ონლაინ კურსი

როგორ გავზარდოთ გაყიდვები
Facebook რეკლამის მეშვეობით!

თიბისის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, გასწავლით სარეკლამო კამპანიების გაშვების მეთოდოლოგიას, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერ ბიზნესს და სარეკლამო ბიუჯეტს.

მიიღე მყისიერი წვდომა, კურსის სრულ მასალაზე

მარტივ მოდულებად დაყოფილი, ვიდეო გაკვეთილები, სტრატეგიები და შაბლონები

მიიღე მყისიერი წვდომა, კურსის სრულ მასალაზე

⭐ ფეისბუქ რეკლამის
სრულყოფილი კურსი

კურსის განმავლობაში ისწავლით, როგორ გაყიდოთ ეფექტიანად თქვენი პროდუქტი ან სერვისი ფეისბუქ რეკლამის საშუალებით. მიიღებთ წვდომას 8 მოდულზე, რომელიც შედგება  50-მდე ვიდეო გაკვეთილისგან. კურსის მოდულები არის სტრუქტურირებული ისე, რომ მარტივად შეძლოთ ნასწავლის, პრაქტიკაში გამოყენება. უკვე ნანახ ვიდეო გაკვეთილებს, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიუბრუნდეთ. კურსის მასალაში. კურსის ბოლოს გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

[ 1 წლიანი წვდომა კურსის ვიდეო მასალაზე ]

ვიდეო კონსულტაცია

კურსის განმავლობაში, საშუალება გექნებათ დამატებით გაიარო 45 წუთიანი ონლაინ კონსულტაცია ირაკლისთან, მიიღოთ რჩევები და რეკომენდაციები, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ან კარიერული წინსვლის მისაღწევად.

[ ინდივიდუალური 45 წუთიანი ვიდეო ზარი ტრენერთან ]

დახურული ფეისბუქ ჯგუფი

თქვენი სწავლის პროცესი მხოლოდ ვიდეო მასალის ყურებით და მოსმენით არ მთავრდება. კურსზე რეგისტრაციის შედეგად, Digitalhub-ის დახურული Facebook ჯგუფის მუდმივი წევრი გახდებით, სადაც, კურსის მსვლელობისას და დასრულების შემდეგაც, შეძლებთ შეკითხვები დასვათ და მიიღოთ რჩევები როგორც ირაკლისგან, ასევე ჯგუფის სხვა წევრებისგანაც.

[ სამუდამო წვდომა კურსის დახურულ ფეისბუქ ჯგუფზე ]

კურსის ტრენერი

ირაკლი ჩხეიძე

თიბისის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

ირაკლის აქვს ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 12 წლიანი გამოცდილება.

აქვს გაშვებული ძალიან ბევრი მაღალ ბიუჯეტიანი სარეკლამო კამპანია და ჯამში ციფრულ რეკლამაში 2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯული.

ირაკლი ხელმძღვანელობდა ორი ციფრული ბანკის ბაზარზე გაშვების ციფრულ სტრატეგიას – სფეისი საქართველოს ბაზარზე და თიბისი ბანკი უზბეკეთის ბაზარზე.

ამ ორი ციფრული ბანკის აპლიკაციას დღეს ჯამში 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს შედეგი, უმეტესად ციფრული საკომუნიკაციო არხების საშუალებით იქნა მიღწეული.

ამ გამოცდილების შედეგად ირაკლის ჰქონდა საშუალება გამოეცადა ბევრი სხვადასხვა მეთოდოლოგია და მიდგომები, რომელსაც ამ ონლაინ კურსის საშუალებით გაგიზიარებთ.

ირაკლი ასევე არის Facebook-ის სერტიფიცირებული ექსპერტი.

ეს კურსი არის თქვენთვის,თუ თქვენ ხართ:

✓ დამწყები ციფრული მარკეტერი – რომელსაც სურს Facebook რეკლამის სიღრმისეულად შესწავლა.


✓ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი
 – რომელსაც სურს შეისწავლოს სხვადასხვა მეთოდოლოგია და აქციოს Facebook და Instagram, გაყიდვების გენერირების მუდმივ წყაროდ.


✓ გამოცდილი ციფრული მარკეტერი
 – რომელიც დაინტერესებულია  რეკლამის გაშვების მოწინავე სტრატეგიებით, და კამპანიის ბიუჯეტისა და შედეგების მასშტაბირების (Scaling) სწორი მეთოდოლოგიებით.

