სივრცე, სადაც თანამედროვე ადამიანები საკუთარი ყოველდღიურობის საკმაოდ დიდ ნაწილს ატარებენ. სწორედ ამიტომ, ბიზნესები უკვე რამდენიმე წელია ყველაზე აქტიურად ამ არხებს იყენებენ და საკუთარი რეკლამის განთავსებისთვის და თან ტრადიციული მედია არხებისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლები დანახარჯებით, უკეთეს შედეგსაც იღებენ გაყიდვებში.

 

თუ შენც გინდა, გაიარო ეს ციფრული მარკეტინგის კურსი და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, და საკუთარი ბიზნესის, ან შენი დამსაქმებელი კომპანიის რეკლამა სოციალურ მედიაში განათავსო და თამამად უპასუხო კითხვას: “როგორ გავაკეთოთ რეკლამა Facebook-ში?“, მაშინ ჩვენს ონლაინ კურსს გადახედე.

 

ეს კურსი ასევე დაგეხმარება შეისწავლო ციფრული მარკეტინგის საფუძვლები.

კურსის ტრენერი საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა, რომელსაც ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

3. ქოფირაითინგი

ქოფირაითინგი არის დამაჯერებელი სარეკლამო მასალების წერის პროცესი. რომლის შედეგად მიღებულმა ტექსტებმა ადამიანებს რაიმე, ჩვენთვის სასურველი სხვადასხვა სახის მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. ასეთი შეიძლება იყოს ნივთის შეძენა, ღილაკზე თითის დაჭერა, თანხის დონაცია, კონსულტაციის ჩანიშვნა ან ნებისმიერი სხვა რამ.

 

კომუნიკაციების სკოლის ონლაინ კურსის საშუალებით გაიგებ, რა უნდა იცოდე და გაითვალისწინო ტექსტზე მუშაობისას. ისწავლი სცენარის, სლოგანის, სტატიების და სხვა სახის ტექსტების ლაკონურად, გამართულად წერას. პერსონაჟის შექმნაზე, მესიჯზე და ვოისოვერზე მუშაობას.

 

მიღებული ცოდნა გამოგადგება არა მხოლოდ სარეკლამო სააგენტოებში, არამედ ნებისმიერ კომპანიაში, სადაც მარკეტინგის მიმართულებით მუშაობას გადაწყვეტ.

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

4. ციფრული მარკეტინგის საფუძვლები - კონტენტ მენეჯმენტი

თუ კონტენტის შექმნით ხარ დაინტერესებული და გინდა შეისწავლო კონტენტ კამპანიის დაგეგმვა/აღსრულება და აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის შესაფერისი საკომუნიკაციო ენის გამონახვის გზები, შეგიძლია ამ კურსის დეტალებს გაეცნო. კურსი მოიცავს 14 ლექციასა და 42 საათს.

 

ზოგადად, კონტენტ მარკეტინგი არის სტრატეგიული მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ღირებული, შესაბამისი და თანმიმდევრული შინაარსის შექმნაზე, მკაფიოდ განსაზღვრული აუდიტორიის მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

 

5. მარკეტინგის მენეჯერის პროფესიული პროგრამა

მათთვის ვისაც მომავალში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა სურს, თავისუფალი უნივერსისტეტის პროფესიული პროგრამა საუკეთესო ალტერნატივაა. 

 

კურსი დაგეხმარება, საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინო, შეისწავლო მარკეტინგის ძირითადი საგნები და იმუშაო სხვადასხვა საინტერესო პროექტზე, რაც თეორიული ციდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მოგცემს. 

ვეცადეთ, ამ ბლოგში სხვადასხვა მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულების კურსებზე გვესაუბრა და შენთის გადაწყვეტილების მიღების პროცესი სულ ცოტა მაინც გაგვემარტივებინა.

 

თუ არჩევანს სოციალური მედიის მარკეტინგზე შეაჩერებ, გადახედე Facebook რეკლამის მართვის კურსის კურიკულუმს. 

 

მსგავსი სტატიები

გაზარდე გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით