ვიდეო კონტენტი და მისი შესაძლებლობები
იცოდი რომ ვიდეო კონტენტი 20%-ით უფრო მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და სამჯერ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს წვდება სოციალურ მედიაში, ვიდრე სხვა სტანდარტული პოსტები?
ამიტომ ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ ვიდეო კონტენტი ძლიერი ინსტრუმენტია ციფრული რეკლამის შესაქმნელად.
ამ ბლოგში გაეცნობი ვიდეოს 5 ტიპს, რომელიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის შესაბამისი ჩართულობის, ცნობადობისა და კონვერსიების მოპოვებაში.
სტატიის სარჩევი
1. Live ვიდეო კონტენტი
Live ვიდეო არის ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური გზა, ონლაინ სივრცეში, შენს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.
ამას მოწმობს რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:
- ადამიანების 64% ამბობს რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ნახა Live ვიდეო
- ადამიანების 82% ურჩევნია უყუროს ბრენდის Live ვიდეოს ვიდრე ნახოს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატიკური პოსტი.
Live ვიდეო არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ დაუკავშირდე შენს აუდიტორიას უფრო მეტად პერსონალურ და ავთენტურ დონეზე და შეძლო შენი ბრენდის მეტად ჰუმანიზაცია.
ნუ მოგერიდება Live-ში გასვლა. გაუზიარე შენი გამოცდილება: რას აკეთებ? როგორ აკეთებ? სამომავლო გეგმები და მიზნები შენს აუდიტორიას, ეს დაგეხმარება მოიპოვო მეტი ჩართულობა შენს გვერდზე და რაც მთავარია გაიზრდება შენი ბრენდის ლოიალური მომხმარებლების რიცხვი.
არ აქვს მნიშვნელობა სად გადაწყვეტ Live ვიდეოს გაშვებას, იქნება ეს Facebook, Instagram თუ Youtube-ი, შენ გაქვს შესაძლებლობა მრავალმხრივ გამოიყენო სოციალური მედიის არხები:
- აჩვენე შენს აუდიტორიას როგორ მიდიოდა გადაღების პროცესი
- ჩაერთე Live-ში რომელიმე საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებისას
- გაუზიარე მათ ახალი პროდუქტის შესახებ წინასწარი, ღირებული ინფორმაცია და მოუყევი რამდენად დიდია შენი მოლოდინები.
- ისაუბრე შენს ონლაინ კურსზე
ვიდეოსთვის კონტენტის შერჩევა შეგიძლია შენი ბრენდიდან გამომდინარე დაიწყო, მთავარია მაქსიამლურად დიდ აუდიტორიასთან შეძლო დაკავშირება და გააცნო მათ შენი ბრენდის შესახებ საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაცია. არ დაგავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტენტის კონსისტენტურობა.
კონსისტენტურობა უბიძგებს მომხმარებელს დაისწავლოს გარკვეული ჩვევა ან მოლოდინი, რომელიც მან იცის რომ აუცილებლად განმეორდება, რაც უფრო მრავალფეროვანი, ვიზუალურად სასიამოვნო და საინტერესო ინფრომაციასთან იქნება ეს მოლოდინი დაკავშირებული მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს მომამხარებელი ისევ და ისევ დაუბრუნდება შენს გვერდებს, სხვადასხვა ციფრულ არხებში, ახალი კონტენტის გასაცნობად.
2. შემეცნებითი ტიპის ვიდეო
ვიდეო კონტენტი ცოდნის გასაზიარებლად
ადამიანებს ძალიან უყვართ ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მიღება ონლაინ, შესაბამისად შენს კომპანიას ეძლევა საშუალება გახდეს ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებას, რაც მთავარია ეს მოგცემს საშუალებას მიიღო შენი მომხმარებლისგან მადლიერება და გაზარდო მიჯაჭვულობის განცდა. რაც შეეხება ვიდეო ფორმატს, ის არის მეტად მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია სახალისო.
დაფიქრდი რა სახის შემეცნებითი ვიდეოს შექმნა შეგიძლია, რომელიც ნამდვილად ღირებული იქნება შენი აუდიტორიისთვის და დაეხმარება მათ გარკვეული ყოველდღიური პრობლემის გადაჭრაში.
შემეცნებითი ვიდეოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი ჯერ კიდევ შენი ბრენდის გაცნობის სტადიაზეა. ასეთი ტიპის ვიდეოს შეუძლია არა მხოლოდ ახალი აუდიტორიის მოზიდვა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პრცოესის დაჩქარება, შესაძლოა პირველ სტადიაზე მყოფი მომხმარებელი მომენტალურად დაკონვერტირდეს ლიდად. მეტიც, შემეცნებით ვიდეობს შეუძლიათ კონვერსიის გაზრდა 20%-ით.
ჩაწერე ვიდეოების სერია შენს ბიზნესზე ან სთხოვე თანამშრომლებს გადაიღონ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მოკლე ვიდეო გაკვეთილები, რომელთა ერთობლიობა შეგიძლია ციფრულ ტრეინინგად აქციო.
