ციფრული მარკეტინგის ბლოგი

ლიდების გენერირება – გაყიდვების სტრატეგია შენი ბიზნესისთვის

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი პროდუქტის შექმნისა და მისი ბაზარზე გაშვების დროს?  თავად პროდუქტი? მისი რაოდენობა?  ბრენდის შეფუთვა ან უნიკალური დიზაინის შექმნა?

თუ ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე დაფიქრდი  და პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაშინ პირდაპირ გეტყვი, რომ თითოეულ მათგანზე პასუხი არის – არა.

შესაძლოა შენი პროდუქტი იყოს საუკეთესო, ჰქონდეს შესანიშნავი დიზაინი  და მასზე იხარჯებოდეს დიდი სარეკლამო  ბიუჯეტი, მაგრამ თუ გამართული გზა არ იარსებებს, რომელიც პროდუქტსა და მომხმარებელს დააკავშირებს ერთმანეთთან, შესაძლოა შედეგი, არ იყოს ისეთი, როგორსაც მოელოდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალი პროდუქტის გაშვებისას, არის კარგად გააზრებული, გამართული, ლიდების გენერირების სტრატეგია, რომელიც იქნება  დამაკავშირებელი რგოლი მომხმარებელსა და პროდუქტს შორის და  გაუმარტივებს აუდიტორიას გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

თუ გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და  ფიქრობ როგორ დაიწყო შენს აუდიტორიასთან ურთიერთობა, როგორ მიაწოდო მას საჭირო ინფორმაცია, მაშინ დროა უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და ლიდების გენერირების გზები. 

სტატიის სარჩევი

რა არის ლიდების გენერირება?

ლიდების გენერირება – არის სიტყვა-სიტყვით ის რაც გესმის, შენი ბიზნესის პოტენციური ლიდების დაგენერირება. ეს არის გზა, რომელსაც მომხმარებელი გადის პროდუქტით დაინტერესებიდან, მისი შესყიდვის  საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

ლიდების გენერირების პროცესი განსხვავებულია ბაზარზე  უკვე კარგად ადაპტირებული პროდუქტისა და ახლად გამოჩენილი პროდუქტის შემთხვევაში.                               

 წარმოიდგინე, რომ დაინტერესდი პროდუქტით, წაიკითხე მისი შეფასება, რომელსაც ათობით ერთგული მომხმარებელი გიზიარებს. ისინი  კარგად იცნობენ  პროდუქტს და შესაბამისად შენში იწვევენ მეტ სანდოობას.  ამ შემთხვევაში,  გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სწრაფად და მარტივად მიიწევს წინ.

ახლად შექმნილი პროდუქტის შემთხვევაში ასეთი მხარდაჭერა, პირველ ეტაპზე, არ არსებობს, რადგან ჯერ არ არსებობენ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც შეფასებენ მას ან მოგაწვდიან დამატებით ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია  შენი პროდუქტით დაინტერესებული ლიდების, სწორ დროსა და სწორ ადგილას პოვნა და მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომლებსაც ისინი ეძებენ ციფრულ არხებში. 

როგორია ლიდების გენერირების ტექნიკები?

შესაძლოა ინფრომაცია ზოგადი ტექნიკების შესახებ  უკვე გაქვს, მაგრამ  აქამდე არ დაფიქრებულხარ, როგორ უკავშირდებიან ისინი ლიდების გენერირებას.

მაგალითად, თუ გქონია ციფრული მარკეტინგის სასწავლო კურსებთან შეხება, მაშინ არ უნდა იყოს უცხო ისეთი ტერმინები, როგორებიცაა SEO ან საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე, ასევე ტექნიკა თუ  როგორ უნდა გააუმჯობესო შენი პოზიციები GOOGLE-ში.

სხვა ტექნიკები მოიცავენ  სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების გზებს, საინტერსო და მომხარებელზე მორგებული ბლოგების ან მაღალი ხარისხის, ციფრული მარკეტინგისთვის აუცილებელი, ვიდეო კონტენტის  შემქნას.

თითოეული მათგანი თავისებურად უკავშირდება ლიდების გენრეირების სფეციფიკურ სტრატეგიას, ამიტომ მნიშვნელოვანია პირველივე ეტაპზე შეარჩო მათგან, შენს ბიზნესთან ყველაზე თავსებადი.

რომელი ტექნიკა უნდა შეარჩიო, ახალი პროდუქტის გაშვებისას?

გამართული ლიდის ფორმა და Landing page-ი

შესაძლოა ბლოგის დასაწყისში დიზაინის ფუნქცია და მნიშვნელობა ოდნავ დავივიწყეთ, მაგრამ ახლა დროა მასზე მეტი ვისაუბროთ.  საიტის შექმნისას  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის  მის დიზაინზე ზრუნვა. 

