ამჟამად, მსოფლიოში, სტუდენტების მესამედი გადასულია ონლაინ სწავლის რეჟიმზე, იმის და მიუხედავად რომ არის გარკვეული წინაღობები, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვნად დადებითი მხარე ონლაინ კურსებისა, როგორებიცაა დაბალი ფასი და მოქნილობა.
თუ ჯერ კიდევ ორჭოფობ და არ იცი რამდენად ღირებული იქნება ონლაინ კურსზე მიღებული ცოდნა, მაშინ დროა გაეცნო ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ ბლოგში ასევე გაეცნობი გზებს თუ როგორ შეარჩო შენთვის შესაფერისი კურსი და მოარგო ის შენს მიზნებს.
სტატიის სარჩევი
ონლაინ კურსები - ონლაინ სწავლების უპირატესობები
1. ისწავლე შენი დროით
ონლაინ კურსები - 24/7
ონლაინ კურსები საშუალებას გაძლევენ ისწავლო ძალიან მოქნილ გარემოში. თუ შენ ხარ სტუდენტი ან მუშაობ სრულ განაკვეთზე და გინდა შეისწავლო რაიმე ახალი, ეს შეგიძლია გააკეთო სრულიად თავისუფლად, ისე როგორც მოგიხერხდება, რადგან ონლაინ კურსს არ აქვს მკაცრად გაწერილი დედლაინები და გაკვეთილებიც ხშირ შემთხვევაში წინასწარ არის გამზადებული, რომლებთან მიბრუნებაც და თავიდნა გავლაც ნებისმეირ დროს შეგიძლია.
2. დაზოგე ფული
ონლაინ კურსები - ნაკლები ბიუჯეტი
დღესდღეისობით ძალიან ბევრი რამის შესწავლა შეიძლება უნივრსიტეტისა და სპეციალური სასწავლებლების გარეთ. ციფრული სამყარო სავსეა შენთვის შესაფერისი მასალით, მთავარია იცოდე როგორ მოიძიო ის და როგორ შეარჩო შესაფერისი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფასო ონლაინ კურსების და განსაკუთრებით უფასო მარკეტინგის კურსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმისეული ცოდნის მისაღებად გარკვეული საფასურის გადახდა მოგიწევს, მაგრამ დასაწყისითვის შეგიძლია მიიღო ცოდნა და ამავდროულად დაზოგო ძალიან ბევრი.
3. სახლიდან გაუსვლელად
ონლაინ კურსები - ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
სწავლის პროცესი არასდროს არ უკავშირდებოდა სახლის გარემოს, ყოველთვის გვეგონა რომ ცოდნის მისაღებად უნდა წავსულიყავით საკლასო ოთახებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დავსწრებოდით ფიზიკურად პროფესიულ ტრეინინგზებს. ეს მიდგომა ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა და აღმოჩნდა რომ სულაც არ არის აუცილებელი სახლის დატოვება იმისთვის, რომ მიიღო შენთვის საინტერესი ინფორმაცია. მთავარია გქონდეს ინტერნეტთან წვდომა და იპოვო შესაბამისი ონლაინ კურსი, ვებინარი ან თუნდაც ბლოგი საინტერესო თემაზე.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
4. ონლაინ კურსების პრაქტიკული მხარე
ონლაინ კურსები - მეტი პრაქტიკული გამოცდილება
არსებობს რამდენიმე შეუსაბამო შეხედულება ონლაინ კურსებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ონლაინ სწავლებას არ აქვს პრაქტიკული ღირებულება და მათი აღიარება არ ხდება დამსაქმებლის მიერ.
ონლაინ კურსი, უმეტეს შემთხვევაში, შედგენილია გარკვეულ პროფესიაში გამოცდილი და შესაბამისი ცონის მქონე ადამიანის მიერ, რომელსაც აქვს უფლება და ავტორიტეტი გასცეს შესაბამისი სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელსაც ექნება იგივე დატვირთვა რაც ყველა სხვა ფიზიკურად არსებული ტრეინინგის სერტიფიკატს. ონლაინ სწავლებისას მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით პრაქტიკულია ციფრულ მარკეტინგის შემთხვევაში, რადგან ციფრული მარკეტინგის ტრეინინგის კურსები ყველაზე მარტივად ადაპტირებადია პრაქტიკული დავალებების კუთხით, ნებისმიერი საკითხი რომელსაც თეორიულად შეისწავლი, შეგიძლია ასევე ონლაინ გამოიყენო.
თუ რომელიმე ონლაინ კურსის შედეგიანობაში ეჭვი გეპარება, ყოველთვის შეგიძლია თვალი გადაავლო კომენტარებსა და შეფასებებს, რომელბსაც უკვე არსებული კურსდამთავრებულები ტოვებენ შესაბამისი ონლაინ კურსის გვერდზე. ეს დაგეხმარება უკეთესად გაიაზრო კურსის მიზნები და შეადარო ისეინი საკუთარს.
5. განავითარე ტექნოლოგიური უნარები
ონლაინ კურსები - ახალი უნარები და მეტი გამოცდილება
ონლაინ სწავლებისას მნიშვნელოვანია კარგად გათვიცნობიერებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ციფრულ ინსტრუმენტებში. თუ შენ წარმატებით შეგიძლია ონლაინ სწავლების პროცესის მართვა და შესაბამისი დამდასტურებელი საბუთიც გაქვს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ასევე შეგიძლია მართო შენი სამუშაო გარემო ონლაინ რეჟიმში, რაც დღესდღეისობით ძალიან მნიშვნელოვანი უნარი გახდა სამუშაო გარემოში.
რა შეიძლება იყოს ონლაინ სწავლების უარყოფითი მხარე?
1. სოციალური ურთიერთობების შეზღუდულობა
ონლაინ კურსის უარყოფით მხარედ შეგვიძლია, პირველ რიგში, დავასახელოთ ურთიერთობების შეზღუდულობა კურსის ფარგლებში. იმის და მიუხედავად, რომ უმეტეს შემთხვევაში ონლაი კურსებს აქვთ თავიანთი ჯგუფები სოციალურ მედიაში, სადაც შეგიძლია რომ ეკონტაქტო ხელმძღვანელს და თანაკურსელებს, დასვა კითხვები და მიიღო შესაბამისი პასუხები, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ონლაინ სივრცის გარეთ ეს გამოცდილება დაგაკლდება.
2. ვერ მისცემ თავს უფლებას იყო არაორგანიზებული
ონლაინ კურსის გავლა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ძალიან რთული, როდესაც გიწევს სწავლი პროცესში თითორგანიზება და თვითმოტივაცია, ამიომ მნიშვნელოვანია შეძლო დროის სწორი მენეჯმენტი და მაქსიმალურად მოიკრიბო თვით-დისცუპლინის ძალა.
ონლაინ კურსის გავლისას, არ გაქვს ბევრი შეზღუდვა, ვალდებულებები და არ გიწევს ხშირი კონტაქტი სხვა კურსში ჩართულ ადამიანებთან, რომლებსაც რეალურს სამყაროში სამოტივაციო ფუნქცია შეიძლება ეკისრებოდეთ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლო დროის გადანაწილება და დათქმული სასწავლო გეგმის გადაუდებლად შესრულება.
3. სპეციფიკური ონლაინ კურსების სიმცირე
იმის და მიუხედავად, რომ დღესდღეისობით ციფრულ სამყაროში უამარავი ონლაინ კურსის მოძიება შეგიძლია, არის ინდუსტრიის ნაწილები, რომლებშიც ჯერჯერობით არ არის განვითარებული ონლაინ სწავლების ტექნიკები და შესაბამისად არის შედარებით მწირი მასალა.
ყველაზე მეტი ციფრულ სამყაროში იწერება და იქმენბა სწორედ ციფრული სამყაროს შესახებ, ამიტომ თუ გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი და ეძებ ციფრული მარკეტინგის ტრეინინგებს, ეს უარყოფითი მხარე შენ ნაკლებად შეგეხება. მთავარია კარგად გადაამოწმო ვინ არის კურსის ხელმძღვანელი, რამდენად მცოდნეა ის ამ სფეროსი და რამდენად კარგად ფასდება მისი კურსი.
4. კარგად გამოიკვლიე და შეარჩიე საუკეთესო
წარმოიდგინე რომ ეძებ ონლაინ კურსს, მაგალითად სოციალური მედია მარკეტინგის კურსს და Google-ის საძიებო სისტემამ მოგაწოდა ასეულობით სხვდასხვა დასახელებისა, სიდიდის და ფასის მატარებელი კურსი. როგორ უნდა მოიქცე? არჩევანის გაკეთება ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია, მაგრამ გადაუჭრელი ნადმვილად არა.
კარგად გაეცანი კურსის პირობებ, რას გთავაზობს? რამდენი გაკვეთილისგან შედგება? როგორი ფორმატით მიმდინარეობს სწავლება? და შეადარე ის შენ მიზნებსა და მოლოდინებს. შესაძლოა მასალის წაკითხვა გირჩევნია ვიდრე ვიდეოს ყურება ან თუნდაც გირჩევნია რომ ყველაფერი უფრო პრაქტიკაში გამოყენებისას და დავალებების შესრულებისას გაიცნო, რაც მაგალითად სოციალური მედია მარკეტინგის შესწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია.
გაითვალისწინე! ხშირად ფასიან კურსებს თან ახლავს უფასო, შედარებით მცირე ზომის მსგავსი კურსები, რომელთა გადახედვაც უკეთესად გაგაცნობს სწავლის პროცეს, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდება.
რამდენი დადებითი ან უარყოფითი მხარეც არ უნდა ჩამოვთვალოთ ამ ბლოგში, საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც შენ მხარესაა. კარგად აწონ-დაწონე შენი პროფესიისა და მასთან დაკავშირებული მიზნებიდან გამომდინარე რამდენად შეგეფერება ონლაინ სწავლების მეთოდი და შეარჩიე შენი შესაბამისი.
თუ ეძებ გრაფიკული დიზაინის უფასო და ალტერნატიულ ინსტრუმენტებს გაეცანი ჩვენს ბლოგს გრაფიკული დიზაინის 5 პლათფორმა, დამწყები მარკეტერებისა და ანტრეპრენერთათვის.
თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე – რეკლამა, სოციალურ მედიაში და დაიწყე სწავლის პროცესი.
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი
6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ
რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