ციფრული მარკეტინგის ბლოგი

რა შეცვალა iOS 14-მა Facebook რეკლამაში

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტიურად მიდის საუბარი Apple-ის განახლებულ iOS 14-ზე და იმ ცვლილებებზე, რაც მან Facebook რეკლამაში შეიძლება მოახდინოს. რეალურად, ამ თემაზე აქამდეც ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და მათი ნაწილი ალბათ შენც მოგისმენია.

 

არსებობდა მოსაზრება, რომ ახალმა კანონდებლობამ Facebook რეკლამაში შეიძლება მნიშვნელოვნად ბევრი რამ შეზღუდოს. ფაქტია ისიც, რომ წლიდან წლამდე Facebook-ს რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები სულ უფრო ეზრდებოდა. თუმცა, ამჯერად სიახლეები ნამდვილად არის და ქვემოთ ყველა შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე დეტალურად მოგიყვები.

სტატიის სარჩევი

რას შეცვლის iOS 14 Facebook რეკლამაში მარკეტერებისთვის?

გაიგე მეტი და დახვდი მომზადებული Facebook რეკლამაში მომხდარ ცვლილებებს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კონვერიების ფეისბუქ რეკლამისა და Facebook pixel-ის გამოყენებას უკავშირდება. თუ შენი ბიზნესი არეკლამებს მობილურ აპლიკაციას ან ფეისბუქ რეკლამის საშუალებით მომხმარებელი ვებგვერდზე გადაგყავს, გაითვალისწინე:

 

Apple მოითხოვს, რომ App Store-ის ყველა აპლიკაციამ ios-ის მომხმარებლებს დაუსვას კითხვა: თანახმა ხარ თუ არა, კონკრეტულმა პლატფორმამ შენი სხვა ვებგვერდებსა და აპლიკაციაში ქცევის შესახებ მიიღოს ინფორმაცია?

 

ეს ფაქტი შეიძლება შენთვის უკვე შედარებით ნაცნობად ჟღერდეს, რადგან ვებგვერდების უმეტესობაზე GDPR მოთხოვნების შესაბამისად, უკვე აუცილებელია მომხმარებლის თანხმობა ე.წ. Cookies შეგროვებაზე. 

 

ამ ცვლილების ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრო, რას შეცვლის არსებული ფაქტი შენთვის, როგორც Facebook-ზე რეკლამის განმთავსებლისთვის:

 

  • თუ მომხმარებლისგან არ გექნება თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შემცირდება Facebook pixel-ის ეფექტურობა. ანუ, ვეღარ შეძლებ სრულფასოვანი რემარკეტინგის წარმოებას
  • გართულდება სამიზნე აუდიტორიისთვის ზუსტად მის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შემცველი რეკლამების ჩვენება
  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტი კი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ბევრად მეტი ბიუჯეტის დახარჯვა მოგიწევს სასურველი ოდენობის პროდუქტის გასაყიდად და სამიზნე აუდიტორიის მოსაძებნად

რა რეაგირება აქვს Facebook-ს iOS-ში შეტანილ ცვლილებებზე?

Facebook-ის გამოხმაურება Facebook რეკლამაში შეტანილ ცვლილებებზე

ბუნებრივია, Facebook-სთვის და მათი შემოსავლებისთვის ეს ცვლილება ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს როგორც Apple-ის, ისე Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონები. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ iOS-ის სისტემის მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია. 

 

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

Facebook ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეზღუდვები ძალიან შეუშლის ხელს მცირე ბიზნესების ზრდას, რომლებიც პროდუქტს მხოლოდ Facebook-ის რეკლამის გამოყენებით ყიდიან და ბუნებრივია, მათი სარეკლამო ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია.

 

თუმცა, ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მცირე ბიზნესებზე მეტად, დიდ კოროპაციებზეა დამოკიდებული. ანუ, იმ შემთხვევაში თუ დიდი კორპორაციები რეკლამის განთავსებას მათ პლატფორმაზე შეწყვეტენ, Facebook-სთვის ეს ცვლილება შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. 

 

რა ცვლილებებს შეიტანს iOS 14 შენს Facebook რეკლამაში?