ონლაინ კურსი, უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა

გაეცანით კურსის მასალას

კურსის პირველ მოდულში, თქვენ ისწავლით:

  • რა უპირატესობები აქვს ფეისბუქ რეკლამას
  • სარეკლამო ტერმინოლოგიას, რომელიც შეგვხვდება კურსის განმავლობაში.
  • მარჟის გამოთვლას – რაც დაგვეხმარება დავადგინოთ რა არის ჩვენი მაქსიმალური ხარჯი, რომელიც შეგვიძლია გავწიოთ, ერთი პროდქუტის გაყდივისთვის.
  • რა არის ROAS (Return on Ad Spend) და რატომ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.
  • ბიზნეს მენეჯერის ანგარიშისა და სარეკლამო ანგარიშის შექმნას
  • რა არის პიქსელი და როგორ უნდა დააინტეგრიროთ ის თქვენს საიტზე.
  • რა არის მარკეტინგული ფანელი და როგორ უნდა მოარგოთ ის თქვენს ბიზნესს.

ვიდეო გაკვეთილები:

1.1 – შესავალი
1.2 – რატომ ფეისბუქ რეკლამა
1.3 – სარეკლამო ტერმინოლოგია
1.4 – მარჟის გამოთვლა
1.5 – როგორ დავთვალოთ ROAS
1.6 – ბიზნეს მენეჯერი
1.7.1 – პიქსელის ინტეგრაცია (Shopify)
1.7.2 – პიქსელის ინტეგრაცია (სტანდარტული)
1.8 – IOS 14 და სტანდარტული ივენთები (სტანდარტული)
1.9 – მარკეტინგული ფანელი

კურსის მეორე მოდულში, თქვენ ისწავლით:

  • როგორ შეადგინოთ მედია გეგმა თქვენი კამპანიებისთვის
  • როგორი სტრუქტურა აქვს სარეკლამო კამპანიას და რას ნიშნავს CBO და ABO კამპანიები.
  • როგორ დაარქვათ სახელი კამპანიებს იმისთვის, რომ გქონდეთ მოწესრიგებული სარეკლამო ანგარიში.
  • რა ტიპის აუდიტორიაზე უნდა გაუშვათ, TOFU კამპანია და როგორ იქმნება ეს აუდიტორიები
  • TOFU კამპანიის აწყობას
  • Როგორ უნდა იყოს რეკლამა TOFU ეტაპზე, სხვა წარმატებული რეკლამების საინტერესო მაგალითების გათვალისწინებით.
  • Რეკლამის გატესტვას, ეფექტური კომბინაციების გამოყენებით

ვიდეო გაკვეთილები:

2.1 – შესავალი
2.2 – როგორ გავაკეთოთ მედია გეგმა
2.3 – კამპანიის სტრუქტურა (CBO, ABO)
2.4 – კამპანიის დასახელების სისტემა
2.5 – TOFU აუდიტორიები
2.6 – TOFU კამპანიების აწყობა
2.7 – TOFU რეკლამის მაგალითები
2.8 – რეკლამის სწარფი ტესტირება (Dynamic Creative Testing)
2.9 – რეკლამის სტანდარტული ტესტირება

ამ მოდულში თქვენ გაეცნობით მარკეტინგული ფანელის შემდეგ, შუა ეტაპს – MOFU (Middle of the funnel).

მესამე მოდულში ისწავლით:

  • როგორი აუდიტორია უნდა შეარჩიოთ MOFU კამპანიისთვის
  • როგორია MOFU ეტაპის რეკლამის სპეციფიკა
  • როგორ უნდა ააწყოთ და გაუშვათ MOFU კამპანია

ვიდეო გაკვეთილები

3.1 – შესავალი
3.2 – MOFU აუდიტორიები
3.3 – MOFU კამპანიის აწყობა
3.4 – MOFU რეკლამის სპეციფიკა
3.5 – MOFU რეკლამის მაგალითები
3.6 – შეჯამება

მეოთხე მოდულში თქვენ გაეცნობით მარკეტინგული ფანელის ბოლო, BOFU (Bottom of the funnel) ეტაპს.

