პროფესია - ციფრული მარკეტერი
ბოლო რამდენიმე წელში ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიამ უამრავ ადამიანში დიდი ინტერესი გამოიწვია და ამავდროულად, საზოგადოებაში მრავალი კითხვაც გააჩინა. გაზრდილი ინტერესი მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა.
ალბათ ყველასთვის შესამჩნევია, რომ დამსაქმებლების მხრიდან მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ციფრული მარკეტინგის მენეჯერებზე, რადგან 21-ე საუკუნეში ინტერნეტ არხებით, განსაკუთრებით კი სოციალური მედია პლატფორმებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის საშუალება გახდა ფაქტობრივად ყველა ბიზნესისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდილი ციფრული მარკეტერი არც თუ ისე მარტივია საპოვნელია, დეფიციტმა კი ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურების ბუნებრივი ზრდა გამოიწვია.
დღეს გადავწყვიტეთ, ამ პროფესიასთან დაკავშირებით ყველა შენს კითხვას პასუხი გავცეთ და განვმარტოთ, ვინ არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, რა მოვალეობები ეკისრება მას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ პროფესიაში წარმატებას მიაღწიო.
სტატიის სარჩევი
რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?
ციფრული მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც მიმართულია კომპანიის და მისი პროდუქტების ან / და მომსახურებების რეკლამისკენ.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ არხებში ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში და პროდუქტის გაყიდვაში, ასევე ვებგვერდების ტრაფიკის მართვასა და ზრდაში, ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და მათ შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ასევე პასუხისმგებელია ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და ვებგვერდის ანალიტიკის საშუალებებების გამოყენებაზე, მარკეტინგული კამპანიების უკეთესად ოპტიმიზაციის მიზნით. მისი მიზანია ეფექტურად გამოიყენოს სხვადასხვა ციფრული პლატფორმა, როგორებიცაა ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია, საძიებო სისტემა და ა.შ.
რა უნდა ისწავლო, თუ გინდა, რომ ციფრული მარკეტერი გახდე?
ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომლის სასწავლად უნივერსიტეტში ჩაბარება და დიპლომის აღება სავალდებულო სულაც არ არის. დღეს, ამ და სხვა უამრავ დარგში განათლების მიღება სრულიად დამოუკიდებლად, მინიმალური დანახარჯებით შეგიძლია ონლაინ კურსებისა და სხვადასხვა წინგის საშუალებით.
თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, არანაკლებ დიდი ძალისხმევა, ინფორმაციის მოძიება და საკუთარ თავზე მუშაობა დაგჭირდება.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
თუ მარკეტინგის მიმართულებით ონლაინ წიგნებს ეძებ, წაიკითხე ჩვენი ბლოგი: ტოპ 5 ციფრული მარკეტინგის წიგნი. ხუთივე მათგანში ამ დარგში წარმატებული პროფესიონალები მკითხველს მათ გამოცდილებას და მიგნებებს უზიარებენ.
რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსებს, ამ მიმართულებით საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. თუ კონკრეტულად სოციალური მედია მარკეტინგის სწავლა და ამ მიმართულებით განვითარება გინდა, Digitalhub-ის ონლაინ კურსს შეგიძლია გადახედო.
მისი ტრენერი საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა, რომელსაც ინდუსტრიაში მუშაობის უკვე 12 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან.
რა უნარ-ჩვევები დაგჭირდება იმისთვის, რომ გახდე წარმატებული ციფრული მარკეტერი?
ციფრული მარკეტერი და მისი შესაძლებლობები
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად განივითარო შენი ლიდერობისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარები, რადგან ფაქტობრივად ყოველდღიურად მოგიწევს შენს გუნდთან ურთიერთობა და მათთვის სწორი მითითებების, რჩევებისა და მიმართულებების მიცემა.
ანალიტიკური უნარები ციფრული მარკეტინგის მენეჯერს მის მიერ გაწეული სამუშაოს სწორად შეფასებაში, მართებული დასკვნების გამოტანაში და მომავალი სტრატეგიის უკეთ დასახვაში აუცილებლად დაეხმარება. ყველა სოციალურ მედია პლატფორმას სხვადასხვა თავისებურება აქვს, მათი გააზრება და რეკლამის უამრავი დეტალის გათვალისწინებით გაშვება, რა თქმა უნდა, ანალიტიკურ უნარ-ჩვევებსაც საჭიროებს.
ციფრულ მარკეტინგში, ისევე როგორც ზოგადად მარკეტინგის ნებისმიერ მიმართულებაში არანაკლებ დიდ როლს თამაშობს წერის უნარები. თუ მარკეტერს არ შეუძლია საკუთარი აზრისა და სათქმელის ლაკონურად და ყველასთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბება, მისთვის ამ ინდუსტრიაში მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, რადგან მას მოუწევს არა მხოლოდ თანამშრომლებთან, არამედ მომხმარებლებთან პირდაპირ თუ ირიბად კომუნიკაციაც (ციფრული არხებით თუ სხვა საშუალებებით).
კიდევ ერთი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება, სიახლეებთან ადაპტაცია და მისკენ მუდმივი სწრაფვაა. ციფრული მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობაა მუდმივად მოიძიოს ახალი პლატფორმები და არხები, რომლებიც უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობას მისცემს კომპანიას არა მხოლოდ ცნობადობის ზრის, არამედ პროდუქტის/სერვისის გაყიდვების მიმართულებითაც.
თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეუძლებელია ამ ინდუსტრიაში შეცდომები არ დაუშვა. მათგან თავის ასარიდებლად შეგიძლია წაიკითხო ჩვენი ბლოგი, 5 შეცდომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ Facebook-ზე რეკლამირებისას.
სად შეგიძლია ისწავლო ციფრული მარკეტინგი?
გახდი ციფრული მარკეტერი
ბოლოს, თუ ამ მიმართულებით საშენო ონლაინ კურსს ეძებ და გინდა, სიღრმისეულად შეისწავლო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, მაშინ გაეცანი Digitalhub-ის ონლაინ კურსის კურიკულუმს, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებ ირაკლი ჩხეიძის ვიდეო გაკვეთილების შესახებ.
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი
6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ
რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი
6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ
რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