ერთი სამუშაო დღე დიჯიტალ მარკეტერის ცხოვრებიდან
თუ ჯერ არ იცნობ ციფრული მარკეტინგის სამყაროს და მასში მიმდინარე პროცესებს შორიდან აკვირდები, ალბათ დაგაინტერესებს როგორია დიჯიტალის მარკეტერის ერთი სამუსაო დღე.
სიმართლე რომ ითქვას, ასეთი ჩვეულებრივი, ტიპიური დღე არ არსებობ. სამუშაო დღის სპეციფიკა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: კომპანიის სიდიდე, ამ კომპანიის პროდუქტი/სერვისის ტიპი – არის B2B თუ B2C (ბიზნესზე მიმართული თუ მომხმარებელზე მიმართული), კომპანიის მიზნები, დიჯიტალ მარკეტინგის სპეციფიკური მიმართულება და შენი არსებული კარიერის სპეციალიზაცია.
როგორც ყველა პროფესია, ასევე დიჯიტალ მარკეტინგი მოიაზრებს ზოგიერთ ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოს, განსაკუთრებით დამწყები დიჯიტალ მარკეტერების შემთხვევაში, სადაც გამეორება უზრუნველყოფს უნარების დასწავლას, მაგრამ გარკვეული სამუშაო პოზიციის მიღწევის შემდომ დიჯიტალ მარკეტინგი და მასში მიმდინარე პროცესები ყოველდღიური სიახლეებით არის დატვირთული.
იმისთვის, რომ უკეთესად გაიგო რა სპეციფიკის მატარებელია დიჯიტალ მარკეტინგი, ამ ბლოგში მოგიყვები ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებებისა და პროცესების შესახებ, რომლებიც დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
სტატიის სარჩევი
1. დიჯიტალ მარკეტინგი და მეილი
ყოველი დღე იწყება მეილით. დღევანდელ სამუშაო გარემოში, უმეტესობა დავალებებისა მოდის ელ.ფოსტის საშუალებით, ამიტომ მნიშნელოვანია დღის დასაწყისშივე გაერკვიო მათში და ამის შემდგომ დაგეგმო დღე უფრო ეფექტურად.
მეილის საშუალებით შეგიძლია მიიღო რეპორტები, რომლებიც ატარებენ ინფორმაციას კამპანიების მუშაობისა და ეფექტურობის შესახებ, რაც გაგიმარტივებს და უფრო დააჩქარებს პრობლემების აღმოჩენსა და მათ გადაწყვეტაზე ზრუნვის პროცესებს.
მეილზე მოსული სხვა კომპანიების ნიუსლეთერების დათვალიერება დაგეხმარება მუდმივად საქმის კურსში იყო ინდუსტრიის ტრენდების შესახებ და მიიღო შესაბამისი სამომავლო გადაწყვეტილებები.
2. დიჯიტალ მარკეტინგი - მონიტორინგი და რეაგირება
გუგლის ანალიტიკა გახდება შენი საუკეთესო მეგობარი. ისწავლე, შეიყავრე და დაიწყე ყოველდღიური მონიტორინგი მისი საშუალებით. შეამოწმე როგორ მუშაობენ კამპანიები და განსაზღვრე მომხმარებლის ქცევის პატერნები. გამოიყენე ეს მონაცემები რომ გაზარდო მომხარებელთა კმაყოფილება, ჩართულობა და გაყიდვები. თუ არ იცი, გეტყვი რომ დიჯიტალ მარკეტინგი და რეპორტინგი ორი განუყრელი რამ არის.
გადახედე სოციალურ მედია არხებს და ეცადე გქონდეს სწრაფი და შესაბამისი რეაგირება. თუ შენი დავალება იყო ჩართულობის გაზრდა სოციალურ მედია პოსტებზე და ეს დავალება შესრულდა, აუცილებლად აცნობე ამ პროცესში შესაბამის ჩართულ პირებ.
აუცილებად დააკვირდი შენი კომპანიის კონკურენტების მდგომარეობას და შეაფასე რაში ჩამორჩება ან უსწრებს მას შემუშავებული პროცესები, სტრატეგია და შედეგები.