3. ვიდეო ბრენდის შესახებ
ვიდეო კონტენტი, კომპანიის შიდა სამზარეულოს გასაზიარებლად
მაშინ როდესაც ამდენი განსხვავებული ბრენდი გვხდება სოციალურ მედიაში, ვნახულობთ სხვადასხვა პოსტებს, რეკლამებს, კარუსელებს,ვიდეოებს, ძალიან რთულია გამოეყო მათ და გახდე შესამჩნევი უფრო ფართე აუდიტორიისთვის.
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
საუკეთესო გზა, იმისთვის რომ შენი ბრენდი გახდეს მეტად თვალშისაცემი, აუდიტორიისთვის შენი კომპანიის თავიდან ბოლომდე გაცნობაა: კომპანიის ღირებულებები, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება.
ადამიანები შეისყიდიან უფრო მეტად ისეთი ბრენდებისგან პროდუქტს, რომელთა შესახებაც მეტ ინფორმაციას ფლობენ, იცნობენ მათ კულტურას და არიან მათი თანამოაზრეები.
გამოიყენე ვიდეო კონტენტისა და ციფრული რეკლამის ძალა, რათა გაუზიარო აუდიტორიას პერსონალური ინფრომაცია კომპანიაზე და გააცნო მათ ის უფრო ახლოს.
ამის რამდენიმე გზა არსებობს:
- მიეცი საშუალება დაათვალიერონ ოფისი და ნახონ სამუშაო პროცესი
- ჩაწერე ინტერვიუები თანამშრომლებთან
- გაუზიარე მათ სახალისო მომენტები კომპანიის ცხოვრებიდან – ღონისძიებები, თანამშრომლის დაბადებისდღე და ა.შ
- აჩვენე გუნდური აქტივობების დღეა
4. პროდუქტის დემო ვიდეო
ვიდეო კონტენტი შენი პროდუქტის უპირატესობების გასაზიარებლად
მომხმარებლების 90% ამბობს, რომ პროდუქტის შეძენისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დააჩქარა პროდუქტის ვიდეოს ნახვამ.
ვიდეო კონტენტი არის ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, რადგან მას ურჩევნია ნახოს, ვიდრე წაიკითხოს საკუთარი თვალით ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.
ვიდეოს საშუალებით აჩვენე როგორ გამოიყენება შენი პროდუქტი პრაქტიკაში. აჩვენე როგორ გამოიყურება, რა ფერისაა, აუხსენი როგორი ფაქტურა აქვს და ჩამოთვალე ის ყველა უპირატესობა, რომელიც ამ პროდუქტს სხვა მსგავს პროდუქტებისგან გამოარჩევს.
ასევე შეგიძლია გამოიყენო ვიდეოს ტიპი – ‘’ როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა’’ – და პრობლემის გადასაჭრელად, აჩვენო შენი პროდუქტი პრაქტიკაში.
დაიმახსოვრე, ასეთი ვიდეოს შექმნისას მნიშვნელოვანია მკაფიოდ იკვეთებოდეს მისი ღირებულება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარკვეულ პროდუქტზე შექმნილი საუკეთესო ვიდეოების უმრავლესობა სულაც არ არის ამ პროდუქტზე ორიენტირებული.
5. სარეკლამო ვიდეო რგოლი
გაყიდვებზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტი
შემეცნებითი და ჩართულობაზე ორიენტირებული ვიდეოები ძალიან დაეხმარება შენს ბიზნეს არა ერთი საჭირო მიზნის მიღწევაში – როგორებიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ავტორიტეტის მოპოვება ბაზარზე, უფრო იაფი რეკლამა ციფრულ არხებში და მეტად ლოიალური მომხმარებლების შეძენა.
როდესაც მომხმარებელი უკვე დაინტერესებულია შენი პროდუქტით, სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი სარეკლამო კონტენტის მიწოდება, რომელიც გადააქცევს უბრალოდ დაინტერესებულ მომხმარებელს პოტენციურ ლიდად ან მყიდველად.
გაითვალისწინე: სარეკლამო ვიდეო რგოლი არ გულისხმობს, ძველმოდურ, მხოლოდ პროდუქტზე ორიენტირებულ ვიდეოს. სულაც არა, დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია გაყიდო ისე, თითქოს საერთოდ არ გინდა გაყიდვა, შენ უბრალოდ უნდა მოყვე ისტორია, აჩვენო პროდუქტი მაღალ ხარისხში და დაანახო რომ პროდუქტი პიზიკურად ხელშესახები ნივთის გარდა არის კიდევ უფრო მეტი.
და ბოლოს…..
ვიდეო კონტენტი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, ის დაგეხმარება როგორც ცნობადობის გაზრდის ეტაპზე ასევე კონვერსიის ეტაპზე. მთავარია შეარჩო საჭირო ინფორმაცია და აჩვენო ის სწორ დროს.
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი
6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ
რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