მეოთხე მოდულში თქვენ ისწავლით:

  • როგორ იქმნება თქვენი პროდუქტის კატალოგი, ბიზნეს მენეჯერში
  • როგორი აუდიტორიები უნდა შექმნათ BOFU ეტაპზე
  • როგორ გამოიყურება BOFU ეტაპის დამატებითი ფანელი
  • როგორი უნდა იყოს BOFU ეტაპის რეკლამა და სხვა წარმატებული რეკლამის მაგალითები
  • BOFU ეტაპის მთლიანი კამპანიის აწყობასა და გაშვებას

ვიდეო გაკვეთილები:

4.1 – შესავალი
4.2 – პროდუქტების კატალოგი
4.3 – BOFU აუდიტორიები
4.4 – BOFU კამპანიის აწყობა
4.5 – BOFU რეკლამის მაგალითები
4.6 – შეჯამება

მარკეტინგული ფანელის შემდეგ, უკვე ვიწყებთ ეფექტური რეკლამის მიდგომებზე საუბარს.

ამ მოდულში ვისწავლით:

  • რა გაანსხვავებაა მარკეტინგული ფანელის ეტაპების რეკლამის ტექსტებს შორის
  • რა ელემენტებისგან შედგება ეფექტური რეკლამა
  • განვიხილავთ რამოდენიმე კარგ მაგალითს
  • ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ კონკურენტული ანალიზი და ასევე მივიღოთ ინსპირაცია ჩვენი რეკლამებისთვის
  • ვნახავთ რამდენიმე ონლაინ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვეხმარება დიზაინის აწყობაში, დიზაინერის გარეშე.

 

ვიდეო გაკვეთილები

5.1 – შესავალი
5.2 – რეკლამის ტექსტი და სათაური
5.3 – ეფექტური რეკლამის სტრუქტურა
5.4 – კონკურენტული ანალიზი და ინსპრიაცია
5.5 – რეკლამის და ვებ-გვერდის თანხვედრა
5.6 – რეკლამის აწყობა, დიზაინერის გარეშე

ამ მოდულში უკვე ვისაუბრებთ გაშვებული სარეკლამო კამპანიების მონიტორინგზე.

  • რა პარამეტრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები კამპანიის ოპტიმიზაციის შესახებ.
  • ვისაუბრებთ სარეკლამო პლატფორმის სამართავ პანელზე, რა მეტრიკებს ვუყურებთ ამ პანელზე და როგორ ხდება რეკლამის და კამაპანიების ანალიზი.
  • ვისაუბრებთ რა არის ის 8 მთავარი მიზეზი რატომაც შეიძლება დაიბლოკოს თქვენი რეკლამა.
  • ასევე გავიგებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ ხდება, დაბლოკილი სარეკლამო ანგარიშის გასაჩივრება.

ვიდეო გაკვეთილები

6.1 – შესავალი
6.2 – კამპანიების სამართავი პანელის აწყობა
6.3 – რეკლამის ოპტიმიზაცია
6.4 – რატომ იბლოკება ჩვენი რეკლამა
6.5 – სრულყოფილი ფეისბუქ გვერდი
6.6 – შეჯამება

ამ მოდულში ვისაუბრებთ, წარმატებული კამპანიების მაშტაბირებაზე.

  • მასშტაბირება ნიშნავს კამპანიებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ისე, რომ შედეგიანობა როგორც მინიმუმ, პროპორციულად გაიზარდოს.
  • ვისაუბრებთ მასშტაბირების ორ მეთოდზე, ვერტიკალური მასშტაბირება და ჰორიზონტალური მასშტაბირება.

ვიდეო გაკვეთილები

7.1 შესავალი
7.2 ვერტიკალური მასშტაბირება
7.3 ჰორიზონტალური მასშტაბირება
7.4 კურსის შეჯამება

ამ მოდულში დაემატება ყველა ის დამატებით ვიდეო გაკვეთილი, რომელსაც სტუდენტები მოითხოვენ კურსის დახურულ Facebook ჯგუფში.

 

ვიდეო გაკვეთილები

8.1  – ლიდების რეკლამა
8.2 – ლიდების კამპანიის გაშვება
8.3 – ლიდების გაფილტვრა

კამპანიის მთავარი კომპონენტი

ეფექტური რეკლამა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი შენს სარეკლამო კამპანიაში არის თვითონ რეკლამა – რეკლამის დიზაინი, ტექსტი და სხვა შემადგენელი ნაწილები.

