ციფრული მარკეტინგის ბლოგი

9 მარტივი ნაბიჯი, ახალი საიტის შესამოწმებლად

თუ  უკვე საფუძველი ჩაუყარე შენი ახალი საიტის დამზადებას და გაითვალისწინე  ჩვენი რჩევები ბლოგიდან – დაიწყე საიტის დამზადება 9 მარტივი ნაბიჯით  – დროა შეუდგე აქამდე განვლილი გზის შემოწმებას, თუ ჯერ არ დაგიწყია ვებ.გვერდზე მუშაობა აუცილებლად ნახე ბლოგის პირველი ნაწილი და შემდგომ მოგვიბრუნდი ახალი  და სასარგებლო რჩევებისთვის.

სტატიის სარჩევი

ახალი საიტის სტარტამდე დარჩა 9 ნაბიჯი

შენი ახალი საიტის ციფრულ სამყაროში გამგზავრების დროა, მაგრამ სტარტამდე 9 ნაბიჯი დარჩა, რადგან მისი საბოლოო ვერსია მახვილი თვალით უნდა გადამოწმდეს.  რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება  საიტის გვერდების კონტენტი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გადამოწმებაც, როგორებიცაა  ინფორმაციის შეგროვება, დოკუმენტები, რომელთა გადმოწერაც არის შესაძლებელი, ყველანაირი მედია, იქნება ეს ვიდეო თუ სტატიკური ვიზუალი, ყველაფერი თავის ადგილზე  და დანიშნულებისამებრ უნდა ფუნქიონირებდეს.

მნიშნელოვანია რომ გაითვალისწინო – სანამ შენ  ახალი საიტის საბოლოო ვერსიას გაუშვება ფართო აუდიტორიისთვის, შექმენი სატესტო ვებ.გვერდი, რომელიც იქნება ორიგინალი რეპლიკა და არის პირად სერვერზე განთავსებული, სადაც შეგიძლია მოამზადო, დაამტკიცო კონტენტი ან შეცვალო კოდი.  სატესტო ვებ.გვერდი გაძლევს საშუალებას შეიტანო ვებ.გვერდზე ნებისმიერი ცვლილება, მსგავს, მაგრამ სატესტო გარემოში, რაც ძალიან გაგიმარტივებს საქმეს, რადგან ყოველი ცვლილების შემდეგ არ მოგიწევს იმაზე ფიქრი, რაიმე ხომ გაფუჭდა, თან ისეთი, რასაც უკან ვერ მოაბრუნებ 😊

ამ ეტაპის გავლის შემდგომ, ძალიან მარტივად, დაასიქრონიზირე კონტენტი სატესტო საიტისა და ორიგინალს შორის შერჩეული CMS-ის საშუალებით.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე და ვნახოთ ის 9 ნაბიჯი, თუ როგორ უნდა მივიდეს ვებ.გვერდი თავისი თავის საუკეთესო ვერსიამდე.

pexels-brett-jordan-5045981

1. თვალი გადაავლე ახალი საიტის ტექსტებს

  • ტექსტები არ შეიცავს მექანიკურ შეცდომებს და არის გრამატიკულად გამართული
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და  ზუსტი
  • არასფეციფიკური ტექსტები, როგორიცაა lorem ipsum, ანუ უშინაარსო ტექსტი, არ არის საიტზე დარჩენილი
  • ისეთი პრემიუმ კონტენტი, როგორიცაა კვლევები, სტატიები, ebook-ები არის გრამატიკულად გამართული და უშეცდომო.

დარწმუნდი რომ ტექსტები ბრენდის შესაბამისია

 

  • ბრენდის კონსისტენტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი სტილი და tone-of-voice იყოს ძალიან შეთანხმებული, შესაბამისად ტექსტი უნდა პასუხობდეს ვიზუალს და პირიქით.
  • დარწმუნდი რომ ვებ.გვერდზე განთავსებული ტექსტები გამოხატავს კომპანიის მიზანსა და ღირებულებებს

2.ახალი საიტის საბოლო ვიზუალების დროა

ახალი საიტის დამზადებისას, დიზაინერმა, მთლიანი სურათის დასახნახად, შესაძლოა გამოიყენოს სატესტო ვიზუალები, რადგან მას ჯერ არ აქვს მზად ყველა დეტალი, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაამოწმო ასეთი ვიზუალები და  საბოლოოდ დაასტურო.