Facebook რეკლამაში შეტანილი ცვლილებების სია

1. დაგვიანებული ინფორმაცია და მონაცემები

როგორც წესი, აქამდე ედვერთაიზერებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა მონაცემისთვის თვალი ლაივ რეჟიმში ედევნებინათ. სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ios 14-ის დამსახურებით აღარ გექნება.

 

სავარაუდოდ, მინიმუმ 3 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ გადაამოწმო, რამდენად ეფექტურად იმუშავა შენ მიერ გაშვებულმა რეკლამამ.

 

2. ნაკლები წვდომა დეტალურ ინფორმაციაზე

ცვლილებების გამო, ასევე ვერ შეძლებ შენი სარეკლამო კამპანიების ჩაშლას (Breakdown) ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორებიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და განთავსება.

 

3. მაქსიმუმ 8 Event-ის კონტროლი

რეკლამის გაშვებისას, თითოელ დომეინზე მაქსიმუმ 8 ივენთის მონიტორინგს შეძლებ. ასევე, მოგიწევს მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაც. 

 

აქვე, მოგიყვები ივენთების პრიორიტეტებად დალაგების მუშაობის პრინციპზეც – მაგალითად განვიხილავ ონლაინ კომერციის ვებგვერდის შემთხვევას, რომელზეც უმთავრესია ისეთი ივენთების მონიტორინგი, როგორებიცაა ნივთის კალათში დამატება და შეძენა. როდესაც მომხმარებელი შემოვა ვებგვერდზე, დაამატებს ნივთს კალათაში და შემდეგ იყიდის მას, ფეისბუქის სარეკლამო  კამპანიის რეპორტში მხოლოდ ყიდვის ივენთი აისახება, რადგან მას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე კალათაში დამატებას.

 

4. ატრიბუციის ფანჯარა – Default Attribution Window

უახლოეს მომავალში 28 დღიანი კლიკის და ნახვის, ასევე 7 დღიანი ნახვის ატრიბუციის ფანჯრები გაუქმდება (28-day click attribution windows, 28-day impressions, and 7-day impressions) და დარჩება მხოლოდ 7 დღიანი კლიკის და 1 დღიანი ნახვის ატრიბუციის რეპორტინგი. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს კონვერსიების რეპორტინგზე და ამ კონვერსიების შესაბამის კამპანიების ალოკაციაზე.

რა ცვლილებები უნდა შეიტანო შენს Facebook რეკლამაში შეზღუდვების საპასუხოდ?

1. მოახდინე შენი დომეინის ვერიფიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ შენი ვებგვერდისთვის იყენებ Facebook pixel-ს, აუცილებლად გადაამოწმე დომეინი და მოახდინე მისი ვერიფიკაცია.

2. შეარჩიე 8 ყველაზე რელევანტური ივენთი

Facebook უკვე ავტომატურად შეარჩევს იმ 8 ივენთს, რომელიც ყველაზე რელევანტურია შენი ბიზნესისთვის.

 

თუ ამ 8 ივენთის გარდა სხვა მონაცემებიც დაგაინტერესებს, სამწუხაროდ მათ გააქტიურებას და კამპანიისთვის გამოყენებას ვეღარ შეძლებ.

 

შერჩეული 8 ივენთის გარდა, დანარჩენების გადახედვა და დაპრიორიტეტება შეგიძლია Events manager-დან.

3. შეადარე ატრიბუციის მოდელები

ერთერთი მნიშვნელოვანი რამ რაც შეგიძლია გააკეთო, არის ატრიბუციის მოდელების შედარება. ნახე რომელი კონვერსიები ხდება 7 დღიან და 28 დღიან ფანჯარაში. ამის გაკეტება შეგიძლია Ads Manager-იდან აირჩიე სვეტები (Columns > Customize Columns > Window Comparison.
ატრიბუციის ფანჯრების შედარება, დაგეხმარება უკეთ გაიაზრო, ტუ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებებს შენი შედეგების რეპორტინგზე.

როგორი იქნება Facebook-ის მომავალი?

ალბათ ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ Facebook ამ ცვლილების გამო პოპულარობას და დიდ აუდიტორიას დაკარგავს. გამოსავლის პოვნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. მთავარი, რაც წარსულმა გამოცდილებამ გვასწავლა არის ის, რომ ადამიანები, ისევე როგორც ბრენდები საკმაოდ მარტივად ადაპტირდებიან სიახლეებთან.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
გააზიარე:

სხვა სტატიები

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.