3. კამპანიების მენეჯმენტი და კონტენტის შექმნა
ეს კატეგორია ფარავს ყველა მედია პლათფორმას იქნება ეს იმელ მარკეტინგი და ავტომატიზაცია, ფეისბუქ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი ან სოციალური მედია მენეჯმენტი. ყველა ეს ნაწილი მუშაობს ერთმანეთთან შეთანხმებით და რაც მთავარია საერთო მიზნისთვის, რომელსაც დიჯიტალ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისას ისახავს კომპანია. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გეგმარება და უნაკლო შიდა კომუნიკაციია. მეტად სავარაუდოა, რომ თუ დიჯიტალ მარკეტინგი გახდება შენი მომავალი პროფესია არა ერთ არამედ რამდენიმე სხვდასხვა საკიხტე იქნები პასუხისბმგებელი, რომლებიცაა:
- ქოფირაითინგი და ორიგინალური კონტენტი
- გრაფიკული კონტენტის შემქნა
- სოციალური მედია პოსტების დაგეგმვა და სოციალური მედია კამპანიის კალენდრის შექმნა
- იმეილ მარკეტინგის კამპანიის სტრატეგიის შემუშავება
- A/B ტესტინგის დაგეგმარება და განხორციელება
- ლენდინგ გვერდების მომზადება
- კრეატიულ პროცესებში ჩართულობა : ეფექტური რეკლამის შემუშავების გცები, კონტენტი, ღონიძიებები და ა.შ
და ბოლოს, კამპანიის მენეჯმენტის მთავარი დავალებაა მისი ეფექტურობის გაზმოვა. დიჯიტალ მარკეტინგი გულისხმობ სხვდასხვა მეტრიკებზე დაკვირვებისა და განაალიზების უნარებს, რაც დაგეხმარება შეცდომების აღმოჩენასა და მომავლ კამპანიებში უკეთეს დაგეგმარებაში.
4. დიჯიტალ მარკეტინგი და ვებ.გვერდის მენეჯმენტი
საიტზე მუშაობისას ძალიან დაგეხმარება ბაზისური HTML ცოდნა. იმის და მიუხედავდ, რომ კომპანიას შესაძლოა ჰყავდეს დამოუკიდებელი დეველოპერების გუნდი, ეს ბაზისური ცოდნა მოგცემს საშუალებას მათთან კომუნიკაცია გამარტივო და თავიდან აირიდო გაუგებრობები, რომლებიც მოყვება მისკომუნიკაცას. შენი, როგორც დიჯიტალ მარკეტრის მთავარი დანიშნულებაა, რომ საიტის თითოეული გვერდი იყოს SEO ოპტიმიზირებული და შეგეძლოს ვებ.გვერდზე მიმდინარე პროცესების მენეჯმენტი.
SEO ოპტიმიზაციის გარდა, შესაძლოა დაგევალოს ახალი კონტენტის შემუშავებაზე ზრუნვა, როგორიცაა : ბლოგი, პროდუქტის შესახებ ინფორმატიული გვერდი, ლენდინგ გვერდები ან სპეციფიკური კამპანიების გვერდები.
5. იმოქმედე მუდამ აწმყოში და იცოდე რა იგეგმება მომავალში
დიჯიტალ მარკეტინგი ყოველთვის ტოვებს განცდას, რომ არაფერი ისე სწრაფად არ იცვლება როგორ ეს ინდუსტრია. ყოველდღიურად იცვლება ტრენდები, ახლდება ინფორმაცია, საუკეთესო მაგალითები ძველდება და ახალი ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები იქმნება. იმისთვის, რომ არ მოგიწიოს საათობით ინფორმაციის ძიება და შემდგომ ათასობით არტიკლის გადაკითხვა, შეარჩიე რამდენიმე გვერდი და თვალი ადევნე მათ სიახლეებს:
გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები
ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას
და ბოლოს, გაითვალისინე რომ შენი სამუშაო დღე შესაძლოა იყოს განსხვავებული იმისგან, რაც ზემოთ ავღწერეთ, მაგრამ ფუნდამენტური დეტალები სავარაუდოთ არ შეიცვლება, ან შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა კომპანიაში მუშაობ, რა პოზიციაზე და როგორი სტრატეგიით მუშაობს დიჯიტალ მარკეტინგის გუნდი.
თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე – რეკლამა, სოციალურ მედიაში და დაიწყე სწავლის პროცესი.
ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის
მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა
4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში
სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს. თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი
6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად
2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ
რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?
შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