3. რამდენად თანმიმდევრულია ახალი საიტის სტრუქტურა?

  • პარაგრაფები, ჰედერები, ჩამონათვალი და სხვა ფორმატები სწორად არის აწყობილი და თანმიმდევრულად მიყვება გვერდის იდეას.
  • დარწმუნდი რომ ბრენდის ფერთა პალიტრა სწორად არის შეყვანილი, გაწერილია ლინკები და შესბაამისი ღილაკები.

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

pexels-fauxels-3184612

4. დარწმუნდი, რომ ვებ.გვერდის დიზაინი ესთეტიკურად სასიამოვნოდ აღქმადია

  • დაოპტიმიზრებულია სკრიპტები
  • დაოპტიმიზირებულია ვებ.გვერდის ვიზუალები
  • დაოპტიზირებულია ვებ.გვერდის CSS-ი

5. გადაამოწმე ყველა საჭირო უფლება და ლიცენზია

არ აქვს მნიშვნელობა ვებ.გვერდის დიზაინი/დეველოპმენტი  იყო კომპანიის შიგნით შექმნილი თუ იყო აუთსორსზე გადატანილი, შენი პასუხისმგებლობაა საბოლოოდ გადაამოწმო გაქვს თუ არა ყველაფრის ლიცენზია და ვებ.გვერდის შემადგენელი ნაწილების გამოყენების უფლება. 

pexels-shuki-harel-4463588

6. გატესტე მომხმარებლის გამოცდილება, რამდენად კარგია შენი UX-ი?

  • რამდენად შეთავსებადია საიტის გვერდები სხვდასხვა ბრაუზერთან
  • რამდენად თავსებადია საიტის გვერდები სხვდასხვა მოწყობილობის ეკრანზე
  • სტატიკური ვიზუალები, ვიდეობი და აუდიოები ვებ.გვერდზე არიან განთავსებული სწორ ადგილას, სწორ ფორმატში და მუშაობს ყველა მოწყობილობის ეკრანზე.
  • შიდა ლინკები მუშაობენ გაწერიი სქემის შესაბამისად
  • სოციალური მედიის აიქონი (სიმბოლო) ასოცირდება შესაბამის ექაუნთთან.
  • კომპანიის ლოგო გადალინკულია მთავარ გვერდთან

7. არ დაგავიწყდეს უსაფრთხოება

სად შეინახავ  პაროლებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას? ძალიან ბევრი ადამიანი არის  ჩართული ვებ.გვერდის შექმნის პროცესში, შესაბამისად გაითვალისწინე რომ ვებ.გვერდის გაშვების შემდგომ აუცილებელი იქნება პაროლების შეცვლა და შესაბამის პირებზე გაცემა.

pexels-pixabay-270637

8. ტექნიკური SEO-ს იმპლემენტაცია, შეცდომების გარეშე

  • დარწმუნდი რომ გვერდს აქვს უნიკალური სახელი
  • დარმწუნდი რომ გვერდს აქვს უნიკალური მეტა აღწერილობა
  • დარწმუნდი, რომ ყოველი გვერდი შენ საიტზე არის რაიმე ღირებული დანიშნულების მატარებელი და აქვს გაწერილი შესაბამისი ქივორდები

9. რა მოხდება მაშინ, თუ ერთ დღეს ჩვეულზე მეტი ადამიანი დაინტერესდება შენი პროდუქტით

ვებ.გვერდის უბრალო რედიზაინის შემთხვევაში შესაძლოა არ დაგჭირდეს სტრეს-სტესტის ჩატარება, რადგან შენ უკვე კარგად იცი ვებ.გვერდის შესაძლებლობები და გამძლეობა, მაგრამ  სრულიად ახალი საიტის დამზადებისას მნიშნელოვანია მაქსიმალურად გამოიყენო არსებული ციფრული ინსტრუმენტები, მათ შორის ისეთი, რომელიც გეხმარება გაიგო – რამდენ ტრაფიკს გაუძლებს შენი ვებ.გვერდი.