სწორედ რეკლამის ხარისხი განაპირობებს, სარეკლამო კამპანიის გაშვებისას, შენთვის სასურველი შედეგი ეღირება 10 თეთრი თუ 10 ლარი.

მე-5 მოდული მთლიანად დაეთმობა რეკლამის აწყობის პრინციპებს. გაიგებ რა არის და როგორ გამოიყენო ის 9 მთავარი რეკლამის შემადგენელი ელემენტი, რომელიც მის ეფექტურობას განაპირობებს.

უფასო გაკვეთილი

მარკეტინგული Funnel

ამ ვიდეოში ირაკლი მოგიყვება, რა არის მარკეტინგული ფანელი (Funnel) და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის .

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ წვდომას, 50-მდე ვიდეო გაკვეთილზე, რომელიც საფუძვლიანად შეგასწავლით წარმატებული ფეისბუქ კამპანიების გაშვების მეთოდოლოგიებს.

დააჭირე ღილაკს
"რეგისტრაცია" და მიიღე
სრული წვდომა კურსის მასალაზე​

+ კურსის ფეისბუქ ჯგუფის წევრობა
1097
00
  • ყველა მოდული
  • კურსის დახურული Facebook ჯგუფი
  • რეკლამის გაშვების სტრატეგიები
  • სერტიფიკატი
  • ვიდეო კონსულტაცია ტრენერთან
  •  
უსაფრთხო ტრანზაქციები

დააჭირე ღილაკს
"რეგისტრაცია" და მიიღე
სრული წვდომა კურსის მასალაზე​

+ ონლაინ კონსულტაცია​ ტრენერთან
1397
00
  • ყველა მოდული
  • კურსის დახურული Facebook ჯგუფი
  • რეკლამის გაშვების სტრატეგიები
  • სერტიფიკატი
  • ვიდეო კონსულტაცია ტრენერთან
  •  
საუკეთესო
შეთავაზება
უსაფრთხო ტრანზაქციები

ხშირად დასმული შეკითხვები

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ, გექნებათ ონლაინ მასალაზე 1 წლიანი, ხოლო ფეისბუქის ჯგუფზე, სამუდამო წვდომა.

დიახ, კურსის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა კურსის ხელმძღვანელთან 45 წუთიანი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ.

დიახ. კურსის მასალა მუდმივად განახლდება და გაუმჯობესდება სტუდენტების რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით. ასევე, პერიოდულად დაემატება ახალი კონტენტი, ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ სპეციალური ბმულის მეშვეობით შეგეძლებათ ვიდეო შეხვედრის ჩანიშნა თქვენთვის სასურველ დროს.

  • 1025 ₾ პაკეტი – გაგეხსნებათ წვდომა, კურსის სრულ მასალაზე, 6 მოდული, როგორც ტექნიკური ასევე სტრატეგიული მასალა. ამ პაკეტში არ შედის ინდივიდუალური კონსულტაცია
  • 1345 ₾ სრული პაკეტი – შედის როგორც ვიდეო მასალა, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციაც.

სწავლა ხდება ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით. სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში ასევე გექნებათ საშუალება ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ჩანიშნოთ ტრენერთან. ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, გახდებით კურსის ფეისბუქის ჯგუფის წევრი სადაც ასევე შეგეძლებათ კითხვების დასმა და რჩევების მიღება თქვენი სარეკლამო კამპანიების გარშემო.

ჯამურად ვიდეო გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 3 საათამდე, მაგრამ უმჯობესია, სწავლის პარალელურად, პრაქტიკაში გამოიყენოთ ნასწავლი მეთოდოლოგიები. შედეგად სწავლის პროცესი უფრო ხანგრძლივი გამოვა, მაგრამ ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ მასალის უკეთ ათვისებაში.

დიახ გვაქვს თანხის დაბრუნების 365 დღიანი პოლისი. რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან ნასწავლი სტრატეგიების გამოყენების შედეგად, რეალურ შედეგს ვერ ნახავთ, ჩვენ კურსში გადახდილ თანხას მთლიანად აგინაზღაურებთ.

დიახ კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

კურსები

კონტაქტი

irakli.digital@gmail.com

ყველა უფლება დაცულია შპს. დიჯიტალჰაბი © 2020 irakli.digital@gmail.com | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | იურ. მის: აბაშელის 7, თბილისი​

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.