 

ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება, რომ ამაიში არ იგულისხმება მხოლოდ ესთეტიკურად თვალშისაცემი და სასიამოვნო ვიზუალის მოფიქრება, არამედ ასევე მოიაზრება გამართული და ფუნქციურად მარტივი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საიტზე მოხვედრილ ადამიანს, გაუადვილებს მასში თავისუფლად გადაადგილების პროცესს: მთავარი გვერდიდან, პროდუქტის და  საბოლოო შეყიდვის გვერდამდე.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად არის შესაბამისი ლიდის ფორმის ან landing page-ის შემქნა, რომელიც  მომხარებელს მისცემს მიმართულებას და შეუჩერებლად გაატარებს შესყიდვის პროცესს.

 

საბედნიეროდ, დღესდღეისობით არსებობს არა ერთი დაბალბიუჯეტიანი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება ფუნქციურად გამართული და ამავდროულად თვალშისაცემი დიზაინის მქონე  landing page-ის ან ლიდის ფორმის შექმნაში.

 

შეგიძლია ისარგებლო landing page crator-ით ან ისარგებლო Facebook-ის ლიდების გენერირების ციფრული ფორმით, რომლის ასაწყობად დაგჭირდება სულ რამდენიმე წუთი, მთავარია იცნობდე Facebook-ს სარეკლამო პლათფორმას ან  თუ ჯერ არ გქონია მასთან შეხება, გაიარო კურსი – რეკლამა სოციალურ მედიაში და შემდგომ შეუდგე ლიდების გენერირების პროცესს.

გამოიყენე აუდიტორიის უკვე არსებული ბაზა

გაიხსენე ყველა ის დღე, როდესაც თავდაუზოგავად ცდილობდი შენი მომხმარებლების ტელეფონის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების შეგროვებას, ასევე გაიხსენე ის დღეები ,როდესაც  უგზავნიდი მათ შენი კომპანიის შესახებ მნიშვნელოვან  ინფრომაციას, იქნებოდა ეს სიახლე თუ შეთავაზება. სწორედ ახლა დგება ის დრო, როდესაც ეს გაწეული შრომა ნამდვილად დაგიფასდება.

 

როგორ?

მუხლჩაუხრელი შრომის სანაცვლოდ გაქვს სია, რომელიც შედგება უკვე არსებული და კარგად გამოცდილი პოტენციური ლიდებისგან. ისინი დაინტერესებულნი არიან პროდუქტით, ელოდებიან სიახლეებსა და შეთავაზებებს და სწორედ მათთვის იქნება ყველაზე სასიხარულო ახალი პროდუქტის გაცნობა და გამოცდა.

 

ალბათ გაგიჩნდა კითხვა, თუ რატომ უნდა დახარჯო დრო და ენერგია უკვე არსებულ აუდიტორიაზე, როდესაც ახალი პროდუქტით შეგიძლია იპოვო ახალი ხალხი და გახადო ის უფრო მრავალფეროვანი.

 

კი, ნამდვილად ასეა, აუცილებელია ახალი ლიდების მოძიება და აუდიტორიის მუდმივი ზრდა,  მაგრამ წარმოიდგინე რამდენად მოკლე დროში გადადგამ დიდ ნაბიჯებს, თუ ახალი პროდუქტის გაშვების პირველივე ეტაპზე, მიიღებს ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერასა და შეფასებას. ეს ტექნიკა ერთგვარი გზის გაკვალვაა შენი ბიზნესის მომავალი ლიდებისთვის, რომლებმაც ჯერ არ იციან შენს შესახებ.

ისაუბრე მეტი, ჩატარებულ კვლევებზე

სანამ არავინ არაფერი იცის შენი ახალი პროდუქტის შესახებ,  გეძლევა შესაძლებლობა დაასწრო ყველას და თქვა პირველი სიტყვა, ამით კი შექმნა პირველადი შთაბეჭდილება. წარმოაჩინე შენი ბრენდი ისე, როგორც ეს თავად გსურს, რადგან ამ შემთხვევაში კონტროლი შენს მხარესაა.

 

ისაუბრე მეტი შენს მიერ ჩატარებულ კვლევაზე, აუხსენი მომხმარებელს დეტალურად რატომ არის ეს კონკრეტული პროდუქტი საუკეთესო სხვა მილიონობით მსგავს პროდუქტს შორის, რითი გაუმარტივებს ის მათ ცხოვრებას ან რითი გააუმჯობესებს მას?

 

ლიდების გენერირების არა ერთი გზა არსებობს, იქნება ეს იმეილ მარკეტინგი, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია თუ ციფრულ არხებში შექმნილი სარეკლამო კამპანია, არჩევანი შენზეა, მთავარია პროდუქტს იდეალურად მოერგოს. გაითვალისწინე ახალი პროდუქტის გაშვებისას აუდიტორიის ინტერესის გარდა, მნიშვნელოვანია  შესაბამისი ავტორიტეტის მოპოვება, პროდუქტის პირველივე გამოჩენისას.

 

დარწმუნდი, რომ შენი ყველა ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს, გაქვს არსებული აუდიტორიის სრული ბაზა და პროდუქტის სანდო კვლევა, რომელიც მომხმარებელს დასაწყისშივე მიაწვდის ღირებულ ინფორმაციას.  

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
გააზიარე:

სხვა სტატიები

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.