ტრაფიკის ზრდა ძირითადათ უკავშირდება რაიმე ძალიან მომხიბვლელ აქციას სოციალურ მედიაში ან სადღესასწაულო დღეებს.  ასეთ დროს წინასწარ არავინ იცის რამდენი ადამიანი ესტუმრება ერთდროულად ვებ.გვერდს, დიდი ტრაფიკის შემთხვევაში ის შეიძლება გადაიტვირთოს და არა ერთ მომხმარებელს გაუცრუოს იმედი. სწორდ ამის შესამოწმებლად შეიქმნა ტრაფიკის სიმულატორი, რომელიც ათასობით მომხმარებლის საიტის სტუმრობის სიმულაციას ქმნის და გაძლევს საშუალებას დააკვირდე მოვლენებს.

ყველა ასეთი ციფრული ინსტრუმენტი ვერ  ახერხებს რეალურ სიტუაციასთან მიახლოებას ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიო სწორი. დაეკიტხე შენს დეველოპერს ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენე JMeter by Apache. გაითვალისწინე რომ ეს ციფრული ინსტრუმენტი საკმაოდ დიდ დექნიკურ ცოდნას მოითხოვს ამიტომ მაინც გირჩევ დაუკავშირდე ამ სფეროში ნაცნობ სპეციალისტს.

აუცილებლად წინასწარ გააფრთხილე შენი პროვაიდერი, რომ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებ, სხვა შემთხვევაში გაუგებრობაშ აღმოჩნდები, რამაც შესაძოა ცუდი შედეგი გამოიწვიოს.

ასეთი ტესტის ჩატარება მოგცემს მეტ თავდაჯერებულობას, როდესაც  რაიმე ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას გაუშვებს, რადგან ზუსტად გეცოდინება რისი შესაძლებლობა აქვს შენს ვებ.გვერდს და პრობლემის გაჩენის შემთხვევაში გეცოდინება მისი გამომწვევი ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი.

იმედი მაქვს, ეს  რჩევები გაგიმარტივებს შენი ვებ.გვერდის დასტარტვის პროცესს, შემდეგ ბლოგში კი –  9 რამ, რაც უნდა შეამოწმო ახალი საიტის გაშვების შემდგომ – გაგაცნობ 9 ნაბიჯს, რომელიც უნდა გაირო ვებ.გვერდის ციფრულ სამყაროში გაშვების შემდგომ.

თუ ხარ ანტრეპრენერი ან უბრალოდ გსურს უფრო ახლოს გაიცნო ციფრული მარკეტინგის სამყარო და ამავდროულად გაიგო როგორ ინტეგრირდება  Facebook  სარეკლამო პლათფორმა შენს საიტთან, დარეგისტრირდი ონლაინ კურსზერეკლამა, სოციალურ მედიაში და  დაიწყე სწავლის პროცესი.

ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის

მობილური ვიდეო რეკლამა სოციალური მედიისთვის არის შესანიშნავი მიმართულება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ სარეკლამო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. თუ დღევანდელ სოციალურ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა

წაიკითხე ვრცლად »

4 მომავლის პროფესია სოციალურ მედიაში

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში იჭრებიან და აყალიბებენ ახალ ქცევებს, მოთხოვნილებებსა და როლებს.   თუ არსებული მდგომარებით ვიმსჯელებთ, მომავალი სოციალურ მედიაშია, რაც ახალი

წაიკითხე ვრცლად »

6 ტრენდი ეფექტური რეკლამის შესაქმნელად

  2022 წლის ტრენდები მოექცევიან ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორებიცაა პანდემია, ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა. წარმოუდგენელია ორწლიანი პანდემიის შემდგომ, არ ელოდო გარდაუვალ

წაიკითხე ვრცლად »

რატომ უნდა გაიარო სოციალური მედიის კურსი?

  შენს სოციალურ მედიაში განთავსებული სტატუსები მალევე ივსება კომენტარებით? შენი პოსტები იმდენად საინტერესოა, რომ ბევრ მოწონებას იმსახურებს ინსტაგრამის აუდიტორიისგან? ან იქნებ უბრალოდ გაინტერესებს როგორ ურტიერთობენ

წაიკითხე ვრცლად »
გააზიარე:

სხვა სტატიები

გამოიწერე ციფრული ინდუსტრიის საიხლეები

ჩვენ ვაგზავნით, მხოლოდ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

პასუხს მიიღებთ 24 საათის განმავლობაში.

ჯგუფური პაკეტის მოთხოვნა

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფრომაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში.